პარასკევი, მაისი 8, 2026
მთავარისამინისტრო„სამინისტრო იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი ფაქტთან, რასაც პაციენტისთვის, უსამართლო ფასის შეთავაზება ჰქვია“ -...

„სამინისტრო იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი ფაქტთან, რასაც პაციენტისთვის, უსამართლო ფასის შეთავაზება ჰქვია“ – მიხეილ სარჯველაძე, ფარმაცევტული კომპანიების 560 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, ფარმაცევტულ სფეროსთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად გამოითქმის საყვედურები, კონკურენციის ნაკლებობასა და ფასების ხელოვნურად ზრდაზე. ხშირ შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად არგუმენტირებულია.

ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ვითარების გასაუმჯობესებლად, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები კი იძლევა სიგნალს, რომ მუშაობა გასაგრძელებელია, რათა პაციენტებმა სამართლიანი ფასით ისარგებლონ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, კონკურენციის სააგენტოს მიერ, ოთხი ფარმაცევტული კომპანიის 560 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევით დაადასტურა, ოთხი კომპანიის მხრიდან, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატა მედიკამენტებზე, არასამართლიანი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი ფასების დაწესებით.

„მანკიერებები, რომლებიც ამ შესწავლამ გამოავლინა მათ შორის, ფასნამატში, ამ კატეგორიის ხარჯების შეყვანა, აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა იმ პროცესებზეც ისაუბრა, რის გამოც უწყებამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არსებობდა აბსოლუტურად არგუმენტირებული, კარგად დასაბუთებული ვარაუდი, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა მსგავს მანკიერებებს.

მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების კონტროლის მიზნით, მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს ნიშნავს, მათ შორის რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, შესაძლოა, გაფართოებაზეც ვისაუბროთ და ა.შ. მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, არის პრაქტიკები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ეს პოზიცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება.

სადაც აღმოჩნდება მსგავსი ვითარება, როდესაც წავაწყდებით და საამისოდ საკმარისი არგუმენტები იქნება, ბუნებრივია, ყოველთვის მივმართავთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სტრუქტურებს, რომლებსაც სამართალდარღვევაზე რეაგირება ევალება. სამინისტრო ამ შესაძლებლობას ყოველთვის გამოიყენებს და იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი ფაქტთან, რასაც პაციენტისთვის, უსამართლო ფასის შეთავაზება ჰქვია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებულმა რეგულაციებმა ხელი შეუწყო მსგავსი კონკურენციის დეფიციტის აღმოფხვრას და შესაბამისად, უფრო მეტად გაჯანსაღდა ბაზარი. თუმცა, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ სადღაც, რაღაც პროცესი არასწორი მიმართულებით წავიდეს. ამას მუდმივად თვალს ვადევნებთ და როგორც კი გაჩნდება კონკრეტული მიმართვის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო არ დააყოვნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

  როგორ მივიღოთ გეგმური ამბულატორიული მომსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights