შაქრიანი დიაბეტი 1 ტიპის – შაქრიანი დიაბეტის ნაირსახეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში შაქრის შემცველობის აწევით და ინსულინის ნაკლებობით.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ჭარბი წონა;
· კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;
· ხშირი ნერვული სტრესი;
· ჰორმონალური ცვლილებები.
სიმპტომები
· ძლიერი წყურვილი;
· გულის რევა, ღებინება;
· სხეულის მასის სწრაფი დაკარგვა;
· მადის არქონა;
· ხშირი შარდვა.
ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს:
· წვივების კუნთების კრუნჩხვები;
· სასქესო ორგანოების ქავილი;
· გულის არეში ტკივილი;
· კანის ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა შარდისა და სისხლის ანალიზი სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონის დასადგენად.
მკურნალობა
· ინსულინოთერაპია;
· სპეციალური დიეტის დაცვა;
· ფიზიკური ვარჯიშები.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირიცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:
· ცხიმიანი ხორცი, თევზი;
· კონსერვები, შებოლილი პროდუქტები;
· მაიონეზი, არაჟანი;
· შოკოლადი, ნაყინი, მურაბები;
· პური, მაკარონის ნაწარმი;
· ბურღულეული;
· კარტოფილი;
· ტკბილი ხილი.
საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა და კონტროლი, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· თირკმელების უკმარისობა;
· სიბრმავე;
· კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· არტერიული წნევის აწევა;
· მიოკარდის ინფარქტი;
· ინსულტი;
· ქვედა კიურების დამბლა;
· ათეროსკლეროზი;
· დიაბეტური ტერფი;
· ჰიპოგლიკემიური კომა.
რისკის ჯგუფი
· ბავშები და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები;
· სიმსუქნის პრობლემის მქონე ადამიანები;
· ადამიანები, ვისაც ანამნეზში სისხლძარღვების დაავადებები აქვთ.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სწორი კვება და ძღომამდე ჭამისგან თავის შეკავება;
· ცხოვრების აქტიური სტილის ქონა;
· სისხლში გლუკოზისა და ინსულინის შემცველობის კონტროლი;
· სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება.
შაქრიანი დიაბეტი (პირველი ტიპის)
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. შაქრიანი დიაბეტი (პირველი ტიპის) [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
