პიკის დაავადება (შუბლ-საფეთქლისმიერი დემენცია) – ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა თავის ტვინის ქერქის ნივთიერების ატროფიის შედეგად, რასაც მივყავართ ტვინის ზომაში შემცირებამდე. თხელდება თავის ტვინის ქერქი, რამდენადაც კვდებიან ნეირონები. პროცესი იწვევს ნაცრისფერ და თეთრ ნივთიერებებს შორის საზღვრის წაშლას და ტვინის პარკუჭების გაზრდას. დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინის შუბლ-საფეთქლისმიერი ქერქის ნაწილები.
ზუსტი მიზეზები ბოლომდე დაუდგენელია.
ექიმები ვარაუდობენ, რომ ნიმან პიკის დაავადების მიზეზებია:
· გენეტიკური მიდრეკილება;
· თავის ტრავმები;
· ორგანიზმის ხანგრძლივი ინტოქსიკაცია;
· ტაუ-პროტეინის (თავის ტვინის განსაკუთრებული ცილა) მიმოცვლის დარღვევა თავის ტვინში.
პიკის დაავადების სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ქცევის დარღვევა (ბილწსიტყვაობა, იმპულსურობა, უტაქტობა, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, უაზროდ ჭამისკენ მიდრეკილება, გარშემომყოფების ქცევის მიბაძვა, სექსისადმი ინტერესის გაზრდა);
· ემოციონალური დარღვევები (გაზრდილი აგრესიულობა, გაღიზიანებულობა);
· მეტყველების დარღვევები (ერთმარცვლიანი ფრაზები, ნელი საუბარი, ძუნწსიტყვაობა, საგნების დასახელების გართულება);
· სიარულის დარღვევა (სიმყარის არქონა, ბარბაცი, ხშირი დაცემა);
· შარდის შეუკავებლობა.
თუ თქვენ აღმოაჩენთ მსგავს სიმპტომებს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სჯობს ზედემტად ფრთხილი იყოთ, ვიდრე მძიმედ დაავადებული.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ექიმი-ფსიქოთერაპევტი. თითოეული მათგანი ატარებს პაციენტის საერთო დათვალიერებას, რათა გამოავლინოს სოციალური ქცევის დარღვევები და არაადექვატურობა, რის შემდეგაც ინიშნება:
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· ელექტროენციფალოგრაფია.
პიკის დაავადების მკურნალობა
სამწუხაროდ, დაავადების პროგრესული სიმპტომების შემაფერხებელი მკურნალობის მეთოდები არ არსებობს.
ორგანიზმის გასაძლიერებლად ინიშნება:
· ჩანაცვლებითი თერაპია (ინჰიბიტორები აცეტილოქოლინესტერაზები, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, ანტიდეპრესანტები);
· ნეიროპროტექტორები;
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· არსებული ფსიქიკური დარღვევების ფარმაკოლოგიური კორექცია (ანტიდეპრესანტები, აგრესიის დამწევი პრეპარატები)
· ფსიქოთერაპია.
საშიშროება
რამდენადაც დაავადებისგან სრული განკურნება შეუძლებელია, 5-10 წლის შემდეგ ხდება პიროვნების ფსიქიკური რღვევა: მარაზმი, კახექსია.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:
· 50 წელს ზემოთ ადამიანები (განსაკუთრებით ქალბატონები);
· თავის ტვინის ტრავმების მქონე ადამიანები;
· ქიმიურ წარმოებაში მომუშავეები.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის პირველადი პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი სპეციალური მეთოდები არ არსებობს.
პიკის დაავადება
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
