სამშაბათი, აპრილი 21, 2026

„კახეთში ერთ რაიონში 7 გარდაიცვალა ერთ ქუჩაზე, ვეკითხები, მერე არ იცრებიან?! არა, ვაქცინის ეშინიათო…

14/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილება ბუსტერთან ანუ კოვიდის ვაქცინის მე-3 დოზასთან დაკავშირებით. კლასიკური მაგალითია იმის, თუ როგორ დააბნიო მოქალაქეები!

მარტივი იქნებოდა: ქვეყანა გადადის ერთ ვაქცინაზე, ფაიზერზე ისე, როგორც ეს გააკეთა ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა.

ჩინური ვაქცინებით ვინც არის აცრილი, ხელახლა უნდა აიცრან, და სტანდარტულად, მე-3 დოზა 6 თვის შემდეგ.

ყველა, ვინც არის 60 წელს გადაცილებული, მათთვის ბუსტერი 3 თვეში….

ასე უნდა იყოს. ნორმალურ ქვეყანაში … რეალობაში კი გვაქვს გოგლი მოგლი ….

საერთოდ, რაზე ვსაუბრობ, არავინ იცავს დისტანციას, არავინ იყენებს სამედიცინო პირბადეებს და არავინ აღარ იცრება…

მოსახლეობის 60%-ს არ სჯერა, რომ კოვიდი საერთოდ არსებობს (გადახედეთ, გარეთ რა ხდება). დღეში 80-მდე ადამიანს ვკარგავთ და ეს უკვე ნორმად გადაიქცა… კოვიდი გვართმევს ღარიბს და მდიდარს, ცნობილს და უცნობს, დიდს და პატარას … მართლა ძალიან უცნაურია ის, რაც ხდება ამჟამად ქვეყანაში … ყველაზე ალოგიკური და პარადოქსული სიტუაციაა.

აღარ ვიცი, რამდენი მტკიცებულება, კვლევა თუ სხვა ქვეყნების გამოცდილება გავაზიარო …. არ გვინდა, რომ დავიჯეროთ ის, რაც ფაქტია!

საქართველო არის მსოფლიოში მე-4 ადგილას სიკვდილიანობის მხრივ 100,000 მოსახლეზე ბულგარეთის, რუმინეთის და ლატვიის შემდეგ….

მეგობრები მეუნებიან, კახეთში ერთ-ერთ რაიონში 7 გარდაიცვალა ერთ ქუჩაზე. ვეკითხები – მერე არ იცრებიან?! პასუხი – არა ვაქცინის ეშინიათ…

დეკემბერი საქართველოში იქნება უსაშინლესი … ფაქტი კი ის არის, რომ არავინ, დიახ, არავინ დარდობს ამაზე, არც მთავრობა, არც ოპოზიაცია და არც ხალხი. საქართველო კამიკაძე (თვითმკლელი) ქვეყანა გახდა ….

ფაქტია, რომ ვიღუპებით. მაინტერესებს, რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს დღეში, რომ გონზე მოვიდეთ? რასაც მე ამჟამად ვუყურებ, დღეში 100 ადამიანის სიკვდილი არ იქნება გადამწყვეტი ციფრი …..

ჯანმრთელობას გისურვებთ!“,- წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kakhetshi-ert-raionshi-7-gardaitsvala-ert-quchaze-vekitkhebi-mere-ar-itsrebian-ara-vaqtsinis-eshiniato-giorgi-fkhakadze/


„ეს რა უბედურებაა…“ – რამ აღაშფოთა გიორგი ფხაკაძე

19/11/2021



ჯანდაცვის დამოუკიებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საიუველირო მაღაზიაში განთავსებული კოვიდტესტირების პუნქტის განთავსებას ეხმაურება.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო:https://old.primetime.ge/es-ra-ubedurebaa-ram-aghashfota-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძე პოლიტიკოსებს მიმართავს

05/11/2021

„კოვიდთან ბრძოლა უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამყოფი. პოლიომირლიტის ვაქცინაციაში აშშ და სსრკ ერთად მუშაობდნენ. იდეოლოგიური/პოლიტიკური საკითხები გადადის უკანა პლანზე და საბოლოოდ ორივემ მოიგო, სიცოცხლე მოიგო ეხლაც, საქართველოში ვაქცინაციის საკითხი უნდა იყოს არა პოლიტიკური და ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ სხვა გზა არ არის გარდა ამ ვერაგის დამარცხება ერთობლივი ძალებით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გიორგი ფხაკაძე წერს.


ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დაჯდეს, დიახ დაჯდეს და ერთობლივად ამ ერთ საკითხზე შეთანხმდეს.

1/ ქვეყანა არ ჩაიკეტოს.

2/ ტრანსპორტი და საზღვრები არ ჩაიკეტოს.

3/ ქვეყანა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერის ვაქცინაზე) და ვაქცინაცია მკაცრად მიყვეს მწარმოებლის ინსტრუქციის და ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს.

4/ სამედიცინო პირბადე უნდა იყოს სავალდებულო ყველგან.

5/ სოციალური დისტანცია (მინიმუ 1 ნეტრი) უნდა იქნას დაცული ყველგან (მიტიბგებზე, სკოლაში, ბაზარში, მაღაზიაში და ასე შემდეგ)

6/კოვიდ საშვები უბდა იქნას შემოღებული იგი მე მეთოდით როგორიც არის ევროპაში (მაგალითად ფრანგული მაგალითი სადაც საშვის გარეშე კაფე, სალონი, ტრენსჯირი, კონო და ასე შემდეგ არის სავალდებულო)

7/ ანტივაქსერული მიძრაობა და გამოსვლები გამოცხადეს და ყველა პარტია დაგმოს, როგორც ანტისახელმწიფოებრივი აკტათ (ვაღიაროთ რომ “ანტივაქსერები” საქართველოში არიან პრაქტიკულად რუსული დივერსანტ/აგენტები და იკვებებიან რუსული “წყაროებიდან”/“ორგსნიზაციებიდან”)

8/ შეწყდეს ვაქცინაციის თემით მანიპულაცია ყველა პოლიტიკური ხელების მიერ.

ამ ვირუსის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალებით. ძალა ერთობაშია თუ არ გავერთიანდით მოგებული იქნება ვირუსი და წაგებული იქნება საქართველო. გაუმარჯოს საქართვრლოს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-politikosebs-mimartavs/


სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდ ვაქცინისაც – გიორგი ფხაკაძე

28/12/2021



ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოცუალურ ქსელში, სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.


„წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდ ვაქცინისაც.

კივიდვაქცინა არის უსაფრთხო მათთვის, ვინც იყენებს ბოტოქსს. გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდირებული ბოტოქსის გაკეთება ვაქცინის მიღებამდე 2 კვირით ადრე, ასევე ბოტიქსის პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ. ანუ 4 კვირა თავი უნდა შეიკავოთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბოტოქსის პროცედურა უსაფრთხოა. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sasikharulo-ambavi-mattvis-vints-botoqsis-gaketebasats-apirebs-da-kovid-vaqtsinisats-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძის ნოსტალგია – რა ფოტოებს აქვეყნებს ჯანდაცვის ექსპერტი

25/09/2021

“კოვიდმა შეცვალა ჩემი ცხოვრება”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმედი აქვს რომ მომავალი წლიდან ყველაფერი ძველებურ რიტმს დაუბრუნდება.

“2019 წლის სექტემბერი, ზიმბაბვეს პრეზიდენტის მიღება ნიუ იორკში

მეგობრები უნდა გყავდეს ყველგან, ზიმბაბვედან ამერიკამდე …

ჩემი მეგობარი ლიზ მენსონი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დარგში, არის არა მარტო ჩემი მეგობარი, არამედ ის არის საქართველოს მეგობარიც.

ყველაზე მეტად კოვიდმა შეცვალა ჩემი ცხოვრება…

იმედია, მომავალი წლიდან ყველაფერი მეტნაკლებად დაუბრუნდება “ძველებურ” რიტმს.

აიცერით დროზე, რა, სამედიცინო პირბადე გამოიყენეთ და დაიცავით სოციალური დისტანცია, რათა მალე დავასრულოთ ეს მარაზმი ….”,- წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadzis-nostalgia-ra-fotoebs-aqveknebs-jandatsvis-eqsperti/


გიორგი ფხაკაძე: „ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია – ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური

18/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქართველოში, ვაქცინაციის დაწყებამდე ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ელექტრონული ბარათი, სადაც თავმოყრილი იქნება სამედიცინო მონაცემები.


პროექტის განხორციელება საქართველოში 10 წლის წინ დაიწყო, უკვე დასრულებულია, თუმცა, ელექტრონულ ბარათებზე ქვეყანა ჯერ მაინც არ გადასულა.
უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ან იყოს გამოცემული ბრძანება, ხვალიდან ყველა საავადმყოფოს დაევალოს, -ერთ თვეში დაიწყოს ელექტრონული ბარათების ხმარება, დატესტილია და მომზადებულია ყველაფერი.


სტომატოლოგიური კლინიკები უნდა გადასულიყვნენ პირველი იანვრიდან , მაქვს კითხვა, -რატომ არ გადავიდნენ? სამწუხაროდ, პასუხი არ მაქვს, მილიონობით ფულია დახარჯული, მაგრამ არ გაკეთებულა“, – განაცხადა პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველიმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ „დღის კურიერის” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


რა შემთხვევაში უნდა მივიღოთ ასპირინი და პარაცეტამოლი – გიორგი ფხაკაძის რჩევა

21/09/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას გაციებასა და ვირუსთან ბრძოლისთვის რჩევებს აძლევს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არ აქვს, სახლში უნდა დარჩეს, რადგან შესაძლოა, ხალხმრავლობაში მეტი საფრთხე დაემუქროს.


„როდესაც ადამიანს კონკრეტული დაავადება აქვს, ექიმთან უნდა მივიდეს, თვითმკურნალობა ცუდია. ეს შეიძლება ძალიან საშიშიც იყოს, განსაკუთრებით, სასტიკად აკრძალულია ანტიბიოტიკების ყლაპვა.

თუ ხართ გაციებული, 1 კვირა იწექით და ასპირინი დალიეთ, ჩაი და ლიმონი.

თუ თქვენ კოვიდი იოლ ფორმაში გაქვთ, სახლში დარჩით და პარაცეტამოლი დალიეთ. სიცხე თუ არ ვარდება და სუნთქვა გიჭირთ, ამ შემთხვევაში კლინიკაა საჭირო“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-shemtkhvevashi-unda-mivighot-aspirini-da-paratsetamoli-giorgi-fkhakadzis-rcheva/


ცხოვრება ხანმოკლეა და მე მსურს სხვა რამ, ვიდრე სახლში ჩაკეტილი ყოფნაა“ – 9 მარტივი მიზეზი, რის გამოც

03/09/2021

მე ავიცერი და ა ვიცი, რა არის მასში… არც ის ვიცი, რა არის იმ ვაქცინებში, ბავშვობაში რომ გამიკეთებია, ან რა არის “ბიგ მაკში”, “ჰოთ დოგში”, ან სხვა სამკურნალო საშუალებებში – იქნება ეს კიბოს წამალი, შიდსის თუ პოლიართრიტის საწინააღმდეგო, ან ჩვილებისა და ბავშვების ვაქცინები. მე ვენდობი ჩემს ექიმს, როდესაც ის ამბობს, რომ ეს საჭიროა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.


„მე ასევე არ ვიცი, რა არის იბუპროფენში, ტილენოლში ან სხვა სამკურნალო საშუალებებში, ის მხოლოდ კურნავს ჩემს თავის ტკივილს და სხვა ტკივილებს … ასევე არ ვიცი, რა არის ტატუების მელანში, საპონში, შამპუნსა თუ დეზოდორანტებში. მე არ ვიცი მობილური ტელეფონის გამოყენების გრძელვადიანი ეფექტი… ან ის რესტორანი, რომელშიც მე ვჭამდი, ნამდვილად იყენებდა თუ არა სუფთა საჭმელს და იბანდნენ კი ხელებს? აქ ბევრი რამ არის, რაც მე არ ვიცი…

მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი: ცხოვრება ხანმოკლეა, ძალიან ხანმოკლე და მე მსურს სხვა რამე, ვიდრე, უბრალოდ, სამსახურში ყოველდღე სიარული, ან სახლში ჩაკეტილი ყოფნაა. მე მინდა, ვიმოგზაურო და ხალხს შიშით კი არ ჩავეხუტო,არამედ ვიპოვო ცხოვრების პატარა გრძნობა „ადრე“.

ბავშვობაში და ზრდასრულ ასაკში ავიცერი ყბაყურას, წითელას, წითურას, პოლიომელიტის, დიფტერიის, ტეტანუსის, გრიპის, ყივანახველას და სხვა ვაქცინებით; მე და ჩემი მშობლები ვენდობოდით მეცნიერებას და არასოდეს ვიყავით რაიმე დაავადების გადამტანი ან გადამცემი….

მე ვაქცინირებული ვარ არა მთავრობის მოსაწონებლად, არამედ:

* რომ არ მოვკვდე Covid-19– ისგან.

* რომ არ მოვხვდე საავადმყოფოში, თუ ავად გავხდები…

* ჩავეხუტო ჩემს ახლობლებს…

* იმისთვის, რომ არ მომიწიოს PCR ან ანტიგენ ტესტების გაკეთება საცეკვაოდ გასასვლელად, რესტორანში წასასვლელად, დასასვენებლად წასასვლელად და კიდევ ბევრი სხვა რამისთვის …

* ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით…

* რომ ბავშვები დაბრუნდნენ სკოლაში და ითამაშონ სპორტი…

* იმისთვის, რომ Covid-19 იყოს ძველი მეხსიერება…

* ჩვენს დასაცავად…

* თქვენს დასაცავად!!“, – ვკითხულობთ ფხაკაძის ფეისბუკ-პოსტში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tskhovreba-khanmoklea-da-me-msurs-skhva-ram-vidre-sakhlshi-chaketili-kofnaa-9-martivi-mizezi-ris-gamots-giorgi-fkhakadze-aitsra/


„ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს!“ – „კმაყოფილი ხართ სამედიცინო დაწესებულებით?“

24/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიატივა.


ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲬᲔᲡᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲙᲠᲔᲓᲘᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲐ

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98


„ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს! ძვირფასო კოლეგებო, მე ექიმთან არ მაქვს პრეტენზია, ექიმის ბრალი არ არის ის რომ მუშაობს საშინელ სისტემაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს! უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სისტემა“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

ინფორმაცია გადააგზავნეთ – https://www.accreditation.ge/post/paving-the-path-to-a-brighter-future?fbclid=IwAR19yBno-0BVleC4q-TzzOLm2SL32FuOtdvwLYggCZOJXMiA-L7UdosbcYY


კმაყოფილი ხართ სამედიცინო დაწესებულებით?

თუ გსურთ, შეაფასოთ სამედიცინო დაწესებულება, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: –

1/ დაწესებულების დასახელება, მისამართი

2/ თქვენი შეფასების ქულა (1-დან 5-მდე, 1 – მინუმუმი, 5 – უმაღლესი)

3/ შეფასების დასაბუთება (ტექსტი, სურათი, ვიდეო)

4/ მიუთითეთ, არის თუ არა შეფასება კონფიდენციალური

თქვენი შეფასება, საპასუხო კომენტარის გაკეთების მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიგზავნება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




„საავადმყოფო როცა ამბობს, ვერ მივიღებ კოვიდპაციენტს, არ ვარ მზადო, დასახურია“ – გიორგი ფხაკაძე

26/11/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ინფექციის გავრცელების ტემპის კლება, მხოლოდ ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადებით არის შესაძლებელი.


საქართველოს ჯანდაცვა ახლა კი არ დაინგრა, ბოლო 20 წელია ინგრეოდა. ეპიდემიამ გამოაშკარავა ყველა ჩავარდნა, დაწყებული ექიმების გადამზადებით, ხარისხის კონტროლით და დაბალი ხელფასებით დამთავრებული. სისტემა შიგნიდან იყო დამპალი, ექიმები ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ სისტემა გარედან ლამაზია, შიგნით კი არაფერს წარმოადგენს. საავადმყოფო როცა ამბობს, ვერ მივიღებ კოვიდპაციენტს, არ ვარ მზადო, დასახურია”- განაცხადა პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “სტუმრად ექიმთან”.


პირდაპირ ეთერში იყო

ვიდეო – https://www.facebook.com/watch/fortuna106.9/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights