პარასკევი, ივნისი 12, 2026

მიოკარდიტი – ვლინდება როგორც შეშუპება და მიოკარდის დარღვევა

#image_title

მიოკარდიტი – წარმოადგენს გულის კუნთის ანთებას, რომელიც ვლინდება როგორც შეშუპება და მიოკარდის დარღვევა.

მიზეზები
·         ინფექციური დაავადებები;
·         სოკო და პარაზიტები;
·         ალერგია;
·         იმუნიტეტის დარღვევა;
·         დამწვრობა, ტრავმები, დასხივება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         სისუსტე და ხუთვა;
·         გულის ტკივილები და ტაქიკარდია;
·         გულის რითმის დარღვევა;
·         სუბფიბრიალური ტემპერატურა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
·         სისხლის ანალიზი;
·         ელექტრო და ექოკარდიოგრაფია;
·         რენტგენი;
·         მიოკარდის ბიოპსია.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, იმუნომოდულატორები და ანტიჰისტამინური საშუალებები.

საშიშროება
·         კარდიოსკლეროზი;
·         დილატაციური კარდიომიოპათია;
·         თრომბოემბოლია;
·         გულის უკმარისობა;
·         გულის გაჩერება.

რისკის ჯგუფი
·         ქრონიკული ინფექციებით დაავადებულები;
·         ალერგეტიკები;
·         მოხუცები, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
·         ქრონიკული ინფექციის ზონების სანაცია;
·         პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია.

სიბეცე – ვლინდება საგნების გარჩევის შესაძლებლობის შეზღუდვაში

სიბეცე (მიოპია) — თვალის დაავადებაა და ვლინდება საგნების გარჩევის შესაძლებლობის შეზღუდვაში, რომლებიც განლაგებულია შორ მანძილზე.

დღეისათვის ძალიან ხშირია თანდაყოლილი მიოპიის შემთხვევები.
სიბეცე ბავშვებში ვითარდება 10-16 წლის ასაკში, როცა იზრდება თვალის კაკალი.
გამოიყოფა მიოპიის 3 დონე:
·         სუსტი (3 დიოპრიამდე);
·         საშუალო (3, 25-დან -6 დიოპრიამდე);
·         მაღალი (-6 დიოპრიაზე მეტი).
მაღალი დონე შეიძლება აღწევდეს -15, -20 და -30 დიოპრიას.

მიზეზები
მიოპია წარმოიქმნება თვალის ოპტიკური სისტემის რეფრაქციული ძალის დარღვევის შედეგად. სიბეცის მიზეზები შეიძლება იყოს:
·         მემკვიდრეობა;
·         თვალის გადაჭარბებული სიგრძე (24 მმ-ზე მეტი);
·         ახლო მანძილზე თვალის ინტენსიური დატვირთვა (განსაკუთრებით სასკოლო და სტუდენტურ პერიოდში);
·         მხედველობის არასწორი კორექცია (გასათვლისწინებელია ცრუ მიოპიის სიმპტომები);
·         თვალში სისხლის მიწოდების დარღვევა;
·         არასრულფასოვანი კვება (აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების ნაკლებობა);
·         დაავადებები, რომლებიც თვალის გართულებებს იწვევს (მრვი-მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ანგინა).

სიბეცის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         შორს ხედვის დაქვეითება;
·         მხედველობით დაღლის მაღალი დონე;
·         მხედველობის დატვირთვისას თავის ტკივილი.

დიაგნოსტიკა
მიოპიის კორექციისათვის უნდა მიმართოთ ოპტომეტრისტს, რომელიც შეგირჩევთ შესაფერის სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს. მაგრამ, რამდენადაც კორექცია ზოგ შემთხვევაში არასაკმარისია, უფრო ზუსტი დიაგნოზისთვის რეკომენდირებულია ექიმ-ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
სიბეცის მკურნალობის დასადგენად ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს:
·         ბადურის დათვალიერებას გუგის გაფართოებით;
·         ბიომიკროსკოპიას (თვალის სტრუქტურის დეტალურ გამოკვლევას);
·         ოფთალმოსკოპიას (თვალის ძირის გამოკვლევას).

სიბეცის მკურნალობა
შემთხვევების უმეტესობისას სამკურნალოდ ინიშნება სპეციალურად შერჩეული სათვალე ან კონტაქტური ლინზები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სრული გამოჯანმრთელებისთვის.
სიბეცის ოპერაციული მკურნალობა ინიშნება მისი დონის შესაბამისად. დღეისათვის ტარდება დაავადების სამკურნალო შემდეგი ოპერაციები:
·         მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია;
·         ობიექტივის რეფრაქციული ჩანაცვლება (ლენსექტომია);
·         ფაკიური ლინზების იმპლანტაცია (რქოვანას არასაკმარისი სისქის შემთხვევაში);
·         რადიალური კერატოტომია (რქოვანას გამრუდების შეცვლა მიკროქირურგიული კვეთებით);
·         კერატოპლასტიკა (რქოვანას პლასტიკა).

დიეტა
მიოპიის მკურნალობისას ბავშვებსა და დიდებში, რეკომენდირებულია კვების რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა, რომლებიც შეიცავენ А ვიტამინს (სტაფილო, სტაფილოს წვენი, ღვიძლი, ხაჭო და ა.შ.)

საშიშროება
თვალის მიოპიის გართულებამ შეიძლება მიგვიყვანოს შეუქცევად შედეგებამდე, როგორიცაა:
·         თვალის ფუძეში დისტროფიული ცვლელებები;
·         ბადურის დარღვევა;
·         ბადურის განშრევება;
·         სიბრმავე.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკა მოიცავს:
·         მხედველობისთვის განკუთვნილი ლუტეინის შემცველი ვიტამინების მიღებას;
·         თვალის კუნთების ვარჯიშს;
·         თვალის დაავადებების დროულ მკურნალობას;
·         ზოგადგამაჯანსაღებელ პროცედურებს (გამკვრივება);
·         თვალის ქსოვლიებში სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას (ფიზიოთერაპია).

მიქსედემა

მიქსედემა – ენდოკრინული დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით და წარმოადგენს ჰიპოთერიოზის მძიმე ფორმას.
 
მიზეზები
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია:
·         პირველადი ხასიათის დროს – ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიები, ტრავმები, იმუნიტეტის დაქვეითება, რაც გამოწვეულია ქრონიკული დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
·         მეორადი ხასიათის დროს – ინფექციური, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის ტრავმული ან შეშუპებით დაზიანება.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         სახის, კიდურების დასიება;
·         კუნთების ტკივილი;
·         მოდუნება, ძილიანობა;
·         კანის სიმშრალე;
·         თმის მტრევადობა, ცვენა;
·         მეტყველების დაქვეითება;
·         ენის შეშუპება;
·         სმენის დაქვეითება;
·         მეხსიერების დაქვეითება;
·         ხმის ჩახლეჩვა;
·         შეკრულობა;
·         ბრადიკარდია;
·         არტერიული ჰიპერტენზია;
·         ხუთვა;
·         ანემია;
·         ძლიერი თავის ტკივილი;
·         სხეულის ტემპერატურის დაგდება;
·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
·         მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს შემდეგ ანალიზებს:
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
·         სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზი;
·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსია;
·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია;
·         იოდის შემცველი პრეპარატები.
 
საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         ჰიპოტირეოიდული კომა;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა;
·         მიოკარდის ინფარქტი;
·         სტენოკარდია;
·         თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
·         იშემიური ინსულტი.
 
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         მენოპაუზის პირობებში მყოფი ქალბატონები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანები;
·         ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანები;
·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
·         საკვებში საკმარისი იოდის გამოყენება;
·         სისხლში ჰორმონების რაოდენობის კონტროლი;
·         სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება;
·         ცხვირხახის დაავადებების დროული მკურნალობა.

მონონუკლეოზი

მონონუკლეოზი – დაავადება, რომელიც წარმოადგენს მწვავე ვირუსულ ინფექციას და აზიანებს პირის ღრუს, საყლაპავს, ელენთას და ღვიძლს.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         სნეულ ადამიანთან კონტაქტი;
·         მშობიარობის დროს ვირუსის დედისგან ბავშვზე გადაცემა;
·         დაავადებული სისხლის გადახმა;
·         დაინფიცირებული ნივთების გამოყენება;
·         დაავადებული წყლისა და საკვბის მიღება.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         ციებ-ცხელება;
·         სისუსტე;
·         საერთო ინტოქსიკაცია;
·         ჭარბი ოფლიანობა;
·         ყლაპვისას ყელის ტკივილი;
·         გლანდების ლორწოვანის ჰიპერემია;
·         გლანდებზე მოყვითალო ნადების გაჩენა;
·         ლიმფური კვანძების გადიდება;
·         საყლაპავის ლორწოვან გარსში სისხლის გაჩენა;
·         სკლერის, კანის საფარის სიყვითლე;
·         შარდის გამუქება;
·         კანზე ლაქებისა და პაპულების ფორმით გამონაყარი.
 
დიაგნოსტიკა
აუცილებელ დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ვენეროლოგი და ნიშნავს:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
·         პჯრ-დიაგნოსტიკას;
·         სეროლოგიურ გამოკვლევას;
·         ფარინგოსკოპიას.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბიოტიკებს;
·         გლუკოკოსტიკოსტეროიდებს;
·         სადეზინტოკსიკაციო თერაპიას;
·         В, С, Р ჯგუფის ვიტამინებს;
·         ყელის გამორეცხვას მცენარეული სავლებით;
·         კარგ კვებას.
 
დიეტა
მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა:
·         ცომეული, პური;
·         ცხიმიანი ხორცი, თევზი;
·         მოხარშული კვერცხი;
·         მჟაუნა, ხახვი, ისპანახი;
·         კონსერვები, შებოლილები, მარინადები;
·         ხილისა და კენკრის მჟავე სახეობები;
·         ნაყინი და შოკოლადი;
·         კაკაო, მაგარი ყავა;
·         გაზიანი სასმელები;
·         სპირტიანი სასმელები.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         მეორადი ინფექციები;
·         მენინგიტი;
·         ენცეფალიტი;
·         ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია;
·         ფილტვების ინფილტრაცია;
·         ელენთის დაშლა;
·         ტრომბოციტოპენია.
 
რისკის ჯგუფი
·         16 წლამდე ასაკის ბავშვები;
·         საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         იმუნიტეტის გაძლიერება;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         სნეულ ადამიანთან კონტაქტის გამორიცხვა.

ჰემოქრომატოზი

ჰემოქრომატოზი  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს რკინის შემცველი პიგმენტების მიმოცვლის დარღვევა ორგანიზმში და ნაწლავში რკინის ჭარბი შეწოვა, რასაც მივყავართ ქსოვილებსა და ორგანოებში მის დაგროვებამდე.
გამოიყოფა პირველადი და ნეონატალური ჰემოქრომატოზი, რომელიც იშვიათ შემთხვევებში უდგინდებათ ახალშობილებს.
 
მიზეზები
დაავადების მიზეზები, რომლებიც აზიანებს ღვიძლს, შემდეგია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·          В და С ვირუსული ჰეპატიტების არსებობა;
·         ღვიძლში ცხიმოვანი ქსოვილის გაჩენა;
·         კუჭქვეშა ჯირკვლის გამავლობის მოშლა;
·         ღვიძლზე ახალი წარმონაქმნების გაჩენა.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         კანი იღებს მოყავისფრო-მონაცრისფრო შეფერილობას;
·         ლორწოვანი გარსისა და სკლერების გამუქება;
·         არტერიული წნევის დაწევა;
·         სწრაფად დაღლა;
·         საერთო სისუსტე;
·         სახსრების დასიება და ტკივილი;
·         ლიბიდოს დაქვეითება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
·         შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი;
·         სისხლის ბიოქიმიურ ანალიზი;
·         ღვიძლის ბიოპსია;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
·         ღვიძლის სცინტიგრაფია.
 
ექიმმა შესაძლოა ასევე დანიშნოს:
·         ელექტროკარდიოგრაფია;
·         ექოკარდიოგრაფია;
·         სახსრების რენტგენოგრამა.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         სისხლის გამოშვებას (1-2-ჯერ კვირაში);
·         რკინის შემაერთებელ და მის გამოსადევნ პრეპარატებს.
 
დიეტა
მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს ისეთ პროდუქტებს, რომელბიც შეიცავენ რკინას და წყალში ხსნად ნახშირწყლებს. ასევე აუცილებელია სპირტიანი სასმელის სრულად გამორიცხვა.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგ გართულებები:
·         მიოკარდის ინფარქტი;
·         ღვიძლის უკმარისობა;
·         გულის უკმარისობა;
·         საყლაპავის ლორწოვან გარსში სისხლდენა;
·         დიაბეტური, ღვიძლისმიერი კომა.
ბოლო სტადიებზე შესაძლოა ლეტალური შედეგი.
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         დიეტის დაცვა;
·         ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება და დანიშნულების დაცვა.

ჰემოფილია

ჰემოფილია – სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.
 
გამოიყოფა ჰემოფილიის შემდეგი ტიპები
·         А ტიპის ჰემოფილია – შედარებით გავრცელებული ფორმა, რომელიც წარმოიშობა სისხლის ბრუნვის მე-VIII  ფაქტორის არარსებობით, რომელიც წარმოდგენილია ანტიჰემოფილური გლობულინით;
·         В ტიპის ჰემოფილია  (კრისტმასის დაავადება) – წარმოიშობა კრისტმასის ფაქტორის უკმარისობის შედეგად;
·         С ტიპის ჰემოფილია  – ყველაზე იშვიათი ფორმა, რომელიც წარმოიშობა სისხლის ბრუნვის მე-XI ფაქტორის უკმარისობის დროს.
 
მიზეზები
ექიმებმა დაადგინეს როგორ ხდება ჰემოფილიის გენეტიკურად გადაცემა. მისი გენი მატარებლები არიან ქალები, ამიტომ დაავადების მიზეზი ხდება მემკვიდრეობითი ფაქტორი.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ტრავმების შემდეგ ხანგრძლივი, უწყვეტი სისხლდენა;
·         უმნიშვნელო ტრავმების დროსაც კი კანზე ჩნდება სილურჯეები (ჰემატომა);
·         ცხვირიდან ხშირი სისხლდენა;
·         შარდსა და კალაში სისხლის ნარევი;
·         ქვედა კიდურების სახსარშიდა სისხლჩაქცევების – ჰემორატოზის გაჩენა, რაც იწვევს ტკივილებს, შეშუპებასა და მოძრაობის გართულებას.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი და მკურნალობის დასადგენად ნიშნავს:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
·         კოაგულოლოგიურ ტესტებს;
·         სისხლის მიმოქცევის დროის ჩანიშვნას;
·         გენურ ანალიზს.
 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         თანმხლებ თერაპიას (სისხლის პრეპარატები, რომლებიც კონცენტრირებული ფორმით შეიცავენ სისხლის ბრუნვის ფაქტორებს);
·         ტრამვების დროს თრომბინისა და პოთრომბინის ხსნარების, ასევე ამინოკაპრონის მჟავას გამოყენებას;
·         სახსრების პუნქციას (სისხლჩაქცევების დროს).
ჰემოფილია განკურნებადი დაავადებაა.
 
დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია А, В, С, D ვიტამინებით, ფოსფორით და კალციუმით.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:
·         დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;
·         ანემია;
·         გულსისხლძართვთა, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა;
·         ძვლების დესტრუქციული პროცესი.
 
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         მამრობითი სქესის წარმომადგენლები;
·         გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ტრავმებისა და ჭრილობებისგან თავის დაცვა;
·         ინექციებისგან თავის შეკავება, რომლებმაც შესაძლოა ჰემატომების გაჩენა გამოიწყვიოს;
·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

ჰემობლასტოზი

ჰემობლასტოზი  –  დაავდების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით.
 
გამოიყოფა ჰემობლასტოზის შემდეგი სახეობები:
·         ლეიკოზი – ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც თავიდან ლოკალიზდება ძვლის ქსოვილში, ხოლო შემდეგ აზიანებს ყველა ორგანოს;
·         ლიმფომა – ავთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც შედგება ლიმფური კვანძების იდენტური ქსოვილებისგან;
·         ჰემატოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც შეუძლია მოედოს ნებისმიერ ორგანოს.
 
მიზეზები
დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ მეცნიერები იხრებიან ვირუსულ-გენეტიკური თეორიისკენ. ამ თეორიის თანახმად, ძვლის ტვინის უჯრედებში ან ლიმფურ კვანძებში ხვდებიან გასაკუთრებული ვირუსები, რომელბიც ასუსტებენ იმუნიტეტს და უარყოფითად მოქმედებენ უჯრედებზე.
დაავადების სავარაუდო მიზეზებია:
·         ხშირი სტრესი;
·         ხანდაზმულობა;
·         ნაწლავების ინფექციები, ვირუსები;
·         იმუნური სისტემის დარღვევა;
·         ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება;
·         ორგანიზმის დასუსტება;
·         გენეტიკური მიდრეკილება.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ჯირკვლების გადიდება მუცლის, ყელის ან სხვა ადგილებში, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილები;
·         ძვლების ტკივილი;
·         კანზე წითელი ლაქების გაჩენა;
·         ღრძილებზე, საყლაპავზე, კანზე გამაგრებული ადგილების გაჩენა;
·         ყელის, ხელების, სახის დასიება;
·         ელენთის და ღვიძლის გადიდება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
·         წონის სწრაფად დაკარგვა;
·         კანქვეშ სისხლჩაქცევები;
·         სწრაფად დაღლა;
·         კანის ქავილი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         ლიმფური კვანძების ბიოპსია;
·         რენტგენოგრაფიული გამოკვლევა;
·         ძვლის ტვინის გამოკვლევა;
·         ციტოგენეტიკური გამოკვლევა.
 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ძვლის ტვინის გადანერგვას;
·         ქიმიოთერაპიას;
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         სხივურ თერაპიას;
·         ანტიბიოტიკებს;
·         ჰემოსტატიკებს;
·         დეზინტოქსიკაციურ პრეპარატებს.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ანემია;
·         ნეიროლეიკემია;
·         მეორადი ინფექციების განვითარება;
·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
·         საშარდე და ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია.
დიდია ლეტალური შედეგის რისკი.
 
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ აღნიშნული დაავადების პროფილაქტიკისთვის კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს.

ჰემიანოპსია

ჰემიანოპსია წარმოადგენს მხედველობის დეფექტს
#post_seo_title

ჰემიანოპსია – წარმოადგენს მხედველობის დეფექტს, რაც ყველა ადამიანს აქვს მხედველობის არის გარკვეულ ნაწილში. დაავადება როგორც წესი არსებობს ნაწილობრივი, სრული ან კვადრატული. ორმხრივი ჰემიანოპსია იყოფა ზედა და ქვედა ტიპებად.

მიზეზები
დაავადების მიზეზებია:
·         თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         ქალასშიდა სიმსივნეები;
·         აბსცესები;
·         თავის ქალის ტრავმები;
·         მენინგოენცეფალიტი;
·         ბაზალური მენინგიტი;
·         ტვინის ფუძის არტერიის ანევრიზმები.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, შემთხვევების უმეტესობაში, დაავადება სწრაფად ვითარდება მხედველობითი გზების დაზიანებისას. 

სიმპტომები
დაავადების მახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
·         მარჯვენა ან მარცხენა მხედველობის ნაწილის დაზიანება;
·         მხედველობითი ნერვების ატროფია;
·         მხედველობის ზედა და ქვედა ნაწილის დაზიანება;
·         ქალასშიდა წნევის აწევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ხდება პაციენტის მხედველობის არის გამოკვლევის შედეგად, რასაც ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი. ჰემიანოპსიის ტიპი საშაულებას იძლევა დადგინდეს მხედველობითი გზის დაზიანებული ნაწილის მდებარეობა.
სპეციალისტმა ასევე უნდა განსაზღვროს თვალის ჰემიანოპსიური რეაქცია, რომელიც გვხვდება ქიაზმის დაზიანებისას, რაც გამოწვეულია მხედველობის გზების ცენტრალური ნეირონის პრობლემებით.
დარღვევის ხასიათის დასადგენად გამოიყენება პერიმეტრი. მოწმდება ჰემიანოპსიური რეაქცია სინათლეზე, ასევე სხვა მხედველობითი ფუნქციები. აღნიშნული დაავადების ზუსტი მიზეზების დასადგენად ასევე აუცილებელია ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის ტვინის რენტგენი.

მკურნალობა
მკურნალობა გულისხმობს აღნიშნული დაავადების წარმოშობის მიზეზების სრულად აღმოფხვრას. მიღებული შედეგების საფუძველზე სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას შესიების მოსაცილებლად, ან ნიშნავს ქიმიოთერაპიას.

საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შესაძლებელია მხედველობის სრულად დაკარგვა.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი და ტრავმებისგან თავის დაცვა.

ჰემატომა

ჰემატომა – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ოგანიზმის შიგნით გათხელებული ან შედედებული სისხლის დაგროვება, რაც წარმოიშობა სისხლძარღვის გაწყვეტით და ლოკალიზდება რბილ ქსოვილებში. ზომის მიხედვით ჰემატომა შეიძლება იყოს პატარა, შეუძლია დააზიანოს რბილი ქსოვილი და განთავსდეთ ორგანოს გვერდით. ჰემატომა ჩნდება კანქვეშ, კუნთებში, შინაგანი ორგანოების კედლებზე, თავის ტვინში.
 
მიზეზები
ჰემატომა წარმოიშობა შიდა სისხლდენის გამო, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზებია:
·         ტრავმირება, რაც იწვევს სისხლძარღვების, არტერიის, ვენების გახეთქვას;
·         სისხლძარღვის არატრავმული დაზიანება;
·         მალორი-ვეისის სინდრომი;
·         სისხლძარღვების გამტარუნარიანობის დარღვევა;
·         სისხლის მიმოქცევის დარღვეული პროცესი.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მსუბუქი სახის ჰემატომა – სუსტი ან საშუალო ტკივილი, მცირე ზომის შესიება ჩნდება დღე-ღამის განმავლობაში;
·         საშუალო სახის ჰემატომა – საშუალო ტკივილი, ძლიერი შესიება, კიდურების ფუნქციის დარღვევა, ვითარდება 5-7 საათში;
·         მძიმე სახის ჰემატომა – ძლიერი ტკივილები, კიდურების ფუნქციის დარღვევა, ვითარდება 1-3 საათში;
·         დაზიანებულ ადგილას კანი წითლდება, შემდეგ იღებს მოყვითალო-მოლურჯო ფერს;
·         შიდაკუნთოვან ჰემატომას ახასიათებს მხოლოდ ტკივილები, ადგილობრივი გამოვლინებები ფაქტიურად შეუმჩნეველია;
·         თავის ტკივილი, გულის რევა, ღებინება (შიდა ჰემატომის დროს).
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ახდენს ექიმი-ქირურგი. მკურნალობის დასადგენად ის ატარებს საერთო დათვალიერებას და ნიშნავს:
·         მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         თავის ქალის ტრავმების შემთხვევაში – ქალის რენტგენს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ექოენცეფალოგრამას, ლიუმბალურ პუნქციას. 
 
მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ჰემატომის გამოვლენას;
·         თავის ქალის ტრეპანაციას (თავის ქალის ჰემატომის შემთხვევაში);
·         სილურჯის საწინააღმდეგო მალამოებს და გამწოვ პრეპარატებს.
ჰემატომის გამოვლენა და მოშორება საჭიროა მისი მცირე ზომის შემთხვევაშიც კი, რომ არ განვითარდეს რაიმე გართულებები.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         პარალიჩი;
·         პარეზი;
·         სუნთქვის გაჩერება;
·         კომა;
·         ლეტალური შედეგი.
 
პროფილაქტიკა
სამომავლოდ ჰემატომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
·         ტრავმების მაქსიმალურად აცილება;
·         ჰემატომის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმთან დროულად მისვლა, შემგდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ჰემანგიომა

ჰემანგიომა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვების შეშუპება. არ წარმოადგენს ავთვისებიან წარმონაქმნს.
 
ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით გამოიყოფა:
·         მარტივი ჰემანგიომები – განლაგებულია კანის ზედაპირზე;
·         კავერნოზული ჰემანგიომები – განლაგებულია კანქვეშ;
·         კომბინირებული ჰემანგიომები – შედგება კანისა და კანქვეშა ნაწილებისგან;
·         შერეული ჰემანგიომები – შედგება ახალი წარმონაქმნებისა და სხვა ქსოვილებისგან (კუნთოვანი ან ნერვული).
 
ბავშვებში ჰემანგიომის განვითარება დამოკიდებულია მათ ასაკზე:
·         1-8 თვემდე – ჰემანგიომას აქტიური ზრდა;
·         6-18 თვემდე – ჰემანგიომას ზრდის შეწყვეტა;
·         4-7 წლამდე – დაავადების ინვოლუცია.
ჰემანგიომა ზრდასრულებში იშვიათად გვხვდება, თუმცა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
 
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა დაზიანებული ორგანოს ან ქსოვილის ზედაპირზე ინფილტრატების გაჩენის გამო.
ჰემანგიომის გაჩენის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ექიმები გამოყოფენ რამოდენიმეს:
·         ჰორმონალური ფონის დარღვევა;
·         ფეხმძიმობის პერიოდში დაავადებების გადატანა;
·         საშვილოსნოსში სისხლძარღვების განვითარების დარღვევა;
·         მზეზე დიდხანს ყოფნა.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მოწითალო-მოლურჯო ფერის, 2-5 სმ ზომის წარმონაქმნების გაჩენა კანზე;
·         წითელი ფერის კანქვეშა წარმონაქმნების გაჩენა.
 
დიაგნოსტიკა
ჰემანგიომას მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ქირურგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         საერთო დათვალიერებას;
·         რბილი ქსოვილების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         შესიებული ნაწილის ანგიოგრაფიას;
·         ქსოვილების პუნქციას.
 
მკურნალობა
ბავშვებში ჰემანგიომას მკურნალობა იშვიათად ინიშნება, რადგან შემთხვევების უმეტესობაში წარმონაქმნი გაიწოვება თავისით, რამოდენიმე წლის შემდეგ.
ღვიძლისა და სხვა შინაგანი ორგანოების ჰემანგიომას მკურნალობა მოიცავს:
·         კრიოდესტრუქციას;
·         სხივურ თერაპიას;
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         წერტილოვანი ჰემანგიომების მოწვას;
·         სკლეროზულ თერაპიას;
·         ჰორმონალურ პრეპარატებს.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
·         დაზიანებული ორგანოდან სისხლდენა;
·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         ტრომბოფლებიტი;
·         გულის უკმარისობა.
კანის ზედაპირზე წარმოქმნილი ჰემანგიომები საშიში არ არის.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ნაადრევად დაბადებული ბავშვები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ჰორმონალური დარღვევების მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ფეხმძიმე ქალებში ჰორმონალური ფონის კონტროლი, ინფექციური და ვირუსული დაავადებებისგან თავის დაცვა;
·         ბალანსირებული კვების ქონა;
·         მზეზე ხანგრძლივად ყოფნისგან თავის შეკავება;
·         ორგანიზმის გაჯანსაღება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights