ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

“აკრედიტაცია კანადას” ოფიციალური ვიზიტი მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ ცენტრში

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1,"transform":2},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

2024 წლის 3 აპრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური ცენტრის” წარმომადგენლებთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” კლინიკის სამედიცინო დირექტორსა და ერთ-ერთ თანადამფუძნებელს, მალხაზ კაციაშვილს ესაუბრა:

 

“აკრედიტაცია კანადას” ჩართულობას ჩვენი კლინიკის აკრედიტაციის პროცესში შევაფასებ, რა თქმა უნდა, დადებითად, რადგან აკრედიტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხარისხის გაუმჯობესება კლინიკებში.

ჩვენი კლინიკა არის ახალი და ორიენტირებული ვართ ხარისხზე, გვინდა ზუსტად იმ ხარისხის დადება, რაც აუცილებელია ყველა პაციენტის გამოჯანმრთელებისათვის ანუ ჩვენი მიზნები ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ ავირჩიეთ ,,აკრედიტაცია კანადა”.

“შენი პულსი” კლინიკის დირექტორ ლალი პეტაშვილის კომენტარსაც გაგაცნობთ:

” ,,აკრედიტაცია კანადა” ავირჩიეთ, რადგან მომეწონა მათი მიდგომა საკითხისადმი, ყურადღება, თვითონ აკრედიტაციის პროცესში ჩართულობა, ზედამხედველების და ასევე ტრენერებისა.

  პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. გუნდიდან არის დაინტერესება და ვცდილობთ, რომ განვვითარდეთ ამ გზის მიხედვით.

რა თქმა უნდა, სირთულეები გადასალახია, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება კარგად და ხარიახიანად გავიაროთ აკრედიტაცია და ეს არ იყოს მხოლოდ ფორმალობა.

ეს კი ემსახურება ისევ და ისევ იმას, რომ პაციენტების მომსახურება იყოს მაღალი ხარისხის.”

“ფიტნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტებს დავნერგავთ, აკრედიტაციის პროცესში კი საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოები დაგვეხმარებიან” – ვალერი გულბანი

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

საქართველოში ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის პროცესი იწყება.

“აქტიურმა საქართველომ” და “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა” ერთობლივად ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნებაყოფლობითი ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის სისტემა.

ცნობისთვის, “პირველი ფიტნეს აკადემია” არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რიმელმაც მიიღო სახელმწიფო აკრედიტაცია ფიტნეს ინსტრუქტორების საბაზისო დონეზე ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით და ამაში მათ გვერდით უდგას “ევროპული ფიტნეს აკადემია”.

“შენი პულსი” „აქტიური საქართველოს“ წარმომადგენელ ვალერი გულბანს ესაუბრა:

-„აქტიური საქართველო“ არის “სპორტის, ფიტნესის, ფიზიკური აღზრდის ეროვნული ასოციაცია”, რომელიც 2020 წლიდან არის ერთადერთი ეროვნული ორგანო, რომელიც წარმოადგენს “ევროპა აქტივს”.

ევროპა აქტივი”, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ადგენს საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტებს ძირითადად ფიტნესის მიმართულებით.

ასევე, მე წარმოვადგენ ევროპის ფიტნესის სპეციალისტთა რეესტრს, სადაც ევროპულ ქვეყნებში არსებული ყველა ფიტნეს ინსტრუქტორი, ნებისმიერი კვალიფიკაციის, რეგისტრირდება და მითითებულია რომელ ქვეყანაში, რა ტიპის კვალიფიკაცია მიიღო და როდემდე აქვს მის კვალიფიკაციას ვადა.

ბაზრის შესწავლის შემდეგ დავინახეთ, რომ ფიტნესის ინდუსტრია ბოლო წლებში განვითარდა, რაც ნამდვილად კარგია, როგორც ფიტნეს დარბაზების თვალსაზრისით, ასევე ფიტნეს დარბაზებში მოსიარულე ადამიანებისათვის. მაგრამ ჩვენ ამავე დროს დავინახეთ, რომ რისკები და საფრთხეები გაიზარდა, მათ შორის, დაზიანებულ ადამიანთა რიცხვიც.

მიზეზი იყო არაკვალიფიციური პერსონალი, რომლებიც ხშირად არასათანადო ცოდნიდან გამომდინარე, შეუსაბამო ინსტრუქტაჟს უწევდნენ  მოსახლეობას. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ბოლო ორი წელია, ბიზნესის წარმომადგენლებთან – „პირველ ფიტნეს აკადემიასთან“, „ეროვნულ ფიტნეს აკადემიასთან“ და სხვა რამდენიმე ფიტნეს დარბაზთან კონსულტაციების შედეგად, გამოვიჩინეთ ინიციატივა ფიტნეს ინდუსტრიაში საერთო სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით.

იქნება სამი ძირითადი მიმართულება, რაც ასევე ევროპულ, საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით გვინდა შევიმუშაოთ. ეს მიმართულებები იქნება:

ინფრასტრუქტურის სტანდარტები, მენეჯმენტის სტანდარტები, თუ რა ცოდნას და გამოცდილებას უნდა აკმაყოფილებდეს მენეჯმენტი, იქნება მასში დასაქმებული ინსტრუქტორების კვალიფიკაციის სტანდარტები, საგანმანათლებლო სტანდარტები და ჰიგიენის სტანდარტები.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ეროვნული სტანდარტი და პირდაპირ არც ერთი საერთაშორისო სტანდარტის, არც ჩვენი ევროპული და არც ძველი პარტნიორის სტანდარტების „კოპირება“  არ მიგვაჩნია სწორად.

იმის გამო, რომ დღემდე არ გვყავდა ისეთი კვალიფიციური პერსონალი, რომლებიც ამ სტანდარტების შემუშავებაში დაგვეხმარებოდა, სწორედ ამიტომ დასჭირდა რამდენიმე წელი ამ დრომდე მოსვლას.

არსებობს საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვს, ამიტომ ჩვენ მათთან პარტნიორობით, რაღაც ნაწილს მათი გამოცდილებისა გამოვიყენებთ, დავამატებთ ჩვენი დარგობრივი ექსპერტების ანუ ფიტნესის ექსპერტების ცოდნას, გამოცდილებას, მოსაზრებას და  საერთაშორისო ეროვნულ სტანდარტებს სხვადასხვა საუკეთესო ქვეყნის გამოცდილებებზე დაყრდნობით შევიმუშავებთ.

ამ სტანდარტებს საწყის ეტაპზე ნებაყოფლობით შევთავაზებთ ბიზნესის წარმომადგენლებს და ბუნებრივია, მხოლოდ კვალიფიციური და ძლიერი კომპანიები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია ხარისხზე, გადაწყვეტენ – ჩაერთონ თუ არა ამ აკრედიტაციის პროცესში.

აკრედიტაციის სისტემისა და სტანდარტების ერთიანი თამაშის წესების შემოღება ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით მოგვიტანს პოზიტიურ ცვლილებებს. შეიქმნება ბიზნესგარემო ახალი მსხვილი, ხარისხიანი მომწოდებელი მოთამაშეების შემოსაყვანად საქართველოში.

მეორე მხრივ, გაიზრდება ამ სტანდარტების შედეგად კვალიფიციური პერსონალის მობილობა, ანუ ქართველი პერსონალის საზღვარგარეთ დასაქმება, რადგან ეს აღიარებული იქნება ყველა იმ ქვეყნისათვის, სადაც ეს სტანდარტები მუშაობს და პირიქით.

ამ ეტაპზე არც ერთი ფიტნეს დარბაზი არ მუშაობს იმ 90% მოსახლეობაზე, რომელიც ნამდვილად საჭიროებს დახმარებას.  

50-60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ფაქტობრივად, სხვადასხვა მიზეზის გამო არ დადიან „მაღალი დონის“ ფიტნეს დარბაზებში, სადაც ძირითადად ახალგაზრდები არიან და მათ ამის გამო ერთგვარი კომპლექსიც აქვთ. ინფრასტრუქტურა მოსახლეობის ყველა სეგმენტზე თანაბრად უნდა იყოს მორგებული.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ჩვენი ფიტნეს დარბაზების გარდა, კიდევ არიან კვალიფიცირებული პერსონალები. ჩვენ მათ არ ვჩრდილავთ, პირიქით, ვცდილობთ, მათი კვალიფიკაცია უფრო ამაღლდეს სახელმწიფოს, ბიზნესისა და მოსახლეობის მიერ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, ვის უნდა ენდოს. ჩვენი ერთი მიმართულებაა, შევქმნათ ბიზნეს გარემო, გავზარდოთ კვალიფიციური  პერსონალის მობილობა და, რაც მთავარია, მომხმარებელს ეცოდინება, ვის ენდოს და ვის – არა.”

საქართველოს საპატრიარქოში “აკრედიტაცია კანადასთან” ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

 2024 წლის 3 პრილს საქართველოს საპატრიარქოში “აკრედიტაცია კანადას” ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ “აკრედიტაცია კანადას” აღმასრულებელი დირექტორი კატერინა ტარასოვა; პროფესორი გიორგი ფხაკაძე, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი საქართველოში; “აკრედიტაცია კანადას” ევროპის ოფისის ხელმძღვანელი იულია შერბინა; გორის და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა; ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი; “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ვეფხვია ოდიშარია” და კლინიკის წარმომადგენელი ექიმები.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული, მათშორის არის “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონი”.

შეხვედრაზე ისაუბრეს აღნიშნულ სამედიცინო ცენტრებში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესის შესახებ.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

“კლინიკების აკრედიტაციის პროცესი სასიცოცხლოდ აუცილებელია” – ნინო ნადირაძე-კუზანოვა

2024 წლის 3 პრილს “აკრედიტაცია კანადას” ოფიციალური ვიზიტი გაიმართა კლინიკა ვივამედი • Vivamedi -ში.

შეხვედრას ესწრებოდნენ “აკრედიტაცია კანადას” აღმასრულებელი დირექტორი კატერინა ტარასოვა; პროფესორი გიორგი ფხაკაძე, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი საქართველოში და კლინიკა “ვივამედის” დირექტორი, ნინო ნადირაძე.

“აკრედიტაცია კანადა” საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.
შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” “ვივამედის” დირექტორ ნინო ნადირაძეს ესაუბრა:

ქალბატონო ნინო, თქვენი კლინიკა, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის ,,აკრედიტაცია კანადას” ჩართულობით… რატომ გადაწყვიტეთ მათთან თანამშრომლობა და როგორ მიდის ეს პროცესი?
– რატომ გადავწყვიტეთ ,,აკრედიტაცია კანადა”? – იმიტომ, რომ არ მინდოდა ეს პროცესი ყოფილიყო პროცესისთვის.  მინდოდა, ეს პროცესი ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული.

არ შევმცდარვართ ნამდვილად, რადგან მაინტერესებს შენიშვნები, ყველა ჩვენი არასწორად წარმართული პროცესის გამოვლინება.

მომწონს, რომ ყველა შენიშვნას მათი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება გამოსწორების რეცეპტი და ეს მაინტერესებს. კი ბატონო, რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაგრამ მითხარი – როგორ გამოვასწორო.

ყველა თემაზე, რაზეც მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, აუცილებლად იქვე გვთავაზობენ ამის გადაჭრის გზებს და ეს გზები არასოდეს არის გაუგონარი და არნახული. ყოველთვის არის ძალიან კონკრეტული, მორგებული, შესრულებადი და რეალისტური, მეტი რა შეიძლება მინდოდეს, ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი კლინიკა, ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ და პრაქტიკულად, დღემდე ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველი 10 დღე ნამდვილად იყო სირთულეებით, რადგან ახლისა და შენიშვნის მიღება ჩვენს ხალხს ცოტა უჭირს… შემდეგ როდესაც ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ მათთვის და ჩვენთვის კეთდება ეს ყველაფერი და ესენი არ არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომელთაც უნდათ გამოგავლინონ, დაგსაჯონ და მერე კუთხეში დაგაყენონ, არამედ არიან იმისთვის, რომ შენ დაგეხმარონ ფეხზე წამოდგომაში, წელში გაიმართო და მთავარი ფუნქცია, რაც არის – პაციენტი მიიღო და გააცილო კმაყოფილი. მთელ ამ პროცესში, პაციენტი უნდა იყოს კმაყოფილი.


რამდენად მნიშვნელოვანია, ზოგადად, აკრედიტაცის პროცესი, რომელიც დაიწყო საქართველოში? სავალდებულო აკრედიტაციას ვგულისხმობ…
– მნიშვნელოვანია! სასიცოცხლოდ აუცილებელია, ასე ვიტყოდი.

“შენი პულსი” გიორგი ფხაკაძესაც ესაუბრა:

“დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვესტუმრეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საავადმყოფოს თავისი ისტორიით, გამოცდილებით და რაც მთავარია, ძალიან სპეციფიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ იცით, რომ ეს არის პენიტენციურ სისტემაში ჩართული კლინიკა და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ვლაპარაკობთ ჯანდაცვაზე, რაც არის ყველა მოქალაქისათვის.

ეს არიან ადამიანები, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო არ აქვთ წვდომა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და არიან პენიტენციური სისტემის პაციენტები. მათთვის ხარისხიანი ჯანდაცვა ეს არის სახელმწიფოსა და საზოგადოების პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც ,,აკრედიტაცია კანადის” და მისი გუნდისათვის, მნიშვნელოვანია, არამხოლოდ სტანდარტების დანერგვა, არამედ ამით ჩვენ ვეხმარებით ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში, რომ ჩვენი პენიტენციური სისტემის სტადარტებიც იყოს აწეული და პროცესში ზუსტად ამ კლინიკის ჩართულობა ჩვენთვის არის არამხოლოდ საინტერესო, არამედ ძალიან დიდი პასუხისგმებლობა, რადგან ამ კლინიკაში ჩვენი ჩართულობა ნიშნავს იმას, რომ ამით არამარტო საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ვეხმარებით, არამედ პენიტენციურ სისტემასაც ვეხმარებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. 

“აუტიზმის სპექტრის შესახებ მითები აღარ უნდა არსებობდეს” – ორგანიზაცია “საქართველოს ბავშვები”

{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ორგანიზაციამ “საქართველოს ბავშვები”  ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში ღონიძიება გამართა, რომელსაც მედიაჰოლდინგი “შენი” ესტუმრა და გთავაზობთ ინტერვიუს ორგანიზაციის აუტიზმის პროგრამის სუპერვიზორ მარიამ ჟიჟიაშვილთან:

– 2 აპრილი არის აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. რა თქმა უნდა, ეს პირობითად, რადგან აუტიზიმის შესახებ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები ყოველდღიურად ვცდილობთ, ინფორმაცია გავავრცელოთ და სწორი მესიჯები გავგზავნოთ საზოგადოებაში.

ჩვენი დღევანდელი მთავარი  მესიჯი არის, რომ დავინახოთ და დავანახოთ სხვებს მათი შესაძლებლობები. ჩვენ ყველას, თითოეულ ადამიანს გვაქვს განსხვავებული ტემპერამენტი, პიროვნული თვისებები, მახასიათებლები თუ შესაძლებლობები, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათში ვფოკუსირდეთ შესაძლებლობებზე და არა უნარების შეზღუდულობაზე.

-გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ…

-ჩვენი ორგანიზაცია არის „საქართველოს ბავშვები“, რომელიც უშუალოდ აუტიზმის მქონე ბავშვებს ემსახურება 2015 წლიდან, თუმცა 2006 წლიდან ბავშვთა სფეროში ვართ… ჩვენი ორგანიზაცია კეთილდღეობის მიმართულებით ძალიან ბევრ  პროექტში მონაწილებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ ბავშვებთან აუტიზმის და სხვადასხვა საჭიროების მიმართულებით. ვცდილობთ, აუტიზმის მქონე ბავშვების და მათი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. ეს არის მთავარი მიზანი, რა სერვისსაც ჩვენ ვაწვდით, როგორც პროვაიდერი ორგანიზაცია.

– მომავალშიც თუ გეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას?

-რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ერთჯერადი სახე ჰქონდეს ამ ღონისძიებას. მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოებაში აღარ არსებობდეს მითები  აუტიზმის მქონე ბავშვების შესახებ, რომ არ შეიძლება ჰყავდეთ მათ მეგობრები, არ შეუძლიათ ემოციური მდგომარეობის გაზიარება,თუ იდენტიფიცირება. დღეს დიდი ჟრიამულია აქ, უამრავი ბავშვი ერთობა და ჩვენც ეს გვახარებს. იმედი გვაქვს, რომ მიმღებლობაც გაიზრდება ამ ცნობიერების ამაღლების ფონზე.

-ძალიან ბევრი ადამიანია ამ ღონისძიებაში ჩართული, რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

-ჩვენი ორგანიზაციის „საქართველოს ბავშვების“ და ამ სივრცის „ანდიოლენდის“ მხარდაჭერითა და კოლაბორაციით შედგა ეს ღონისძიება. ჩვენ ვეპატიჟებით არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის და სპექტრის წარმომადგენლებს ან მათ ოჯახის წევრებს, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ნებისმიერი გამვლელი, რომელიც გაივლის და დაინტერესდება ამ ჟრიამულითა და  ხალხმრავლობით მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, ხვალ ერთი სწორი აზრით მეტი იყოს გავრცელებული საზოგადოებაში სპექტრის შესახებ.

“ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნათლიის, მეუფე კალისტრატეს თხოვნა შევასრულე!”- გიორგი ფხაკაძე

2024 წლის 2 აპრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონის” წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, კლინიკის ხელმძღვანელობა და “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი, ალესანდრო ბურიანი.

შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

“ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვარ ქუთაისში, საღორიის ცნობილ საავადამყოფოში, რომელსაც ახლა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონი” ჰქვია.
 ამ საავადმყოფოსთან არაერთი რამ მაკავშირებს. პირველ რიგში, როცა ახალგაზრდა ქირურგი ვიყავი, ვოცნებობდი, აქ მემუშავა ქირურგად, თუმცა ჩემი კარიერული გზა შეიცვალა…
 მახსოვს, როცა ჩამოსული ვიყავი ქუთაისში რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ნათლიამ, მეუფე კალისტრატემ მითხრა – გიორგი, შენ უნდა ჩაიბარო და მიხედო საღორიის საავადმყოფოსო.
 ვუთხარი, ჟენევაში ვცხოვრობ და აქ როგორ მივხედავ-მეთქი, თუმცა ყველანაირად ვცდილობდი, როგორც შემეძლო, დავხმარებოდი ამ საავადმყოფოს.
 მეუფე უკვე აღარ არის ჩვენთან, მაგრამ მისი თხოვნა და სურვილი, პრაქტიკულად, შევასრულე, რადგან ირიბად თუ პირდაპირ უკვე ჩართული ვარ ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ხარისხის გაუმჯობესებაში, როგორც “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი და არამარტო ოფიციალურო წარმომადგენელი ამ საერთაშოეისო უძლიერესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, არამედ ქუთაისელი გიორგი ფხაკაძე ჩემი ნათლიის დავალებას ვასრულებ და ეს ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა.”

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

“ამ ინიციატივაში ვუერთდებით გიორგი ფხაკაძეს”- პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი, ვალიტა გორელჩანიკი

საქართველოში ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის პროცესი იწყება.

“ჯორჯიან აქტივმა” და “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა” ერთობლივად ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნებაყოფლობითი ფიტნეს სექტორის აკრედიტაციის სისტემა.

პროცესში ჩართულია საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემია, რომლის  დამაარსებელ ვალიტა გორელჩანიკსშენი პულსი” ესაუბრა:

 

პირველი ფიტნეს აკადემია” ამ ეტაპზე საქართველოში არის ერთადერთი, რომელმაც განათლების სამინისტროს აღიარება და “ევროპა აქტივის” აკრედიტაცია მოიპოვა. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც მწვრთნელების მომზადებასა და გადამზადებაზე, ასევე მათთვის, ვისაც მომავალში სურს მწვრთნელობა.

ჩვენ ვართ ინიციატორები იმისა, რომ საქართველოში არსებული ყველა ფიტნესკლუბი თუ აკადემია აუცილებლად იყოს აკრედიტებული და ლიცენზირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აამაღლებს მომუშავე ბიზნეს სექტორის ხარისხს.

ლიცენზიების პროექტის ფარგლებში აკადემია, როგორც ინიციატორი, შემოუერთდა “ევროპულ ფიტნეს აკადემიას”და გიორგი ფხაკაძეს, რომელიც იქნება ჩვენი პროექტის ხელმძღვანელი. ჩვენი აკადემიის მხრიდან არის უფრო დარგობრივი რეკომენდაციები, სტანდარტებთან იქნება ეს დამოკიდებული თუ უშუალოდ მის განხორციელებასთან. ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, თუ რაში გვჭირდება კონკრეტულად ეს საკითხები…”

ცნობისთვის, “პირველი ფიტნეს აკადემია” არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რიმელმაც მიიღო სახელმწიფო აკრედიტაცია ფიტნეს ინსტრუქტორების საბაზისო დონეზე ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით და ამაში მათ გვერდით უდგას “ფიტნეს აკადემია”. 

ამ ორი ორგანიზაციის ფუნქციაა საერთაშორისო სტანდარტებზე საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ერთობლივად შექმნას და შესთავაზოს ბაზარს სხვადასხვა დონის ინსტრუქტორის მოსამზადებელი და გადასამზადებელი კურსები. ორივე აკადემია ამ ეტაპზე არის მოწინავე, რომელთაც სურთ და აქვთ ინიციატივა, რომ ხარისხი იყოს უმაღლესი.

 

“MMT ჰოსპიტალი, გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით, აკრედიტაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდა” -გიორგი ფხაკაძე

2024 წლის 1-ელ აპრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “MMT ჰოსპიტალის” -ის წარმომადგენლობასთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, “MMT ჰოსპიტალის” ხელმძღვანელი, უროლოგი, პროფესორი, საქართველოში ქირურგიის თანამედროვე ტექნოლოგიის დამფუძნებელი, გურამ ქარაზანაშვილი და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოში “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. 

ნაყოფიერი შეხვედრის შესახებ “შენი პულსი” გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

“ჩვენ – “აკრედიტაცია კანადა” და “MMT ჰოსპიტალი” რამდენიმე თვეა, ვთანამშრომლობთ აკრედიტაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თანამშრომლობა “MMT ჰოსპიტალთან”, რომელიც არის მოწინავე თავის დარგში საქართველოში და არა მარტო საქართველოში.

პრაქტიკულად, ეს არის ერთადერთი საავადმყოფო, რომელმაც შემოიტანა ტექნოლოგიური სიახლეები ჩვენს რეგიონში. ქირურგიაში ახალი მიდგომები სწორედ ამ კლინიკაშია დანერგილი. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ კლინიკები, სადაც “აკრედიტაცია კანადა” მუშაობს, არის ყველაზე მოწინავე თავის დარგში.

ისინი ყოველთვის ცდილობენ სერვისის გაუმჯობესებას და რაც მთავარია, არიან პაციენტზე ორიენტირებული. მარტო იმიტომ კი არა, რომ ისინი ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდოლოგიებით მუშაობენ და აუმჯობესებენ კლინიკურ მაჩვენებლებს, პაციენტებს უფრო კარგი შედეგი აქვთ ოპერაციის შემდეგ, არამედ უფრო ნაკლები ზიანის მომტანი ოპერაციები ტარდება…

 მიხარია, რომ “MMT ჰოსპიტალში ” დანერგილია ყველაზე მოწინავე და პაციენტზე გათვლილი ტექნოლოგიები.
ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული აკრედიტაციის პროცესის გაუმჯობესებაში. ამ კლინიკაში ჩვენ ვატარებთ ყოველკვირეულ შეხვედრებს და რეგულარულ ტრენინგებს. აქ ჩამოდიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც კლინიკას უტარებენ ტრენინგებს და “ქოუჩინგს”. ჩვენ გვიხარია, რომ არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ თანამშრომლებიც არიან ამ პროცესში ჩართული და უკვე ვამჩნევთ წინსვლას.
იმედი გვაქვს, რომ აკრედიტაციის დროს “MMT ჰოსპიტალი” იქნება რეგიონში პირველი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ქირურგიაში უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.”

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება და პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის. ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, თბილისის მასშტაბით, კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართული სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ცვლილების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ცენტრის ჩართულობასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების წინაპირობებზე ესაუბრა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

რა არის ალერგია, რამდენად საშიშია და რატომ გავრცელდა ის ბოლო წლებში?

რა არის ალერგია, რამდენად საშიშია და რატომ გავრცელდა ის ბოლო წლებში?

საუბრობს ექიმი, ალერგოლოგი  ქეთი ომიაძე გადაცემაში „იმუნიტეტი“:
„ამის რამდენიმე ახსნა არსებობს.. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეორია გახლავთ ე.წ. „ჰიგიენური თეორია“, რომლის მიხედვითაც ადამიანი იმუნური სისტემის განვითარების პერიოდში, ანუ ბავშვობის ასაკში თუ იმყოფება, თუ იზრდება ის სტერირულ გარემოში, რაც დამახასიათებელია არის განვითარებული ქვეყნებისთვის, მისი იმუნური სისტემა, მისი წონასწორობა გადახრილი არის ალერგიული და ზოგადად იმუნური სისტემის ავტოიმუნური დაავადებისაკენ.
თუ მას ნაკლები შეხება აქვს ინფექციებთან, მიწასთან, ეს გარკვეულწილად, „მეგობარი ბაქტერიები“, მათთან ურთიერთობა აღმოჩნდა, რომ სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ალერგიული დაავადებები ნაკლებად ვლინდება ისეთ ადამიანებში, ვისაც მეტი კონტაქტი აქვს ინფექციასთან…“
◽

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights