ჰემანგიომა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვების შეშუპება. არ წარმოადგენს ავთვისებიან წარმონაქმნს.
ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით გამოიყოფა:
· მარტივი ჰემანგიომები – განლაგებულია კანის ზედაპირზე;
· კავერნოზული ჰემანგიომები – განლაგებულია კანქვეშ;
· კომბინირებული ჰემანგიომები – შედგება კანისა და კანქვეშა ნაწილებისგან;
· შერეული ჰემანგიომები – შედგება ახალი წარმონაქმნებისა და სხვა ქსოვილებისგან (კუნთოვანი ან ნერვული).
ბავშვებში ჰემანგიომის განვითარება დამოკიდებულია მათ ასაკზე:
· 1-8 თვემდე – ჰემანგიომას აქტიური ზრდა;
· 6-18 თვემდე – ჰემანგიომას ზრდის შეწყვეტა;
· 4-7 წლამდე – დაავადების ინვოლუცია.
ჰემანგიომა ზრდასრულებში იშვიათად გვხვდება, თუმცა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა დაზიანებული ორგანოს ან ქსოვილის ზედაპირზე ინფილტრატების გაჩენის გამო.
ჰემანგიომის გაჩენის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ექიმები გამოყოფენ რამოდენიმეს:
· ჰორმონალური ფონის დარღვევა;
· ფეხმძიმობის პერიოდში დაავადებების გადატანა;
· საშვილოსნოსში სისხლძარღვების განვითარების დარღვევა;
· მზეზე დიდხანს ყოფნა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· მოწითალო-მოლურჯო ფერის, 2-5 სმ ზომის წარმონაქმნების გაჩენა კანზე;
· წითელი ფერის კანქვეშა წარმონაქმნების გაჩენა.
დიაგნოსტიკა
ჰემანგიომას მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ქირურგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· საერთო დათვალიერებას;
· რბილი ქსოვილების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· შესიებული ნაწილის ანგიოგრაფიას;
· ქსოვილების პუნქციას.
მკურნალობა
ბავშვებში ჰემანგიომას მკურნალობა იშვიათად ინიშნება, რადგან შემთხვევების უმეტესობაში წარმონაქმნი გაიწოვება თავისით, რამოდენიმე წლის შემდეგ.
ღვიძლისა და სხვა შინაგანი ორგანოების ჰემანგიომას მკურნალობა მოიცავს:
· კრიოდესტრუქციას;
· სხივურ თერაპიას;
· ქირურგიულ ჩარევას;
· წერტილოვანი ჰემანგიომების მოწვას;
· სკლეროზულ თერაპიას;
· ჰორმონალურ პრეპარატებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· დაზიანებული ორგანოდან სისხლდენა;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ტრომბოფლებიტი;
· გულის უკმარისობა.
კანის ზედაპირზე წარმოქმნილი ჰემანგიომები საშიში არ არის.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ნაადრევად დაბადებული ბავშვები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· ჰორმონალური დარღვევების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ფეხმძიმე ქალებში ჰორმონალური ფონის კონტროლი, ინფექციური და ვირუსული დაავადებებისგან თავის დაცვა;
· ბალანსირებული კვების ქონა;
· მზეზე ხანგრძლივად ყოფნისგან თავის შეკავება;
· ორგანიზმის გაჯანსაღება.
ჰემანგიომა
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ჰემანგიომა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
