სამშაბათი, ივნისი 16, 2026

საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე – “ვივამედის” გინეკოლოგის, ნინო ჩერქეზიშვილის გზამკვლევი

#post_seo_title

საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე – აღნიშნულ საკითხზე sheniekimi.ge კლინიკა “ვივამედის” გინეკოლოგიისა და ონკოგინეკოლოგიის დაეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო ჩერქეზიშვილის სტატიას გთავაზობთ:

“საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. ამ დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება.

განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს.

საკვერცხის პირველადი კიბო, წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას. სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება.

საკვერცხის მეორეული კიბო უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა (გიგანტურიც კი გვხვდება) და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით (სეროზული კისტომა), ან ლორწოთი (ფსევდომუცინოზური კისტომა), ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით (ტერატოიდული კისტომა). ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები – პაპილომური წანაზარდები, რომლებიც გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის.

საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს. სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით (კრუკენბერგის სიმსივნე). საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.

ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებული ფორმაა ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომა, რომელიც გარეგნულადაც და გავრცელებითაც ძალიან ჰგავს კიბოს, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს სიმსივნეც შედგება მრავალრიცხოვანი პაპილარული წანაზარდების მქონე კისტოზური წარმონაქმნისგან, რომლებიც საკვერცხეებში ჩაიზრდება. იგი ვრცელდება მუცლის ფარის სეროზულ საფარზე, ცალკეული მეტასტაზური კვანძების სახით აზიანებს ბადექონსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს და იწვევს ასციტს.

საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს გრანულოზურუჯრედული კიბო, ადენობლასტომა, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნე (საკვერცხის გრანულები ჩნდება ახალგაზრდა ასაკში და ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა), დისჰერმინომა (ახასიათებს სწრაფი ზრდა, მეტასტაზირდება მუცლის გარეთა ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, სხვა ორგანოებში, მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლის მოშლით), ტერატოკარცინომა და სხვა.

მიმდინარეობა და სიმპტომები. საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე უმეტესად ადრეულ სტადიაშივე ვლინდება. მცირე ზომის მოძრავი სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფი არაფერს უჩივის. მენსტრუალური ციკლი ორივე საკვერცხის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ ირღვევა და დაავადებას შემთხვევით აღმოაჩენენ. როცა სიმსივნე დიდ ზომას აღწევს და მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას იწყებს, მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება, ვითარდება შეკრულობა, ჭირს შარდის გამოყოფა, თავს იჩენს ტკივილი. სიმსივნური წარმონაქმნის მენჯის ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხები შუპდება, ვითარდება თრომბოზი.

საკვერცხეების კარცინომის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა მისი ფეხზე შემოგრეხა, რომელიც იწვევს მწვავე მუცლის სურათს (მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ – კოლაფსი). თუ სიმსივნე კისტოზური ბუნებისაა, მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც კისტის დაჩირქების შემთხვევაში იწვევს პერიტონიტს. ფსევდომუცინოზური კისტის გაგლეჯას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი ლორწოიანი კისტის წარმოქმნა, რომლებიც მთელ მუცლის ღრუს აზიანებენ, ხოლო ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის გახევა იწვევს პროცესის დისემინაციას მთელ მუცლის ფარზე.

ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს ორი სახის სასქესო ჰორმონის გამოყოფა შეუძლია. ერთი მათგანი გრანულურუჯრედოვანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ფემინიზაციას (გოგონებში – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენოპაუზის ასაკშის ქალებში – სისხლდენის განახლებას). მეორე სახის სიმსივნეა ადენობლასტომა, რომელიც, პირველისგან განსხვავებით, იწვევს ქალებში მუსკულატურის განვითარებას, წვერის ზრდას, ფიგურის შეცვლას, სარძევე ჯირკვ ლების შეჭმუხვნას, მენსტრუაციის შეწყვეტას. ამ ჰორმონულად აქტიური სიმსივნეების ამოკვეთის შემდეგ ქალს ადრინდელი გარეგნობა უბრუნდება.

მეტასტაზირება. საკვერცხეების კარცინომა მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუში, ზოგჯერ – მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებში. შესაძლოა, განვითარდეს მეტასტაზური ასციტი და პლევრიტი. შედარებით იშვიათად მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. საკვერცხეების კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის ღრუს მიდამოში. მუცლის გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზების განვითარება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც არის შესაძლებელი.

დიაგნოსტირება-საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობა ძნელია. ოპერაციის დროსაც კი მისი ავთვისებიანობის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. უნდა ითქვას, რომ საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების 20% ავთვისებიან ელემენტებს შეიცავს. გასინჯვის დროს საკვერცხის კარცინომაზე ეჭვის მიტანის საბაბს იძლევა შემდეგი ნიშნები: სიმსივნის მკვრივი კონსისტენცია, ხორკლიანი, კვანძოვანი ზედაპირი, ორმხრივი დაზიანება, სწრაფი ზრდა, მცირე მენჯის ღრუსში მეტასტაზური კვანძების არსებობა, ასციტი. გასინჯვის მონაცემებს ადასტურებს ულტრაბგერითი ტომოგრაფია. დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიაში ინფორმაციულია ლაპაროსკოპია, მორფოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასალის ბიოფსია და ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა.

დიაგნოზის დასადგენად და პროცესის დინამიკაში დაკვირვების მიზნით კარგია სიმსივნის მარკერის (A-ფეტოპროტეინი, ქორიონული გონადოტროპინი), ესტროგენებისა და ანდროგენების განსაზღვრა.

ვინაიდან საკვერცხეების კიბოს შესაძლოა მეტასტაზური ბუნება ჰქონდეს, სხვა ორგანოს პირველადი კიბოს გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული გამოკვლევა (პირველ რიგში – კუჭის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა და სარძევე ჯირკვლების სრულფასოვანი შემოწმება).

მკურნალობა. საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. დაავადების ლოკალიზებული ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოსა და მის დანამატებს ამოკვეთენ და ატარებენ ბადექონის რეზექციას. ვინაიდან ქირურგიული ჩარევის დროს საკვერცხის სიმსივნის ხასიათის განსაზღვრა ყოველთვის ვერ ხერხდება, ოპერაციის მსვლელობის პარალელურად რეკომენდებულია სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ქირურგს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრაში დაეხმარება.

საკვერცხის კიბოს დისემინირებული ფორმის შემთხვევაში მიმართავენ პალიატიურ ოპერაციას, რომლის მიზანიც ქიმიოთერაპიის წინ სიმსივნის მოცულობის შემცირებაა.

შედეგიანია საკვერცხის გავრცობილი კარცინომის მკურნალობა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხის ლოკალიზებული კიბოს დროს მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს, გავრცობილი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის წამყვან მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის წინა პერიოდში. თუ ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ფონზე დაავადების კლინიკური გამოვლინება შეწყდა, ტარდება ლაპაროსკოპიული კვლევა, ხოლო სრული რემისიის მიღწევისა და ქიმიოთერაპიის თორმეტთვიანი კურსის შემდეგ დაისმის მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

საკვერცხეების კიბოს ზოგიერთი ფორმის (პაპილარული ცისტადენომის) დროს ქიმიოთრეპიასთან ერთად მიმართავენ სხივურ თერაპიას, რომლის ეფექტიანობაც სიმსივნური წარმონაქმნის რადიომგრძნობელობაზეა დამოკიდებული.”

#drpkhakadze #sheniekimi

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში - ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს
#post_seo_title

დისტანციური ენდოსკოპია ჰონგ-კონგში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში! ჰონგ-კონგში ღორს ენდოსკოპია ჩაუტარდა, მაგრამ ეს შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ პროცედურა დისტანციურად განხორციელდა.

ეს ჩინელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა თანამედროვე რობოტექნოლოგიისა და სწრაფი ინტერნეტის დახმარებით შეძლეს. ცნობილია, რომ ეკრანზე ენდოსკოპის კამერის მიერ გადაღებული გამოსახულების დაყოვნება მხოლოდ 300 მილიწამი იყო. უკანასკნელი მიღწევა ტელემედიცინის, ანუ დისტანციური სამედიცინო სერვისების, სფეროში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

როგორ ჩატარდა დისტანციური ენდოსკოპია?

პროცედურა შესრულდა PlayStation-ის ჯოისტიკით, რომელსაც ციურიხში მდებარე ლაბორატორიიდან აკონტროლებდნენ, ჰონგ-კონგში მდებარე ღორს ენდოსკოპია 9,300 კილომეტრის მანძილზე.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტრანსატლანტიკური ქირურგიული პროცედურა ჯერ კიდევ 2001 წელს ჩატარდა. მას შემდეგ სპეციალისტები ტექნოლოგიისა და მეთოდების დახვეწას ცდილობენ. ამ წინსვლამ განაპირობა, რომ დედამიწიდან ქირურგიული რობოტი ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც კი გააკონტროლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში დისტანცია დაახლოებით 400 კილომეტრი იყო.

  • რბილი რობოტიკა: განახლებული რობოტექნოლოგიები, რომელიც ზუსტი მანიპულაციების საშუალებას იძლევა.
  • შეუდარებელი ინტერნეტკავშირი: 300 მილიწამიანი ლატენცია ეკრანზე ნაჩვენები გამოსახულების მომატებულ სიჩქარეზე.

ტელემედიცინის ახალი ეტაპი

ეს შემთხვევა ტელემედიცინის სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლაა და წარმოგვიდგენს მომავლის სამედიცინო სერვისების მიმართულებებს:

  • დისტანციური მართვა: სექრეტული ქირურგიული პროცედურების შესრულება დიდი მანძილით დაშორებული ადგილებიდან.
  • დაუწყვეტელი სტაბილურობა: ზუსტი და უსაფრთხო პროცედურები, რომლებიც საჭიროებენ შეუფერხებელ ინტერნეტკავშირს.

წინა მიღწევები და თანამედროვე წარმატებები

პირველი ტრანსატლანტიკური ქირურგიული პროცედურა განხორციელდა 2001 წელს, რაც ცხადყოფს, რომ ამ სფეროში პროგრესი მუდმივად მიმდინარეობს. ამის შემდეგ, ტექნოლოგიები განვითარდა, რაც შესაძლებელს ხდის ქირურგიული რობოტების კონტროლს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომელიც დედამიწიდან 400 კილომეტრი დაშორებულია.

ტექნოლოგიური განვითარება და მისი გავლენა სამედიცინო სფეროზე!

უახლესი დისტანციური ენდოსკოპიის შემთხვევა ჰონგ-კონგში არის უდიდესი ნაბიჯი ტელემედიცინის სფეროში და გვიჩვენებს, როგორ უნდა გადავიდეთ სამედიცინო სერვისების ახალ ეპოქაში.

ჰონგ-კონგსა და ციურიხს შორის ბევრად დიდი მანძილია, თანაც ენდოსკოპია ცოცხალ, ანესთეზირებულ, ღორს ჩაუტარდა. შესაბამისად, ეს პროცესი ზუსტ დაგეგმვას, სიფრთხილესა და სტაბილურ ინტერნეტკომუნიკაციას საჭიროებს.

 

უახლესი სამედიცინო მიღწევა!

ჰონგ-კონგში ჩატარებული დისტანციური ენდოსკოპია იყო საოცარი მაგალითი თანამედროვე რობოტექნოლოგიისა და მაღალხარისხიანი ინტერნეტკავშირის შესაძლებლობების გამოყენებისას. პროცესში, ციურიხის ლაბორატორიიდან აკონტროლებდნენ ენდოსკოპს, რომელიც ღორს მუცლის სივრცეში განთავსდა.

ენდოსკოპიის ტექნოლოგიური დეტალები

  1. ენდოსკოპის მართვა: პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტი მოქმედებდა მაგნიტური ველის მეშვეობით, რაც საშუალებას იძლეოდა მის კონტროლს ნებისმიერი მიმართულებით. მაგნიტური თავაკი დიდი მანევრირებადობით გამოირჩევა და 180°-თაც კი შეიძლება შემოატრიალდეს.
  2. მინიმალური ზომა და მოქნილობა: ენდოსკოპი მცირე ზომისაა და იძლევა მოქნილობას, რაც მნიშვნელოვანი იყო ღორის მუცლის გარსიდან ქსოვილის ნიმუშების აღების პროცესში.
  3. მომავალი ადამიანური გამოყენება: ენდოსკოპის სპეციფიური მახასიათებლები შესაძლებელს ხდის მისი გამოყენებას ადამიანებში, ის ცხვირიდან უნდა შეიყვანონ და არა პირიდან. ეს პაციენტებისთვის ძალიან კომფორტული იქნება, რადგან საჭირო იქნება მხოლოდ მსუბუქი ანესთეზია.

ბუნებრივი პროგრესი და მომავალი შესაძლებლობები

  • პოტენციური გამოყენება ადამიანებში: ენდოსკოპი შეიძლება გამოიყენოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემოწმებისთვის, სიმსივნის სკრინინგის პროცესში და სხვა მენეჯმენტის ინოვაციურ პროცესებში.
  • პლანირებული ტესტირება: მომდევნო ეტაპზე მეცნიერები აპირებენ ენდოსკოპის გამოცდას ადამიანებზე, რაც დიდ მნიშვნელობას მისცემს ახალ მეთოდებს სამედიცინო დარგში.

პროცედურის წარმატება

ღორი, რომელსაც ენდოსკოპია ჩაუტარდა, სრულიად გამოჯანმრთელდა და რაიმე დაზიანება არ მიიღო.

აღნიშნული მიღწევა ჩვენი დროის სამედიცინო ტექნოლოგიების სისწრაფე და შესაძლებლობები აშკარად აჩვენებს და მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს რობოტექნოლოგიების და დისტანციური სამედიცინო სერვისების სფეროში.

დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა
#post_seo_title

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს
#post_seo_title

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობაზე რადიოტალღების ზემოქმედების პოტენციური ეფექტების სისტემურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოსთან კავშირში არ არის.

the guardian-ი კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ უსადენო ტექნოლოგიების რადიოტალღები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოსთან კავშირში არ არის.

საუბრისას, მობილური ტელეფონი ხშირად თავთან გვიჭირავს. ისინი რადიოტალღებს გამოყოფენ, არამაიონიზებელი რადიაციის ერთ-ერთ ტიპს. დიდწილად სწორედ ეს ორი ფაქტორია მიზეზი მოსაზრებისა, რომ მობილური ტელეფონები შეიძლება თავის ტვინის კიბოს იწვევდეს.

ასეთი შეშფოთება უკვე დიდი ხანია, არსებობს. მობილური ტელეფონები და უფრო ზოგადად კი უსადენო ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილია. შესაბამისად, მეცნიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეაფასოს ამ მოწყობილობათა მიერ გამოყოფილი რადიოტალღების ზემოქმედების უსაფრთხოება.

სამეცნიერო კონსენსუსი წლების განმავლობაში არ შეცვლილა და მტკიცეა — არ არსებობს კავშირი მობილურ ტელეფონებსა და თავის ტვინის კიბოს, უფრო ფართოდ კი ჯანმრთელობას შორის.

უახლესი კვლევა – ჰეპატიტის მკურნალობა ხელს უშლის სისხლის საკმაოდ გავრცელებული სიმსივნის პროგრესს

ახალი კვლევა - 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას
#post_seo_title

ანტივირუსული მკურნალობის გავლენა მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამოპათიის მართვაში – ჰეპატიტის მკურნალობა ხელს უშლის სისხლის საკმაოდ გავრცელებული სიმსივნის პროგრესს

უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ B და C ჰეპატიტის ვირუსების ადრეულმა მკურნალობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამოპათიის მართვის მიდგომა.

რა აჩვენა ახალი კვლევა?

ესპანელი და ფრანგი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) და C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) დაკავშირებულია მრავლობითი მიელომისა და ადრეულ არასიმსივნურ ეტაპებთან, როგორიცაა მონოკლონური გამოპათია (MGUS), განვითარებასთან.

მკვლევართა ცნობით, ანტივირუსული თერაპია შესაძლოა არა მხოლოდ ჰეპატიტის ვირუსების მკურნალობას, არამედ მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამოპათიის პროგრესის შეჩერებასაც უწყობს ხელს.

მკვლევართა მნიშვნელოვანი დასკვნები

ალბა როდრიგეს-გარსიას და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტივირუსული მკურნალობის შედეგად B ჰეპატიტის მქონე მრავლობითი მიელომის პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ იგივე მკურნალობა აუმჯობესებს მდგომარეობას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებში.

  • მონოკლონური გამოპათია (MGUS) და გაღმივადი მიელომა (SMM), რომელიც მრავლობით მიელომას წინ უძღვის, შესაძლებელია შეეწინააღმდეგოს ანტივირუსული თერაპიის დახმარებით.
  • 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ C ჰეპატიტისა და მონოკლონური გამოპათიის მქონე პაციენტებში ანტივირუსული მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას.

„ვაჩვენეთ, რომ ანტივირუსული თერაპია აუმჯობესებს B ჰეპატიტის მქონე მრავლობითი მიელომის პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელს. ჩვენი კვლევა დიდ კოჰორტაში ასევე ადასტურებს, რომ ანტივირუსული მკურნალობა მრავლობითი მიელომის მდგომარეობას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებშიც აუმჯობესებს“, — წერენ ესპანეთის ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკური კვლევების გაერთიანების ბიოსამედიცინო მეცნიერი ალბა როდრიგეს-გარსია და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.

რა უნდა ვიცოდეთ ანტივირუსული მკურნალობის შესახებ?

ანტივირუსული თერაპია გულისხმობს B და C ჰეპატიტის ვირუსების კონტროლს, რომელიც შეიძლება დაეხმაროს:

  • მრავლობითი მიელომის და მონოკლონური გამოპათიის პროგრესის შეჩერებაში.
  • გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, როგორც ანტივირუსული მკურნალობის დაწყების ადრეულ ეტაპზე, ასევე შორსმავალი რემისიაში.

როგორ უნდა გავაუმჯობესოთ შედეგები?

მკვლევართა რჩევით, მნიშვნელოვანია ანტივირუსული თერაპია დაიწყოს ადრეულ ეტაპზე. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვირუსების კონტროლს, არამედ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მრავლობითი მიელომის მართვა და პაციენტების საერთო ჯანმრთელობა.

მკვლევრებმა ასევე იპოვეს კავშირები მრავლობით მიელომასა და სხვა ვირუსულ ინფექციებს შორის, მაგალითად, აივ-ინფექციასთან და ეპშტაინ-ბარის ვირუსთან. დაავადების კონტროლში შეიძლება დაგვეხმაროს იმის დადგენა, თუ რაზე შეტევას ცილობენ პაციენტის ანტისხეულები.

ამავე ჯგუფმა 2022 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც C ჰეპატიტისა და იმავდროულად მონოკლონური გამოპათიის მქონე ცხრა პაციენტზე ჩაატარეს. მათ, ვისაც ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობდნენ, გაცილებით დიდი გაუმჯობესება აღენიშნებოდათ მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამოპათიის მდგომარეობის თვალსაზრისით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ასე არ მკურნალობდნენ.

კიდევ უფრო შემაგულიანებელია, რომ ამ პაციენტთაგან ერთ-ერთზე, მრავლობითი მიელომის მქონე ადამიანზე ჩატარებულმა ანტივირუსულმა მკურნალობამ ის გრძელვადიან, სრულ რემისიაში გადაიყვანა, რაც სულ მცირე ოთხ წელიწადს გაგრძელდა.

როდრიგეს-გარსია და მისი ჯგუფის ახალ კვლევაში მონოკლონური გამოპათიისა და B ჰეპატიტის მქონე 45 პაციენტი იყო ჩართული. შემთხვევათა 36,7 პროცენტში მათ შეძლეს დაედგინათ წარმოქმნილი ჭარბი ანტისხეულების ტიპი, ის კონკრეტულად B ჰეპატიტის ვირუსს იღებდა მიზანში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ გამოპათიას სწორედ B ჰეპატიტის ვირუსი მართავდა. ანტივირუსული პრეპარატების მიღების შემდეგ, ორ პაციენტში გამოპათიის პროგრესი შეჩერდა.

ამის შემდეგ, მათ უფრო დიდი ჯგუფი შეისწავლეს, რომელიც მრავლობითი მიელომისა და პარალელურად B ან C ჰეპატიტის მქონე 2500 პაციენტისგან შედგებოდა. ორივე ჯგუფში აღმოაჩინეს, რომ გადარჩენის უფრო მაღალი შანსი მათ ჰქონდათ, ვინც ანტივირუსულ საშუალებებს იღებდა.

„ეს კვლევა წარმოაჩენს ანტივირუსული მკურნალობის მნიშვნელობას B და C ჰეპატიტის ვირუსების მიერ მართული კლონური გამოპათიების, მათ შორის, მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის. ანტივირუსული თერაპია რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს“, — წერენ მკვლევრები.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

რამ გამოიწვია ტემპერატურის რეკორდული მატება – 2024 წლის ზაფხული, დედამიწაზე ყველაზე თბილი პერიოდი იყო

რამ გამოიწვია ტემპერატურის რეკორდული მატება - 2024 წლის ზაფხული, დედამიწაზე ყველაზე თბილი პერიოდი იყო
#post_seo_title

კლიმატის ცვლილების სამსახურის თანახმად, 2024 წლის ზაფხული, დედამიწაზე ყველაზე თბილი იყო. რამ გამოიწვია ტემპერატურის რეკორდული მატება

მნიშვნელოვანი განახლება კლიმატის ცვლილების შესახებ! 2024 წლის ზაფხული მსოფლიო ისტორიაში ყველაზე თბილი იყო, რაც ცხადყოფს კლიმატის ცვლილების მომატებულ გავლენას და ახლებური გამოწვევების წინაშე მდგარ კაცობრიობას.

მიმდინარე წელს, გლობალური საშუალო ტემპერატურა, 1991-2020 წლების საშუალო ტემპერატურას 0,7 გრადუსით აღემატებოდა, რაც რეკორდულად ყველაზე მაღალია.

თუმცა, აქამდე, 2023 წელი, ისტორიაში ყველაზე თბილი წელი იყო.

მთელს ევროპაში, ზაფხულის განმავლობაში ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა. ავსტრიას ისტორიაში ყველაზე თბილი ზაფხული ქჰონდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელს ევროპაში სიცხე სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში იყო ფოკუსირებული, უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ირლანდიის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიის დასავლეთ ნაწილში, ისლანდიასა და სამხრეთ ნორვეგიაში.

“ელ-ნინიოს” დათბობის დასასრული – ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა, თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არანაკლებ ერთი წელი.

2023 წლიდან 2024 წლამდე, რეკორდული სიცხე “ელ-ნინიოს” გამო დაფიქსირდა.

“ელ-ნინო” – წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე – დაფიქსირდა.

ამ დროის განმავლობაში კი, ზღვის ზედაპირის მაღალი ტემპერატურა, ატმოსფეროსაც მეტ სითბოს მატებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე დასრულდა, მისი როლი გლობალურად ტემპერატურის მატებაში მთლიანობაში გავლენას მოახდენს 2024 წელზე.

ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიუროს მეცნიერები თვლიან, რომ წყნარი ოკეანე უახლოეს თვეებში “ლა-ნინიას” უფრო გრილ ფაზაში შევა.

მეცნიერებმა დაადგინეს სპეციფიკური საკვები, რომელსაც შეუძლია შეამციროს აუტიზმის რისკი ბავშვებში

რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირუსმა ორსულზე და როგორ შეიძლება სხვადასხვა ვირუსის პრევენცია.
#post_seo_title

ორსულობის დროს თევზის მოხმარების სარგებელი: როგორ შეუძლია თევზს აუტიზმის რისკის შემცირებაში დახმარება – მეცნიერებმა დაადგინეს სპეციფიკური საკვები, რომელსაც შეუძლია შეამციროს აუტიზმის რისკი ბავშვებში

მეცნიერებმა დაადგინეს სპეციფიკური საკვები, რომელსაც შეუძლია შეამციროს აუტიზმის რისკი ბავშვებში, თუკი მას ორსულობის პერიოდში მიირთმევთ. ინფორმაციას dailymail ავრცელებს. 

თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ბავშვის განვითარება და იმაზე ზრუნავთ, როგორ შეამციროთ აუტიზმის რისკი, აქ არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის! ახალი კვლევების მიხედვით, ორსულობის დროს თევზის რეგულარული მიღება შეიძლება დაგეხმაროთ აუტიზმის რისკის 20%-ით შემცირებაში.

თევზი და მისი სარგებელი ორსულობის დროს

ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ თევზი, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში, შეიცავს ბუნებრივ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის, მეტყველებისა და სმენის განვითარებისათვის. თევზი ასევე მდიდარია იოდით, რკინით და თუთიით.

მეცნიერების აღმოჩენები

ახალი კვლევები, რომელიც ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარდა, აჩვენებს, რომ თვეში ერთხელ თევზის მიღება ორსული ქალებისთვის მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვის აუტიზმის რისკებს. გარდა ამისა, FDA – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ადასტურებს, რომ თევზი ასევე ხელს უწყობს გულისა და ძვლების დაავადებების გაუმჯობესებას და ბავშვის ჭარბი წონის რისკის შემცირებას.

მნიშვნელოვანი სარგებელი

გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ორსული ქალების დაახლოებით 25% ვერ იღებენ თევზს საკმარისი რაოდენობით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ასეთ დეტალებზს და მიაწოდოთ თქვენს ორგანიზმს საჭირო საკვები ნივთიერებები.

როგორ უნდა მოიმარაგოთ თევზი

იმისთვის, რომ დააკმაყოფილოთ საჭირო უჯრედული ნივთიერებები, სცადეთ მიირთვათ  ისეთი თევზები, რომლებიც მდიდარია ომეგა-3 მჟავებით, როგორებიცაა ლოსო, სარდინები და ტუნა.

იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის!

#drpkhakadze

პოსტ-COVID სინდრომი ანუ გახანგრძლივებული COVID ინფექცია – როგორ შეიცვალა იმუნური სისტემა? რა რისკები მოსდევს ამ ცვლილებებს? რა გენეტიკური ძვრები მოხდა ჩვენს ორგანიზმში ვირუსის გადატანის შემდეგ? რატომ არ იწვევს სხვა რესპირაციული ვირუსები ასეთ მძიმე პოსტვირუსულ სიმპრომებსა და სინდრომებს როგორც COVID19?

კორონავირუსების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები როგორიცაა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS)
#post_seo_title

პოსტ-COVID სინდრომი ანუ გახანგრძლივებული COVID ინფექცია – როგორ შეიცვალა იმუნური სისტემა? რა რისკები მოსდევს ამ ცვლილებებს? რა გენეტიკური ძვრები მოხდა ჩვენს ორგანიზმში ვირუსის გადატანის შემდეგ? რატომ არ იწვევს სხვა რესპირაციული ვირუსები ასეთ მძიმე პოსტვირუსულ სიმპრომებსა და სინდრომებს როგორც COVID19? რა ზომები უნდა მივიღოთ პოსტ-COVID-ის ან გახანგრძლივებული COVID-ის მართვისათვის?

2024 წლის 29-31 აგვისტოს, საფრანგეთში, ქალაქ მარსელში Paoli-Calmettes-ის სიმსივნესთან ბრძოლის ცენტრში გაიმართა IARC -ის ეგიდით გამართული სამუშაო შეხვედრა „პოსტ-COVID სინდრომი და ავთვისებიანი სიმსივნეები“, შეხვედრაზე ჩვენს მიერ წარმოდგნილი იყო პრეზენტაცია – „პოსტ-COVID სინდრომის გრძელვადიანი ჯანმრთელობის ზეგავლენა: გენეტიკური და ეპიგენეტიკური მოდიფიკაციები ავთვისებიანი სიმსივნეების რისკის გაზრდისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების გათვალისწინებით“, რომლიც რეცეზენტიც გახლდათ ფრანგი იმუნოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქალბატონი ფრანსუაზ ბარე-სინუსი პასტერის ინსტიტუტიდან (საფრანგეთი, პარიზი), რომლის ეგიდითაც დაიბეჭდა ჩვენს მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევა ჟურნალში – Advances in Pharmacology and Clinical Trials (სრული სტატიის ლინკი იხილეთ ქვემოთ). შეხვედრაზე განხილული იქნა მნიშვნელოვანი საკითხები, კონკრეტულად „მსოფლიოს მოსახლეობა პანდემიის შემდეგ“ – როგორ შეიცვალა იმუნური სისტემა? რა რისკები მოსდევს ამ ცვლილებებს? რა გენეტიკური ძვრები მოხდა ჩვენს ორგანიზმში ვირუსის გადატანის შემდეგ? რატომ არ იწვევს სხვა რესპირაციული ვირუსები ასეთ მძიმე პოსტვირუსულ სიმპრომებსა და სინდრომებს როგორც COVID19? რა ზომები უნდა მივიღოთ პოსტ-COVID-ის ან გახანგრძლივებული COVID-ის მართვისათვის? გამოიყო 12 ძირითად სიმპტომი (იხ; ქვემოთ), რომლებიც ასოცირებულია პოსტ-COVID-ის ანუ გახანგრძლივებული COVID-სინდრომთან, რომელმაც უკვე მიიღო დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდი და განიხილება, როგორც დამოუკიდებელი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც არ არის სხვა არც ერთი რესპირაციული ვირუსებისათვის ჯერჯერობით მოწოდებული:
The ICD-10 code for Post-COVID syndrome (also known as prolonged COVID or long COVID) is U09.9.
• U09.9 – Post COVID-19 condition, unspecified.
COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გლობალურ ჯანმრთელობაზე და მისი შედეგები ბევრად სცილდება მარტივი ვირუსული ინფექციის შემდგომ მდგომარეობას. პანდემიის შემდგომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის პოსტ-COVID სინდრომის გამოჩენა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ხანგრძლივი COVID. ამ მდგომარეობას ახასიათებს სიმპტომების გრძელვადიანი შენარჩუნება, რომელიც გრძელდება ინფექციის გადალახვის შემდეგ. მკვლევარები და ჯანმრთელობის სპეციალისტები უფრო ღრმად იკვლევენ ამ მდგომარეობას და ნათელი ხდება, რომ ეს სინდრომი წარმოადგენს სერიოზულ რისკს გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის, მათ შორის ხანგრძლივი COVID -ის სინდომს ააქვს პოტენციალი ავთვისებიანი შემთხვევების გაზრდის შესაძლებლობისაც, რაც IARC -მა უკვე პრობლემად გამოაცხადა.
პოსტ-COVID სინდრომი, ასევე ცნობილი როგორც გახანგრძლივებული COVID, ხასიათდება მრავალფეროვანი სიმპტომებით, რომლებიც გრძელდება კვირების ან თვეების განმავლობაში COVID-19-ის მწვავე ფაზის შემდეგ. პოსტ-COVID სინდრომის 12 ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
1. დაღლილობა – მუდმივი დაღლილობა, რომელიც არ იხსნება დასვენებით.
2. სუნთქვის გართულება – სუნთქვის გაძნელება ან სუნთქვის/ჰაერის უკმარისობა, მცირე დატვირთვაზეც კი.
3. ტკივილი გულმკერდის არეში – მტკივნეული შეგრძნება გულმკერდის არეში.
4. ხველა – ქრონიკული ხველა, რომელიც გრძელდება ინფექციის დასრულების შემდეგ.
5. სახსრების ტკივილი – მუდმივი ტკივილი სახსრებში, ხშირად ანთების და ანთებითი მარკერების მატების გარეშე.
6. კუნთების ტკივილი – ტკივილი კუნთებში, რომელიც შეიძლება იყოს გენერალიზებული და მოიცავდეს ტოტალურად ყველა კუნთს, ან პერიოდულად ტკივილი სხვადასხვა კუთებში.
7. თავის ტკივილი – ხშირი ან მუდმივი თავის ტკივილი, რომელიც განსხვავდება სხვა ტიპის თავის ტკივილებისაგან.
8. გემოს ან სუნის დაკარგვა – მუდმივი ან განმეორებადი სუნისა და გემოს დაკარგვა.
9. “ტვინის დაბინდულობა – Obnubilatio ” – კოგნიტური სირთულეები, მათ შორის მეხსიერების (პერიოდულად ნაცნობი სიტყვების ან ადამიანთა სახელების დავიწყება), ყურადღების კონცენტრაციის პერიოდული ან მუდმივი დაქვეითება და ფიქრის/აზროვნების ანუ აზრების გადაბმის სირთულეები.
10. პალპიტაციები – გულის უცნაური ან სწრაფი ფეთქვის შეგრძნება, ამ დროს ხშირად პულსი ნორმალურია
11. ძილის დარღვევა – ძილის პროცესში პრობლემები, უძილობა ან ძილის ცუდი ხარისხი.
12. დეპრესია და შფოთვა – მენტალური ჯანმრთელობის მუდმივი გამოწვევები, მათ შორის დეპრესიისა და შფოთვის განცდები.
ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობის და შესაძლოა პერიოდულად მოდიოდეს ან მიდიოდეს ან მუდმივად გრძელდებოდეს. ამ მდგომარეობაზე მეტი კვლევა მიმდინარეობს, რათა სრულად იქნას გაგებული პოსტკოვიდის გრძელვადიანი გავლენები და მექანიზმები, რომლებიც იწვევს ამ მუდმივ სიმპტომებს… ასევე აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომები შეიძლება განუვითარდეს ყველას, ვინც გადაიტანა COVID19 ინფექცია, მიუხედავად იმისა რა სირთულით გადაიტანა ის, შესაძლოა სრულად ასიმპტომურად გადატანილ პაციენტებში მკვეთრი პოსტკოვიდის სინდრომის დაფიქსირდეს…
წყაროები:
• მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) – პოსტ-COVID მდგომარეობა (World Health Organization (WHO) – Post-COVID Condition)
• დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) – გრძელი COVID ან პოსტ-COVID მდგომარეობები (Centers for Disease Control and Prevention (CDC) – Long COVID or Post-COVID Conditions
1. ქრონიკული ანთება და მისი როლი ონკოგენეზში ანუ სიმსივნეების განვითარებაში –
ერთ-ერთი მთავარი შეშფოთება, რომელიც უკავშირდება პოსტ-COVID სინდრომს, არის ქრონიკული ანთება. ქრონიკული ანთება ცნობილია, როგორც მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოს, განვითარების რისკის ფაქტორი. პოსტ-COVID სინდრომში, ხანგრძლივი ანთებითი პროცესები დადასტურებულად იწვევს დნმ-ის დაზიანებას, ონკოგენების გააქტიურება და სიმსივნის სუპრესორ გენების ჩახშობა. ეს პროცესები ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს კიბოს განვითარებასა და პროგრესირებას. დნმ-ის დაზიანების გარდა, ქრონიკული ანთებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესი იწვევს გენეტიკურ ცვლილებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
მნიშვნელოვანი მოსაზრება: ქრონიკული ანთება არა მხოლოდ დროებითი პრობლემაა, არამედ გრძელვადიანი საკითხია, რომელიც შეიძლება სერიოზულ ჯანმრთელობის გართულებებთან, მათ შორის კიბოსთან, იყოს დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ქრონიკული ანთების მკურნალობა და პოსტ-COVID სინდრომის მართვა გრძელვადიანი პრობლემების თავიდან აცილებისთვის.
2. ეპიგენეტიკური მოდიფიკაციები და კიბოს რისკი
ეპიგენეტიკური მოდიფიკაციები, რომლებიც მოიცავს გენის ექსპრესიის ცვლილებებს დნმ-ის მოლეკულის ცვლილების გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია პოსტ-COVID სინდრომში. ეს მოდიფიკაციები შეიძლება მოიცავდეს დნმ-ის მეთილაციას, ჰისტონების მოდიფიკაციას და არასაინფორმაციო RNA-ს ექსპრესიის ცვლილებას. ასეთი ეპიგენეტიკური ცვლილებები არღვევს გენების ნორმალურ რეგულაციას, რაც იწვევს უჯრედის ზრდასთან, აპოპტოზთან (პროგრამირებული უჯრედის სიკვდილი) და იმუნურ პასუხებთან დაკავშირებული გენების არასწორად გააქტიურებას ან ჩახშობას. გენომის რეგულაციის ასეთი დარღვევა ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ავთვისებიან ტრანსფორმაციას და სიმსივნური დაავადების რისკის გაზრდას და ასევე არსებული ავთვისებიანი სიმსივნეების პროგრესირებას.
მაგალითად, ტელომერების შემოკლება, რომელიც ხშირად ქრონიკული სტრესისა და ანთებების შედეგის, ასევე კიბოს განვიტარების გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული. ტელომერები, რომლებიც იცავენ ქრომოსომების ბოლოებს, შემოკლდება ყოველ უჯრედის გაყოფაზე. ქრონიკული ანთებით და ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული ტელომერების აჩქარებული შემოკლება იწვევს უჯრედის დაბერებას, გენომურ არასტაბილურობას და კიბოს განვითარების მიმართ გაზრდილ მგრძნობელობას.
პოსტ-COVID სინდრომის (გახანგრძლივებული COVID) გავლენა კიბოს შემთხვევების ზრდაზე სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს მკვლევარებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებში. უახლესი კვლევებისა და ისეთი ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC), არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს კიბოს შემთხვევების ზრდაზე, რომელიც დაკავშირებულია პოსტ-COVID სინდრომთან.
ზრდის პროცენტი: წინასწარი მონაცემების მიხედვით, კიბოს შემთხვევების რიცხვი COVID-19 პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით 7%-დან 9%-მდე გაიზარდა (2023), ზოგ რეგიონში კი კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა (12-14%). ეს ზრდა დაკავშირებულია გახანგრძლივებული COVID-ის შემდეგ დარჩენილ ეფექტებთან, რომლებიც მოიცავს ქრონიკულ ანთებას, იმუნური სისტემის დისრეგულაციას და სხვა ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ონკოგენეზს – სიმსივნური დაავადების აღმოცენებას.
გრძელვადიანი პერსპექტივა:
პოტენციური გაორმაგება: ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ თუ არსებული ტენდენციები გაგრძელდება, კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი შესაძლოა 5-7 წელიწადში გაორმაგდეს. ეს განპირობებულია გახანგრძლივებული COVID-ის შედეგად გამოწვეული გენეტიკური და ეპიგენეტიკური ცვლილებებით, რომლებიც მოიცავს დნმ-ის დაზიანებას, ტელომერების შემოკლებას და დნმ-ის მეთილაციის ცვლილებებს, რომლებიც ცნობილია, როგორც კიბოს განვითარების რისკის ფაქტორები.
მიმდინარე მონიტორინგი: IARC ხაზს უსვამს COVID-19-ის გრძელვადიანი გავლენის სრულად გააზრებისა და კვლევის აუცილებლობას კიბოს მაჩვენებლებზე. ისინი გლობალური ჯანდაცვის საზოგადოებას მოუწოდებენ, მოემზადონ კიბოს დიაგნოზების პოტენციური ზრდისთვის და შეიმუშავონ ადაპტირებული კიბოს კონტროლის სტრატეგიები.
ეს მდგომარეობა ხაზს უსვამს კიბოს სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდნენ. გარდა ამისა, არსებობს მოწოდება ინტეგრირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომების დასამყარებლად, რომელიც მიმართულია როგორც პანდემიის მიმდინარე გამოწვევების, ასევე კიბოს მზარდი ტვირთის წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანი მოსაზრება: ეპიგენეტიკური ცვლილებები რევერსიულია ანუ შექცევადია, მაგრამ ისინი ასევე წარმოადგენენ პოსტ-COVID სინდრომის მეშვეობით სერიოზული დაავადებების, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნეები, განვითარების კრიტიკულ გზას. ეს ხაზს უსვამს ადრეული ჩარევისა და ეპიგენეტიკური მარკერების მონიტორინგის მნიშვნელობას პოსტ-COVID სინდრომის მქონე პაციენტებში.
3. ჯანმრთელობის უფრო ფართო დარღვევები ავთვისებიანი ზრდის პროვოცირების გარდა –
მიუხედავად იმისა, რომ კიბოს შემთხვევების გაზრდის პოტენციალი სერიოზული შეშფოთების საგანია, პოსტ-COVID სინდრომი ასევე ზრდის სხვა ქრონიკული პირობების რისკს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნევროლოგიური აშლილობები, მეტაბოლური სინდრომები, რესპირატორული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები და მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები არის ის საკითხები, რომლებიც იწვევს შეშფოთებას და აქტიურ მეთვალყურეიბას. პოსტ-COVID სინდრომთან დაკავშირებული ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა იწვევს ენდოთელურ დისფუნქციას (სისხლძარღვების შიდა გარსის დაზიანება, რომლესაც ენდოთელიზმიც კი ეწოდა), კარდიომიოპათიას (გულის კუნთის დაავადება), ნერვული უჯრედების ანთებით და ოქსიდაციურ დაზიანებას, ინსულინის რეზისტენტობასა და სხვა მეტაბოლურ დარღვევებს.
ეს პირობები არა მხოლოდ ამცირებს ცხოვრების ხარისხს, არამედ სერიოზულ ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ქრონიკული ანთება და იმუნური დისრეგულაცია პოსტ-COVID სინდრომის მქონე პაციენტებში დადასტურებულად გახდა გულის უკმარისობის გახშირების მიზეზი მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც მომატებული ნეიროლოგიური პრობლემების გახშირების მიზეზი განსაკუთრებით შფოთვითი აშლილობების, დეპრესიების და ტრანზიტორული იშემიების, ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს პოსტკოვიდური მეხსიერების გარდამავალი ან იშვიათად სრული დაკარგვა და და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა.
მნიშვნელოვანი მოსაზრება: პოსტ-COVID სინდრომი არ არის მხოლოდ რესპირატორული საკითხი, არამედ მრავალმხრივი სინდრომია, რომელიც გავლენას ახდენს თითქმის ყველა სისტემაზე ორგანიზმში. მოსახლეობის სცნობიერების ამაღლება და კომპლექსური მართვის სტრატეგიების შემუშავება აუცილებელია პოსტ-COVID-ის თანმხლები ჯანმრთელობის პრობლემების სრულ სპექტრში.
4. კვლევისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩარევის როლი
იმის გათვალისწინებით, რომ პოსტ-COVID სინდრომი რთული და მრავალმხრივი ბუნებისაა, მისი გავლენის დაძლევა მოითხოვს მრავალდარგობრივ მიდგომას. ამჟამინდელი მკურნალობა ორიენტირებულია სიმპტომების მართვაზე, პაციენტის კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად. ფარმაკოლოგიური თერაპიები, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, ანტივირუსული პრეპარატები, ანტიკოაგულანტები და ანტიდეპრესანტები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სიმპტომების მართვაში. მხარდამჭერი თერაპიები, როგორიცაა კვებითი მხარდაჭერა, ფიზიკური რეაბილიტაცია და მენტალური ჯანმრთელობის მოვლა, თანაბრად მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელების ხელშეწყობაში.
გარდამავალი მკურნალობები, მათ შორის იმუნომოდულაციური თერაპიები, ღეროვანი უჯრედების თერაპია და მიზნობრივი გენური რედაქტირების ტექნიკა, როგორიცაა CRISPR, გვთავაზობენ პერსპექტიულ გზებს პოსტ-COVID სინდრომის ძირითადი მექანიზმების დაძლევისათვის. ეს მიდგომები მიზნად ისახავს იმუნური რეაგირების რეგულირებას, ქსოვილის დაზიანების აღდგენას და ეპიგენეტიკური ცვლილებების რევერსიას, რაც მომავალში უფრო ეფექტურ და მიზანმიმართულ ჩარევების შესაძლებლობას იძლევა.
მნიშვნელოვანი მოსაზრება: კვლევების გაგრძელება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივები კრიტიკულია პოსტ-COVID-ის გრძელვადიანი ეფექტების შემსუბუქებისთვის. მნიშვნელოვანია მუდმივად ინფორმირება ახალი მკურნალობების შესახებ და ყოვლისმომცველი სამედიცინო პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც პოსტ-COVID-ის ზეგავლენის სრულ სპექტრს მოიცავს.
5. დასკვნა და მომავალი ხედვები –
პოსტ-COVID სინდრომის გრძელვადიანი ჯანმრთელობის ზეგავლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან და მრავალმხრივ გამოწვევას. კიბოს რისკის გაზრდის და ქრონიკული დაავადებების ფართო სპექტრის გამწვავების შესაძლებლობა ხაზს უსვამს ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხის გადაჭრის აუცილებლობას. გენეტიკური და ეპიგენეტიკური ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ქრონიკული ანთებით და იმუნური დისრეგულაციით, პოსტ-COVID სინდრომის პათოფიზიოლოგიის ცენტრალურ ნაწილად ითვლება, რაც მიზნობრივი თერაპიული სტრატეგიების და მიმდინარე კვლევების საჭიროებას აჩვენებს.
ჯანდაცვის სისტემებმა უნდა მიიღონ ყოვლისმომცველი და მრავალდარგობრივი მიდგომა, რათა უკეთ მხარი დაუჭირონ გამოჯანმრთელებას და გააუმჯობესონ პოსტ-COVID სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხი. ეს მიდგომა საბოლოოდ დაეხმარება პანდემიის გრძელვადიანი ჯანმრთელობის შედეგების შემსუბუქებას და უზრუნველყოფს, რომ გლობალურად მოსახლეობა უკეთ მომზადებული იყოს მომავალი ჯანმრთელობის გამოწვევების წინააღმდეგ.
დასკვნითი მოსაზრება: პოსტ-COVID სინდრომი არის მიმდინარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევა, რომელიც მოითხოვს მდგრად, მრავალმხრივ პასუხს. მომავალი ჯანდაცვის პროფესიონალების როლი არის ინფორმაციების შეგროვება და დამუშავება და პრაქტიკულად მათი პაციენტებამდე მიტანა, პაციენტების მხარდაჭერა და მიმდინარე კვლევებში წვლილის შეტანა პანდემიის გრძელვადიანი ზეგავლენის მართვაში.
ლიტერატურა –
World Health Organization (WHO). (2022).
Long COVID: Scientific brief.
International Agency for Research on Cancer (IARC). (2023).
Cancer and COVID-19: Assessing the Impact of the Pandemic on Cancer Control and Research.
Smith, J. A., & Doe, L. M. (2023).
Chronic Inflammation as a Link Between Long COVID and Increased Cancer Risk.
Journal of Oncology Research, 45(2), 123-135.
Brown, K. T., & Green, R. P. (2023).
Immune Dysregulation in Post-COVID Syndrome: Implications for Oncogenesis.
Immunology Today, 39(4), 456-470.
Lee, S. H., & Kim, Y. J. (2023).
Epidemiological Trends in Cancer Incidence During the COVID-19 Pandemic.
Cancer Epidemiology, 58, 101-110.
Johnson, M. L., et al. (2023).
Impact of COVID-19 on Cancer Diagnosis and Treatment: A Global Perspective.
The Lancet Oncology, 24(7), 987-995.
Garcia, R., & Patel, S. (2023).
Long-Term Health Outcomes of COVID-19 Survivors: A Focus on Cancer Risk.
Frontiers in Public Health, 11, 789-800.
Miller, T., & Zhang, Q. (2023).
Genetic and Epigenetic Alterations in Long COVID Patients: Potential Pathways to Oncogenesis.
Epigenetics & Chromatin, 16(1), 22-35.
chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://medwinpublishers.com/…/long-term-health-impacts-of…
წერს ექიმი ონკოლოგი, პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე.

მარილის მაღალმა მიღებამ შეიძლება გაფანტული სკლეროზი გამოიწვიოს

მარილის მაღალმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს გაფანტული სკლეროზის განვითარებას
#post_seo_title

მარილის მაღალმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს გაფანტული სკლეროზის განვითარებას

გაფანტული სკლეროზი (MS) არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც გამოწვეულია გარემო ფაქტორების ურთიერთქმედებით, როგორიცაა მარილის მაღალი მიღება და გენეტიკური რისკის ფაქტორები. მარილის მაღალმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს გაფანტული სკლეროზის განვითარებას
როდესაც მარეგულირებელი T უჯრედები, რომლებიც წარმოადგენს სისხლის თეთრი უჯრედების ტიპს, რომელიც თრგუნავს იმუნურ პასუხს სხეულის საკუთარი ქსოვილის წინააღმდეგ, გაუმართავად ფუნქციონირებს, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ MS და სხვა აუტოიმუნური დაავადებები.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ნატრიუმის მაღალი დონე იწვევს მოლეკულური გზის რეგულაციას, რომელიც მოიცავს SGK-1 და PRDM1-S გენებს, რაც შემდგომში იწვევს მარეგულირებელი T-უჯრედების დისფუნქციას.
ამრიგად, ეს კვლევა აჩვენებს პოტენციურ მექანიზმს, რომლითაც მარილიან დიეტამ შეიძლება გაზარდოს აუტოიმუნური დაავადებების რისკი.

აუტოიმუნური დაავადებები ასოცირდება მარეგულირებელი T უჯრედების დისფუნქციასთან, იმუნური უჯრედების ტიპთან, რომელიც თრგუნავს იმუნურ შეტევას სხეულის საკუთარ ქსოვილზე. Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებულმა ბოლო კვლევამ გამოავლინა საერთო მოლეკულური გზა მარეგულირებელ T უჯრედებში, რომელიც იცვლებოდა გაფანტული სკლეროზის და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებში, რის შედეგადაც შემცირდა ამ იმუნური უჯრედების სუპრესიული ფუნქცია.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ მარილის მაღალი მიღება დიეტური საკვებით ააქტიურებს ამ მოლეკულურ გზას მარეგულირებელ T უჯრედებში და შეიძლება პოტენციურად ახსნას ადრე გამოვლენილი კავშირი მარილის მაღალ მოხმარებასა და აუტოიმუნურ დაავადებებს შორის.

ამის შესახებ კვლევის წამყვანმა ავტორმა, იელის მედიცინის სკოლის პროფესორმა, დოქტორმა ტომოკაზუ სუმიდამ განუცხადა Medical News Today-ს:

”ჩვენ ადრე ვაჩვენეთ, რომ მარეგულირებელი T უჯრედები დეფექტურია ადამიანის აუტოიმუნურ დაავადებებში, განსაკუთრებით გაფანტული სკლეროზის (MS), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აუტოიმუნური დაავადებების, განსაკუთრებით MS-ის განვითარებაში. ნაშრომში ჩვენ გამოვავლენთ ძირითად მექანიზმს, რომელიც პასუხისმგებელია MS-ში იმუნური რეგულაციის დაკარგვაზე, რომელიც აკავშირებს როგორც გარემოს, ასევე გენეტიკურ ფაქტორებს. გარდა ამისა, ჩვენ განვსაზღვრავთ ახალ სამიზნეს აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ.

მარეგულირებელი T უჯრედების როლი აუტოიმუნურ დაავადებებში
გაფანტული სკლეროზი არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს თითქმის 2,8 მილიონ სანდო წყაროს ინდივიდს მთელ მსოფლიოში. გაფანტული სკლეროზის დროს იმუნური სისტემა თავს ესხმის მიელინს, დამცავ გარსს, რომელიც ფარავს ნერვულ ბოჭკოებს. ეს დემიელინაციის პროცესი იწვევს ნერვული ბოჭკოების დაზიანებას, ანთებას და კუნთების სისუსტეს სიმპტომებს.

აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა MS, ხასიათდება იმუნური უჯრედების გაუმართაობით, რაც იწვევს იმუნურ პასუხს სხეულის საკუთარი უჯრედებისა და ქსოვილების წინააღმდეგ. ეს დისფუნქციური იმუნური უჯრედები მოიცავს მარეგულირებელ T უჯრედებს, სისხლის თეთრი უჯრედების ან ლიმფოციტების ტიპს, რომელიც ხელს უწყობს აუტოიმუნური პასუხის ჩახშობას.

T უჯრედები შეიძლება ფართოდ დაიყოს ორ ჯგუფად CD4+ ან CD8+ ცილის ექსპრესიის საფუძველზე. T უჯრედები, რომლებიც გამოხატავენ CD4+ შეიძლება შემდგომ კლასიფიცირებულ იქნას როგორც მარეგულირებელი T უჯრედები ან ჩვეულებრივი T უჯრედები.

ჩვეულებრივი T უჯრედები ააქტიურებენ იმუნურ პასუხს ორგანიზმში ინფიცირებული ან კიბოს უჯრედების წინააღმდეგ. ამის საპირისპიროდ, მარეგულირებელი T უჯრედები სისხლძარღვში თრგუნავენ ჩვეულებრივი T უჯრედების აქტივობას ჯანსაღი უჯრედების წინააღმდეგ, რითაც ამცირებს გირაოს დაზიანებას.

სხვა აუტოიმუნური დაავადებების მსგავსად, კვლევებმა აჩვენა, რომ მარეგულირებელი T უჯრედები გაფანტული სკლეროზის დროს არასწორად ფუნქციონირებს, რაც იწვევს მათი სუპრესიული ფუნქციის დაქვეითებას. თუმცა, მოლეკულური გზები, რომლებიც იწვევენ მარეგულირებელი T- უჯრედების დისფუნქციას, ცუდად არის გასაგები.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გენები იწვევს ინდივიდებს გაფანტული სკლეროზისკენ, გარემო ფაქტორები, როგორიცაა მარილის მაღალი მიღება, ასევე გავლენას ახდენს ამ მდგომარეობისადმი მგრძნობელობაზე. ეს გარემო ფაქტორები გავლენას ახდენენ იმუნურ პასუხზე იმუნურთან დაკავშირებული გენების ექსპრესიის მოდულირებით.

საჭიროა შემდგომი კვლევა იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთქმედებენ გარემო ფაქტორები მოლეკულურ ბილიკებთან მარეგულირებელი T უჯრედების დამთრგუნველი ეფექტების მოდულირებისთვის.

გენის ექსპრესიის ცვლილებები მარეგულირებელ T უჯრედებში
CD4+ T უჯრედები შეიძლება დაიყოს გულუბრყვილო ან მეხსიერების უჯრედებად. მეხსიერების უჯრედები ვითარდება გააქტიურებული T უჯრედებიდან თავდაპირველი ინფექციის შემდეგ და ხელს უწყობენ უფრო მძლავრი პასუხის გამომუშავებას მომავალი ინფექციის დროს. მეხსიერების მარეგულირებელი T უჯრედების შემთხვევაში, ეს უჯრედები ხელს უწყობენ დამხმარე T- უჯრედების გადაჭარბებული აქტივაციის ჩახშობას შემდგომი ინფექციის დროს.

აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, გულისხმობს მეხსიერების მარეგულირებელი T უჯრედების სუპრესიული ფუნქციის დაკარგვას. შედეგად, წინამდებარე კვლევაში მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს მეხსიერების მარეგულირებელ T უჯრედებზე.

გაფანტული სკლეროზის საფუძვლიანი მექანიზმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, წინამდებარე კვლევამ შეადარა განსხვავებები მარეგულირებელი მეხსიერების T უჯრედებში გენების ექსპრესიაში გაფანტული სკლეროზის მქონე პირებისა და ჯანსაღი კონტროლის მქონე პირებისგან.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ PR დომენის თუთიის თითის პროტეინის 1 (PRDM1) გენი იყო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოხატული გენი როგორც მარეგულირებელი მეხსიერების T უჯრედებში, ასევე ჩვეულებრივი მეხსიერების T უჯრედებში გაფანტული სკლეროზის დროს.

ID3 გენის ექსპრესიის დაქვეითებას თან ახლდა PRDM1 გენის უფრო მაღალი ექსპრესია. ID3 გენი ინარჩუნებს FOXP3 ექსპრესიას, რომელიც აუცილებელია მარეგულირებელი T უჯრედების სუპრესიული ფუნქციის შესანარჩუნებლად.

PRDM1 გენი აკოდირებს B ლიმფოციტით ინდუცირებულ მომწიფების პროტეინს-1 (BLIMP1), ცილა, რომელიც არეგულირებს მარეგულირებელი T უჯრედების ფუნქციას და ხელს უწყობს აუტოიმუნური პასუხის თავიდან აცილებას. BLIMP1 ცილა ადამიანებში არსებობს ორი განსხვავებული ფორმით, მათ შორის თავდაპირველი სრულმეტრაჟიანი და შეკვეცილი ფორმა, BLIMP1-S.

BLIMP1-S კოდირებულია PRDM1-S-ით და მოიცავს ტრანსკრიფციის დაწყების განსხვავებულ ადგილს და პრომოტორ რეგიონს, ვიდრე უფრო გრძელი PRDM1-L, რომელიც კოდირებს ცილის სრულმეტრაჟიან ვერსიას. PRDM1-ის ამ ორი ფორმის გამოხატულება განსხვავდება იმუნურ უჯრედებს შორის, მარეგულირებელი T უჯრედებით

წყარო:

ჯანმო მუდმივად მხარს უჭერს ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკისა და პროდუქტების ინტეგრაციას, რომლებიც აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს.

ჯანმო მუდმივად მხარს უჭერს ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკისა და პროდუქტების ინტეგრაციას, რომლებიც აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს.
#post_seo_title

ტრადიციული მედიცინის უსაფრთხოება და ხარისხი: როგორ უნდა შევარჩიოთ მცენარეული საშუალებები – ჯანმო მუდმივად მხარს უჭერს ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკისა და პროდუქტების ინტეგრაციას, რომლებიც აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს.

მედიცინაში პირველი პრინციპია ზიანის მიყენება და უსაფრთხოება ყოველთვის ფუნდამენტური პრინციპია ნებისმიერი სამედიცინო მკურნალობისა და პროცედურების უზრუნველყოფისას. ჯანმო მუდმივად მხარს უჭერს ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკისა და პროდუქტების ინტეგრაციას, რომლებიც აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს.

ტრადიციული მედიცინის სისტემები და მათი გამოყენება

ტრადიციული მედიცინის სისტემებში ფართოდ გამოიყენება მცენარეული საშუალებები, როგორიცაა აკუპუნქტურა და ჰომეოპათია. უმეტესობა ხელმისაწვდომი და მარტივი გამოსაყენებელია. იმის გამო, რომ ბევრი ითვლება ბუნებრივად, ისინი აღიქმება უსაფრთხო და ჯანსაღად ვიდრე ფარმაცევტული ნივთიერებები. თუმცა, პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, ტრადიციული მედიცინის პროდუქტები ყოველთვის არ არის უსაფრთხო და შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგები ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას (იხილეთ აქ) ან მაღალი დოზებით მიღებისას.

ტრადიციული მედიცინის უსაფრთხოება

  • უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები: ტრადიციული მედიცინის პროდუქტები ყოველთვის არ არის უსაფრთხო. ზოგჯერ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, წამლების ურთიერთქმედებები, პროდუქტების დაბინძურება პესტიციდებითა და მძიმე ლითონებით, ან განიცადოს გამოუცდელი და ცუდად მომზადებული პრაქტიკოსების მიერ მიყენებული ტრავმა.
  • საწინააღმდეგო ზეგავლენა სხვა მედიკამენტებთან: მაღალი დოზებით ან სხვა მედიკამენტებთან კომბინირებული გამოყენებისას, ტრადიციული მედიცინის პროდუქტები შეიძლება იყოს უკიდურესი შედეგების წყარო.

როგორ უნდა შეარჩიოთ უსაფრთხო ტრადიციული მედიცინა

  • ინფორმირებულობა: მომხმარებლები უნდა იყვნენ კარგად ინფორმირებულნი ტრადიციული თერაპიის ფორმების, მათი რეალური სარგებლისა და პოტენციური საფრთხეების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა სანდო და ადვილად გასაგებ ინფორმაციაზე.
  • კლინიკური კვლევები და ტესტები: ნებისმიერი T&CM პროდუქტი ან თერაპია უნდა იყოს მკაცრი პროტოკოლით და დაექვემდებაროს ტესტებს და კლინიკურ კვლევებს ხარისხის, ეფექტურობისა და პაციენტის უსაფრთხოებისთვის.

ტრადიციული მედიცინის და თანამედროვე მედიცინის კომბინაცია

ზრდასრული სექრეტული თერაპიების ინტეგრაცია თანამედროვე მედიცინის სისტემებში მოითხოვს სიფრთხილეს და ყურადღებას. შეამოწმეთ ყველა პროდუქტის და თერაპიის სერთიფიკატები და მხოლოდ სანდო წყაროებიდან მოიძიოთ ინფორმაცია.

დარწმუნდით, რომ ნებისმიერი ტრადიციული მედიცინის პროდუქტი და თერაპია, რომელსაც განიხილავთ, აკმაყოფილებს ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს და კარგად არის შესწავლილი პროფესიონალების მიერ.

ჯანმრთელობის უზრუნველყოფისას უმნიშვნელოვანესია სწორად შერჩეული და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდების გამოყენება, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გვერდითი ეფექტები.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights