მონონუკლეოზი – დაავადება, რომელიც წარმოადგენს მწვავე ვირუსულ ინფექციას და აზიანებს პირის ღრუს, საყლაპავს, ელენთას და ღვიძლს.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· სნეულ ადამიანთან კონტაქტი;
· მშობიარობის დროს ვირუსის დედისგან ბავშვზე გადაცემა;
· დაავადებული სისხლის გადახმა;
· დაინფიცირებული ნივთების გამოყენება;
· დაავადებული წყლისა და საკვბის მიღება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ციებ-ცხელება;
· სისუსტე;
· საერთო ინტოქსიკაცია;
· ჭარბი ოფლიანობა;
· ყლაპვისას ყელის ტკივილი;
· გლანდების ლორწოვანის ჰიპერემია;
· გლანდებზე მოყვითალო ნადების გაჩენა;
· ლიმფური კვანძების გადიდება;
· საყლაპავის ლორწოვან გარსში სისხლის გაჩენა;
· სკლერის, კანის საფარის სიყვითლე;
· შარდის გამუქება;
· კანზე ლაქებისა და პაპულების ფორმით გამონაყარი.
დიაგნოსტიკა
აუცილებელ დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ვენეროლოგი და ნიშნავს:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· პჯრ-დიაგნოსტიკას;
· სეროლოგიურ გამოკვლევას;
· ფარინგოსკოპიას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· გლუკოკოსტიკოსტეროიდებს;
· სადეზინტოკსიკაციო თერაპიას;
· В, С, Р ჯგუფის ვიტამინებს;
· ყელის გამორეცხვას მცენარეული სავლებით;
· კარგ კვებას.
დიეტა
მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა:
· ცომეული, პური;
· ცხიმიანი ხორცი, თევზი;
· მოხარშული კვერცხი;
· მჟაუნა, ხახვი, ისპანახი;
· კონსერვები, შებოლილები, მარინადები;
· ხილისა და კენკრის მჟავე სახეობები;
· ნაყინი და შოკოლადი;
· კაკაო, მაგარი ყავა;
· გაზიანი სასმელები;
· სპირტიანი სასმელები.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· მეორადი ინფექციები;
· მენინგიტი;
· ენცეფალიტი;
· ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია;
· ფილტვების ინფილტრაცია;
· ელენთის დაშლა;
· ტრომბოციტოპენია.
რისკის ჯგუფი
· 16 წლამდე ასაკის ბავშვები;
· საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· სნეულ ადამიანთან კონტაქტის გამორიცხვა.
მონონუკლეოზი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. მონონუკლეოზი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
