მიოკარდიტი – წარმოადგენს გულის კუნთის ანთებას, რომელიც ვლინდება როგორც შეშუპება და მიოკარდის დარღვევა.
მიზეზები
· ინფექციური დაავადებები;
· სოკო და პარაზიტები;
· ალერგია;
· იმუნიტეტის დარღვევა;
· დამწვრობა, ტრავმები, დასხივება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· სისუსტე და ხუთვა;
· გულის ტკივილები და ტაქიკარდია;
· გულის რითმის დარღვევა;
· სუბფიბრიალური ტემპერატურა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
· სისხლის ანალიზი;
· ელექტრო და ექოკარდიოგრაფია;
· რენტგენი;
· მიოკარდის ბიოპსია.
მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, იმუნომოდულატორები და ანტიჰისტამინური საშუალებები.
საშიშროება
· კარდიოსკლეროზი;
· დილატაციური კარდიომიოპათია;
· თრომბოემბოლია;
· გულის უკმარისობა;
· გულის გაჩერება.
რისკის ჯგუფი
· ქრონიკული ინფექციებით დაავადებულები;
· ალერგეტიკები;
· მოხუცები, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
· ქრონიკული ინფექციის ზონების სანაცია;
· პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია.