სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარისამინისტრო„პრობლემა თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში, მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და...

„პრობლემა თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში, მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება“-მიხეილ სარჯველაძე

„პრობლემა თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში, მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება.

რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი, მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, განვითარდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდეთ, ან შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვერ ვხედავთ. ზოგადად, სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარება ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული, მაშინ როდესაც არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც არის უმწვავესი დეფიციტები“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა, რამაც დეფიციტური პროფესიების განსაზღვრა განაპირობა.

„ჩამონათვალში არის, მაგალითად, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა და სხვა. რეალურად მწვავე საჭიროებები არის თუ არა, შეგვიძლია, ვკითხოთ კლინიკებს, შესაძლოა, ისინი ყველაზე მეტად აღიქვამდნენ რეალურად არსებულ დეფიციტებს – ყველგან აღმოვაჩენთ, რომ ამ მიმართულებებით, არსებობს კონკრეტული საჭიროებები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ საჭიროებებს განსაზღვრავს ერთის მხრივ, სტატისტიკური მაჩვენებლები, მაგალითად, მთელ მსოფლიოში, ყოველ 100 000 მოსახლეზე, უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის ფსიქიატრი. მეორეს მხრივ, არსებული რეგულაციების მიხედვით, მაგალითად, კარდიოქირურგიის, ან ნეიროქირურგიის მიმართულებით, ყველა კლინიკაში გარკვეული რაოდენობის პაციენტებზე, ან თითოეულ ლიცენზიაზე, აუცილებელია კონკრეტული რაოდენობის პროფესიონალი. ამ რაოდენობის პროფესიონალი, საქართველოში, არ არსებობს. არის ისეთი სპეციალობები, სადაც შესაძლოა, ახლებური რეგულაციების საჭიროებაც გამოიკვეთოს და ამაზეც მუშაობს პროფესიული განვითარების საბჭო. მაგალითად, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. მიუხედავად ერთიანი ლიცენზიის ქონისა, ცალკეული ექიმები, უმრავლეს შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას და რეკონსტრუქციული მიმართულებით, სამწუხაროდ, უმწვავესი დეფიციტები არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უმცროს ექიმებს, მხოლოდ შესაბამისი გამოცდების გავლისა და კვალიფიკაციის დადასტურების შემდეგ მიეცემათ სერტიფიცირების შესაძლებლობა.

„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უმცროს ექიმებად ბევრი წლის განმავლობაში იმუშავეს და ეს ლეგალური პროფესიაა. მანამდე, მათ, გაიარეს საგანმანათლებლო პირველი ეტაპი, ჩააბარეს გამოცდა, დაიწყეს უმცროს ექიმად მუშაობა და დიდი გამოცდილება დააგროვეს, ზოგმა – წლებით იმაზე მეტიც, ვიდრე რეზიდენტურაა. რა თქმა უნდა, ისინი იმსახურებენ შანსს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიეცეთ შესაძლებლობა, გახდნენ ექიმები – მოიპოვონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში, ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა – ერთის მხრივ, დეფიციტური პროფესია შეიძლება შეივსოს და მეორეს მხრივ, ამ ადამიანებისთვისაც ეს შანსია. თუმცა, აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ იქნება მუდმივი გადაწყვეტა, ცვლილება ერთჯერადი სახისაა და მოქმედებს მხოლოდ 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე. ამავე დროს, არ შეიძლება გავჩერდეთ – რეზიდენტურის რეფორმა, პროფესიების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვა – მუდმივი განახლება გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

  „ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯია გადადგმული. უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიებია დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი“-გიორგი ცაგარეიშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights