საქართველო ევროპის პედიატრთა აკადემიის ფორუმს პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენციაზე ბავშვთა ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრა 30 აპრილს დაიწყო და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
“ეს არ არის მხოლოდ სამეცნიერო კონფერენცია. ძირითადი აქცენტი კეთდება პრაქტიკულ მედიცინაზე – როგორ უნდა დანერგოს საქართველოში პედიატრმა ის მიღწევები, რომელიც არსებობს ბავშვთა ასაკში – როგორც გავრცელებული, ისე იშვიათი დაავადებების მართვის თვალსაზრისით”, – აცხადებს პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

