სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარისამინისტრომომსახურებას მრავალდარგობრივი გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის...

მომსახურებას მრავალდარგობრივი გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული. ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იმერეთის რეგიონში, შინმოვლის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროგრამის ექიმებსა და სოციალურ მუშაკებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე, განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, უკვე მიღწეული შედეგები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

შინმოვლის პროგრამა მიზნად ისახავს მოსარგებლეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ყოველდღიურ საქმიანობაში მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობას. პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანებია: ინსტიტუციონალიზაციისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენცია, ბენეფიციართა სახელმწიფო ზრუნვაში მოხვედრის ალბათობის შემცირება და ოჯახების მხარდაჭერა.

მომსახურებას მრავალდარგობრივი გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული. ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება.

მინისტრმა, მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს, შესრულებული პროფესიული საქმიანობისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა.

მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელიც ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ოჯახების მხარდაჭერას ემსახურება.

ამასთან, მინისტრის თქმით, მსგავსი პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის, უმნიშვნელოვანესია ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების ეფექტიანი თანამშრომლობა, რაც იმერეთის რეგიონში წარმატებით ხორციელდება.

სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მხრიდან აღინიშნა, რომ პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს და პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა.

შეხვედრას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და მისი პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი ესწრებოდნენ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights