პარასკევი, მაისი 8, 2026

„რაც მოვითხოვე (ხარისხის სერტიფიკატები), კომპანიამ უკვე დადო — მადლობა! ღმერთს მადლობა, რომ ეს პროდუქცია არ არის იმ ინდოეთის ქარხნიდან, სადაც 22 ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა“ – გიორგი ფხაკაძე

„რაც მოვითხოვე (ხარისხის სერტიფიკატები) კომპანიამ უკვე დადო — მადლობა! ღმერთს მადლობა, რომ ეს პროდუქცია არ არის იმ ინდოეთის ქარხნიდან, სადაც 22 ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა“ - გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ხარისხის სერტიფიკატები კომპანიამ უკვე დადო — მადლობა!

„რაც მოვითხოვე (ხარისხის სერტიფიკატები) კომპანიამ უკვე დადო — მადლობა!
ღმერთს მადლობა, რომ ეს პროდუქცია არ არის იმ ინდოეთის ქარხნიდან, სადაც 22 ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა.
თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმოდგენილი სერტიფიკატების ნაწილი ყალბია! უახლოეს დღეებში დეტალურ პასუხსაც წარვადგენ“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
ხარისხიანი დანამატები მოძებნეთ აქ  www.supplement.ge

ხალხური მედიცინის სპეციალისტმა არუნ ხათრიმ ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ბრალდებებს უპასუხა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ახლა ვიღაც ექიმმა თქვა, რომ ეს სერტიფიკატი ყალბია…“  – არუნ ხათრი გიორგი ფხაკაძეს

„ახლა ვიღაც ექიმმა თქვა, რომ ეს სერტიფიკატი ყალბია...“  - არუნ ხათრი გიორგი ფხაკაძეს
#post_seo_title

ხალხური მედიცინის სპეციალისტმა არუნ ხათრიმ ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ბრალდებებს უპასუხა.

ხათრი ამბობს, რომ მის კომაპნიას ყველა საბუთი და სერტიფიკატი აქვს, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული…

ახლა ვიღაც ექიმმა თქვა, რომ ეს სერტიფიკატი ყალბია, მე ამ თემაზე ვიდეოს აღარ ჩავწერ…“

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ წარმოდგენილი სერტიფიკატების ნაწილი ყალბია.

„როგორც მოსალოდნელი იყო, წარმოდგენილი სერტიფიკატების ნაწილი ყალბია! უახლოეს დღეებში დეტალურ პასუხსაც წარვადგენ“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდი „ნუკი კოსმეტიკი“, კერძოდ, ვიტამინების დანამატი გააკრიტიკა.
გიორგი ფხაკაძემ ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს ოფიციალური განცხადებით მიმართა.
“საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის – PHIG” ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ „Herbal Healing“-ის მიერ წარმოებული პროდუქტი — (საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „აშვაგანდა“; აღნიშნული პროდუქცია ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ ბლოგერ Arun Khatri-ს ) — არ არის რეკომენდირებული და მისი გაყიდვა საქართველოში მიმდინარეობს მოქმედი რეგულაციების დარღვევით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დემენციით სიკვდილის რისკს 30%-ით ამცირებს – კვლევა

არასწორი კვება, პირდაპირ კავშირშია დემენციის და პარკინსონის დაავადების, დეპრესიის, ასევე, დიაბეტის, კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებთან

🎯 როგორ ამცირებს ფიზიკური აქტივობა დემენციის მქონე ადამიანებში სიკვდილის რისკს – ახალი კვლევის დასკვნები

ახალი სამეცნიერო მიგნებები მოწმობს, რომ ნებისმიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს დემენციის მქონე პაციენტებში სიკვდილის რისკს 30%-ით.
ეს შედეგები დაფიქსირდა პრესტიჟულ გამოცემაში – British Journal of Sports Medicine (BJSM) – გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც სამხრეთ კორეიდან 60,000 დემენციის მქონე პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა.

🔬 კვლევის ძირითადი მიგნებები

  • მონაწილეთა საშუალო ასაკი შეადგენდა 74 წელს.

  • 75%-ს ჰქონდა ალცჰეიმერის ტიპის დემენცია, 12.5%-ს – ვასკულარული ტიპი, ხოლო დანარჩენები სხვა ფორმებს განეკუთვნებოდნენ.

  • ფიზიკური აქტივობა, როგორც დიაგნოზამდე, ისე მის შემდეგ, ასოცირდებოდა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან.

  • რაც უფრო რეგულარულად და ხანგრძლივად ახორციელებდა პაციენტი ვარჯიშს, მით უფრო დაბალი იყო მისი სიკვდილის რისკი.


🏃‍♀️ რომელი აქტივობა ითვლება სასარგებლოდ?

კვლევაში ფიზიკური დატვირთვა დაყოფილია ინტენსივობის მიხედვით:

✅ მსუბუქი ინტენსივობა:

  • 30 წუთზე მეტი სიარული ნელ ტემპში.

✅ ზომიერი ინტენსივობა:

  • სწრაფი სიარული,

  • ჩოგბურთი,

  • ველოსიპედით ნორმალური ტემპით მოძრაობა (30+ წუთი).

✅ მაღალი ინტენსივობა:

  • სირბილი,

  • აერობიკა,

  • სწრაფი ველოსიპედით სიარული (20 წუთის განმავლობაში).

📅 რეკომენდებული ვარჯიშის გრაფიკი

მეცნიერები გვირჩევენ შემდეგს:

  • მსუბუქი აქტივობა – კვირაში მინიმუმ 5-ჯერ, ყოველ ჯერზე 30 წუთი ან მეტი.

  • მაღალი ინტენსივობის დატვირთვა – კვირაში 3 ან მეტი დღე, მინიმუმ 20 წუთით.

მათ, ვინც ამ რჩევებს იცავს, სიკვდილის რისკი 30%-ით ნაკლები აქვთ იმ პირებთან შედარებით, ვინც უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევს.

🧠 ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიში პროფესიები – ვინ არის რისკის ქვეშ?

ფიზიკური აქტივობა არამარტო დემენციის, არამედ ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
არსებობს პროფესიები, რომლებიც ფსიქოლოგიური სტრესისა და გადატვირთვის გამო უფრო მეტად განიცდიან ფსიქიკურ პრობლემებს.

📌 მაღალი რისკის ჯგუფი:

  • სამხედროები,

  • მაშველები და გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები,

  • სოციალური მუშაკები.

📌 ემოციური რისკის ქვეშ:

  • მასწავლებლები,

  • მდივნები,

  • ჟურნალისტები,

  • მსახიობები.

📉 ამ პროფესიული ჯგუფებისთვის დამახასიათებელია:

  • ზეგანაკვეთური შრომა,

  • ბიუროკრატიული გადატვირთვა,

  • დაბალი ანაზღაურება,

  • რუტინა და მონოტონურობა,

  • სამუშაოს არასწორი დაგეგმვა და ორგანიზება.

🧬 ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გავლენიან ფაქტორებს ასევე განეკუთვნება პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა ემოციური მდგრადობა, სტრესისადმი წინააღმდეგობა და თვითრეგულაციის უნარი.

🔚 დასკვნა

ფიზიკური აქტივობა – თუნდაც მსუბუქი – არ არის მხოლოდ ცხოვრების ხარისხის ამაღლების საშუალება. ის შეიძლება იქცეს დემენციით დაავადებულ ადამიანებში სიცოცხლის გახანგრძლივების მნიშვნელოვან იარაღად.
ასევე, რეგულარული ვარჯიში მოქმედებს როგორც პროფილაქტიკური მექანიზმი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვინც მაღალი სტრესის ან ემოციური დატვირთვის მქონე პროფესიაში მუშაობს.

👉 დაიწყეთ მარტივი სიარულით დღეში 30 წუთით – თქვენი ტვინი და სხეული მადლობას გეტყვიან!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თავი დააღწიეთ ხელების დაბუჟებას ამ სამკურნალო მეთოდებით – სისხლძარღვების გაწმენდის ეფექტური საშუალება

თავი დააღწიეთ ხელების დაბუჟებას ამ სამკურნალო მეთოდებით - სისხლძარღვების გაწმენდის ეფექტური საშუალება
#post_seo_title

სისხლძარღვების გაწმენდის ეფექტური საშუალება. უკვე წლებია თავი დავაღწიე ხელების დაბუჟებას ამ სამკურნალო მეთოდებით

ხელების დაბუჟება წლების განმავლობაში დისკომფორტს მიქმნიდა და ბევრ რამეში ხელს მიშლიდა. ხშირად მჭირდებოდა სხეულის პოზიციის შეცვლა, დასვენება, წინააღმდეგ შემხვევაში ძალიან მაწუხებდა დაბუჟება. მივმართე ექიმს, ვიღებდი წამლებს, მაგრამ უშედეგოდ.

მკურნალობის კურსი გარკვეული ეტაპი შედეგიანი იყო, თუმცა დროის გასვლის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

შევიმოწმე სისხლძარღვები ხელზე და აღმოჩნდა, რომ ისინი იდაყვიდან თითებამდე 30 %-ით ფუნქციონირებდა, ხოლო მხრიდან იდაყვამდე – 50 %-ით. აღმოვაჩინე  ხალხური საშუალებები და  სისხლძარღვების გაწმენდა ტიბეტური მეთოდის მიხედვით ნივრის ნაყენით დავიწყე.

დავიწყე 1 წვეთი ნივრის ნაყენისა და რძის ნარევით და ავედი ნივრის ნაყენის 25 წვეთამდე. განაგრძე კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ნუ თვლით გაციების ეპიზოდებს“ – ბავშვის რამდენი გაცივებაა წლის განმავლობაში ნორმალური

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვები
#post_seo_title

 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ბავშვების სეზონური ვირუსებით ავადობის შესახებ ისაუბრა:

დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა. ცხვირიდან გამონადენი და სურდო, რა თქმა უნდა, ნაკლები რისკის შემცველია. ამის უკან ძალიან ხშირად დგას ან ძველი კორონავირუსი, ან რინოვირუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაციებულია, მაგრამ სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ნუ გაუშვებთ გაციებულ ბავშვს საბავშვო ბაღში, სკოლაში. ის სხვებისთვის რისკის შემცველია. აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. რჩევა გვაქვს, რომ ამ დროს ბავშვს დამატებით მისცეთ სითხე, ჩაი, რძე, მინერალური წყალი. სითხის დამატებით მიცემა და ტემპერატურის კონტროლი არის ბავშვის მოვლის აუცილებელი ნაწილი.

ბავშვის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ვუვლით თუ არა სწორად მას, გვაქვს თუ არა ფანჯრები ღია, ვანიავებთ თუ არა ოთახს, ვასუფთავებთ თუ არა მის გარშემო საგნებს სველი წესით. რინოვირუსის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ვეცადოთ ბავშვის იზოლირებას. ნუ შევუზღუდავთ მას მოძრაობას, უბრალოდ შეზღუდვა გვაქვს კონტაქტების. ნუ გავუშვებთ ბავშვს ბაღში. შეიძლება ერთი ბავშვისთვის ვირუსი აღმოჩნდეს მსუბუქი და მეორე ბავშვს გაურთულდეს. ბავშვი ბინის პირობებში უნდა იყოს იზოლირებული.

ვერცერთი ბავშვი ვერ გაიზრდება რესპირაციული ვირუსების გადატანის გარეშე. ეს წარმოუდგენელია. ჩვენთვის მთავარია არა ავადობის სიხშირე, არამედ მისი სირთულე. წლის განმავლობაში 10 გაციება ნორმალურია. ნუ თვლით გაციების ეპიზოდებს. ნუ ჩათვლით, რომ ეს ბავშვის სუსტი იმუნური პასუხის მიმანიშნებელია, სრულებითაც არა!“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი მხარს უჭერს წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანსა და მის უფლებებზე ორიენტირებული და სამართლიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაში

ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი მხარს უჭერს წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანსა და მის უფლებებზე ორიენტირებული და სამართლიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაში
#post_seo_title

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 17-19 სექტემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა ქ. ერევანში ჩაატარა QualityRights-ის სასწავლო სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლიტიკის შემქმნელები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები და სოციალური მომსახურების მიმწოდებლები საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვიდან. ტრენინგის მიზანი იყო ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ადამიანისა და პაციენტის უფლებებისა და გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. ასევე მომსახურების მიწოდებისას იძულების აღკვეთა.
ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ მიდგომებს, მათ შორის დეესკალაციის ტექნიკებს, გამოჯანმრთელების დაგეგმვასა და სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების სტრატეგიებს.
გამოჯანმრთელებასა და პაციენტის უფლებებზე ორიენტირებული მოვლა ეფექტური ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემების ქვაკუთხედია. ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი მხარს უჭერს წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანსა და მის უფლებებზე ორიენტირებული და სამართლიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაში.
ღონისძიება ჩატარდა DG-ENEST-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჯანმრთელობის მდგრადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში.
გაიგეთ მეტი – https://lnkd.in/dbGBvF-b

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე

აცერი და დაიცავი
#post_seo_title

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის/ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა პოლიკლინიკებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სწორი ცოდნა = დაცული ბავშვი – როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუ დაიკარგა?

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვები
#post_seo_title

როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუ დაიკარგა? რჩევები მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და საზოგადოებისთვის

შესავალი:
ბავშვის დაკარგვა – სერიოზული სტრესი როგორც თავად ბავშვისთვის, ასევე მშობლისა და გარემომცველი საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად სწრაფად ხდება, მნიშნელოვანია, მოზარდმა იცოდეს, როგორ უნდა მოიქცეს.

როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი მსგავს ვითარებაში მოქცევისთვის და როგორ უნდა იმოქმედონ, თუკი დაკარგულ ბავშვს გადააწყდებიან.

რა უნდა იცოდეს ბავშვმა, თუ დაიკარგა?

🔹 არ გადაადგილდეს შემთხვევითი მიმართულებით
თუ ბავშვი შენიშნავს, რომ ოჯახის წევრებს ჩამორჩა, პირველი რაც უნდა გააკეთოს, იმავე ადგილას გაჩერებაა. გადაადგილება მხოლოდ ზრდის ალბათობას, რომ კიდევ უფრო დაიკარგოს.

🔹 იცოდეს მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია
შვილს აუცილებად უნდა ჰქონდეს დაზეპირებული მშობლის ტელეფონის ნომერი და მისამართი. უმჯობესია, ჩანთაში ჰქონდეს პატარა ბარათზე დაწერილი ეს ინფორმაცია – სახელი, გვარი, ტელეფონი.

🔹 დარეკოს 112-ში ან სთხოვოს დახმარება უფროსს
მოწიფული ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პრობლემის შემთხვევაში უნდა დარეკოს 112-ზე, ან სთხოვოს უფროსს (წარმოდგენილი სამსახურის მქონეს – პოლიციელს, დაცვას, ან ფორმიან პირს), რომ გამოიძახოს პატრული.

🔹 ხმამაღლა მიმართოს ახლობლის სახელით
ხალხმრავალ ადგილას დაკარგვისას ბავშვმა შეიძლება დაიძახოს იმ ადამიანის სახელი, ვისთან ერთადაც იყო. ეს ასევე ზრდის პოვნის შანსს.

🔹 არ ჩაჯდეს ტრანსპორტში უცხოსთან ერთად
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა არ მიიღოს შეთავაზება გადაადგილების შესახებ უცნობი ადამიანისგან – ტრანსპორტით გადაადგილება ზრდის საფრთხეს.

როგორ უნდა მოამზადოს მშობელმა ბავშვი?

გაავარჯიშეთ კონკრეტული სცენარებით
დამატებითი კომუნიკაცია და სიმულაციური თამაშები საუკეთესო საშუალებაა ბავშვის ფსიქოლოგიური მზადებისთვის. მაგალითად: „როგორ უნდა მოიქცეს, თუ სკოლიდან გამოსულს დედა არ დაგხვდა?“

დაამზადეთ საკონტაქტო ბარათი
შვილის ჩანთაში უნდა იდოს ბარათი, რომელზეც იქნება მითითებული:

  • მშობლის სახელი და გვარი

  • ტელეფონის ნომერი

  • მისამართი

  • სკოლის დასახელება

განიხილეთ ყოველდღიური მარშრუტი
სანამ ბავშვი სკოლაში დამოუკიდებლად სიარულს დაიწყებს, ერთად გაიარეთ მარშრუტი რამდენჯერმე, დაარწმუნეთ, რომ იცის უსაფრთხო წერტილები – სად შეიძლება გაჩერდეს, ვინ შეიძლება ჰკითხოს რჩევა.

არ დააშინოთ – უთხარით სიმართლე თამაშით
ბავშვი არ უნდა შეშინდეს, არამედ დაზღვეული იყოს ცოდნით. სწავლის პროცესი უნდა წარიმართოს თამაშით – სთხოვეთ, ითამაშოს „მცირე დეტექტივი“, რომელიც სწორად გადაჭრის სიტუაციას.

„ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს – არ იფიქროს, რომ გზა თავად იპოვოს. ეს არასწორია. ყველა მშობელმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ დაკარგვის გამოცდილება შესაძლოა ცხოვრების მანძილზე ტრამვად დარჩეს ბავშვს. ამიტომ, პრევენცია უმთავრესია.“

როგორ უნდა მოიქცეს გამვლელი, თუ დაკარგულ ბავშვს ხედავთ?

👮‍♀️
თუ შემთხვევით ნახეთ დაკარგული ბავშვი:

  • დაიმახსოვრეთ: არ ჩაერიოთ აგრესიულად. მშვიდად უთხარით –
    „ნუ გეშინია, დაგეხმარები. ახლა პატრულს დავურეკავთ და მშობლებს ვიპოვით.“

  • ჰკითხეთ – სად ცხოვრობს, რომელ სკოლაში სწავლობს, რა ჰქვია დედას ან მამას. ეს ინფორმაცია უფრო ადვილად ახსენდებათ.

  • დაუკავშირდით 112-ს – ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

  • თუ მახლობლად პოლიციელი ან დაცვაა – მიჰმართეთ მათ. ფორმიან პირებს ბავშვები მეტად ენდობიან.

სკოლასა და სახელმწიფოს როლი

📘 სკოლები უსაფრთხოების განათლების სივრცედ
სპეციალისტები თვლიან, რომ სკოლებს უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა მსგავსი ინფორმაციის სისტემატურად მიწოდებაზე. საგნები, როგორიცაა „მე და საზოგადოება“, ან სპეციალური პროგრამები – როგორიცაა „ექიმის საათი“, კარგი პლატფორმაა ამ თემების გასაშუალებლად.

🟦 სახელმწიფოს როლი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მშობლების იმედზე ყოფნით – საჭიროა სისტემური მიდგომა, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/გაფართოება, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ცნობიერების ამაღლებას უსაფრთხოებაზე.

დასკვნა

ბავშვების უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ოჯახების საზრუნავი – ის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა. რაც უფრო მეტად ვასწავლით მოზარდებს, როგორ უნდა იმოქმედონ რთულ სიტუაციებში, მით უფრო ნაკლები იქნება სტრესული და საშიში შემთხვევები. ბავშვებმა უნდა იცოდნენ – რა ქნან, ვის მიმართონ და როგორ არ დაიბნნენ, ხოლო უფროსებმა – როგორ დაეხმარონ.

🔔 გახსოვდეთ: სწორი ცოდნა = დაცული ბავშვი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ამ მინიშნებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან გულის შეტევის წინაპირობად ითვლება

ამ მინიშნებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან გულის შეტევის წინაპირობად ითვლება
#post_seo_title

ამ მინიშნებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან გულის შეტევის წინაპირობად ითვლება.

ტკივილი გულ-მკერდის ცენტრში: ამ დროს გულ-მკერდის ცენტრში დისკომფორტი ხშირად მოვლითი ტკივილებით გამოიხატება. სიმძიმე თავის არეში: როდესაც გაწუხებთ თავის სიმძიმე, გიჭირთ სუნთქვა და ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ თითქოს ბევრი ირბინეთ აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. გულისრევა: სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ძვლების და წელის ტკივილი – გულის ამერიკული ასოციაციის განმარტებით, ეს სიმპტომები გულის შეტევას უკავშირდება. განაგრძეთ კითხვა

 

გულისა და ღვიძლის ორგანოიდების შექმნით, რომლებიც საკუთარ სისხლძარღვებს შეიცავს
#post_seo_title

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მშობლებსა თუ მასწავლებლებს გვინდა შევახსენოთ რომ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ბავშვებში მიოპიის (ახლომხედველობის) თავიდან აცილებაში

ახალი კვლევა - მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას, რა უნდა იცოდეთ
#post_seo_title

მხედველობის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ ბავშვების მხედველობას და თვალის სიჯანსაღეს.

ბავშვებში მხედველობის დაქვეითება მნიშვნელოვნად მოქმედებს აკადემიურ მოსწრებასა თუ სოციალურ ჩართულობაზე, თუმცა, ამ პრობლემის დაძლევა ხშირად მარტივადაა შესაძლებელი.
მშობლებსა თუ მასწავლებლებს გვინდა შევახსენოთ რომ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ბავშვებში მიოპიის (ახლომხედველობის) თავიდან აცილებაში.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, როგორ უნდა გამოვავლინოთ მიოპია 👇
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: სქელი ლორი და ტექსტიშეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტიშეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: სქელი ლორი, სათვალე და ტექსტიშეიძლება იყოს ამერიკული ფეხბურთი, ფეხბურთი და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: სქელი ლორი და ტექსტი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights