პიროვნული გაორება (დისოციაციური იდენტურობის აშლილობა) – ფსიქიკური დაავდება, რომელსაც ახასიათებს ადამიანში მეორე პიროვნების გაჩენა. ფსიქიატრიაში გამოიყოფა სხვადასხვაგვარი ფორმის დისოციაციური აშლილობა, რომელთა დროს პაციენტში ხდება პირვონებაში ერთდროულად რამოდენიმე პიროვნების გაჩენა. ზოგჯერ ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადამიანში 100-ზე მეტი პიროვნება ჩნდება.
მიზეზები
დაავადება ჩნდება დისოციაციის წარმოქმნისას — ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმის, რომლის დროს პაციენტი იწყებს მომხდარი მოვლენების ისე აღქმას, თითქოს ეს სხვა ადამიანის თავს ხდება.
დაავადების მიზეზებია:
· რთული ფსიქოლოგიური ტრავმები;
· გადატანილი ფიზიკური ძალადობა;
· ბავშვობაში გადატანილი ემოციური მომენტები;
· ხანგრძლივი უძილობა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· პაციენტში ორი ან მეტი პიროვნების დაფიქსირება;
· ყოველი გაჩენილი გაორება პერიოდულად ახდენს ადამიანზე კონტროლს;
· ხანგრძლივი მეხსიერების დარღვევა;
· დროში ჩავარდნები;
· ხასიათის მკვეთრი ცვლილებები;
· პანიკური შეტევები;
· დერეალიზაციის შეგრძნება;
· ძილის დარღვევა;
· საშიში აშლილობა;
· საკვებზე უარის თქმა;
· ჰალუცინაციის გაჩენა.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· ელექტროენცეფალოგრამას;
· თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· თავის ტივინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას.
დაავადება უნდა გაიმიჯნოს შიზოფრენიისგან, გონებრივი ჩამორჩენილობისგან, პიროვნული აშლილობისაგან, დემენციისგან.
მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:
· ანტიდეპრესანტები;
· ტრანკვილიზატორები;
· ნეიროლეპტიკები;
· ფსიქოთერაპევტული მკურნალობა;
· ჰიპნოზი.
მკურნალობას დიდი დრო სჭირდება, ზოგ შემთხვევაში მთელი ცხოვრების მანძილზე.
საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:
· ამნეზია;
· დეპრესია;
· დეპერსონალიზაცია.
შესაძლოა სუიციდის ჩადენის მცდელობა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ქალები;
· ადამიანები, ვისაც ბავშვობაში გადატანილი აქვთ ფსიქოლოგიური შოკი;
· ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია;
· სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
· პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმთან მისვლა.
დისოციაციური იდენტურობის აშლილობა
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. დისოციაციური იდენტურობის აშლილობა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
