ჰემობლასტოზი – დაავდების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით.
გამოიყოფა ჰემობლასტოზის შემდეგი სახეობები:
· ლეიკოზი – ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც თავიდან ლოკალიზდება ძვლის ქსოვილში, ხოლო შემდეგ აზიანებს ყველა ორგანოს;
· ლიმფომა – ავთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც შედგება ლიმფური კვანძების იდენტური ქსოვილებისგან;
· ჰემატოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც შეუძლია მოედოს ნებისმიერ ორგანოს.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ მეცნიერები იხრებიან ვირუსულ-გენეტიკური თეორიისკენ. ამ თეორიის თანახმად, ძვლის ტვინის უჯრედებში ან ლიმფურ კვანძებში ხვდებიან გასაკუთრებული ვირუსები, რომელბიც ასუსტებენ იმუნიტეტს და უარყოფითად მოქმედებენ უჯრედებზე.
დაავადების სავარაუდო მიზეზებია:
· ხშირი სტრესი;
· ხანდაზმულობა;
· ნაწლავების ინფექციები, ვირუსები;
· იმუნური სისტემის დარღვევა;
· ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება;
· ორგანიზმის დასუსტება;
· გენეტიკური მიდრეკილება.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ჯირკვლების გადიდება მუცლის, ყელის ან სხვა ადგილებში, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილები;
· ძვლების ტკივილი;
· კანზე წითელი ლაქების გაჩენა;
· ღრძილებზე, საყლაპავზე, კანზე გამაგრებული ადგილების გაჩენა;
· ყელის, ხელების, სახის დასიება;
· ელენთის და ღვიძლის გადიდება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
· წონის სწრაფად დაკარგვა;
· კანქვეშ სისხლჩაქცევები;
· სწრაფად დაღლა;
· კანის ქავილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· ლიმფური კვანძების ბიოპსია;
· რენტგენოგრაფიული გამოკვლევა;
· ძვლის ტვინის გამოკვლევა;
· ციტოგენეტიკური გამოკვლევა.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ძვლის ტვინის გადანერგვას;
· ქიმიოთერაპიას;
· ქირურგიულ ჩარევას;
· სხივურ თერაპიას;
· ანტიბიოტიკებს;
· ჰემოსტატიკებს;
· დეზინტოქსიკაციურ პრეპარატებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ანემია;
· ნეიროლეიკემია;
· მეორადი ინფექციების განვითარება;
· გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
· საშარდე და ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია.
დიდია ლეტალური შედეგის რისკი.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ აღნიშნული დაავადების პროფილაქტიკისთვის კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს.
ჰემობლასტოზი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ჰემობლასტოზი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
