ჩირქოვანი ოტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყურის ბარაბანის ლორწოვანი გარსის ძლიერი ანთებითი პროცესი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ყურის ნიჟარაში ბაქტერიების, სოკოს, ინფექციის შეჭრა;
· ცხვირ-ხახის დაავადებების გართულება;
· ყურის ძლიერი დაზიანება;
· სეპსისი;
· მენინგიტის, ტუპერკულოზის გართულებები;
· გადაციება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ყურის დაგუბების, ხმაურის შეგრძნება;
· ხმა ისმის ექოს სახით;
· სმენის დაქვეითება;
· ყურის ძლიერი ტკივილი, რომელიც გადადის თვალებზე და კისერზე;
· შუა ყურის შეშუპება;
· ტემპერატურის აწევა;
· ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოტოლარინგოლოგი. მკურნალობის დასანიშნად საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ოტოსკოპია;
· აუდიომეტრია;
· ტიმპანომეტრია;
· ყურიდან გამონადენის დათესვა;
· რენტგენოგრაფია;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· გასაუმტკივარებელ და სიცხის დამწევ პრეპარატებს;
· სისხლძარღვების შემავიწროვებელ ყურის წვეთებს;
· თბილ კომპრესებს;
· ფიზიოთერაპიას;
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· სასმენი გზის ჩირქისგან გაწმენდას ქირურგიული გზით.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:
· სმენის დაკარგვა;
· სმენის დაქვეითება
· ყურის ბარაბანის გახეთქვა;
· სახის ნერვის პარეზი;
· ქოლეოსტეატომა;
· საფეთქლის ძვლის ანთება;
· შინაგანი გართულებები;
· ტვინის აბსცესი.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
· ყურის დეფექტის მქონე ბავშვები;
· ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ყურის ან ცხვირ-ხახის ოპერაციები;
· გაზრდილი ადენოიდების მქონე ადამიანები;
· იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· ცხვრი-ხახის და ყურის დაავადებების დროული მკურნალობა;
· სასმენი გზების დაცვა წყლის მოხვედრისა და გადაციებისგან.
ჩირქოვანი ოტიტი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ჩირქოვანი ოტიტი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
