სხვა

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი, მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, განვითარდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდეთ, ან შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვერ ვხედავთ. ზოგადად, სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარება ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული, მაშინ როდესაც არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც არის უმწვავესი დეფიციტები“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა, რამაც დეფიციტური პროფესიების განსაზღვრა განაპირობა.
„ჩამონათვალში არის, მაგალითად, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა და სხვა. რეალურად მწვავე საჭიროებები არის თუ არა, შეგვიძლია, ვკითხოთ კლინიკებს, შესაძლოა, ისინი ყველაზე მეტად აღიქვამდნენ რეალურად არსებულ დეფიციტებს – ყველგან აღმოვაჩენთ, რომ ამ მიმართულებებით, არსებობს კონკრეტული საჭიროებები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ საჭიროებებს განსაზღვრავს ერთის მხრივ, სტატისტიკური მაჩვენებლები, მაგალითად, მთელ მსოფლიოში, ყოველ 100 000 მოსახლეზე, უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის ფსიქიატრი. მეორეს მხრივ, არსებული რეგულაციების მიხედვით, მაგალითად, კარდიოქირურგიის, ან ნეიროქირურგიის მიმართულებით, ყველა კლინიკაში გარკვეული რაოდენობის პაციენტებზე, ან თითოეულ ლიცენზიაზე, აუცილებელია კონკრეტული რაოდენობის პროფესიონალი. ამ რაოდენობის პროფესიონალი, საქართველოში, არ არსებობს. არის ისეთი სპეციალობები, სადაც შესაძლოა, ახლებური რეგულაციების საჭიროებაც გამოიკვეთოს და ამაზეც მუშაობს პროფესიული განვითარების საბჭო. მაგალითად, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. მიუხედავად ერთიანი ლიცენზიის ქონისა, ცალკეული ექიმები, უმრავლეს შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას და რეკონსტრუქციული მიმართულებით, სამწუხაროდ, უმწვავესი დეფიციტები არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უმცროს ექიმებს, მხოლოდ შესაბამისი გამოცდების გავლისა და კვალიფიკაციის დადასტურების შემდეგ მიეცემათ სერტიფიცირების შესაძლებლობა.
„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უმცროს ექიმებად ბევრი წლის განმავლობაში იმუშავეს და ეს ლეგალური პროფესიაა. მანამდე, მათ, გაიარეს საგანმანათლებლო პირველი ეტაპი, ჩააბარეს გამოცდა, დაიწყეს უმცროს ექიმად მუშაობა და დიდი გამოცდილება დააგროვეს, ზოგმა – წლებით იმაზე მეტიც, ვიდრე რეზიდენტურაა. რა თქმა უნდა, ისინი იმსახურებენ შანსს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიეცეთ შესაძლებლობა, გახდნენ ექიმები – მოიპოვონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში, ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა – ერთის მხრივ, დეფიციტური პროფესია შეიძლება შეივსოს და მეორეს მხრივ, ამ ადამიანებისთვისაც ეს შანსია. თუმცა, აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ იქნება მუდმივი გადაწყვეტა, ცვლილება ერთჯერადი სახისაა და მოქმედებს მხოლოდ 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე. ამავე დროს, არ შეიძლება გავჩერდეთ – რეზიდენტურის რეფორმა, პროფესიების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვა – მუდმივი განახლება გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეხვედრაზე, განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, უკვე მიღწეული შედეგები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
შინმოვლის პროგრამა მიზნად ისახავს მოსარგებლეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ყოველდღიურ საქმიანობაში მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობას. პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანებია: ინსტიტუციონალიზაციისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენცია, ბენეფიციართა სახელმწიფო ზრუნვაში მოხვედრის ალბათობის შემცირება და ოჯახების მხარდაჭერა.
მომსახურებას მრავალდარგობრივი გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული. ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება.
მინისტრმა, მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს, შესრულებული პროფესიული საქმიანობისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა.
მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელიც ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ოჯახების მხარდაჭერას ემსახურება.
ამასთან, მინისტრის თქმით, მსგავსი პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის, უმნიშვნელოვანესია ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების ეფექტიანი თანამშრომლობა, რაც იმერეთის რეგიონში წარმატებით ხორციელდება.
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მხრიდან აღინიშნა, რომ პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს და პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა.
შეხვედრას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და მისი პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი ესწრებოდნენ.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ცნობილი გაზიანი სასმელები, განსაკუთრებით „კოლა“, არ არის უბრალოდ ტკბილი სიამოვნება.
მეცნიერები გვაჩვენებენ, რომ ერთი ბოთლის მიღების შემდეგ თქვენი ორგანიზმი მძიმე პროცესებს გადის უკვე პირველივე საათში. გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს!
პირველი 10 წუთი
ორგანიზმში ერთბაშად ხვდება დაახლოებით 10 ჩაის კოვზი შაქარი.
ფოსფორის მჟავა დროებით აჩერებს პირღებინების რეფლექსს, რადგან ასეთ შაქრის სიჭარბეს სხეული ბუნებრივად ვერ იტანს.
პირველი 20 წუთი
სისხლში შაქრის მკვეთრი ზრდა იწვევს ინსულინის „აფეთქებას“.
ღვიძლი იწყებს ჭარბი შაქრის გარდაქმნას ცხიმად.
პირველი 40 წუთი
კოფეინი უკვე შეიწოვება: თვალის გუგები ფართოვდება, წნევა იმატებს, ღვიძლი კიდევ უფრო მეტ ცხიმს გამოყოფს.
ტვინის ადენოზინის რეცეპტორები ბლოკირდება, რის გამოც დაღლილობას დროებით ვერ გრძნობთ.
პირველი 45 წუთი
ფოსფორის მჟავა „აკავებს“ კალციუმს, მაგნიუმსა და თუთიას ნაწლავებში.
შაქარი ზრდის კალციუმის გამოყოფას შარდის გზით.
60 წუთი — შედეგი
კოფეინი მოქმედებს როგორც დიურეტიკი: ორგანიზმიდან გარეცხილი ხდება კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ნატრიუმი და ელექტროლიტები.
იწყება „შაქრის ვარდნა“ — გაღიზიანება, დაღლილობა და ენერგიის მოშლა.
სხეული კარგავს სითხესთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მინერალებს.
მართლა ასე ცუდია ერთ–ერთხელ „კოლას“ დალევა?
ერთჯერადი მოხმარება კატასტროფა არ არის, მაგრამ რეგულარული მიღება იწვევს ქრონიკულ რისკებს: სიმსუქნეს, დიაბეტს, ოსტეოპოროზს და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს.
უკეთესია „დიეტური კოლა“?
არა. ხელოვნური დამატკბობლები (ასპარტამი, სუკრალოზა) ასევე დაკავშირებულია მეტაბოლურ და ნევროლოგიურ რისკებთან.
რა შეიძლება იყოს ალტერნატივა?
წყალი, ყინულით ან ლიმონით. ასევე უშაქრო ჩაი ან მინერალური წყალი.
მოკლედ
• 1 ბოთლი „კოლა“ = 10 ჩაის კოვზი შაქარი
• ინსულინის აფეთქება და ცხიმის დაგროვება
• კოფეინის სტიმულაცია + წნევის მომატება
• კალციუმის და მინერალების დაკარგვა
• „შაქრის ვარდნა“ + დაღლილობა და გაღიზიანება
შედეგი: ერთი საათის სიამოვნება — წლების ჯანმრთელობის საფასურად.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD).
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
ლიტერატურა
1. Malik VS, Hu FB. Sugar-sweetened beverages and health: where does the evidence stand? Am J Clin Nutr. 2011;94(5):1161–1162. doi:10.3945/ajcn.111.025064
2. Vartanian LR, Schwartz MB, Brownell KD. Effects of soft drink consumption on nutrition and health: a systematic review and meta-analysis. Am J Public Health. 2007;97(4):667–675. doi:10.2105/AJPH.2005.083782
3. Hu FB. Resolved: there is sufficient scientific evidence that decreasing sugar-sweetened beverage consumption will reduce the prevalence of obesity and obesity-related diseases. Obes Rev. 2013;14(8):606–619. doi:10.1111/obr.12040
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ
პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi