შაქარი უფრო საშიშია, ვიდრე ქოლესტერინი? — 15-წლიანი კვლევის შოკისმომგვრელი შედეგები

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარა და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილება პარლამენტის მიერაა ინიცირებული, სამინისტრომ კი დეფიციტური სპეციალობების ნუსხა, დეტალური მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა.
„უკვე დამტკიცებული და გამოცემული ცვლილების მიხედვით, დაახლოებით, 800-ია იმ უმცროსი ექიმების რიცხვი, ვისაც რეალურად შეეხება ახალი ნორმები. თუ მათ ექნებათ სურვილი, გააგრძელონ საექიმო საქმიანობა, ცვლილებით, სწორედ ასეთი შესაძლებლობა ენიჭებათ. თუმცა, ამისთვის, აუცილებელი წინაპირობა იქნება სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, ექიმებმა, ვინც ვერ შეძლო რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გაიარონ გამოცდა, რომელიც გაზომავს მათ რეალურ შესაძლებლობებს, კვალიფიკაციას, უნარ – ჩვევებს. სწორედ ამის საფუძველზე მიენიჭებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. სამინისტრო, ამ მიმართულებით, გააგრძელებს იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რომლითაც შეიძლება, ხასიათდებოდეს სექტორი იმისთვის, რომ საქართველოში, სამედიცინო სპეციალობების მიმართულებით, ექიმების კვალიფიკაცია მუდმივად, უწყვეტად და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია:
• ფსიქიატრია
• რადიაციული ონკოლოგია
• ბავშვთა გასტროენტეროლოგია
• პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია
• ბირთვული მედიცინა
• კარდიოქირურგია
• ნეიროქირურგია
• ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
• ნეფროლოგია
• გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა ინფექციური სნეულებები
• ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
• ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
• პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
• ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
• რევმატოლოგია
• სასამართლო მედიცინა
ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ვითარების გასაუმჯობესებლად, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები კი იძლევა სიგნალს, რომ მუშაობა გასაგრძელებელია, რათა პაციენტებმა სამართლიანი ფასით ისარგებლონ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, კონკურენციის სააგენტოს მიერ, ოთხი ფარმაცევტული კომპანიის 560 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით.
საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევით დაადასტურა, ოთხი კომპანიის მხრიდან, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატა მედიკამენტებზე, არასამართლიანი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი ფასების დაწესებით.
„მანკიერებები, რომლებიც ამ შესწავლამ გამოავლინა მათ შორის, ფასნამატში, ამ კატეგორიის ხარჯების შეყვანა, აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა იმ პროცესებზეც ისაუბრა, რის გამოც უწყებამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არსებობდა აბსოლუტურად არგუმენტირებული, კარგად დასაბუთებული ვარაუდი, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა მსგავს მანკიერებებს.
მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების კონტროლის მიზნით, მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ეს ნიშნავს, მათ შორის რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, შესაძლოა, გაფართოებაზეც ვისაუბროთ და ა.შ. მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, არის პრაქტიკები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ეს პოზიცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება.
სადაც აღმოჩნდება მსგავსი ვითარება, როდესაც წავაწყდებით და საამისოდ საკმარისი არგუმენტები იქნება, ბუნებრივია, ყოველთვის მივმართავთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სტრუქტურებს, რომლებსაც სამართალდარღვევაზე რეაგირება ევალება. სამინისტრო ამ შესაძლებლობას ყოველთვის გამოიყენებს და იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი ფაქტთან, რასაც პაციენტისთვის, უსამართლო ფასის შეთავაზება ჰქვია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებულმა რეგულაციებმა ხელი შეუწყო მსგავსი კონკურენციის დეფიციტის აღმოფხვრას და შესაბამისად, უფრო მეტად გაჯანსაღდა ბაზარი. თუმცა, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ სადღაც, რაღაც პროცესი არასწორი მიმართულებით წავიდეს. ამას მუდმივად თვალს ვადევნებთ და როგორც კი გაჩნდება კონკრეტული მიმართვის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო არ დააყოვნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სახელმწიფო სერვისის მისაღებად, რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა. ისინი მათ მიერ შერჩეულ ცენტრებში მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.
დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა. როგორც განიმარტა, მათ შორის არიან არა რეგულარულად, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.
ბენეფიციარებმა უნდა დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.
აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.
15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფო იღებს. ხოლო ამ დრომდე მოქმედი „ჩანაცვლებითი თერაპიის“ მიმწოდებელი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სერვისის მისაღებად რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა და ყველანი, მათ მიერვე შერჩეულ ცენტრებში, მომსახურებას სრულად უფასოდ მიიღებენ.
„ასეთ პირი გახლავთ 1512. ამასთან, სხვადასხვა მიზეზის გამო დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა – მათ შორის არიან არა რეგულარული, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული. გარდა ამისა, მოგვმართეს პირებმა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ დაადასტურეს შესაბამისმა კერძო დაწესებულებებმა. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ერთი პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად, ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა. დოზების შესახებ ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და პაციენტების მიერ მიწოდებული მონაცემების სხვაობაზეც ისაუბრა.
„რამდენად ხშირია ჩამოთვლილი შემთხვევები იმ პირთა შორის, ვისაც პროგრამაში ჩასართავად არ მოუმართავს, ამის თქმა ახლა, ნამდვილად არ შეგვიძლია.
მინდა ვთხოვო ყველა ბენეფიციარს, ვისაც დადასტურებული აქვს სახელმწიფო ცენტრებში მომსახურების მიღება, ყურადღება მიაქციოს დაწესებულებაში მისვლის დროს და დაიცვას შესაბამისი ინსტრუქციები – მათ შორის, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, თუ ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიღეთ გადაწყვეტილება – მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 22 აგვისტოს ჩათვლით მომართვის შემთხვევაში, ასეთი ბენეფიციარები, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში.
აქვე მინდა აღვნიშნო, მზად ვართ იმისთვის, რომ თითოეულ ბენეფიციარს საჭირო სერვისი სრულფასოვნად მივაწოდოთ როგორც პერსონალის, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, არის მედიკამენტების მარაგი და სერვისის მისაწოდებლად არსებული პროცედურები სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა კერძო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის დასაქმების საკითხზეც ისაუბრა.
„უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დავიწყოთ კერძო ცენტრების სამედიცინო პერსონალის პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვა. ასეთი არის, დაახლოებით, 60 ექიმი. რა თქმა უნდა, მათ დაემატებიან ექთნებიც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობისას, სამინისტრო, პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება წარმატებისათვის საჭირო ყველა ზომას მიიღებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ სამედიცინო მიმართულებების კიდევ უფრო გაუმჯობესება.
„მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ ბენეფიციარს, რომ მათ შეძლონ და დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ამისთვის სახელმწიფო ძალისხმევას ნამდვილად არ დაიშურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„პროცესი [ ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა] ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ვინც მოგვმართა, ყველამ შეძლო, რომ აბსოლუტურად ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი, რომელიც მათ სურდათ. გარკვეულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რომელიც პრაქტიკულად მეტყველებს იმაზე, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. მომავალშიც ყველა ის სერვისი, რომელიც სჭირდებათ ადამიანებს, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, მათზე ორიენტირებით წარიმართება და პროცესი იქნება შეუქცევადი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„ეს აუცილებელი სავალდებულო პროცედურა იყო იმისთვის, რომ მთელი კონტროლი ნარკოჩანაცვლებით თერაპიაზე მომხდარიყო ერთიანად – როგორც ერთი, ისე მეორე პროგრამა ყოფილიყო სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რათა ჩვენი ახალგაზრდები, მომავალი თაობა მაქსიმალურად ავარიდოთ ნარკოდამოკიდებულებას, ხოლო ისინი, ვისაც ესაჭიროებათ ნარკოჩანაცვლებითი თერაპია, მოხვდნენ სახელმწიფოს კონტროლქვეშ, მიიღონ ადეკვატური თერაპია“, – განაცხადა ლომინაძემ.
დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სამუშაოები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. სექტორის განსავითარებლად კიდევ ერთი ცვლილება მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაა. საპილოტე პროგრამა 6 კლინიკაში უკვე ამოქმედდა.
ვაკო მეზურნიშვილი დეტალებით.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi