ჩუტყვავილა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება. ის უფრო ხშირად გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. დაავადების აქტივობის პიკია შემოდგომა-ზამთრის პერიოდი.
დაავადება შესაძლოა გადავიდეს მძიმე ფორმებში:
· ბულოზური ფორმა (რთულად მოშუშებადი წყლულების გაჩენა კანზე);
· ჰემორაგიული ფორმა (სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლიანი ვეზიკულების გაჩენა);
· განგრენული ფორმა (მსხვილი ვეზიკულების გაჩენა, კანზე შავი წარმონაქმნების გაჩენა გარშემო ანთებითი პროცესით).
მიზეზები
დაავადება ვითარდება ორგანიზმში დნმ-გენომური ვირუსის მოხვედრის გამო, რომელიც კლასიფიცირდება როგორც ადამიანის მე-3 ტიპის ჰერპესის ვირუსი. ის გადამდებია ჰაერ-წვეთოვანი გზით. ასევე შეიძლება ვირუსი გადაეცეს ფეხმძიმე ქალისგან ნაყოფს.
ჩუტყვავილას სიმპტომები
დაავადების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-3 კვირის მანძილზე. ჩუტყვავილას დამახასიათებელი სიმპტომებია:
· ზოგადი უგუნებობა;
· თავის ტკივილი;
· მადის დაკარგვა;
· სხეულის ტემპერატურის აწევა 39°-მდე;
· გულის რევა, ღებინება;
· გამონაყარი სახეზე, ყელზე, თავში, კიდურებზე;
· წითელი ლაქების გაჩენა ხორხის, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე და კონიუქტივიტზე.
დიაგნოსტიკა
ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებს ადგენს ექიმი-პედიატრი, რომელიც ატარებს პაციენტის საერთო დათვალიერებას. ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სახის გამოკვლევები:
· პჯრ-რეაქცია (პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია);
· სისხლის საერთო ანალიზი;
· სეროლოგიური ანალიზი.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობის პირობები ბავშვებში და ზრდასრულებში ერთნაირია. ინიშნება:
· წოლითი რეჟიმი;
· სითხის მიღება;
· გამონაყარზე „ბრილიანტის მწვანე“-ს წასმა;
· პირის ღრუს ანტიბაქტერიალური სავლებით დამუშავება (პირში ლაქების გაჩენის შემთხვევაში);
· ანტივირუსული პრეპარატები;
· იმუნომოდულირებადი პრეპარატები.
დიეტა
დაავადების მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია რძე-მცენარეული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს:
· ხილ-ბოსტნეულის წვნიანებს;
· რძის ფაფებს.
რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
· მარილიანი;
· მჟავე;
· ცხარე.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკრუნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ენცეფალიტი;
· მხედველობითი ნერვების ნევრიტი;
· მენინგიტი;
· ცრუ-კრუპი;
· აბსცესი;
· სეფსისი;
· ართრიტი.
ჩუტყვავილა საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს:
· ნაყოფის თანდაყოლილი ჩუტყვავილა;
· ადრეული მშობიარობა;
· ნაყოფის დაღუპვა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
· 10 წლამდე ბავშვები;
· იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები (აივ-ინფიცირებულები);
· ზრდასრულები, რომლებსაც არ გადაუტანიათ ჩუტყვავილა ბავშვობაში.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის პაციენტებს უტარდებათ ვაქცინაცია.
ჩუტყვავილა
დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში არასაკმარისი რკინის მოხვედრით, რაც იწვევს ერითროციტების შემცირებას
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ჩუტყვავილა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 25]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a9%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
