პლევრიტი — პლევრას ფურცლების ანთება, რომელსაც თან ახლავს მის ზედაპირზე ფიბრინული ნადების წარმოქმნა ან ღრუში ექსუდაცია.
მშრალი პრელვრიტის სიმპტომები:
· კანკალი;
· სისუსტე;
· ძილის დარღვევა;
· აუსკულტაციის დროს ხმაური;
· ზედაპირული სუნთქვა;
· ხველებისას ძლიერი ტკივილი;
· მჩხვლეტავი ტკივილი გულმკერდის არეში;
· სუნთქვის დროს გულმკერდის ასიმეტრიული მოძრაობა.
დიაფრაგმის მშრალი პლევრიტის სიმპტომები:
· სლოკინი;
· მეტეორიზმი;
· ნეკნებქვეშ ტკივილი;
· მუცლის პრესის ჰიპერტონუსი;
· გულმკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება.
ეკსუდატიური პლევრიტის სიმპტომები:
· ციანოზი;
· სისუსტე;
· ქოშინი;
· ოფლიანობა;
· მშრალი ხველა,
· სიმძიმე ზურგის არეში;
· მადის დაკარგვა;
· ნეკნებქვეშ ყრუ ტკივილი;
· სუნთქვისას ხმაური;
· სხეულის ფებრიალური ტემპერატურა;
· სუნთქვის დროს გულმკერდის ასიმეტრიული მოძრაობა.
· დისფაგია;
· ხმის ჩახლეჩვა;
· ყელისა და სახის შეშუპება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პულმონოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· პლევრალური პუნქცია;
· გულმკერდის რენტგენი;
· პლევრის ბიოპსია და ტორაკოსკოპია;
· ეკსუდატის ბაქტერიოლოგიური და ციტოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანალგეტიკები;
· იმუნომოდულატორები;
· ფიზიოთერაპიის კურსი;
· შარდმდენი პრეპარატები;
· გლუკოკორტიკოსტეროიდები,
· გულ-სისხლძარღვთა საშუალებები;
· არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
რისკის ჯგუფი
· ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანები;
· შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
· აივ-ინფიცირებულები;
· გადანერგილი შინაგანი ორგანოების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
პლევრიტის საუკეთესო პროფილაქტიკაა იმუნიტეტის გაძლიერება, ტუპერკულოზის, მწვავე პნევმონიის, რევმატიზმის დროული მკურნალობა, ასვე მოწევაზე უარის თქმა.
პლევრიტი
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
