სამშაბათი, აპრილი 21, 2026

„ტრიპლდემია დაიწყო…“

24/11/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი – გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსია გააქტიურებული.

არაფერი განსაკუთრებული და სასწაული არ არის. ტრიპლდემია დაიწყო, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის – გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


თუ დაინფიცირდით, სასწრაფოდ ეს წამალი უნდა მიიღოთ – კარგი ამბავი გიორგი ფხაკაძისგან

04/11/2021

მორიგი კარგი ამბავი თანამედროვე მსოფლიოდან. როგორც ადრე გითხარით, ყოველ 2-3 კვირაში ახალი „კოვიდ” მედიკამენტები გამოჩნდებიან ბაზარზე. ზოგი იქნება პრევენციული, ზოგი – დამხმარე, და ასე შემდეგ.


Molnupiravir “მოლნუპირავირი” დამზადებულია კომპანია Merck “მერკი”-ს მიერ (ეს ის კომპანიაა, კოვიდვაქცინა რომ ჩაუვარდათ და მთელი რესურსები წამალზე გადაისროლეს). ისე, ანალოგიურ მედიკამენტზე ასევე მუშაობს კიდევ 5 მსხვილი კომპანია…

როგორ მუშაობს ეს წამალი: თუ დაინფიცირდით, უნდა მიიღოთ იმწუთასვე. რა ეფექტიანობა აქვს: წამლის მიღება ეხმარება პაციენტს, რომ უფრო იოლ ფორმაში გადაიტანოს კოვიდი და არ ამოყოს თავი რეანიმაციაში.


რა ღირს: ერთი პაციენტის მკურნსლობის კურსი ღირს 700$ (ფასდაკლებით)

სად შეიძლება შეიძინო: არსად, არც ერთ აფთიაქში არ გაიყიდება და იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ საავადმყოფოში (480,000 დოზა ნაყიდი აქვს ბრიტანეთს და 1.7 მილიონი დოზა – ამერიკას).

საქართველოს რა ამ ახალი ამბიდან: არაფერი ჯერჯერობით!

ქვეყანაშჯ ვაქცინაციის საკითხი არ არის მოგვარებული და ახალ წამლებზე ვინ არ რატომ უნდა ისაუბროს?!

ფაქტია: ფაიზერის ვაქცინა ღირს 17$ და კარგად მუშაობს. ჩინური 32$ ღირს, არ მუშაობს და მაინც “ტენიან” საქართველოში. რემდესივირი 2000-3000 ღირს, არაეფექტურია და მაინც “ტენიან” საქართველოში. რა გითხრათ, მსოფლიო სწავლობს შეცდომებზე და მიდის წინ.

დიახ. 2021 წელი არის კოვიდვაქცინების და კოვიდმედიკამენტების წელი!

დიახ. 2022 წელი არის კოვიდის კონტროლის წელი და მსოფლიოს ბევრ ადგილას (ძირითადად, მდიდარ ქვეყნებში) კოვიდი იქნება დამარცხებული!

მე მჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველო იქნება იმ ქვეყნების სიაში, სადაც კოვიდი იქნება კონტროლის ქვეშ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tu-dainfitsirdit-sastsrafod-es-tsamali-unda-miighot-kargi-ambavi-giorgi-fkhakadzisgan/


გაეროს გენმდივნის მრჩეველი: 94%-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება

16.10.2020 ImediNews


94 %-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ამას მეცნიერება ამბობს, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში, გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას.

„ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია. ჩვენ ნაჩქარევ ვაქცინას არ უნდა ველოდეთ, არც წელს გვექნება და არც მომავალ წელს. ვაქცინა არ გვექნება მალე! მეცნიერებასთან ასეთი თამაში და მოდი ახლა, ვაქცინა ორ წელიწადში გავაკეთოთ – არასწორია. შანსი 94%-ია, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ესაა მეცნიერება. ამას გიორგი ფხაკაძე კი არა, მეცნიერება ამბობს“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 124 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/167588/gaeros-genmdivnis-mrcheveli-94ia-shansi-rom-vaqtsina-saertod-ar-gveqneba

ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდებათ ეპიდემიოლოგებს, ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ეკონომიკას და…

28.05.2021 Rustavi2



ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდებათ ეპიდემიოლოგებს, ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ეკონომიკას და ამის ფასს გადავიხდით – გიორგი ფხაკაძე


ეპიდემიოლოგები საზოგადოებას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამი კლასიკური კორონავირუსისგან რთული მიმდინარეობით და სწრაფი გავრცელებით განსხვავდება.

“არავითარ შემთხვევაში მოდუნება არ შეიძლება, რადგან გამორიცხული არ არის, როდესაც ქვეყანაში ფიქსირდება თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ ვთქვათ, რომ ის აღარ გავრცელდება, ამისი გარანტია არ გვაქვს. შეიძლება ამ ადამიანებს ჰქონდათ გარკვეული კონტაქტები, დარწმუნებული ვარ, ალბათ ამ კონტაქტების მოძიება უზრუნველყოფილი იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, რათა არ მოხდეს ამ ინდური შტამის ისეთი მასიური გავრცელება და ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, რაც, მაგალითად, ვიხილეთ ინდოეთში,” – აცხადებს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.

ექიმები სწრაფად გადამდები შტამის გავრცელების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ დღის წესრიგში დადგეს არსებული რეგულაციების გადახედვის საჭიროება.

“კორონავირუსის ყველა შტამის პრევენციის გზა არის ერთნაირი – ეს არის დისტანცირება, პირბადის გამოყენება და ვაქცინაციის ჩატარება. იმის მიხედვით, რა მდგომარეობა იქნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და რეგიონში, უნდა გადაიხედოს რეგულაციები და მიმოსვლის აღდგენის საკითხიც,”- აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ქმედებებზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერი იქნება მეოთხე ტალღა.

“ჩვენზეა დამოკიდებული ამ მეოთხე ტალღას როგორ შევაჩერებთ. ანუ, ჩვენ ვიცით რაც არის გასაკეთებელი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ეპიდემიოლოგებს, ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ეკონომიკას. ვაღიაროთ, უკვე ყველა იმაზე თანხმდება – ეპიდემიოლოგიური მოსაზრებები გადაწეულია მეათე პლანზე და პირველ პლანზეა ეკონომიკა და პოლიტიკური სიტუაცია და ამის ფასს ჩვენ გადავიხდით, ამის მაგალითი ინდოეთია,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/200248


გიორგი ფხაკაძე – “სასიხარულო ამბავი სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის”

25/10/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე პანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


„საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.
პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები,
შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).


დასკვნა:
საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო,
საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს),
საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი – 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს),
მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი,
აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე,
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/09/giorgi-phkhakadze-sasikharulo-ambavi-sinovakis-vaqtsinith-atsrilebisthvis/



„ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება“ – გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

22/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:

ლინკი:

https://old.primetime.ge/es-aris-bombi-aset-doneze-datsema-ar-sheidzleba-rats-dghes-mokhda-sameditsino-kutkhit-araetikuria-giorgi-fkhakadze-shezghudvebis-mokhsnaze


„ასეთი უგულებელყოფა მედიცინის, მეცნიერების და საღი გონების, რაც საქართველოში ხდება, მსოფლიოში არსად მინახავს. შესაძლოა, ადამიანი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს, მაგრამ ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება.


რუსეთში ახალ ინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა დაავადებული. ბრიტანეთში – თითქმის 100%. სიგნალები მოდის აშშ-იდან და ევროპიდანაც. საუბარია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ მეორე დოზამდე ინტერვალი 8-12 კვირიდან 4 კვირაზე დაიყვანონ. ვიცით, რომ ორჯერ ვაქცინირებული ადამიანი უფრო უსაფრთხოა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ფიზიკურად არ არის, ვხსნით ქვეყანას, რის საფუძველზე?! მესამე ტალღა ქვეყანაში არ დასრულებულა.


ვწუხვარ, -პერმიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისი სპეციალისტები და ექსპერტები თანამდებობებიდან არ გადადგნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მე რომ ვყოფილიყავი, გადავდგებოდი.


ის, რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია. ყველაზე მთავარია, რომ ამას არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან არაფერი აქვს საერთო. ჯერ ვაქცინა ჩამოიტანონ და შემდეგ მოხსნან პირბადე. როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში რესტორნის გახსნა. ხალხი ვაქცინირებული არ არის და შენ ყველაფერი გახსნილი გაქვს. ეს მოკლევადიანი პოპულიზმია. ხელისუფლებამ იცის, რომ ადამიანების გულს 2-3 თვე მოიგებენ, ჩვენი მთავრობა გრძელვადიან პერსპექტივებზე და გეგმებზე არ ფიქრობს.


პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ სამედიცინო კუთხით დასკვნა ასეთია – ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურ-პოპულისტური და ისეთი ხელმძღვანელების მიერ მიღებული, რომელთაც იციან, ქვეყანას ახლო მომავალი ვეღარ მართავენ. ეს არის ბომბი, რომელიც ზაფხულში აფეთქდება“.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.


„დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება, სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ბავშვები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მონაწილეობას ვერ მიიღ

15.01.2021 ImediNews



გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან პანდემიის გამო, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, ჭარბწონიანი ბავშვებისთვის არის საშიში კორონავირუსი. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.
რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისოდ ავტორიზებული ხარისხიანი ვაქცინები ექნებათ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი მწარმოებლის – Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატების შემოტანაზე აქტიურად მუშაობს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze
Source: https://imedinews.ge/ge/covid19/181719/giorgi-pkhakadzis-gantskhadebit-bavshvebi-koronavirusis-satsinaagmdego-vaqtsinatsiashi-monatsileobas-ver-miigeben

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული “ასტრაზენეკა” 55 წლამდე ადამიანებში“-გიორგი ფხაკაძე

20/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით და საქართველოში ანაფილაქსიური შოკით დაღუპული ექთნის შესახებ გვესაუბრა.


გიორგი ფხაკაძე 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ არა ვაქცინას, არამედ სისტემას ასახელებს.


გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მეგი ბაქრაძე არის სიმბოლო, მეგი არის ადამიანი, რომელმაც გაწირა საკუთარი სიცოცხლე სხვებისთვის.


მისი თქმით, მეგი ბაქრაძემ გააკეთა ის, რაც არის სამაგალითო. ეს სამძიმარი არ არის მხოლოდ მისი ოჯახის მიმართ, ეს არის მთელი სამედიცინო პერსონალის მიმართ.


„ეს ორი დღე ლაივი ვერ გავაკეთე, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა მეთქვა.


პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ჩემი კოლეგის, ექთნის ოჯახს, რომელმაც ნამდვილად გააკეთა ის, რაც ბევრმა ადამიანმა ვერც კი გაბედა. მეგი ბაქრაძემ გააკეთა ის, რაც არის სამაგალითო. ეს სამძიმარი არ არის მხოლოდ მისი ოჯახის მიმართ, ეს არის მთელი სამედიცინო პერსონალის მიმართ. ჩვენ ყველანი ერთად ვგლოვობთ. ეს არის ჩვენი, ყველას ტკივილი, როცა გავიგე გუშინ ჩემი კოლეგის ამბავი, ძალიან ვინერვიულე. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა კარგად, ძალიან დიდი იმედი მქონდა…


დილას როცა გავიგე მეგის გარდაცვალების ამბავი, საერთოდ წავიშალე. რა უნდა თქვას ადამიანმა? ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, მაგრამ ისეთი ემოციების ქვეშ ვიყავი, უარი ვუთხარი. ახლა ოდნავ დავწყნარდი, მაგრამ ეს დაწყნარება ეხლა გადადის უდიდეს ბრაზში, რომელიც ასევე დაგროვილია თითოეულ თქვენგანში.


მეგი ბაქრაძე არის გმირი. გმირობა მარტო ის არ არის, რომ მაინცდამაინც ტანკის წინ დადგე. მეგი არის დღევანდელობის გმირი, ვუყურებდი მის ვიდეოს, ალბათ 30-ჯერ მაინც ვნახე, ვფიქრობდი, მე, გიორგი ფხაკაძეს, რა შემეძლო გამეკეთებინა, უკეთესად გამეკეთებინა!..


ერთი წლის განმავლობაში ვცდილობდი ერთი პატარა რაღაც მაინც გამეკეთებინა, ეს პრობლემები რომ არ ყოფილიყო, შეცდომები აგვეცილებინა თავიდან. საქართველოში ხომ მაგრები ვართ ყველანი, პურმარილი ვიცით კარგი და ლანძღვა-გინება! მეგისნაირი ადამიანების დაფასება კი არ ვიცით! მეგი არის გმირი, არის ისეთი ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესია დააყენა ყველაფერზე მაღლა. მჯერა, რომ მეგი ბაქრაძემ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მას სჯეროდა და უყვარდა თავისი პროფესია.


ზოგი გამოვარდება, ვითომ მორწმუნეა, ზოგი გამოვარდება, ვითომ პატრიოტია, ზოგი გამოვარდება, ვითომ ექიმია, კარგით რაა! ყველაფერს აქვს საზღვარი!!!


24 საათი ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ, იქნებ შეიგნონ, მაგრამ – არა! ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით!


მეგი მოიქცა სწორად. მეც რომ ვყოფილიყავი მეგის ადგილას, მეც ზუსტად ასევე მოვიქცეოდი. მეგი არის ჩემი კოლეგა, კოლეგა კი არა, უფრო მეტი, ძალიან დიდი კოლეგა! მას არ შეეშინდა და გააკეთა ის, რაც თითოეულმა სამედიცინო პერსონალმა უნდა გააკეთოს, უნდა აჩვენოს მაგალითი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ეს მაგალითი უნდა დავაფასოთ! მე ახლა ვამბობ, როგორც ექიმი, მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე ვაქცინაციის და მჯერა, რომ ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა მედიცინაში. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გზა, სწრაფად რომ გავანადგუროთ ეს ვირუსი, მაგრამ რის ფასად?! კიდევ რამდენი სიკვდილი უნდა იყოს?! მოუმზადებელი, არაპროფესიონალი, კორუმპირებული, განადგურებული, პოლიტიზირებული, გაყოფილი, ვაიპატრიოტები, ვაირელიგიურები, ვაისატანისტები, ვაიმასონები! – ვინ ხართ თქვენ?!


როცა ხარ ამ პროგრამის ხელმძღვანელი, ყველა რისკი უნდა გათვალო. ბევრ რამეს საჯაროდ ვამბობ და ბევრი რამ არასაჯაროდაც გავუზიარე, ვისთანაც იყო საჭირო, გაიტანეს ეს საკითხი და რა პასუხი იყო?! – ყველაფერი კარგად არისო! მე ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად არ არის, ფრთხილად იყავით!


მეგი ბაქრაძე არის სიმბოლო, მეგი არის ადამიანი, რომელმაც გაწირა საკუთარი სიცოცხლე სხვებისთვის. ის ადამიანები, ვინც ახლა ამბობენ, რომ ვაქცინაცია არ გვინდა საქართველოში, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ არა მარტო მეცნიერებას, არა მარტო ექიმს, არამედ იმ ქართველ გმირს, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა, გაწირა ის, რაც ყველაზე ძვირად ღირებული აქვს ადამიანს – თავისი სიცოცხლე, ვაქცინაცია რომ განხორციელებულიყო საქართველოში! ვინმემ როგორ უნდა გაბედოს და თქვას, ვაქცინაცია არ გაკეთდეს ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კუთხიდან ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ექიმი ხარ თუ არა, რელიგიური ხარ თუ არა, – ხომ ხედავთ, რომ დედამიწა იწვის!


წარმოიდგინეთ, არა თბილისში, არა ქუთაისში, არამედ რაიონში, პატარა საავადმყოფოში, ჩვენ გვყავს გმირი, ამას ჰქვია პროფესიონალი, – ბევრმა პოლიტიკოსმა ვერც კი გაბედა ამის გაკეთება! თავს ვიხრი მეგის წინაშე, მისი ოჯახის წინაშე, იმიტომ, რომ ოჯახმა გაზარდა ასეთი ადამიანი. მეგის მშობლები ახლა არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ამის წარმოდგენაც არ მინდა, ისეთი საშინელი ტკივილია ოჯახისთვის!


დილას რომ ავდექი, ვიფიქრე, საერთოდ ტელეფონს არ ჩავრთავ, ლაივს არ ჩავრთავ, საერთოდ გავჩუმდები, რადგან ვერ შევძელი ამ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლის შენარჩუნება! ყველაფერს ვაკეთებდი ამისათვის!


ყოველდღე გელაპარაკებით, გაფრთხილებთ, გაფრთხილებთ, გაფრთხილებთ, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ?!


გელაპარაკებით პირბადის შესახებ, ორმეტრიან დისტანციაზე, ხელების დაბანაზე, გაფრთხილებდით, ჩაკეტეთ ეს ქვეყანა, გაფრთხილებდით – ვაქცინა შეაჩერეთ! მე არასოდეს მითქვამს – გააჩერეთ, გითხარით – შეაჩერეთ, დაელოდეთ დასკვნას!


ძალიან ბევრ ექიმს ვცემ პატივს, მაგრამ ძალიან ბევრი ექიმი უნდა წავიდეს სახლში! თუ ასეთი მაგარი ხარ, იმ სხდომებზე რომ ზიხარ, რატომ არ იღებ ხმას და რატომ არ ამბობ სიმართლეს?! სიმართლის მთქმელი არავინ არის ამ ქვეყანაში, ვერ ხედავთ?!


ძალიან ბევრ შეურაცხყოფას მაყენებენ. გაფრთხილებთ, გეუბნებით – ცეცხლია, გეუბნებით – ომია, გეუნებით – უბედურებაა, რა ენით უნდა გელაპარაკოთ?! ვცდილობ სამედიცინო ენაზე არ გელაპარაკოთ, ვცდილობ სითბო, სიყვარული დავთესო. გადაცემები დავიწყე მამა პეტრესთან, მე ძალიან მორწმუნე ადამიანი არ ვარ, არც ვიტყუები ამას, მაგრამ რაღაცის მჯერა შიგნით, გულში. დავინახე, ძალიან ბევრ მორწმუნე ადამიანს დახმარება სჭირდება და მაქვს საუბარი მამა პეტრესთან. ამის გამო მლანძღავენ – შენ ფარისეველი ხარო! მითხარით, რა უნდა გავაკეთო კიდევ?! ყველაფრის გაკეთებას ვცდილობ, თუ რამე შემიძლია. მთავრობიდან დამირეკავენ – კი ბატონო, ვაძლევ რჩევებს. არ აკეთებენ! სადაც საქმეს ვაკეთებ და ფულს მიხდიან, იმ საქმეს გადავდებ, როცა საქართველოდან მირეკავენ! შეურაცხყოფის ზღვა მოდის, ამოვიდა უკვე ყელში!!!


სტრესი დამემართა! დღეს იყო საშინელება, დაბნეული დავდიოდი მთელი დღე. მოდის ათასობით მესიჯი, შეკითხვებს მწერენ! სიმართლის მთქმელი არავინ დარჩა ქვეყანაში! ყველა არის გაბოროტებული, სამედიცინო სფეროში საერთოდ გაბოროტებულია უმრავლესობა, განსაკუთრებით – მმართველობის გუნდში! მთავარი ექიმები და მენეჯერები ისე უყურებენ საავადმყოფოს, როგორც კარტოფილის ბაზას! ასევეა სამინისტროც! ეს კომუნისტები რატომ ვერ გაუშვით სახლში?! მავნებლები! – უნდა გაუშვათ პენსიაზე! წავიდეს კერძო სექტორში. სახელმწიფო სამსახურში ერთი კომუნისტი არ უნდა იყოს! მე რომ მკითხო, არც პარლამენტში უნდა იყოს!


ხომ იცით, რაც მოხდა!.. ვინც ხართ დამნაშავე!


ჩამოვთვლი, რაც იყო შეცდომები: 82 ექსპერტო, რომლებმაც ე.წ. ვაქცინაციის გეგმა გააკეთეთ, ხომ გითხარით, რომ ეს არის „სადღეგრძელო“, არ არის მზად საავადმყოფოები, 551 მულტიპროფილური საავადმყოფო რომ იქნება საქართველოში, დაფიქირდით! ყოფილი მინისტრები რომ ხართ, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები, თქვენ ხართ დამნაშავეები! – გაანადგურეთ ეს ქვეყანა! როცა იყავით სათავეში, რატომ არ გააკეთეთ, რაც იყო გასაკეთებელი?! უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა! „კარგი“ რეფორმა გააკეთეთ, გააგრძელეთ!.. ფულს აკეთებენ ბიჭები! გამოდიან და ამბობენ, ჯანდაცვის ექსპერტები ვართო, გადახედეთ ტელევიზიებს, ერთ ტელევიზიას თავისი ექსპერტი ჰყავს, მეორე ტელევიზიას – თავისი. ყველაფერი კორუფციაშია ჩაფლული! გაანადგურეთ ქვეყანა! 82 ადამიანის სია გამოაქვეყნოს ჯანდაცვის სამინისტრომ! 82 ადამიანი, ექსპერტი, ვინც იღებდა მონაწილეობას ვაქცინაციის პროგრამაში, ვინც დაწერა ვაქცინაციის პროგრამა, მაგათი სახელები, გვარები, თანამდებობა და განათლება გამოაქვეყნეთ! ერთი სადოქტორო მაინც თუ აქვთ?! ექსპერტი ნიშნავს, მინიმუმ, სადოქტორო უნდა გქონდეს დაცული. გეუბნებით – ეს არის დასასრულის დასაწყისი! მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი, ეს არის სისტემის მსხვერპლი! ეს არის კორუფციის მსხვერპლი! ეს არის დაუდევრობის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიზირების მსხვერპლი! ეს არის სუსის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიკური პარტიების მსხვერპლი! ყველანი ხართ დამნაშავე! ვაქცინა არაფერ შუაშია, საერთოდ არაფერ შუაში არ არის!


ერთი ადამიანიც კი, ვინც იტყვის, რომ ვაქცინის წინააღმდეგი ვარ, ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა! ერთ მშვენიერ დღეს ამოყოფთ თავს იქ, ზემოთ და რა პასუხს გასცემთ მეგის, რას ეტყვით?! ადამიანმა გააკეთა ის, რაც იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს, მაგრამ მეგიმ ვერ გათვალა ის, რომ ენდო სახელმწიფოს, ენდო სისტემას, ის ენდო ადამიანებს, ვისიც სჯეროდა სულით და გულით, მაგრამ არავინ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას! საჯაროდ დაიდოს, ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, იმ 82 ექსპერტის სახელები, გვარები, თანამდებობა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ვაქცინაციის პროგრამის შემუშავებაში. არაერთი წერილი იყო გამოგზავნილი ჯანდაცვის სამინისტროში და პასუხი იყო ზოგადი, ბუნდოვანი. წერილის გაგზავნას აღარ ვაპირებ. სანამ თავზე არ დაგემხოთ ყველაფერი, გონზე მოდით დროზე! კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ცუდად არის საქმე, ძალიან ცუდად! – ვინ ხართ, რა ხართ, ამდენი ტყუილი როგორ შეიძლება?!


ხომ იცით, რასაც ვამბობდი, ყველაფერი მოხდა, რასაც ეხლა ვამბობ, ისიც მოხდება. ერთი რამ დაასახელეთ, რაც გიორგი ფხაკაძემ თქვა და ის არ მოხდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. გეუბნებით – არც ვანგა ვარ და არც კაკულია – მეცნიერი ვარ, ვიცი, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება საქართველოში, ვუყურებ ამ ყველაფერს, სტრატეგიული ხედვა მაქვს და რა ვქნა?! ვეუბნები, – მივდივართ უფსკრულისაკენ და ამბობენ, ყველაფერი კარგად არისო! ხომ გაფრთხილებდით ნოემბრის თვეში რაც იქნებოდა! ვაქცინაციაზე ხელი არ გაგინძრევიათ, სანამ ფხაკაძე არ გამოვიდა და არ გაგლანძღათ და მერე? – მერე გაინძერით! შემდეგ დაიწყეს ფუსფუსი. მანამდე სად იყვნენ?! იჯდნენ და ელოდნენ. ყველაფერში შეცდომა დაუშვეს, ვაქცინაციის აპლიკაცია არასწორად შეავსეს, მოლაპარაკებები არასწორად აწარმოეს. დამირეკე, შემეკითხე! გაფუჭებულ საქმეს ხედავთ?! ვნერვიულობ და ემოციურად ვლაპარაკობ, – მაპატიეთ! მეც ადამიანი ვარ, არა ვარ რკინა და ფოლადი! შემიძლია ყველაფერი ავიტანო, მაგრამ როცა ვხედავ ასეთ უსინდისობას, უსამართლობას… კორუფცია კიდევ ჯანდაბას, ფული აქვს გასაკეთებელი ადამიანს, მაგრამ უსამართლობას და ტყუილს ვერ ვიტან!


მეგი ბაქრაძის გამო ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გადავარჩინოთ რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე.


პირდაპირ ვიტყვი, არ დავმალავ, რამდენიმე დღის წინ მე დავაყენე საკითხი ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან, როცა იყო საუბარი ვაქცინებთან დაკავშირებით. მინდა ჩემი პოზიცია ვაქცინებთან დაკავშირებით იყოს ძალიან მკაფიო. მე, გიორგი ფხაკაძე ფიზიკურად ვერ ვიქნები ვაქცინების წინააღმდეგი, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, – მორჩა, წერტილი! როცა ვამბობ, ვაქცინაციის პროგრამა უნდა გაკეთდეს, – უნდა გაკეთდეს სწორად, პროფესიონალურად არა კოპი-ფეისთად – შევარდნაძის დროინდელი კონსულტანტები რომ აკეთებენ სისულელეებს. არ შეიძლება ასეთი არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, კორუფცია და ყველაფერი იყოს ასე არეული.


ველოდებით 82 ექსპერტის სიას, პასუხისმგებლობა არის თითოეულ მათგანზე. როცა ვუყურებ ნებისმიერ საკითხს, ჯერ ვუყურებ ცუდის მხრივ, რა შეიძლება ცუდი მოხდეს, კარგი ისედაც მოვა და ისედაც კარგად იქნება. პირველი, რაც მე გავაკეთე – ყველას ვეკითხებოდი, ვთქვათ, ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა და მოხდა რამე, ჩემს ლაივებში ვსაუბრობდი… გახსოვთ ალბათ „ქალბატონი მარო“ – ჩემი ვირტუალური ქალბატონი მარო გახდა რეალური გმირი. მე დავსვი ორი საკითხი, პირველი – ადამიანი როცა გაიკეთებს ვაქცინას და დაემართა რაიმე გართულება, რას ვაკეთებთ?! რა არის გეგმა?! რა არის პროტოკოლი?! სუფთა სამედიცინო კუთხით დაცულები რომ ვიყოთ. ახლა გაახსენდათ თურმე, ხულოში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება შესაბამისი პირობების უქონლობის გამო. არ იცოდით მანამდე? რაიონებში ფიზიკურად შტატი არ არის, ცარიელია საავადმყოფოები, ფიზიკურად არ ჰყავთ ექიმები! ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი თუ დაინვალიდდა, ვინ არის პასუხისმგებელი?


თქვენ შეიძლება არ იცით, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შეიტანა ცვლილება – თუ ვაქცინა იქნება ცუდი და ვინმეს რამე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს სახელმწიფო და არა მწარმოებელი!


შეკითხვა მაქვს სახელმწიფოსთან: რატომ არ არის ეს ინფორმაცია საჯარო?


მე ბევრმა ექიმმა მომმართა, როცა ვაქცინაცია დაიწყო, ჰქონდა ტემპერატურა, ვერ მიდიოდა სამსახურში და საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ეუბნებოდა, რომ არ მისცემდა გაცდენილი დღეების ანაზღაურებას. ადამიანმა ვაქცინა გაიკეთა, აქვს ტემპერატურა და არ აძლევენ ბიულეტენს. არ გაქვთ სისტემა აწყობილი! ელექტრონული სისტემა ვერ გააკეთეთ! ეს არიან პენსიონერი კორუმპირებულები. გეუბნებით, ციხეში ამოყოფთ თავს საბოლოო ჯამში! წადით დროზე, დაანებეთ ხალხს თავი! ჯერ კიდევ გაქვთ საშუალება – „შუშა ტყდება ძალიან იოლად“ – გამგები გაიგებს! ბოდიში მოიხადეთ და წადით ისე.


ახლა შექმნეს კომიტეტი. კომიტეტები უნდა შექმნილიყო ერთი წლის წინ. როცა შენ გადაიხადე ფული გავიში, სექტემბერ-ოქტომბერში, – აქამდე რას აკეთებდით და რას ელოდებოდით?! ამბობთ, ტრენინგები ჩაატარეთ, – კარგით რა, რა ტრენინგები ჩაატარეთ?! ტრენინგი არის მუდმივი პროცესი.


ძალიან ვნერიულობ და ძალიან დაბნეული ვარ, ერთი თემიდან გადავდივარ მეორეზე.


საქართველოში გაანადგურეს ექიმების მიმართ რწმენა! ექიმის მიმართ რწმენა რომ დაეკარგება ადამიანს, ავად რომ გახდება, ვიღას უნდა ენდოს?!


ვამბობდი, თუ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი გარდაიცვალა, რა პროტოკოლი გაქვთ, რას ვაკეთებთ, რა სახის კომპენსაციებია და ა.შ. აზრადაც კი არ მომდიოდა, ეს თუ მართლა მოხდებოდა ქვეყანაში, ანაფილაქსიური შოკით დაიღუპებოდა ადამიანი. ანაფილაქსიური შოკით აფრიკაში აღარ კვდება ადამიანი. იქაც კი მართავენ პაციენტს. ამ კითხვაზე არ იყო პასუხი გაცემული.


მე ვთქვი, ვაქცინის შემდეგ ადამიანი თუ გარდაიცვლება, 1 მილიონი ლარი დადეთ კომპენსაცია, ძალიან ბევრი ხუმრობდა ჩემს ნათქვამზე.


შეკითხვა მაქვს, კომპენსაციის რა პაკეტი არსებობს, ადამიანი როცა გარდაიცვლება?! ეს უნდა იყოს დეტალური და საჯარო ყველასათვის. მე ვთქვი, ვაქცინაცია უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ და მხოლოდ მომზადებულ დაწესებულებებში. ბევრმა ექთანმა არ იცის პაციენტების ბაზისური მართვა.


რაც უფრო ბევრს ლაპარაკობთ, უფრო მეტად უთხრით თქვენს თავს მიწას. არავინ საუბრობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. სად არის საერთოდ გაწერილი გეგმა თავისი ფინანსური ინტსრუმენტებით. დაწერეს გეგმა და ახლა ამბობენ, მთლად კარგი არ არის! და ახლა აკრიტიკებ შენს გეგმას?! ზოგიერთმა ექსპერტმა ფულიც მიიღო ამ გეგმაში.


გიორგი ფხაკაძე არ იყიდება და ვერავინ იყიდის!


ვინ არის პასუხისმგებელი ვაქცინაციის პროცესში – ვის წირავთ? მე კი ვიცი, ვისაც გაწირავთ ბატკანივით, მაგრამ თავად თქვით!


რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირის წამლის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ასტრაზენეკას გამოყენება შეიძლება. მე ვამბობდი, რომ შეგეჩერებინათ ვაქცინის გაკეთება, არც ერთი ტელევიზია, არავინ დამკავშირებია ამ 10 დღის მანძილზე! არავინ! იმიტომ, რომ გიორგი ფხაკაძემ საჯაროდ თქვა – შეაჩერეთ ვაქცინა – და მაშინვე მიწოდეს ანტივაქსერი.


ევროპაში ჯანდაცვა არის პრიორიტეტი, ნომერი ერთი. ჯანდაცვა არის უმაღლეს დონეზე. საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ასტრაზენეკას ვაქცინა გამოყენებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ 55 წლის ზემოთ. დღეიდან საფრანგეთში ხელახლა მისცეს ავტორიზაცია ამ ვაქცინას, დღეს, შუადღიდან უკვე შეიძლება ასტრაზენეკას გამოყენება 55 წლის ზემოთ.

გამოვედი ამხელა კაცი, ექიმი, პროფესორი, გეუბნებოდით, შეაჩერეთ ვაქცინაცია, ესე იგი, რაღაცა ვიცი. ხომ იცით, რომ ყველაფერს ვერ ვამბობ. რისი თქმაც შემიძლია, ვამბობ მაქსიმუმზე მეტს. ვეუბნებოდი, გვაცადეთ ორი დღე, – შეაჩერეთ ვაქცინაცია! ხომ გადარჩებოდა ახალგაზრდა ექთანი!


რეკომენდაციაა ვაქცინასთან დაკავშირებით, ვაქცინამდე ორი დღით ადრე არ მიიღოთ ალკოჰოლი, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორი კვირა არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი – სასურველია, სანამ მეორე დოზას არ გაიკეთებთ. მეორე დოზის შემთხვევაშიც ალკოჰოლთან დაკავშირებით არის იგივე რეკომენდაცი. რაც შეეხება წამლებს, იმდენი ექსპერტია, იციან ჩემზე უკეთესად, არ დავიწყებ წამლების ჩამოთვლას, არის წამლების ჩამონათვალი, რომელიც ვაქცინამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ; გარკვეული მიზეზების გამო თუ მიიღებთ წამალს, არ შეიძლება ვაქცინაცია, არსებობს ამ წამლების ჩამონათვალის ცხრილი, დაგუგლეთ, – გუგლით იმართება ქვეყანა. ვაქცინაციის პროცესში ყველაზე რთული არის პირველი 15 წუთი – ყველაზე „საშიში დრო“, 15 წუთი აუცილებლად უნდა იყო დაწესებულებაში. სასურველია შემდეგი 30 -45 წუთიც არ დატოვოთ სამედიცინო დაწესებულება…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

“წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი” – გიორგი ფხაკაძე ახალი კოვიდ-კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

28.12.2021 Rustavi2

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში მათთვის, ვინც ბოტოქსს იკეთებს, წინასაახალწლო სასიხარულო ამბავს ავრცელებს:

“წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდ ვაქცინისაც.
კოვიდ ვაქცინა არის უსაფრთხო მათთვის, ვინც იყენებს ბოტოქსს.

გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდირებული ბოტოქსის გაკეთება ვაქცინის მიღებამდე 2 კვირით ადრე, ასევე ბოტიქსის პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ. ანუ 4 კვირა თავი უნდა შეიკავოთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბოტოქსის პროცედურა უსაფრთხოა.

ჯანმრთელობას გისურვებთ,” – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/218278

გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში ფაიზერის მე-2 დოზით აიცრა

23/07/2021


პროფესორი გიორგი ფხაკაძე დღეს საფრანგეთში „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.


როგორც თავად ამბობს, თავს შესანიშნავად გრძნობს. მოუწოდებს მეგობრებს, არ თქვან უარი აცრაზე და, ამასთან ერთად, ატარონ სამედიცინო პირბადე.


„Super! merci beaucoup! ყველაფერი კარგად იქნება“ – ამ სიტყვებით გადაუხადა მან მადლობა მედპერსონალს, ქართველებს კი წარმატება უსურვა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/07/giorgi-phkhakadze-saphrangethshi-phaizeris-me-2-dozith-aitsra/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights