ჩუტყვავილა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება. ის უფრო ხშირად გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. დაავადების აქტივობის პიკია შემოდგომა-ზამთრის პერიოდი.
დაავადება შესაძლოა გადავიდეს მძიმე ფორმებში:
· ბულოზური ფორმა (რთულად მოშუშებადი წყლულების გაჩენა კანზე);
· ჰემორაგიული ფორმა (სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლიანი ვეზიკულების გაჩენა);
· განგრენული ფორმა (მსხვილი ვეზიკულების გაჩენა, კანზე შავი წარმონაქმნების გაჩენა გარშემო ანთებითი პროცესით).
მიზეზები
დაავადება ვითარდება ორგანიზმში დნმ-გენომური ვირუსის მოხვედრის გამო, რომელიც კლასიფიცირდება როგორც ადამიანის მე-3 ტიპის ჰერპესის ვირუსი. ის გადამდებია ჰაერ-წვეთოვანი გზით. ასევე შეიძლება ვირუსი გადაეცეს ფეხმძიმე ქალისგან ნაყოფს.
ჩუტყვავილას სიმპტომები
დაავადების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-3 კვირის მანძილზე. ჩუტყვავილას დამახასიათებელი სიმპტომებია:
· ზოგადი უგუნებობა;
· თავის ტკივილი;
· მადის დაკარგვა;
· სხეულის ტემპერატურის აწევა 39°-მდე;
· გულის რევა, ღებინება;
· გამონაყარი სახეზე, ყელზე, თავში, კიდურებზე;
· წითელი ლაქების გაჩენა ხორხის, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე და კონიუქტივიტზე.
დიაგნოსტიკა
ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებს ადგენს ექიმი-პედიატრი, რომელიც ატარებს პაციენტის საერთო დათვალიერებას. ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სახის გამოკვლევები:
· პჯრ-რეაქცია (პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია);
· სისხლის საერთო ანალიზი;
· სეროლოგიური ანალიზი.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობის პირობები ბავშვებში და ზრდასრულებში ერთნაირია. ინიშნება:
· წოლითი რეჟიმი;
· სითხის მიღება;
· გამონაყარზე „ბრილიანტის მწვანე“-ს წასმა;
· პირის ღრუს ანტიბაქტერიალური სავლებით დამუშავება (პირში ლაქების გაჩენის შემთხვევაში);
· ანტივირუსული პრეპარატები;
· იმუნომოდულირებადი პრეპარატები.
დიეტა
დაავადების მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია რძე-მცენარეული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს:
· ხილ-ბოსტნეულის წვნიანებს;
· რძის ფაფებს.
რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
· მარილიანი;
· მჟავე;
· ცხარე.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკრუნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ენცეფალიტი;
· მხედველობითი ნერვების ნევრიტი;
· მენინგიტი;
· ცრუ-კრუპი;
· აბსცესი;
· სეფსისი;
· ართრიტი.
ჩუტყვავილა საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს:
· ნაყოფის თანდაყოლილი ჩუტყვავილა;
· ადრეული მშობიარობა;
· ნაყოფის დაღუპვა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
· 10 წლამდე ბავშვები;
· იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები (აივ-ინფიცირებულები);
· ზრდასრულები, რომლებსაც არ გადაუტანიათ ჩუტყვავილა ბავშვობაში.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის პაციენტებს უტარდებათ ვაქცინაცია.
ჩუტყვავილა
ჩიყვი
ჩიყვი – დაავადებების ჯგუფი, რომელსაც თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვაგვარი გადიდება.
გამოიყოფა ჩიყვის შემდეგი ფორმები:
· დიფუზიური ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება);
· კვანძოვანი ჩიყვი (ფარისებრ ჯირკვალში კვანძების გაჩენა);
· კისტოზური ჩიყვი (ფარისებრ ჯირკვალზე კისტების გაჩენა);
· დიფუზიურ ტოქსიკური ჩიყვი (ბაზედოვის დაავადება);
· შერეული ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და მასზე კვანძების წარმოქმნა).
მიზეზები
დაავადება ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით, მისი გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
· ფარისებრი ჯირკვლის ადენომა, კიბო;
· ტირეოიდული ჰორმონების არასაკმარისი ან ჭარბი გამომუშავება (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი);
· იმუნიტეტის დაქვეითება;
· მიკროსისხლჩაქცევები;
· შინაგანი ორგანოების დაავადება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· ფარისებრი ჯირკვლის გადიდება;
· დაქაჩული თვალები;
· საერთო სისუსტე;
· ჭარბი ოფლიანობა;
· წონის სწრაფად დაკლება;
· არტერიული წნევის აწევა;
· ყელის ტკივილი;
· ყელის შესიების შეგრძნება;
· გულმკერდის არეში ტკივილი;
· სუნთქვის, ყლაპვის პრობლემები.
ჩიყვის სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, თუ ფარისებრი ჯირკვალი უმნისვნელოდ არის გადიდებული.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· შარდის ანალიზს;
· იმუნოგრამას;
· ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოსკოპიას;
· ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსიას;
· ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ტირეოიდული ჰორმონების გმოყოფის ხელშემშლელ პრეპარატებს;
· რადიოაქტიური იოდის შემცველ პრეპარატებს;
· ჩიყვის საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ქირურგიულ ჩარევას.
დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა და იოდით მდიდარი საკვები პროდუქტების მიღება:
· თევზი;
· ბოსტნეული (ხახვი, პომიდორი, ჭარხალი);
· ხილი (ანანასი, ყურძენი, ვაშლი);
· საქონლის ხორცი;
· ნაღების კარაქი, რძე;
· კვერცხი.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· საყლაპავის, ტრაქეის შეკუმშვა;
· ფარისებრი ჯირკვლის მწვავე ანთება;
· ჩიყვზე ავთვისებიანი წარმონაქმნები.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· ავტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;
· ფარისებრი ჯირკვლის ადენომას ან კიბოს მქონე ადამიანები;
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ზოგადგამაჯანსარებელი პროცედურების ჩატარება;
· რაციონში იოდით მდიდარი პროდუქტების ჩართვა;
· ხანგრძლივი დასხივებისა და ინსოლაციისგან თავის დაცვა;
· ჩიყვის ადგილას ფიზიოპროცედურების ჩატარება (მაგნიტოლაზეროთერაპია).
ჩირქოვანი ოტიტი
ჩირქოვანი ოტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყურის ბარაბანის ლორწოვანი გარსის ძლიერი ანთებითი პროცესი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ყურის ნიჟარაში ბაქტერიების, სოკოს, ინფექციის შეჭრა;
· ცხვირ-ხახის დაავადებების გართულება;
· ყურის ძლიერი დაზიანება;
· სეპსისი;
· მენინგიტის, ტუპერკულოზის გართულებები;
· გადაციება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ყურის დაგუბების, ხმაურის შეგრძნება;
· ხმა ისმის ექოს სახით;
· სმენის დაქვეითება;
· ყურის ძლიერი ტკივილი, რომელიც გადადის თვალებზე და კისერზე;
· შუა ყურის შეშუპება;
· ტემპერატურის აწევა;
· ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოტოლარინგოლოგი. მკურნალობის დასანიშნად საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ოტოსკოპია;
· აუდიომეტრია;
· ტიმპანომეტრია;
· ყურიდან გამონადენის დათესვა;
· რენტგენოგრაფია;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· გასაუმტკივარებელ და სიცხის დამწევ პრეპარატებს;
· სისხლძარღვების შემავიწროვებელ ყურის წვეთებს;
· თბილ კომპრესებს;
· ფიზიოთერაპიას;
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· სასმენი გზის ჩირქისგან გაწმენდას ქირურგიული გზით.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:
· სმენის დაკარგვა;
· სმენის დაქვეითება
· ყურის ბარაბანის გახეთქვა;
· სახის ნერვის პარეზი;
· ქოლეოსტეატომა;
· საფეთქლის ძვლის ანთება;
· შინაგანი გართულებები;
· ტვინის აბსცესი.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
· ყურის დეფექტის მქონე ბავშვები;
· ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ყურის ან ცხვირ-ხახის ოპერაციები;
· გაზრდილი ადენოიდების მქონე ადამიანები;
· იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· ცხვრი-ხახის და ყურის დაავადებების დროული მკურნალობა;
· სასმენი გზების დაცვა წყლის მოხვედრისა და გადაციებისგან.
შორსმხედველობა
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) – მხედველობის დეფექტი, რომლის დროსაც გამოსახულება პროეცირდება არა თვალის ბადურაზე, არამედ მის უკან, რის შედეგადაც მისი აღქმა ხდება გაურკვევლად.
გამოიყოფა დაავადების სამი ტიპი:
· სუსტი — +2 დიოპტრიამდე (ნარჩუნდება მაღალი მხედველობა ახლოს და შორს);
· საშუალო — +5 დიოპრიამდე (ახლოს მხედველობის გაუარესება);
· მაღალი — +5 დიოპრიაზე მეტი (ცუდი ხედვა ახლოსაც და შორსაც).
გამოვლენის მიხედვით გამოიყოფა:
· აშკარა ჰიპერმეტროპია (სიმშვიდისა და მხედველობითი დაძაბულობის დროს წამწამის კუნთის მუდმივი დაჭიმულობა);
· ფარული ჰიპერმეტროპია (აკომოდაციური ფუნქციის მედიკამენტოზური პარალიჩი);
· სრული ჰიპერმეტროპია (აშკარა და ფარული ჰიპერმეტროპიის ნარევი).
მიზეზები
შორსმხედველობა ვითარდება თვალის ლინზის შეკუმშვისა და მისი ელასტიურობის დაკარგვით. დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითობა;
· თვალის კაკლის ზომის დაპატარავება წინა და უკანა ღერძებში (ჰიპერმეტროპიას ვხვდებით ბავშვებში და უფრო ხშირად ახალშობილებში);
· თვალის აკომოდატიური შესაძლებლობის შემცირება (რაც ხელს უწყობს მხედველობის სიმკვეთრეს);
· «ასაკობრივი შორსმხედველობა» (ვლინდება 40 წლის შემდეგ).
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ახლო მანძილზე ცუდი მხედველობა;
· შორ მანძილზე ცუდი მხედველობა (აღინიშნება შორსმხედველობის მაღლი დონისას);
· თვალის სწრაფი დაღლა კითხვისას, წერისას, კომპიუტერთან მუშაობისას;
· მუშაობის დროს თვალის დაძაბვა (თვალების წვა, თავის ტკივილი);
· ამბლიოპია («ზარმაცი თვალი»);
· თვალის ხშირი ანთებითი პროცესები.
დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს დიაგნოსტიკას და ნიშნავს:
· ფოროპტორზე მხედველობის შემოწმება;
· ავტორეფრაქტომეტრია (თვალის რქოვანას გამოკვლევა);
· კერატომეტრია (რქოვანას ოპტიკური ძალის გამოკვლევა);
· ექობიომეტრია (თვალის სიგრძის გაზომვა).
მკურნალობა
დაავადების მკრუნალობა მოიცავს:
· სათვალეს;
· კონტაქტურ ლინზებს.
სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია მხოლოდ ოპერაციის ჩატარებით:
· გამჭვირვალე ლინზის ჩანაცვლება;
· თერმოკერატოპლასტიკა (დაბალი ენერგიის რადიოტალღების თბური ზემოქმედება);
· თერმოკერატოკოაგულაცია (რქოვანას რეფრაქციული ძალის გაზრდა);
· ლინზის იმპლანტაცია.
საშიშროება
გართულებულმა შორსმხედველობამ შეიძლება გამოიწვიოს:
· ბინოკულარული მხედველობის დარღვევა;
· სიელმე;
· სიბრმავე;
· თვალის შიდა წნევის აწევა (გლაუკომა).
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ცუდად განათებულ სივრცეში კითხვის / კომპიუტარეთან მუშაობის გამორიცხვა;
· მხედველობის დაძაბვისა და დასვენების მონაცვლეობა;
· მუშაობისას ყოველი 20-30 წუთის შემდეგ თვალის ვარჯიშების ჩატარება.
ოსგუდ-შლატერის დაავადება
ოსგუდ-შლატერის დაავადება – ოსგუდ-შლატერის დაავადება მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანებაა. აღნიშნული პრობლემა უჩნდებათ 10-დან 18 წლამდე მოზარდებს. ძირითადად ის ბიჭებში გვხვდება, რომელთა ორგანიზმი აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის. დაავადების წარმოქმნისა და აქტიური განვითარების რისკი მაღალია მუხლის ტრავმებისა და დაზიანებების დროს.
მიზეზები
ოსგუდ-შლატერის დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
· წვივის ძვლის მწვავე ტრავმებისა და მოტეხილობისას;
· სპორტით აქტიური დაკავებისას, რომლის დროს ადგილი აქვს დიდ დატვირთვას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე (ფეხბურთი, ხელბურთი, ჰოკეი და მძიმე ათლეტიკა, ფიგურული სრიალი, აერობიკა, ჩოგბურთი, საბრძოლო სპორტი);
· მძიმე ფიზიკური შრომისას.
შლატერის დაავადების სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
· ტკივილი, შესივება ან მტკივნეულობა მუხლის ქვედა არეში;
· ტკივილი, რომელიც ფიზიკური აქტივობის (მაგალითად, სირბილისა და ხტუნვის) შემდეგ ძლიერდება;
· კოჭლობა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
· დასვენების შემდეგ სიმპტომების გაქრობა ან შემსუბუქება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი სახის ქმედებები:
· წვივის ძვლის რენტგენოგრამის გაკეთება;
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· კომპიუტერული ტომოგრაფია ;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია .
შლატერის დაავადების მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს შემდეგ პროცესს:
· მუხლის სახსარზე დატვირთვის მოხსნა;
· ფიზიკური აქტივობის გამორიცხვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წვივის ძვლის სამომავლო ტრავმები (მუხლებზე დგომის, ნახტომების, სირბილის გამორიცხვა);
· ოსგუდ-შლატერის დაავადების მკურნალობა გულისხმობს სპორტის აქტიური სახეობების ჩანაცვლებას, მაგალითად ცურვით;
· მუხლის დასაფიქსირებელის გამოყენება;
როგორ უნდა განიკურნოს დაავადების მწვავე ტკივილი?
· 2 თვის მანძილზე მუხლის სახსრის უმოძრაო მდგომარეობაში ქონა და თაბაშირის სალტეებით დაფიქსირება;
· ელექტროფორეზი კალციუმისა და ნოვოკაინის მიღებით;
· ტალახებით მკურნალობა;
· ოზოკერიტის გამოყენება;
პროგრესირებადი ძვლოვანი წარმონაქმნების შემთხვევაში რეკომენდირებულია ოპერაცია, რაც იძლევა მოტეხილიობის შეხორცების და სახსრის ფუნქციის აღდგენის საშუალებას. დაავადების მკურნალობისთვის საჭიროა შემდეგი სახის მანიპულაციები:
· მასაჟი;
· ფიზიოთერაპია;
· სამკურნალო ფიზკულტურა;
· ცურვა.
საშიშროება
თუ არ ტარდება აუცილებელი მკურნალობა და დატვირთვაც გრძელდება, შესაძლოა ამან მიგვიყვანოს სახსრების ფუნქციის დარღვევამდე – მოძრაობის შესაძლებლობის დაქვეითებამდე სხვადასხვა სახის გართულებებით. შლატერის დაავადების ოპერატიულ მკურნალობას ხშირ შემთხვევაში მივყავართ სრულ გამოჯანმრთელებამდე. ოპერაციის შემდეგ მუხლის სახსრის ფუნქცია სრულად აღდგენას ექვემდებარება, ხოლო სპორტული დატვირთვების გააქტიურება შესაძლებელია უკვე ორი თვის შემდეგ.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა სიფრთხილე, ფიზიკური დატვირთვებისას საჭირო არ არის გადაჭარბება. პრობლემაზე ეჭვის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმ-ტრავმატოლოგს ან რევმატოლოგს.
შეძენილი გულის მანკი
შეძენილი გულის მანკი – წარმოადგენს გულის სარქვლის მორფოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვითარდება გულის ქრონიკული დაავადებების შედეგად ან აღნიშნული ორგანოს ტრავმებით.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· რევმატიზმი;
· ათეროსკლეროზი;
· ინფექციური ენდოკარდიტი;
· ორგანოების სიფილისით დაავადება;
· გულის სარქვლის დამაკავშირებელი ქსოვილების დიფუზური დაზიანება;
· გულის სარქვლის ფუნქციების დარღვევა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· გახშირებული გულისცემა;
· გულის არეში ტკივილი;
· ხუთვა;
· შეშუპება და გულის უკმარისობის სხვა ნიშნები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ელექტროკარდიოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფია;
· გულმკერდის რენტგენი.
· გულის ღრუს ზონდირება;
· ანგიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ქირურგიულ ჩარევას;
· ძირითადი დაავადების გართულებებისა და რეციდივების პროფილაქტიკა;
· გულის რითმის დარღვევის პროფილაქტიკა.
საშიშროება
უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მწვავე გულის უკმარისობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს პაციენტის დაღუპვა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რევმატიზმის პროფილაქტიკა;
· სიფილისის პროფილაქტიკა;
· სეპტიკური მდგომარეობის პროფილაქტიკა;
· გაკაჟება;
· კარდიოლოგის რეგულარული კონტროლი;
· გამოზომილი ფიზიკური დატვირთვა;
· დიაგნოსტიკური ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება.
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი – ენდოკრინული სისტემის გავრცელებული დაავადება, რომელიც ხასიათდება ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული დარღვევით.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:
· შაქრიანი დიაბეტი 1 ტიპის (ინსულინდამოკიდებული) – ინსულინის გამომუშავების დარღვევა;
· შაქრიანი დიაბეტი 2 ტიპის (ინსულინდამოუკიდებელი) – ორგანიზმის ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მიმართ.
მიზეზები
· მემკვიდრეობითობა;
· ცხიმიანობა;
· კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;
· ძლიერი ნერვული სტრესი;
· ჰორმონალური დარღვევები.
სიმპტომები
· ხშირი შარდვა;
· ძლიერი წყურვილი;
· მუდმივი შიმშილის გრძნობა;
· წონის სწრაფი დაგდება.
ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს:
· საერთო სისუსტე;
· ქავილი;
· პირის სიმშრალე;
· ხშირი თავის ტკივილი;
· ხელების და ფეხების დამბლა;
· პირში რკინის გემოს შეგრძნება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ენდოკრინოლოგი ნიშნავს სისხლის ანალიზს მასში შქრის დონის დასადგენად.
მკურნალობა
· დიეტა;
· ანტიდიაბეტური პრეპარატები;
· ინსულინოთერაპია.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში რაციონში უნდა შედიოდეს შემდეგი სახის პროდუქტები:
· პურ-ფუნთუშეული;
· ბოსტნეულის წვნიანები;
· უცხიმო თევზის, ქათმის, საქონლის ხორცი;
· მარცვლეული და ბურღულეული;
· მჟავე კენკროვანი და ხილი;
· ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი.
საშიშროება
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის გართულებები შეიძლება იყოს:
· ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება;
· დიაბეტური რეტინოპათია;
· თირკმელების დაზიანება;
· დიაბეტური ტერფი;
· ჰიპეროსმოლარული კომა.
რისკის ჯგუფი
· 40 წელს ზემოთ ადამიანები;
· ჭარბი წონის ადამიანები;
· სისხლძარღვების დაავადებების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ნაკლებცხიმიანი დიეტის დაცვა;
· წონის დაკლება;
· ფიზიკური ვარჯიშის შესრულება.
შაქრიანი დიაბეტი (მეორე ტიპის)
შაქრიანი დიაბეტი 2 ტიპის – შაქრიანი დიაბეტის სახესხვაობა, რომელსაც ახასიათებს ინსულინის არასაკმარისი სინთეზი ან ორგანიზმის მიერ მისი არაადეკვატური გამოყენება.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
· სისხლში ინსულინის უკმარისობა;
· კუჭკვეშა ჯირკვლის და ღვიძლის დაავადებები;
· ჭარბი წონა.
სიმპტომები
· წყურვილი, პირის სიმშრალე;
· პოლიურია;
· გულის რევა, ღებინება;
· კანის ქავილი;
· ქვედა კიდურების დამბლა;
· საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა;
· გაზრდილი გაღიზიანებადობა;
· სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება;
· მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ახდენს ექიმი ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა შარდისა და სისხლის ანალიზი სისხლში შაქრის დონის დასადგენად.
მკურნალობა
· ქსოვილების ინსულინორეზისტენტულობის ცვლილება;
· გლუკოზის სინთეზის შეფერხება;
· სპეციალური დიეტის დაცვა;
· ანტიდიაბეტური პრეპარატები;
· ინსულინოთერაპია.
დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც სრულად გამორიცხავს რაციონიდან შემდეგ პროდუქტებს:
· ცხიმიანი ხორცის სახეობები;
· ძეხვეული და შებოლილი პროდუქტები;
· კონსერვები;
· ცხიმიანი რძის პროდუქტები;
· თხილი და მზესუმზირა;
· საკონდიტრო ნაწარმი, მურაბები, თაფლი;
· ალკოჰოლური სასმელები.
ზომიერი დოზით მიიღება:
· უცხიმო ხორცი, თევზი;
· უცხიმო რძის პროდუქტები;
· მარცვლოვნები;
· პურ-ფუნთუშეული.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· მიოკარდის ინფარქტი;
· ინსულტი;
· თირკმლის უკმარისობა;
· კანზე სტაფილოკოკური ინფექციები;
· მხედველობის დაქვეითება;
· იმპოტენცია;
· დიაბეტური ტერფი;
· ჰონორეა;
· ნევრლოგიური დარღვევები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის კონტროლი;
· დაბალანსებული კვების ქონა;
· რეგულარული ფიზიკური ვარჯიში;
· სხეულის ნორმალური მასის ქონა.
შაქრიანი დიაბეტი (პირველი ტიპის)
შაქრიანი დიაბეტი 1 ტიპის – შაქრიანი დიაბეტის ნაირსახეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში შაქრის შემცველობის აწევით და ინსულინის ნაკლებობით.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ჭარბი წონა;
· კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;
· ხშირი ნერვული სტრესი;
· ჰორმონალური ცვლილებები.
სიმპტომები
· ძლიერი წყურვილი;
· გულის რევა, ღებინება;
· სხეულის მასის სწრაფი დაკარგვა;
· მადის არქონა;
· ხშირი შარდვა.
ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს:
· წვივების კუნთების კრუნჩხვები;
· სასქესო ორგანოების ქავილი;
· გულის არეში ტკივილი;
· კანის ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა შარდისა და სისხლის ანალიზი სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონის დასადგენად.
მკურნალობა
· ინსულინოთერაპია;
· სპეციალური დიეტის დაცვა;
· ფიზიკური ვარჯიშები.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირიცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:
· ცხიმიანი ხორცი, თევზი;
· კონსერვები, შებოლილი პროდუქტები;
· მაიონეზი, არაჟანი;
· შოკოლადი, ნაყინი, მურაბები;
· პური, მაკარონის ნაწარმი;
· ბურღულეული;
· კარტოფილი;
· ტკბილი ხილი.
საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა და კონტროლი, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· თირკმელების უკმარისობა;
· სიბრმავე;
· კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· არტერიული წნევის აწევა;
· მიოკარდის ინფარქტი;
· ინსულტი;
· ქვედა კიურების დამბლა;
· ათეროსკლეროზი;
· დიაბეტური ტერფი;
· ჰიპოგლიკემიური კომა.
რისკის ჯგუფი
· ბავშები და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები;
· სიმსუქნის პრობლემის მქონე ადამიანები;
· ადამიანები, ვისაც ანამნეზში სისხლძარღვების დაავადებები აქვთ.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სწორი კვება და ძღომამდე ჭამისგან თავის შეკავება;
· ცხოვრების აქტიური სტილის ქონა;
· სისხლში გლუკოზისა და ინსულინის შემცველობის კონტროლი;
· სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება.
შარპის სინდრომი
შარპის სინდრომი – წარმოადგენს სისტემურ პოლისინდრომულ დაავადებას, რომელიც მოიცავს წითელი მგლურას, სკლეროდერმიის და დერმატომიოზიტის გამოვლინებას.
მიზეზები
· ორგანიზმში იმუნოლოგიური ცვლილებები;
· ვირუსული ინფექცია;
· სტრესი;
· ტრავმები;
· გადაციება.
სიმპტომები
· სკლეროდერმული ცვლილებები;
· ალოპეცია;
· დიოკსიდური მგლურა;
· კანის პიგმენტაცია;
· ღვიძლის, ელენთის, ლიმფური კვანძების გადიდება;
· ტემპერატურის აწევა;
· მტევნების შეშუპება;
· მიოზიტი;
· სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
· აკროსკლეროზი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· რევმატოლოგის კონსულტაცია;
· სისხლის ანალიზი;
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· რენტგენი.
მკურნალობა
· მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
· პრედნიზოლონის დაბალდოზიანი კურსი;
· მეტოტრეკსატი;
· ანტაციდური პრეპრატების მიღება;
· დიეტა;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმა.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
· მიოკარდის ინფაქრტი;
· ღვიძლის უკმარისობა;
· ინსულტი.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე სპეცილური პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.









