სამშაბათი, ივნისი 16, 2026

ანორექსია – ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გამოიხატება გახდომის აკვიატებულ

ანორექსია - ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გამოიხატება გახდომის აკვიატებულ
#post_seo_title

ანორექსია  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გამოიხატება გახდომის აკვიატებულ იდეაში. განსაკუთრებით გავრცელებულა ანორექსია გოგონებში 16-24 წლამდე.

ანორექსია: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

ანორექსია, როგორც ფსიქიკური აშლილობა, მოითხოვს დროული და ეფექტური მკურნალობის გაწვდვას.
გამოყოფენ ანორექსიის შემდეგ სახეობებს:
·         ნერვული ანორექსია – დაავადება ხასიათდება უარყოფით ემოციებით;
·         ნეიროდიმანიკური ანორექსია – ძლიერი ტკივილების შედეგად ზიანდება ნერვული ცენტრის ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია მადაზე;
·         ნევრო-ფსიქიკური ანორექსია – ფსიქიკური აშლილობა (დეპრესია, აკვიატებული აზრების გაჩენა) რომელსაც ადამიანი საკვებზე უარის თქმამდე მიჰყავს.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა თავის ტვინის კვების ცენტრის ფუნქციის მოშლით. ანორექსიის მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება (ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები);
·         საძილე და ნარკოტიკული პრეპარატების ბოროტად გამოყენება;
·         ფსიქოლოგიური ფაქტორი (ოჯახური კონფლიქტი, გარემოს ზემოქმედება).

ანორექსიის სიმპტომები
ანორექსიის დამახასიათებელი სიმპტომებია
·         გახდომის ძლიერი სურვილი (ნორმალური წონის დროსაც კი);
·         საკვებზე მუდმივად უარის თქმა;
·         ფეტფობია (ჭარბი წონის შიში);
·         საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტის განცდა.
ქცევაში გამოვლენილი ნიშნები:
·         გაზრდილი ფიზიკური დატვირთვები;
·         თავისუფალი სტილის სამოსის შერჩევა, რომელიც ფარავს «ჭარბ წონას»;
·         საკვებსა და გახდომაზე ვიწრო შეხედულებები, საკუთარი პირნციპების აგრესიულად დაცვა;
·         მარტოობისკენ მიდრეკილება.
ასევე აღინიშნება
·         აპათიისა და დეპრესიიკენ მიდრეკილება;
·         ძილის დარღვევა;
·         საერთო სისუსტე;
·         თავბრუს ხვევა, გულყრა;
·         ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
ანორექსიის მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს დიაგნოსტიკას:
·         სისხლის ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         აწონვა;
·         არტერიული წნევის კონტროლი;
·         პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება.

ანორექსიის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ფსიქოთერაპიას;
·         სხეულის ნორმალური წონის და ნივთიერებათა ცვლის აღდგენას;
·         წყალ-ელექტროლიტური და იონური ბალანსის აღდგენას.

საშიშროება
ანორექსიის არადორული მკურნალობის გამო შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი საშიშროება:
·         ორგანიზმის გამოფიტვა;
·         ჰიპოტონია;
·         ბრადიკარდია;
·         კანის სიმშრალე;
·         თმის ცვენა;
·         შინგანი ორგანოების დისტროფია;
·         კუნთოვანი ქსოვილების გამოფიტვა;
·         ამენორეა;
·         გულის უკმარისობა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
·         ენდოკრინული სისტემის დარღვევის მქონე ადამიანები (ჰიპოთირეოზი);
·         საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები (გასტრიტი, პანკრეატიტი);
·         ადამიანები, რომლებსაც ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა აქვთ;
·         ადამიანები, რომლებსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები აქვთ.

პროფილაქტიკა
პროფილაქტკისთვის რეკომენდირებულია:
·         მოზარდებთან დიეტისა და საკვების როლზე საუბარი;
·         წონის დასაკლებად ექიმ-დიეტოლოგთან კონსულტაციის გავლა.

#drpkhakadze

კვებითი ქცევის ნევროზები: საკუთარი წონისადმი უკმაყოფილება ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზმა გაუჩინოს

კვებითი ქცევის ნევროზები: საკუთარი წონისადმი უკმაყოფილება ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზმა გაუჩინოს
#post_seo_title

კვებითი ქცევის ნევროზები:

საკუთარი წონისადმი უკმაყოფილება ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზმა გაუჩინოს.

ერთ-ერთი ასეთია ფსქოლოგიური წნეხი – გაზეთებისა და ჟურნალების გვერდებზე, ტელევიზორის და კომპიუტერის ეკრანებზე – უმეტესწილად გამხდარი, კარგი აღნაგობის ადამიანები არიან. ახალგაზრდა ლამაზმანები, სპორტული გუნდების მწვრთნელები, გასართობი შოუების წამყვანები და ცეკვის მასწავლებლები ჩვენს გონებაში ამ „იდეალს“ ამყარებენ. თუმცა, სიგამხდრეზე ფოკუსირება შეიძლება ადამიანს მანიად გადაექცეს და გამოიწვიოს მისი კვებითი ქცევის მოშლა. ყველაზე ხშირად თანამედროვე საზოგადოებაში გვხვდება ასეთი დარღვევების ორი ფორმა – ბულიმია და ანორექსია.

ბულიმია. უკიდურესობამდე მიყვანილი საკვების ჭარბი მოხმარება (ღორმუც ლობა) არის ნევროზული მდგომარეობა, რომელსაც ბულიმია ეწოდება. ის მოიცავს საკვების გადაჭარბების მიღებისა და შემდეგ ღებინების განმეორებით ციკლებს. ბულიმიის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, ახასიათებთ ჭამის დაუოკებელი სურვილი, განსაკუთრებით „აკრძალული“ ტკბილეულის და სახამებლით მდიდარი პროდუქტების. ასეთი ქცევა, ჩვეულებრივ, გვხვდება ადამიანებში, ვისთვისაც დიეტის დაცვა მტკივნეულია. ღორმუცლობის შეტევა შეიძლება გამოწვეული იყოს საკვების გემოთი ან მხოლოდ ერთი დაანახვითაც კი.

საკვების პირველივე ნაჭერი ადამიანს აკარგვინებს ყოველ გვარ თვითკონტროლს. შემდეგ, კარგად განვითარებული ღებინების რეფლექსის დახმარებით, ღორმუცლობის მსხვერპლი თავისუფლდება ყველა საკვებისგან, რომელიც სულ ახლახან მიიღო და ღორმუცლობის შეტევა კვლავ მეორდება. ზოგიერთ პაციენტს დღე-ღამეში 10-მდე შეტევა აქვს, ზოგს კი – კვირაში მხოლოდ რამდენიმე. ზოგი დაავადებული წყვეტს ჭამას მხოლოდ მუცლის ძლიერი ტკივილების, სხვა ადამიანების ჩარევის ან ჩაძინების შემდეგ.

ბულიმიის მქონე პაციენტებში სხეულის მასა, როგორც წესი, ნორმასთან ახლოს რჩება. ამასთან, ხშირად აღინიშნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, სექსუალური ინტერესების შესუსტება და იმპულსური ქცევის განვითარება, როგორიცაა ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ან ნარკომანია.

სხეულის გაწმენდამ ღებინების დახმა რებით შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და მარილების ბალანსის დარღვევა. ხშირად განმეორებადი ღებინება იწვევს საყლაპავისა და კუჭის დაზიანებას, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა; გარდა ამისა, ღებინების მჟავე შემცველობამ შეიძლება და აზიანოს ღრძილები და კბილის მინანქარი.

ბულიმია ხშირად იწყება 17-დან 25 წლამდე ასაკში. მისი მსხვერპლი (ყველაზე ხშირად ქალები), როგორც წესი, თითქმის იდეალური სხეულის წონის მქონე ცნობილი პიროვნებები არიან. ერთი შეხედვით, ისინი ჯანმრთელი, წარმატებული და ყველაფრით კმაყოფილი ხალხია.

ჯეინ ფონდა ფარულად განიცდიდა ბულიმიას 20-დან 35 წლამდე ასაკში, როდესაც ღორმუცობის და შემდგომ ღებინების შეტევები ემართებოდა დღეში 20-ჯერ. ადამიანები, ვისთვისაც საკვები გახდა აკვიატება, ხშირად განიცდიან ღორმუცლობის ძალზე მტკივნეულ შეტევას – სიბრაზეს, საკუთა რი თავი მიმართ ზიზღს, დეპრესიას.

ანორექსია (ნერვულ ფონზე მადის ნაკლებობა) არის ნევროზული მდგომა რეობა, რომლამდეც ადამიანი დიეტის უკიდურესი ზომების დაცვას მიჰყავს. ამ დროს ის სხეულის მასის 25%-ზე მეტს კარგავს.

ზოგადად მიღებულია, რომ 12 დან 18 წლამდე ასაკში, 200 ქალიდან ერთი, ჩვეულებრივ, განიცდის ამ აშლილობას; ანორექსიით დაავადებულთა შორის 5-დან 10%-მდე მამაკაცები არიან. ანორექსიის მსხვერპლი ყველაზე ხშირად თინეიჯერები ან ახალგაზრდები ხდებიან, რომელთაც გასუქების აკვიატებული შიში აქვთ.

ნევრული ანორექსიის მსხვერპლი იმდენად შეპყრობილია გახდომით, რომ საკუთარი სხეულის ნორმალურ ფორმაშიც კი ხედავს სიმსუქნის ნიშნებს. ასეთი ადამიანი უარს ამბობს მისი ასაკისა და სიმაღლის შესაბამისი მინიმალური ნორმალური წონის შენარჩუნებაზე, და ჯიუტად აღწევს და ბალმაჩვენებლებს.

ბულიმიის მსგავსად, ანორექსიაც შეიძლება დაიწყოს გაუკონტროლებელი დიეტის შედეგად. ზოგ შემთხვევაში ის მოულოდნელად იწყება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრდება, ზოგჯერ კი თანდათან ვითარდება და მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება. ანორექსიით დაავადებული ადამიანის ქცევა და გარეგნობა ნაშიმშილები ადამიანის მსგავსია.

მისი ორგანიზმი ცდილობს ორი ძირითა დი ორგანოს დაცვას – ეს არის ტვინი და გული, სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფუნქციების ინტენსივობის შემცირებით ან სრულად შეწყვეტით. წყდება მენსტრუ აციები, არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა მცირდება, სუნთქვა იშვი ათდება; იწყება ყაბზობა, ვითარდება სიცივის შეუგუებლობა და თავბრუსხვევები.

წყლისა და მარილების ბალანსის ძლიერი დარღვევის გამო შესაძლებელია არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარება; იშლება ძვლოვანი ქსოვილი. ანორექსიას ხშირად თან ახლავს ძილის დარღვევები.

ანორექსიით დაავადებულთა შორის ხშირად ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვიან და ძალიან ეშინიათ ცხოვრების კონტროლის დაკარგვის.

ანორექსია შეიძლება გამოწვეული იყოს ცხოვრებისე ული სიტუაციით, რომელსაც ვერ გაუმკ ლავდნენ (სქესობრივი მომწიფება, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, პირველი სექსუალური კონტაქტი, გარეგნობის გამო დაცინვა ან მშობლების მხრიდან მკაცრი კონტროლი).

მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედია-საშუალებებით ჩაგონებული „ფიზიკური სრულყოფის“ და „იდეალური სიგამხდრის“ იდეა. კვებითი ნევროზების მკურნალობა. კვებითი ქცევის დარღვევების მკურნალობა აუცილებელია მათი განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე, მაგრამ ბულიმი ის ან ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლის სწრაფი გზები არ არსებობს.

განსაკუთრებით ძნელია ანორექსიით დაავადებული ადამიანის დარწმუნება წონის მომატების საჭიროებაში, ვინაიდან ისინი უარყოფენ, რომ ძალიან გამხდრები არიან და უარს ამბობენ სათანადო კვებაზე. ექიმებთან თანამშრომლობას უფრო მარტივად ეთანხმებიან ბულიმიით დაავადებულები, ზოგჯერ ისინი თავად მიმართავენ ექიმს დახმარებისათვის. რაც უფრო ხანგრძლივად გრძელდება ბულიმია და ანორექსია, მით უფრო შეუქცევადია მათი დამღუპველი მოქმედება ორგანიზმზე. წარმატებული ნხმებიან ბულიმიით დაავადებულები, ზოგჯერ ისინი თავად მიმართავენ ექიმს დახმარებისათვის. რაც უფრო ხანგრძლივად გრძელდება ბულიმია და ანორექსია, მით უფრო შეუქცევადია მათი დამღუპველი მოქმედება ორგანიზმზე.

წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია, რომ პაციენტს ჩამოუყალიბდეს რეალისტური იდეები ადამიანის გარეგნობის შესახებ. იმის გამო, რომ, ჩვეულებრივ, ოჯახური გარემოებები კვებითი ქცევის დარღვევების მიზეზია, საჭიროა მკურნალობის პროგრამებში ავადმყოფის ოჯახის წევრების ჩართვაც. ჩვეულებრივი თერაპევტის გარდა, პაციენტს ესაჭიროება ფსიქოთერაპევტიც, რომელიც დაეხმარება დეპრესიასა და დაბნეულობასთან გამკლავებაში და საკუთარი ღირსების შეგრძნების დაბრუნებაში.

დაბალანსებული კვება.

საყოველთაოდ აღიარებულია ა. ა. პოკროვსკის მიერ შემუშავებული დაბალანსებული (რაცი ონალური) კვების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს კვების რაციონში ორგანი ზმისათვის აუცილებელი ყველა საკვები ნივთიერების ძირითადი ექვსი ტიპის: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალების ელემენტების და წყლის გარკვეული რაოდენობით ჩართვას. მისი არსი გადმოიცემა შემდეგი პრინციპებით:

• პირველი პრინციპი: ადამიანის მიერ ენერგიის მოხმარების შესაბამისობა ენერგიის ხარჯვასთან;

• მეორე პრინციპი: კვების მრავალ შეუცვლელ ფაქტორებს შორის საკმაოდ მკაცრი ურთიერთქმედებების დაცვა, რომელთაგან თითოეულს

განსაკუთრებული როლი აქვს მეტაბოლიზმში;

  • მესამე პრინციპი: კვების გარკვეული

რეჟიმი

მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ სამივე პრინციპი.

დაბალანსებული კვების კონცეფციის პირველი პრინციპის რეალიზაცია გულისხმობს, პირველ რიგში, ენერგიის მოხმარების დონის განსაზღვრას და მეორეც, საკვებში არსებული ამა თუ იმ ენერგიის რაოდენობის გათვა ლისწინებას.

ადამიანის საერთო ენერგო მოხმარება, რასაც „ძირითადი გაცვლის ენერგია“, ან „ზოგადი გაცვლა“ ეწოდება, და რომელიც გამოიხატება დროის ერთეულში გამოსახული სითბოს ერთეულით (კკალ/დღე-ღამეში ან კჯ/დღე-ღამეში), შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ძირითადი გაცვლის ენერგია, საკვების სპეციფიკური დინამიკური მოქმედების ენერგია და მუშაობის ზრდის ენერგია. ძირითადი გაცვლის ენერგია არის ადმიანის მინიმალური ენერგომოხმარება წოლის უზმოზე ყოფნის, კომფორტული ტემპერატურის პირობებში კუნთებისა და ემოციური სიმშვიდის დროს.

ეს ენერგია იხარჯება ძირითადი სასიცოცხლო პროცესების (გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და გამოყოფის სისტემების, თერმორეგულაციის სისტემის მოქმედება) და კუნთების მინიმალური ტონუსის შესანარჩუნებლად. ის დამოკიდებულია ასაკზე, სიმაღლეზე და სხეულის წონაზე, ასევე სქესზე (სხვა თანაბარი პირობებისას მამაკაცებში ოდნავ მეტია, ვიდრე ქალებში). საშუალოდ, ჯანმრთელ ზრდასრულ ასაკში, ძირითადი მეტაბოლური მაჩვენებელი არის 1 კკალ/მასის კგ/სთ, მცირდება

0,4%-ით სიცოცხლის თითოეულ წელზე ნილი ენერგიის რაოდენობა. ცილებისა და 30 წლის ასაკის შემდეგ და იზრდება იგივე ოდენობით 30 წლის ასაკამდე.

საკვების სპეციფიკური დინამიკური მოქმედება (სსდმ) არის ენერგია, რომელიც იხარჯება საკვები ნივთიერებების მონელების და გარდასახვის პროცესებზე. ნათელია, რომ სსდმ-ს სიდიდე დამოკიდებული იქნება მიღებული საკვების რაოდენობასა და ხასიათზე. ჩვეულებრივი შერეული კვების შემთხვევაში, სსდმ საშუალოდ შეადგენს ძირითადი მეტაბოლიზმის დონის 10–15%-ს. სამუშაო მატება (სმ) – ენერგია, რომელიც დაიხარჯა მოქმედებებზე (პროფე სიით მუშაობა, სახლის საქმე, აქტიური დასვენება, თვითმომსახურება).

სმ-ს სიდიდე პირდაპირ დამოკიდებულია მუშაობის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე. ამგვარად, ადამიანის სრული ენერგო მოხმარების დადგენისას (მისი მთლიანი მეტაბოლიზმის გათვალისწინებით), შეგვიძლია მისი კვების რაციონის იმგვარად შედგენა, რომ ორგანიზმში საკვებით მიწოდებული ენერგია გაუთანაბრდეს და ხარჯულს.

საკვები პროდუქტების ენერგეტიკული (კალორიული) ღირებულება განისაზღვრება შემდეგნაირად.

კვების პროდუქტებში შედის ნივთიერებები: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ჩვეულებრივ, ორგანიზმში საკვები ნივთიერებების გარდასახვის პროცესში წარმოქმნილ ენერგიას ზომავენ სითბური ენერგიის ერთეულებში – კილოკალორიებში ან კი ლოჯოულებში (1 კკალ = 4,186 კჯ).

თითოეულ საკვებ ნივთიერებას აქვს საკუთარი კალორიული კოეფიციენტი – 1 გრამი საკვები ნივთიერების წვის დროს წარმოქმ ნახშირწყლებისთვის კალორიული კოეფიციენტია 4 კკალ, ხოლო ცხიმებისთვის – 9 კკალ. ადამიანის მთლიანი მეტაბოლიზმის და საკვები ნივთიერებების კალორიული კოეფიციენტების ცოდნის წყალობით, შეგვიძლია კვების ისეთი რაციონის შემუშავება, რომ რეალიზდეს დაბალანსებული კვების კონცეფციის პირველი პრინციპი (ენერგიის დახარჯვის შესაბამისობა ენერგიის მოხმარებასთან). მეორე პრინციპია კვების დაბალანსება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კონცეფციის მხოლოდ პირველი პრინციპის გათვალისწინება საკმარისი არაა სწორი კვებისას.

ნორმალური ცხოველქმედე ბისათვის ადამიანს სჭირდება საკვები პროდუქტების ყველა კომპონენტი სწორი რაოდენობით და ოპტიმალური თანაფარდობით: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და წყალი.

მესამე პრინციპია კვების ოპტიმალური რეჟიმი. თვითონ ეს ცნება ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  • • კვების რეგულარობა;
  • • საკვების დაყოფა/დანაწილება დღე ღამის განმავლობაში;
  • • საკვების ყოველ ჯერზე მიღებისას რაციონალური კვების მაქსიმალურად დაცვა.

ამ პრინციპების განსახორციელებლად: პირველ რიგში, საჭიროა საკვების მიღება დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს: ეს დროის პირობითი რეფლექსების გა მომუშავების საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ორგანიზმის ოპტიმალურ მზადყოფნას საკვების მიღებისთვის.

თითოეული კვების დრო შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდეს, დღის რეჟიმიდან გამომდინარე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინტერვალი საუზმესა და სადილს და სადილსა და ვახშამს შორის იყოს არაუმეტეს 4-5 საათისა, ხოლო ვახშამს და დაძინებას შორის – არანაკლებ 1,2-2 სთ-ისა.

მეორე, სხეულის ნორმალური წონის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია დღეში ოთხი ან ხუთი კვება.

პირველი კვებისათვის (პირველი საუზმე) სასურვე ლია გამოყოთ დღე-ღამის კალორიულო ბის 20-25%. მეორე კვება (მე-2 საუზმე) უნდა შეიცავდეს 15-20%-ს. მესამე კვება (სადილი) მიზანშეწონილია კალორიების ყოველდღიური რაოდენობის 35-40%-ს შეიცავდეს, ხოლო მეოთხე (ვახშამი) – 20 25%-ს.

მეორე საუზმის არარსებობის შემთხვევაში, სასურველია, ჩაანაცვლოთ იგი თითქმის იმავე კალორიული შემცველობის სამხრით.

მესამე, აუცილებელია ყურადღება მიქციოთ კვების რაციონის კომპონენტებს თითოეულ კვებაში. ცილოვანი საკვები ზრდის ნერვული სისტემის აგზნებადობას, ამიტომ მისი მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, ყველაზე აქტიური მოქმედების პერიოდში. ძილის წინ ნერვული სისტემის აგზნება არასასურველია, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ღრმად და სწრაფად ჩაძინებას.

გარდა ამისა, ცილოვანი საკვების მონელებას უფრო მეტი დრო სჭირდება, და რადგან ძილის დროს ყველა პროცესი შენელებულია (საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფის ჩათვლით), ამან შეიძლება გამოიწვიოს საკვების მონელების გაუარესება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საღამოს მძიმე კვება იწვევს არაოქსიფი ცირებული ნახშირწყლების ცხიმებად გადაქცევას, რაც შეიძლება გახდეს ჭარბი წონის მიზეზი. ვახშამი უნდა იყოს მცირე მოცულობის, მსუბუქი, სასურველია ბოსტნეული და რძის ნაწარმი.

საცხოვრებელი პირობების ცვალებადობიდან გამომდინარე, შეგვიძლია კვების რეჟიმის შეცვლაც. თუმცა, ეს ცვლილებები არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი და არ უნდა სცილდებოდეს ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების ფარგლებს.

#drpkhakadze

როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს? – პრაქტიკული რჩევები – „სჯობს, რომ ტკბილეული…“

როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს? - პრაქტიკული რჩევები
#post_seo_title

როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს? – პრაქტიკული რჩევები – „როდესაც ბავშვი გვყავს სახლში, სჯობს, რომ ტკბილეული მომზადდეს უფრო ჯანსაღად” – პედიატრი

საუბრობს პედიატრი, თაკო კოკაია გადაცემაში „იმუნიტეტი” – „როდესაც ბავშვი გვყავს სახლში, ჯობს, რომ ტკბილეული მომზადდეს უფრო ჯანსაღად“

„როდესაც ბავშვი გვყავს სახლში, სჯობს, ტკბილეული მომზადდეს უფრო ჯანსაღად. ვეცადოთ,  თავისუფალი შაქარი ავირიდოთ თავიდან.

თავისუფალი შაქარი ნიშნავს საკვებში, პროდუქტში დამატებულ შაქარს. ხილი, ბოსტნეული თვითონ შეიცავს შაქარს, ამიტომ, გამოვიყენოთ ეს პროდუქტები ბაშვებისთვის ტკბილეულის მოსამზადებლად. თაფლიც კი თავისუფალი შაქრის შემცველია.

2 წლამდე ბავშვებისთვის საერთოდ აკრძალულია თავისუფალი შაქრის მიღება, 4 წლამდე გაიდლაინი საერთოდ არ არსებობს, რა დოზით უნდა მიიღოს ბავშვმა დღიურად შაქარი. 4 წლიდან 6-7 წლამდე, თურმე, სულ 19 გრამი შაქარია დაშვებული, დღიური დოზა. უამრავი რეცეპტი შეიძლება, მოვძებნოთ ჯანმრთელი ტკბილეულის დასამზადებლად”.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დროს.

„საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამომწვევი შეიძლება, იყოს ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ტოქსინებიც. პრევენცია არის სისუფთავის დაცვა. სამზარეულოში, აბაზანაში არის ქიმიკატები, რომლებიც ძალიან საშიში შეიძლება, იყოს ჯანმრთელობისთვის. პირველი, რაც შეიძლება, სახლის პირობებში გავაკეთოთ, არის ის, რომ, იქნებ, კუჭი ამოვრეცხოთ. ასევე, ვიძახებთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან გავრბივართ ბავშვთა კლინიკაში, რათა აღმოვუჩინოთ ბავშვს სასწრაფო დახმარება” – განაცხადა პედიატრმა, თაკო კოკაიამ.

 

#drpkhakadze

ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალი წესი და პირობები გააცნეს

ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალი წესი და პირობები გააცნეს
#post_seo_title

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები გააცნეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალ, ბევრად გამარტივებულ წესს გულისხმობს.

ცვლილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის www.rs.ge -ის ავტორიზებული გვერდიდან აღნუსხვის გვერდის შესავსებად, მომხმარებელი თავად ირჩევს მოდულს – „მედიკამენტები“, რომელშიც რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში უკვე ავტომატურ რეჟიმში ივსება შემდეგი გრაფები:

  • რეგისტრაციის თარიღი;
  • ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების რეჟიმი;
  • სავაჭრო დასახელება (ქართულად);
  • სავაჭრო დასახელება (ინგლისურად);
  • საერთო არაპატენტირებული დასახელება (ინგლისურად);
  • პროდუქტის დეტალური აღწერილობა;
  • მწარმოებელი;
  • მწარმოებელი ქვეყანა;
  • ვადა (ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის მოქმედების ვადა).

„ცვლილებები, აგრეთვე მოიცავს ღირებულების გრაფების დამატებას, გარკვეული ველების გაერთიანებას და ასახული ინფორმაციის კორექტირების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების პროცესს.

აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელებს, სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, უკვე გაეგზავნათ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

#drpkhakadze

TEMU აპლიკაციიდან გამოწერილი პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიშია! – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

TEMU
#post_seo_title

TEMU აპლიკაციიდან გამოწერილი პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიშია – აცხადებს პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წამყვანი ექსპერტი, რომელიც გვესაუბრება TEMU აპლიკაციის პროდუქტებთან დაკავშირებულ სერიოზულ საფრთხეებზე, განსაკუთრებით ბავშვთა ჯანმრთელობისთვის:

– ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ ეხება ჩვენი საზოგადოების მომავლის ჯანმრთელობას—ჩვენი ბავშვების განვითარებას.

TEMU პოპულარული გახდა თავისი დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით, თუმცა მისი პროდუქცია, როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რატომ უნდა იყვნენ ადამიანები შეშფოთებულნი?

– მართალია, TEMU-ს დაბალი ფასები მრავალი მომხმარებლისთვის მიმზიდველია, მაგრამ ამ იაფ ფასს ხშირად ძალიან მძიმე შედეგები ახლავს. Channel 4-ის კვლევამ აჩვენა, რომ TEMU-ზე გაყიდულ ბევრ პროდუქტში აღმოჩნდა ტოქსიკური ნივთიერებების საშიში დონეები (https://www.newshub.co.nz/home/lifestyle/2024/05/temu-documentary-finds-products-contain-dangerously-high-levels-of-harmful-metals-have-false-certificates.html). მაგალითად, 14 დოლარად შეძენილი ბავშვის ქურთუკი შეიცავდა ანტიმონს, რომლის კონცენტრაცია მიუღებლად მაღალია. ანტიმონი მძიმე მეტალია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ნერვული სისტემა და სხვა ორგანოები, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვების ჯანმრთელობისთვის.

გარდა ამისა, 4 დოლარად შეძენილი ყელსაბამი შეიცავდა ტყვიის დონეს, რომელიც ათჯერ აღემატებოდა ბრიტანეთში დაშვებულ ნორმას. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ის იწვევს ნევროლოგიურ დაზიანებებს, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვების განვითარებაზე.

ეს მართლაც შემაშფოთებელია! რამდენად ფართოდ არის გავრცელებული ეს პრობლემა?

– სამწუხაროდ, ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. აპრილში, სეულის მუნიციპალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ ტესტირებულ 22 პროდუქტიდან თითქმის ნახევარში აღმოაჩინეს კარცენოგენული ნივთიერებები, რომლებიც არ შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს (https://www.taipeitimes.com/News/world/archives/2024/08/15/2003822283). მაგალითად, ბავშვთა საცურაო ქუდში აღმოჩენილი ტყვიის კონცენტრაცია 20-ჯერ მაღალი იყო დაშვებულ ნორმაზე.

ეს პრობლემა განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან TEMU თავის პროდუქტებს იღებს მესამე პირებისგან, რომლებიც ხშირად არ იცავენ მკაცრ უსაფრთხოების ნორმებს, რაც საჭიროა, მაგალითად, აშშ-ში ან ევროკავშირის ქვეყნებში (https://english.alarabiya.net/amp/business/retail/2024/09/04/us-safety-commissioners-call-for-investigation-into-shein-temu). ამ პროდუქტების არასწორი რეგულაცია და შემოწმების ნაკლებობა იწვევს იმას, რომ ადამიანები იღებენ საშიშ პროდუქტებს, რომლებიც აზიანებს მათ ჯანმრთელობას.

რა სახის პროდუქტებია განსაკუთრებით საშიში და რა გავლენას შეიძლება ჰქონდეს მათზე ამ პროდუქტების გამოყენება?

– Euroconsumers-ის წევრ Altroconsumo-ს მიერ ჩატარებული ტესტები აჩვენებს, რომ TEMU-ზე გაყიდული 28 პროდუქტი, რომელთა შორის ბავშვთა სათამაშოები, კოსმეტიკა და სხვა პროდუქტებია, არ შეესაბამება უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებს (https://www.lemonde.fr/en/international/article/2024/08/14/shein-and-temu-products-found-to-contain-high-levels-of-toxic-chemicals_6715032_4.html). განსაკუთრებით საშიშია ბავშვთა სათამაშოები, რომელთაგან 15-დან არც ერთი არ აკმაყოფილებს ევროპის პროდუქციის უსაფრთხოების წესებს. მაგალითად, ტედის დათვები და ბავშვთა საშლელები შეიცავს პატარა ნაწილებს, რომლებიც შეიძლება ბავშვმა ჩაყლაპოს და ამის შედეგად გამოიწვიოს დახრჩობა.

ასევე, დიდი პრობლემა იყო CE ნიშნის არარსებობა ან მისი ყალბი გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ ეს პროდუქტები არ გადის სათანადო შემოწმებებს და შესაძლოა შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს.

კოსმეტიკური პროდუქტების ტესტირებისას აღმოჩნდა, რომ 13 პროდუქტიდან 9 არ შეიცავდა ინგრედიენტების ჩამონათვალს, რაც აუცილებელია მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის. ამ პროდუქციაში შეიძლება იყოს ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები, როგორიცაა ფთალატები, რომლებიც ენდოკრინული სისტემის დარღვევის გამომწვევებია და სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, რომელთა ორგანიზმი ჯერ კიდევ განვითარებაშია.

– ეს მონაცემები აშკარად აჩვენებს, რომ TEMU-ს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს სერიოზულ რისკებს. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ნივთიერებებს ბავშვების განვითარებაზე?

– ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება ბავშვების განვითარებაზე შეიძლება იყოს კატასტროფული. მაგალითად, ტყვიის შეწოვა ბავშვებში იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა გონებრივი ჩამორჩენა, ქცევის პრობლემები, სწავლის სირთულეები და გრძელვადიანი დაზიანება ტვინის ფუნქციებში. ამან შეიძლება ასევე გამოიწვიოს ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევა (ADHD) და სხვა სერიოზული პრობლემები, რომლებიც ზემოქმედებს ბავშვის მთელ მომავალ ცხოვრებაზე.

სამხრეთ კორეაში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ TEMU-ს პროდუქტებში ტყვიის დონე 20-ჯერ მეტი იყო დაშვებულ ნორმაზე (https://amp.kedglobal.com/newsAmp/ked202404080016). ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ეს პლატფორმა სერიოზულ რისკებს უქმნის მომხმარებლების ჯანმრთელობას. მსგავსად, დიდი ბრიტანეთში ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ ერთი კოსმეტიკური პროდუქტი შეიცავდა 10-ჯერ მეტ ტყვიას, ვიდრე ნებადართულია ევროკავშირში (https://www.channel4.com/press/news/truth-about-temu-dispatches-thursday-30-may-8pm-channel-4). ეს სიტუაციები მიუთითებს იმაზე, რომ ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა TEMU-ს პროდუქტებში ნამდვილად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს.

ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნის რეგულატორებმა უკვე დაიწყეს გამოძიება და შემოწმებები, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში და რამდენიმე სპარსეთის ყურის ქვეყანაში. რა მიზნები აქვთ ამ შემოწმებებს?

– მართლაც, აშშ-ის რეგულატორებმა და სხვა ქვეყნების შესაბამისმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიებები და შემოწმებები, რათა დადგინდეს, როგორ იცავენ TEMU და სხვა მსგავსი პლატფორმები უსაფრთხოების სტანდარტებს (https://www.washingtonexaminer.com/opinion/2854161/temu-dark-side-discount-shopping). აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიამ (CPSC) გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ისინი მოუწოდებენ პლატფორმების შემოწმებას, რადგან არსებობს ინფორმაცია “სასიკვდილო საბავშვო პროდუქტების” შესახებ, რომლებიც იყიდება TEMU-სა და Shein-ზე (https://eu.usatoday.com/story/money/2024/09/03/investigation-shein-temu-baby-products/75065548007/).

ეს გამოძიებები მიზნად ისახავს იმ პროდუქციის აღმოჩენას, რომლებიც არ შეესაბამება უსაფრთხოების ნორმებს და რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. პლატფორმები, რომლებიც არ იცავენ რეგულაციებს და რომლებიც ცდილობენ გაყიდონ დაბალი ხარისხის და საშიში პროდუქტები, უნდა დაისაჯონ და მათი საქმიანობა უნდა შემოიფარგლოს მკაცრი რეგულაციებით.

რა გამოწვევებს უქმნის ეს სიტუაცია საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და რა შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიან პერსპექტივაში?

– საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ეს არის დიდი გამოწვევა, რადგან ბავშვების ჯანმრთელობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე. ტოქსიკური ნივთიერებებით გამოწვეული დაზიანებები ბავშვის ორგანიზმში ხანგრძლივ შედეგებს იწვევს და ზრდასრულობამდე გასდევს, რაც საბოლოოდ აყენებს ზიანს როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

თუ ბავშვები განიცდიან ნევროლოგიურ ან ჰორმონალურ დაზიანებებს, ეს მომავალში გამოიწვევს ხანგრძლივ სამედიცინო და სოციალურ პრობლემებს. გაიზრდება საჭიროება სამედიცინო მომსახურების და სპეციალური განათლების პროგრამებისთვის, რაც, თავის მხრივ, მოახდენს ზეწოლას ჯანმრთელობის დაცვის სისტემასა და ეკონომიკაზე.

გარდა ამისა, თუ პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტები არ გამკაცრდება, ბავშვების ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენება შეიძლება გახდეს რეგულარული პრობლემა, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.

რას ურჩევდით მომხმარებლებს, რომლებიც იყენებენ ან განიხილავენ TEMU-ს გამოყენებას?

– ჩემი რჩევაა, იყოთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით განიხილოთ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, განსაკუთრებით თუ ის ეხება ბავშვებს. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და მათზე კომპრომისები არ უნდა დავუშვათ დაბალი ფასების გამო. უმჯობესია, რომ არჩევანი გაკეთდეს ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ცნობილია მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოების სტანდარტებით. განსაკუთრებით ბავშვებისთვის, უნდა ვიყოთ ყურადღებით და დავიცვათ მათი ჯანმრთელობა ყველა შესაძლო რისკისგან.

დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, თქვენი ღირებული რჩევებისა და შეხედულებებისთვის. თქვენი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ ის საფრთხეები, რომლებიც TEMU-ს პროდუქტებთან არის დაკავშირებული.

– მადლობა დაინტერესებისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს საუბარი დაეხმარება ხალხს მეტი ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რა პროდუქტებს იყენებენ და როგორ იცავენ საკუთარ და შვილების ჯანმრთელობას.

​რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? – სმენის დარღვევის მიზეზები

​რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში - სმენის დარღვევები ბავშვებში
#post_seo_title

​რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში? სმენის დარღვევის მიზეზები

ბავშვებში სმენის დარღვევის პრობლემები ხშირად მშობლების ყურადღების მიღმა რჩება. 

სმენის დარღვევის მიზეზები ბავშვებში

1. თანდაყოლილი სმენის დარღვევები:
სმენის დარღვევები ბავშვების ჩასახვისას, შეიძლება, იყოს თანდაყოლილი, რაც დაკავშირებულია დედის ორსულობის პერიოდში მიღებულ მედიკამენტებთან, ინფექციურ დაავადებებსა და ნაყოფის მუცლადყოფნის დროს დაინფიცირებასთან. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა, ბავშვი, დაიბადოს სმენის სრული დაკარგვით სმენის დაქვეითებით.

2. შეძენილი სმენის დარღვევები:
შედეგად, სმენის დაკარგვა შესაძლებელია განვითარდეს დაბადების შემდეგ. ეს შეიძლება იყოს მწვავე, ქრონიკული, შექცევადი ან შეუქცევადი. მწვავე დარღვევების მიზეზებია ყურში უცხო სხეული, გოგირდის საცობი ან ცხვირ-ხახაში მიმდინარე ანთებითი პროცესები. ქრონიკული სმენის დაქვეითების ხშირი მიზეზებია ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერპლაზია ან მაღალი ალერგიული ფონი, რაც სითხის დაგროვებას და ქრონიკულ ექსუდაციურ ოტიტს იწვევს.

3. ტრავმები და ინფექციები:
ყურის ან თავის ტრავმები, მორეციდივე შუა ყურის ანთებები და ინფექციური დაავადებები ასევე შეიძლება გახდეს სმენის დაქვეითების მიზეზი. ამ პროცესების დროს სმენის ნერვის დაზიანება შეიძლება იყოს სირთულეების მიზეზი, რაც ხშირად განუკურნებელია.

როგორ უნდა გამოვავლინოთ სმენის დარღვევები?

1. ბავშვის სმენის რეაქცია:
ბავშვი დაახლოებით 4 თვის ასაკში უნდა რეაგირებდეს მშობლის ხმაზე და ხმაურზე, უნდა გაიხედოს იმ მიმართულებით, საიდანაც მოდის ხმა. 1.5 წლიდან ბავშვი უნდა ცდილობდეს მარტივი სიტყვების წარმოთქმას. თუ ასეთი რეაქციები არ აღინიშნება ან მეტყველების დაწყება შეფერხებულია, მშობელმა უნდა იმსჯელოს სმენის დაქვეითების შესაძლო არსებობაზე.

2. სმენის დარღვევის ნიშნები:
თუ ბავშვი ლაპარაკისას ხშირად ითხოვს ნათქვამის გამეორებას, ახლოს მიდის საუბრის დროს ან ტელევიზორს უსმენს ხმამაღლა, ეს შეიძლება იყოს სმენის დარღვევის ნიშანი.

როგორ უნდა ავიცილოთ სმენის დარღვევის თავიდან აცილება?

1. პრევენციული ზომები:
ორსულობის პერიოდში დედამ უნდა დაიცვას თავი ინფექციური დაავადებებისგან და არ უნდა მიიღოს თვითნებურად მედიკამენტები. ახალშობილის რეგულარული სკრინინგი და ბავშვის გეგმიური ვაქცინაცია ასევე მნიშვნელოვანია სმენის დარღვევების პრევენციისთვის. შუა ყურის მორეციდივე ინფექციების დროს დროულად მიმართეთ ექიმს.

2. სმენის დაცვა:
ყურსასმენების გადამეტებული მოხმარება, განსაკუთრებით ხანგრძლივად ხმამაღალი მუსიკის მოსმენა, არის სმენის ნერვის დაზიანების რისკი. ასევე, ბავშვის თვითნებურად მკურნალობას უნდა მოარიდოთ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სმენის ნერვის დაზიანება.

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვის სმენა გაუარესდა ან სმენის დაქვეითების ნიშნებია, დროულად მიმართეთ სპეციალისტს. სმენის დარღვევის ადრეული გამოვლენა და მკურნალობა ეხმარება ბავშვს, რომ მაქსიმალურად ადაპტირდეს გარემოსთან.

დასკვნა:
ბავშვებში სმენის დარღვევების თავიდან აცილება და სწორი მართვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. მშობლები უნდა იყვნენ ყურადღებით და დროულად მიმართონ სპეციალისტს საჭიროების შემთხვევაში.

#drpkhakadze

ისტორიაში პირველად, კიბოს ვაქცინაციის კლინიკური ტესტირება დაიწყო

კვლევის შედეგები - სიმსივნის მქონე კაცებში სიკვდილიანობა, შესაძლოა, 93%-ით გაიზარდოს
#post_seo_title

ისტორიაში პირველად, მეცნიერები კიბოს ვაქცინის გამოცდას იწყებენ. როგორც მეცნიერთა გუნდი განმარტავს, ვაქცინაცია, შესაძლოა, ქიმიოთერაპიის ალტერნატივად იქცეს. პირველად ტესტირებასა და კვლევებს ფილტვის კიბოს ვაქცინაზე ატარებენ.

პირველი კიბოს ვაქცინაციის კლინიკური ტესტირება დაიწყო. კლინიკური კვლევა მეცნიერებმა 7 ქვეყანაში დაიწყეს. მათგან პირველი დიდი ბრიტანეთია. მსოფლიოს მასშტაბით ამ ეტაპზე 34 სპეციალური კვლევითი პუნქტი გაიხსნა. მომდევნო ეტაპზე 130 ცდის პირი ემზადება ვაქცინის მისაღებად.

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა დაიწყეს კიბოს ვაქცინის ტესტირება, რომელიც შესაძლოა ქიმიოთერაპიის ეფექტური ალტერნატივა გახდეს. აღნიშნული კვლევა პირველად ფილტვის კიბოს ვაქცინაზე ტარდება. ინოვაციური კლინიკური კვლევა  მსოფლიოში 7 ქვეყანაში ჩატარდა, პირველი დიდი ბრიტანეთია, ხოლო საერთო ჯამში 34 სპეციალური კვლევითი პუნქტი გაიხსნა.

ვაქცინის მიზნები და გამოყენების შესაძლებლობები

ვაქცინა შეძლებს, ადამიანის ორგანიზმს ასწავლოს, როგორ უნდა მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები, შემდეგ კი ხელი შეუშალოს რეციდივს, ანუ დაავადების ხელახლა განვითარებას. ამასთანავე, ვაქცინა ხელს შეუშლის რეციდივის, ანუ კიბოს მეორადი განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნას.

BioNTech-ის ინოვაციური შუალედური კვლევა

ვაქცინა, რომლის განვითარებაშიც გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech მონაწილეობს, უკვე მიაღწია მნიშვნელოვანი ეტაპს. ექიმების შეფასებით, მომავალში ვაქცინამ შესაძლოა სრულად გააძლიეროს იმუნური სისტემა და მოხდეს ფილტვის კიბოს ეფექტური მკურნალობა.

მომდევნო კვლევითი ეტაპები

ამ ეტაპზე, 130 ცდის პირი ემზადება ვაქცინის გამოყენებისთვის. კლინიკური კვლევის მომდევნო ეტაპზე შესაძლებელი იქნება დამატებითი ინფორმაცია ვაქცინის ეფექტურობაზე და მისი შესაძლო გამოყენების სარგებლობაზე.

რა ასაკიდან შეიძლება გლანდების ამოჭრა? როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

რა ასაკიდან შეიძლება გლანდების ამოჭრა? როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?
#post_seo_title

რა ასაკიდან შეიძლება გლანდების ამოჭრა? როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

ბავშვობაში ნუშურა ჯირკვლების ზომის ცვლილებები სრულიად ჩვეულებრივი პროცესია. დაახლოებით 12 წლის ასაკიდან ნუშურა ჯირკვლები იწყებს ცვლილებას, რაც ნორმალური განვითარების ნაწილი გახლავთ. თუმცა, სასურველია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.

ნუშურა ჯირკვლების ზომის ცვლილების ბუნება

ბავშვობის ასაკში, განსაკუთრებით 1,5-2 წლის ასაკში, ნუშურა ჯირკვლები ჩვეულებრივ დიდდება. ამ დროისთვის ბავშვის ორგანიზმი პირველად იწყებს ბრძოლას ინფექციების წინააღმდეგ, რაც იწვევს ნუშურა ჯირკვლების ჰიპერტროფიას (გადიდებას). ეს პროცესი ფიზიოლოგიურად ნორმალურია და, როგორც წესი, არ საჭიროებს პანიკას.

როგორ იცვლება ნუშურა ჯირკვლები ასაკთან ერთად?

დაფიქსირდა, რომ დაახლოებით 12 წლის ასაკიდან ნუშურა ჯირკვლები სიგრძეში იმატებს. ეს ცვლილება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ბავშვთა ორგანიზმი ახერხებს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ცალკეული ჯირკვლების ზომა ნელ-ნელა აღდგება ნორმალურ მდგომარეობაში.

ტონზილექტომიის საჭიროება და რეკომენდაციები

ტონზილექტომია (ნუშურა ჯირკვლების მოჭრა) არ ტარდება 3 წლის ასაკამდე, რადგან ამ ასაკში ნუშურა ჯირკვლების ზომების ცვლილება ხშირად არის ფიზიოლოგიური პროცესის ნაწილი. სპეციალისტები ცდილობენ, ტონზილექტომია ჩატარონ 5 წლის ასაკიდან და უფრო დიდ ასაკში. მაგრამ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის წინ შეამოწმოთ ყველა არაოპერაციული მკურნალობის მეთოდი, როგორიცაა ჰომეოპათია, ლაზეროთერაპია, ფიზიოთერაპია და ფიტოთერაპია.

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ჩატარებული კვალიფიციური ლარინგოლოგიური კვლევა და მკურნალობა. მხოლოდ სპეციალისტი შეძლებს განსაზღვროს, საჭიროებს თუ არა ბავშვი ნუშურა ჯირკვლების ამოჭრას. მშობლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ბავშვის გაკაჟება და იმუნიტეტის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს საერთო ჯანდაცვის გაუმჯობესებას.

დასკვნა

ნუშურა ჯირკვლების ზომების ცვლილება ბავშვობაში ხშირად ნორმალური პროცესია და არ საჭიროებს მყისიერ ჩარევას. ტონზილექტომიის საჭიროება უნდა განიხილოს მხოლოდ კვალიფიციურმა ლარინგოლოგმა და პირველ რიგში უნდა გამოიცადოს ყველა შესაძლო არაოპერაციული მკურნალობის მეთოდი.

კვლევა: ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი შეიმუშავეს – ალცჰაიმერის რისკების დადგენა

კვლევა: ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი შეიმუშავეს - ალცჰაიმერის რისკების დადგენა
#post_seo_title

ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის მქონე ადამიანების მეტყველების ნიმუშებს აანალიზებს. ალგორითმს წინასწარ შეუძლია განსაზღვროს მსუბუქი კოგნიტური დარღვევის, MCI-ის პროგრესირება და 78,5%-იანი სიზუსტით დაადგინოს გადაიქცევა თუ არა ის ალცჰაიმერის დაავადებად. ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება

ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც განკუთვნილია მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის (MCI) მქონე ადამიანების მეტყველების ნიმუშების ანალიზისთვის. ეს AI ალგორითმი საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე განისაზღვროს MCI-ის პროგრესირება და 78.5%-იანი სიზუსტით პროგნოზოს, გადაიქცევა თუ არა იგი ალცჰაიმერის დაავადებად.

ალგორითმის ეფექტურობა და გამოკვლევა

მეცნიერებმა თავიანთი ალგორითმი 166 მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის მქონე ადამიანის ტრანსკრიბირებული ხმის ჩანაწერების მიხედვით ავარჯიშეს, რომლებმაც 63-დან 97 წლამდე ასაკი ჰქონდათ. ალგორითმის სწავლება 1000-ზე მეტი ადამიანის ხმის ჩანაწერების საფუძველზე მიმდინარეობდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი სიზუსტე კოგნიტიური დარღვევების აღმოჩენაში.

AI ალგორითმის ფუნქციონირება

აღნიშნული AI ალგორითმი აანალიზებს მეტყველების ნიმუშებს და გამოვლენისას იყენებს კონკრეტულ კანონზომიერებებს, რომლებიც დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან. ამის შედეგად, შესაძლებელია ზუსტი პროგნოზი მიიღონ,გადაიქცევა თუ არა მსუბუქი კოგნიტიური დარღვევა ალცჰაიმერად.

პროგრამის გამოყენების შესაძლო სარგებელი

შექმნილი AI ალგორითმი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ იმ პაციენტების მონიტორინგისთვის, რომლებმაც უკვე აღიარეს MCI, არამედ ახალი მონაცემების შემოწმებისთვისაც. ალგორითმი აფასებს მეტყველების ნიმუშებზე დაყრდნობით პროგნოზულ ქულას და ითვალისწინებს ასაკს და სქესსაც.

ბოსტონის უნივერსიტეტის კომპიუტერული სპეციალისტის იოანე პასჩალიდის თქმით, AI სისტემის მიერ მინიჭებული ქულა მეცნიერებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ, დარჩება თუ არა კოგნიტიური დარღვევა უცვლელად, თუ გადაიზრდება ალცჰაიმერის დაავადებად.

დასკვნა

ბოსტონის უნივერსიტეტის მიერ განვითარებული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი რევოლუციურ შესაძლებლობებს სთავაზობს ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას. მისი გამოყენება მიზნად ისახავს არა მხოლოდ უფრო ზუსტი პროგნოზების მიღებას, არამედ კოგნიტიური დარღვევების უფრო ეფექტურ მართვას.

 

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს
#post_seo_title

თბილისის მე-3 რაიონული სამსახურის ბრიგადის ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მე-3 რაიონული სამსახურის 1702 ბრიგადის მისვლისას პაციენტი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. აღმოჩნდა, რომ შუახნის მამაკაცი ტელეფონზე საუბრისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

სასწრაფო დახმარება მისმა მეუღლემ გამოიძახა. ექიმების მისვლისას მამაკაცს არ აღენიშნებოდა პულსი და არ სუნთქავდა. დაფიქსირდა ფიბრილაცია.

ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსაცია და სუნთქვა აღდგა. მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი, ხოლო პაციენტი კონტაქტური გახდა. პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით, სტაბილური მდგომარეობით ბრიგადის მიერ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზებული.

გვეამაყება: ექიმი – ლიანა ხუბულური, უმცროსი ექიმი – ენრი მიქელაძე, მძღოლი – ნოდარ მუზაშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights