ჰემოქრომატოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს რკინის შემცველი პიგმენტების მიმოცვლის დარღვევა ორგანიზმში და ნაწლავში რკინის ჭარბი შეწოვა, რასაც მივყავართ ქსოვილებსა და ორგანოებში მის დაგროვებამდე.
გამოიყოფა პირველადი და ნეონატალური ჰემოქრომატოზი, რომელიც იშვიათ შემთხვევებში უდგინდებათ ახალშობილებს.
მიზეზები
დაავადების მიზეზები, რომლებიც აზიანებს ღვიძლს, შემდეგია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· В და С ვირუსული ჰეპატიტების არსებობა;
· ღვიძლში ცხიმოვანი ქსოვილის გაჩენა;
· კუჭქვეშა ჯირკვლის გამავლობის მოშლა;
· ღვიძლზე ახალი წარმონაქმნების გაჩენა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· კანი იღებს მოყავისფრო-მონაცრისფრო შეფერილობას;
· ლორწოვანი გარსისა და სკლერების გამუქება;
· არტერიული წნევის დაწევა;
· სწრაფად დაღლა;
· საერთო სისუსტე;
· სახსრების დასიება და ტკივილი;
· ლიბიდოს დაქვეითება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი;
· სისხლის ბიოქიმიურ ანალიზი;
· ღვიძლის ბიოპსია;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
· ღვიძლის სცინტიგრაფია.
ექიმმა შესაძლოა ასევე დანიშნოს:
· ელექტროკარდიოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფია;
· სახსრების რენტგენოგრამა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· სისხლის გამოშვებას (1-2-ჯერ კვირაში);
· რკინის შემაერთებელ და მის გამოსადევნ პრეპარატებს.
დიეტა
მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს ისეთ პროდუქტებს, რომელბიც შეიცავენ რკინას და წყალში ხსნად ნახშირწყლებს. ასევე აუცილებელია სპირტიანი სასმელის სრულად გამორიცხვა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგ გართულებები:
· მიოკარდის ინფარქტი;
· ღვიძლის უკმარისობა;
· გულის უკმარისობა;
· საყლაპავის ლორწოვან გარსში სისხლდენა;
· დიაბეტური, ღვიძლისმიერი კომა.
ბოლო სტადიებზე შესაძლოა ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· დიეტის დაცვა;
· ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება და დანიშნულების დაცვა.
ჰემოქრომატოზი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ჰემოქრომატოზი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
