პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიშენი ფიტნესიჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს.

“განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე – ონკოქირურგიის სერვისები.

2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია - "ფიტნეს აკადემია"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights