საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თბილისში რამოდენიმე აფთიაქში იმყოფებოდა. დაინტერესდა, იყიდება თუ არა საკვები დანამატი Garcinia cambogia
საკვები დანამატი Garcinia cambogia გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის წონის კონტროლისთვის. საფრანგეთმა აკრძალა Garcinia cambogia. ყველა აფთიაქში და მაღაზიაში აკრძალულია. ასევე დაბრუნებაც იყო რეკომენდებული.
„ეს კომპანიები არაკეთილსინდისიერად ექცევიან მოქალაქეებს. ფარმადეპო არ გრცხვენია?
ფარმადეპოს აფთიაქში Garcinia cambogia ფასი 97 ლარია“ – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართაში განაცხადა.
ფარმადეპოს აფთიაქში გიორგი ფხაკაძემ შეკითხვით მიმართა ფარმაცევტს:
ყველასთვის შეიძლება თუ არა ეს დანამატი და რა გვერდითი მოვლენები აქვს?
თქვენ იცით, რომ Garcinia cambogia საფრანგეთში აკრძალულია და ღვიძლს აზიანებს?
ფარმაცევტმა უპასუხა: შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის და ფეხმძიმესთვის არ არის რეკომენდებული.
ფარმადეპოს აფთიაქში არ იციან, რომ Garcinia cambogia საფრანგეთში აკრძალულია და ღვიძლს აზიანებს.
Garcinia cambogia პსპ აფთიაქშიც იყიდება. ანოტაციაში ორსულების შესახებ არაფერი წერია. პსპ აფთიაქშიც არ იციან, რომ Garcinia cambogia საფრანგეთში აკრძალულია და ღვიძლს აზიანებს.
„საკვები დანამატების საკითხი საქართველოში ძალიან რთულად არის, რადგანაც ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ არ არის რეგულირებადი ისე, როგორც საჭიროა…“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
საფრანგეთმა აკრძალა Garcinia cambogia — ოფიციალური განკარგულება 2025

