დისოციაციური იდენტურობის აშლილობა

0
277

პიროვნული გაორება (დისოციაციური იდენტურობის აშლილობა) – ფსიქიკური დაავდება, რომელსაც ახასიათებს ადამიანში მეორე პიროვნების გაჩენა. ფსიქიატრიაში გამოიყოფა სხვადასხვაგვარი ფორმის დისოციაციური აშლილობა, რომელთა დროს პაციენტში ხდება პირვონებაში ერთდროულად რამოდენიმე პიროვნების გაჩენა. ზოგჯერ ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადამიანში 100-ზე მეტი პიროვნება ჩნდება.
 
მიზეზები
დაავადება ჩნდება დისოციაციის წარმოქმნისას — ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმის, რომლის დროს პაციენტი იწყებს მომხდარი მოვლენების ისე აღქმას, თითქოს ეს სხვა ადამიანის თავს ხდება.
დაავადების მიზეზებია:
·         რთული ფსიქოლოგიური ტრავმები;
·         გადატანილი ფიზიკური ძალადობა;
·         ბავშვობაში გადატანილი ემოციური მომენტები;
·         ხანგრძლივი უძილობა.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         პაციენტში ორი ან მეტი პიროვნების დაფიქსირება;
·         ყოველი გაჩენილი გაორება პერიოდულად ახდენს ადამიანზე კონტროლს;
·         ხანგრძლივი მეხსიერების დარღვევა;
·         დროში ჩავარდნები;
·         ხასიათის მკვეთრი ცვლილებები;
·         პანიკური შეტევები;
·         დერეალიზაციის შეგრძნება;
·         ძილის დარღვევა;
·         საშიში აშლილობა;
·         საკვებზე უარის თქმა;
·         ჰალუცინაციის გაჩენა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         ელექტროენცეფალოგრამას;
·         თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         თავის ტივინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას.
დაავადება უნდა გაიმიჯნოს შიზოფრენიისგან, გონებრივი ჩამორჩენილობისგან, პიროვნული აშლილობისაგან, დემენციისგან.
 
მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:
·         ანტიდეპრესანტები;
·         ტრანკვილიზატორები;
·         ნეიროლეპტიკები;
·         ფსიქოთერაპევტული მკურნალობა;
·         ჰიპნოზი.
მკურნალობას დიდი დრო სჭირდება, ზოგ შემთხვევაში მთელი ცხოვრების მანძილზე.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:
·         ამნეზია;
·         დეპრესია;
·         დეპერსონალიზაცია.
შესაძლოა სუიციდის ჩადენის მცდელობა.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ქალები;
·         ადამიანები, ვისაც ბავშვობაში გადატანილი აქვთ ფსიქოლოგიური შოკი;
·         ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები.
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია;
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმთან მისვლა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ