სამშაბათი, აპრილი 21, 2026

„ახლა გეტყვით, სიმართლე რა არის…“-გიორგი ფხაკაძე

28/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე:


„ინდური შტამი არის იგივე ბრიტანული შტამი, ინდური შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვრცელდება უფრო ახალგაზრდებში და ბავშვებში. უჰანის ვირუსი უკვე დამარხულია. თითქმის აღარ არსებობს საქართველოში. ძირითადად ბრიტანული შტამია გავრცელებული.


როცა ვთქვი, საქართველოში უკვე იყო გავრცელებული ბრიტანული შტამი, მთავრობა ჯიუტად ამბობდა, არ იყო გავრცელებული, ერთი თვის შემდეგ კი აღიარეს, რომ იყო..

ინდურ შტამთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია. სიკვდილიანობასთან დაკავშირებით იგივე მაჩვენებელია, მკურნალობაც იგივეა. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.


რაც შეეხება ვაქცინებს. ერთი თვის წინ არანაიარი კვლევა არ არსებობდა ინდური შტამის წინააღმდეგ, მიმდინარეობდა კვლევის პროცესი, არ იყო შედეგები დადებული. რამდენიმე დღის წინ დაიდო პირველი შედეგები და ისიც მარტო 1000 ადამიანზე.


ეს პატარა კვლევა გვეუბნება:

1.„ფაიზერის“ ვაქცინა არის უფრო ეფექტური როგორც ბრიტანული, ასევე ინდური შტამის წინააღმდეგ. ბრიტანული შტამის წინააღმდეგ არის 94%, ინდური შტამის წინააღმდეგ არის 88% ეფექტურობა. მეორე დოზას როცა გაიკეთებთ, – დაცულობა არის ორი კვირის შემდეგ.

2. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაშიც არის იგივე, მეორე დოზას როცა გაიკეთებთ, – დაცულობა არის ორი კვირის შემდეგ. საუბარი არის ასევე, – სამი კვირის შემდეგ დგება ეს დაცულობა. ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტურობა არის 66%, თუ 100 ადამიანი გაიკეთებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, 66 ადამიანი იქნება დაცული, 44 ადამიანი არ იქნება დაცული ბრიტანული შტამისგან.


ინდურ შტამთან მიმართებაში კვლევამ აჩვენა, რომ არის 60%, – 100 ადამიანი გაიკეთებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, 60% იქნება დაცული, 40% არ იქნება დაცული.

სხვა „გოგლი-მოგვლი“ ვაქცინების შესახებ არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.


როცა ამბობენ, რომ ჩინური ვაქცინაც კარგია, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს არც ერთი კვლევა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული. „მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანა“, – არ გვინდა ასეთი კვლევები!


ის ვარაუდები, რომლებიც არსებობს ამჟამად ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, ხომ ნახეთ სეიშელის მაგალითი სახეზეა, ასევე გაერთიანებული ემირატების კვლევები (იქ აწარმოებენ იმ ვაქცინას, რომელიც საქართველოშია ჩამოტანილი). იქ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებითაც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი!

ჩათვალეთ, რომ გიორგი ფხაკაძე ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ყველაზე დიდი ანტივაქსერი.


ძლიერ მარეგულირებლებზე თუ ვლაპარაკობთ საქართველოში, ძლიერი მარეგულირებელი არის აშშ. აშშ-ში კი არის ფაიზერი, მოდერნა და ჯონსონი და ჯონსონი. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ივლისიდან იქნება კოვიდპასი. ვინაიდან ძალიან ბევრი ყალბი ტესტები იყო ევროკავშირში და ევროკავშირის გარეთ.


საქართველოში, ერთ-ერთი კლინიკა თურმე ყიდის კოვიდპასპორტებს, ეს არის დანაშაული! კოვიდტესტები არის უფასო!

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ იორკს ტაიმსის სააგენტოებმა სათაურად დაწერეს, რომ ვირუსი შეიძლება იყოს მთელი ცხოვრება. ეს არის ტყუილი. ამ ყალბ ინფორმაციას რატომ არ ბლოკავთ? მე რომ გადამეკიდეთ!
ახლა გეტყვით, სიმართლე რა არის:
2007 წელს დაიბეჭდა ძალიან საინტერესო სტატია, ადამიანი, რომელიც გადაიტანს ნებისმიერი ტიპის ვირუსს, არის შანსი, თეორიასთან არის უფრო ახლოს, რომ ადამიანის ძვლის ტვინში ინახება ეს ინფორმაცია, პრაქტიკულად ჩვენ ამას ვსწავლობთ და მთელი ცხოვრების მანძილზე, შეიძლება 10 წელიწადი და უფრო დიდი ხანი ეს ინფორმაცია არის ჩვენში და ჩვენ შეგვიძლია გამოვიმუშაოთ ანტისხეულები.


ამ 2007 წლის სტატიის საფუძველზე გაკეთდა ძალიან პატარა კვლევა – 77 ადამიანზე. კვლევა ამბობს, რომ ადამიანებმა, ვინც გადაიტანა კოვიდი, შესაძლებელია ვირუსმა ჩვენი ორგანიზმი ისწავლოს და ანტისხეულები ჩვენს ორგანიზმში იყოს 10 წელი და მეტი. გამიხარდებოდა, ეს სიმართლე რომ იყოს. ჩვენ გვაქვს არაერთი ქეისი, რომ არის რეინფიცირება. ფაქტია, რომ ძალიან დიდი რეინფიცირების შემთხვევები არ არის. 2007 წლის თეორიას რაღაც საფუძველი აქვს, მაგრამ რეალურად საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მე ამაზე ფოკუსირებას არ გავაკეთებდი. ყველა მთავარი მომენტი, იგივე კვლევაში ნახეთ, ინგლისურად წერია, რომ ის ადამიანები, ვინც ვაქცინა გაიკეთა, მათზე ეს არ ვრცელდება, შესაძლებელია, ვინც გაიკეთა ვაქცინა, 6-დან 12 თვემდე მოუწევს.
ჩინურ ვაქცინაზე ვნახეთ, რომ გაერთიანებულ ემირატებში სამი თვის შემდეგ კიდევ იკეთებენ უკვე მესამე დოზას, იმიტომ ვერ ქაჩავს. – რატომ? – ამას ნუ მეკითხებით! – გაერთიანებული ემირატებში შეეკითხეთ მკვლევარებს და საზოგადო ჯანდაცვის ექსპერტებს!
სამედიცინო პირბადეზე დაცვის კარგი საშუალება არ არსებობს!
ვირუსებს ახასიათებს მუტაცია, ეს ნორმალური პროცესია!
ხუმრობით ვთქვი, შეიძლება ქართული შტამიც იყოს, მეგრულიც, გურულიც და კახურიც… რაც ხდება ახლა ქვეყანაში, მეშინია, იმერული ვირუსიც არ დაგვემართოს… ვირუსის გავრცელებას სჭირდება ბევრი ხალხი, თუ არ იქნება ვირუსის გავრცელება, მუტაციაც არ იქნება. ალბათ თვითმიზანი გვაქვს, რომ გვქონდეს ჩვენი „ეროვნული შტამი!“


ერთი რამე ახასიათებს ამ შტამებს. გარკვეული მიზეზების გამო უფრო ძლიერი შტამი შთანთქავს მეორე შტამს. ბრიტანულმა შტამმა აჯობა ფრანგულ შტამს.
ინდური შტამი ვრცელდება უკვე ბრიტანეთში ძალიან აგრესიულად, ვინაიდან „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა არის მარტო 60%.


ვისაც გაქვთ ქრონიკული დაავადებები, აუცილებლად უნდა აიცრათ, რადგანაც კოვიდს ვერ გადაიტანთ.
თუ აიცრებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საქართველოში, დაცული ხართ 66%-ით, ვინაიდან ქვეყანაში გავრცელებული არის ბრიტანული შტამი, ინდური შტამის შემთხვევაში იქნება 60%.
ყველაფერი იქნება კარგად! დამშვიდდით, დაწყნარდით, შაიარაღდით სწორი ინფორმაციით!!!“ – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სამწუხაროდ, ვაქცინაციის მოზიდვის პროგრამა ჩავარდა -როცა ვსაუბრობდი ამის შესახებ, დამესია ხალხი“

02/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საუბრობს ვაქცინაციაზე, ელექტრონულ სისტემაზე, ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე.


„საქართველოში ხალხი აკეთებს თავის საქმეს, მედია აკეთებს თავის საქმეს და იმედია, ყველაფერი დალაგდება. მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მოზიდვის პროგრამა ჩავარდა. როცა ვსაუბრობდი ამის შესახებ, დამესია ხალხი, – არ გვინდა ვაქცინა! მე კი ვთქვი, – ვინც ყველაზე მეტად ყვირის, რომ ვაქცინა არ უნდა, ახლა ყველაზე მეტს ისინი ყვირიან, – სად არის ვაქცინა?! მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი (ამ ქვეყნებში მთლად კარგად ვერ არის საქმე ამ კუთხით), ზოგს აქვს ჩინური ვაქცინა, ზოგს რუსული ვაქცინა და ა.შ. კუბაშიც გააკეთეს ორი ვაქცინა.


200-მდე ვაქცინა მუშავდება და რომელი გაამართლებს ბოლომდე, ჯერჯერობით ფინიშამდე არც ერთი არ არის მისული, ყველა ვაქცინა არის, როგორც სასწრაფო გადაუდებელი გამოყენებისთვის, არც ერთი არ არის საბოლოოდ დამტკიცებული. ყველა ვაქცინა არის კლინიკური კვლევის ნაწილი. თუ გინდა, განახორციელო, კარგი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ვაქცინაცია დღევანდელ დღეს, ქვეყანაში, უნდა იყოს ძალიან კარგი ჯანდაცვის სისტემა, უნდა იყოს ძალიან კარგი ელექტრონული სისტემა, სადაც შეგიძლია აღრიცხო ყველა პაციენტი (თუ რა უკუჩვენებებია და ა.შ.).


ჯერჯერობით საუკეთესო ვაქცინა არის ფაიზერის ვაქცინა, რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, არა უშავს, ძალიან კარგი არ არის. „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა გამოჩნდა, ყველა ელოდებოდა და ძალიან კარგი ამბავია. როგორც უკვე ვთქვი, 2021 წელს ჩვებ გვექნება დაახლოებით 100 ვაქცინა, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. საქართველოში უნდა შამოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა, ვინაიდან, რომელი ვაქცინაც არ არის დამტკიცეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ჩვენ არ გვაქვს ამის არც მატერიალური, არც ტექნიკური ბაზა, რომ ვაკონტროლოთ ამ ვაქცინების ტექნიკური პარამეტრები. პრაქტიკულად, ვაქცინები გახდა პოლიტიკური მომენტი.


დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა შეტევამ დაავადების ცენტრთან. ჩემი სათქმელი ვთქვი და გამგები გაიგებს. ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება. სახელმწიფო მოხელე არის დაქირავებული მოქალაქეების მიერ. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე არის ანგარიშვალდებული მოქალაქეეების წინაშე. საუბარი იყო ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე. მე მაქვს ვაქცინაციის პასპორტი 2000 წელს აღებული.


ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ფორმატი. ვაქცინის პასპორტი იქნება, ამისკენ მიდის ყველაფერი, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, იქნება ელექტრონული, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ვაქცინირებული. ადრეც ვამბობდი, ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა, ჩვენთან ჩამოვა ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე კარგი, დატესტილი, ყველაზე ნავარჯიშები, გვეცოდინება ყველა ინფორმაცია. დადებითიც ხომ უნდა დავინახოთ. – ნუ ნერვიულობთ! ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, არ იაროთ ხალხმრავალ ადგილებში! გასასვლელი თუ გაქვთ 2-3 გაჩერება, წადით ფეხით, არ იმგზავროთ ამ დროს ტრანსპორტით!..“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



ნახეთ ვიდეო ☝️

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159997785665579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში ფაიზერის ვაქცინით აიცრა

14/06/2021


აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან „ფაიზერის“ ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა.


როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ინექციის ადგილას აქვს მცირე დისკომფორტი.


გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ, სასურველია, ალკოჰოლურ სასმელებს მოვერიდოთ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/06/giorgi-phkhakadze-saphrangethshi-phaizeris-vaqtsinith-aitsra/



„ვირუსი შესაჩერებელია…. რა გვიცავს…. რა არის შედეგის მომტანი?!“ – გიორგი ფხაკაძე

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დღეს ბრიტანეთში ამ ვერაგი ვირუსისგან არავინ გარდაცვლილა!

დღეს საქართველოში 31 ოჯახში კოვიდმა დიდი უბედურება შემოიტანა!

ყველა ვაქცინა ერთნაირი არ არის… მაგრამ ყველა ვაქცინა ამცირებს სიკვდილიანობას…

გაუფრთხილდი სიცოცხლეს !

ეს ვირუსი შესაჩერებელია….

რა გვიცავს…. ?

სამედიცინო პირბადე, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)….

ჯანმრთელობას გისურვებთ … – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

აუცრელი მედპერსონალი უფრო საშიშია, ვიდრე ალქაიდას ტერორისტები! მიხედეთ ვაქცინაციას – გიორგი ფხაკაძე

18/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ფაიზერის„ ვაქცინის ეფექტურობაზე და არსებულ კორონავირუსის ვარიანტებზე წერს.


„დღეს საფრანგეთში მოზრდილი მოსახლეობის 82% უკვე აცრილია 2-ჯერ

დღეს საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებების მოქმედი თანამშრომლების 100% არის აცრილი. საქართველოში არაპროფესიონალები მართავენ ვაქცინაციის პროცესს.


მსოფლიოში არის აღიარებული კოვიდ ვაქცინა (ფაიზერი) და ეს “პროფესიონალები” მსჯელობენ, კიდევ რომელი ექსპერიმენტული ვაქცინაა კარგი თუ ცუდი. ანუ ექსპერიმენტულ ვაქცინებზეა საუბარი. სირცხვილია და არაეთიკური საქციელია. თქვით სიმართლე.

კოვიდგადატანილებს “უფრო კარგი იმუნიტეტი აქვთო”, ეს ხომ საერთოდ ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილია. თუ გადაიტანეთ კოვიდი და არ მოკვდით, თუ გადაიტანეთ და პოსტკოვიდური სინდრომი არ დაგემართათ (ანუ სუნის/გემოს დაკარგვა, სპერმის ხარისხის დაკარგვა, ფილტვების ფუნქციის დაკარგვა ….) ამ შემთხვევაში შესაძლოა, უფრო კარგი კარგი იმუნიტეტი გქონდეთ …. ანუ თუ გადარჩით, კი, კარგი იმუნიტეტი გექნებათ, მაგრამ, ვაი, ასეთ იმუნიტეტს. არაპროფესიონალიზმი კლავს.

აუცრელი ექიმი, აუცრელი ექთანი, აუცრელი სანიტარი, სამედიცინო დაწესებულების აუცრელი თანამშრომლები არიან უფრო საშიშნი, ვიდრე ალქაიდას ტერორისტები.

ამოვიდა ყელში ამდენი უცოდინარი ვითომ ექსპერტი, ვითომ სპეციალისტი და ვითომ სამშობლოს პატრიოტი. გეყოთ პოლიტიკური მანიპულაციები (ეს ყველას ეხება). მიხედეთ ვაქცინაციას.

ამერიკელი ხალხი არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და მალე გაიგებთ კარგ ამბავს (ჩვენ რამე სისულელე თუ არ გავაკეთეთ) და იმდენი ფაიზერი იქნება ქვეყანაში, რამდენიც იქნება საჭირო“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/autsreli-medpersonali-ufro-sashishia-vidre-alqaidas-teroristebi-mikhedet-vaqtsinatsias-giorgi-fkhakadze-vaqtsinatsiis-martvaze/


„არის საშიში და უფრო გადამდები… შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც არ დაგვიცვას”

26/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:


„ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც არის სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი, არის ნა­ად­რე­ვი. ის არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი იმ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან, რაც არის მსოფ­ლი­ო­ში, ჩვენს რე­გი­ონ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში.“


მისი თქმით, იმ ფონ­ზე, როდესაც ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, სა­ჭი­როა წე­სე­ბის უფრო დაც­ვა. “ბრი­ტა­ნულ შტამი” სა­ში­შია და სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.


ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნა­ად­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.


„ძვე­ლი ვირუ­სი მი­დის ქვე­ვით. ეს კარ­გი ამ­ბა­ვია, თუმ­ცა ჩვენ ვაქვს ახა­ლი შტა­მი, – ბრი­ტა­ნუ­ლი კო­ვი­დი. ეს არის სა­ში­ში.


ჟე­ნე­ვა­ში 80% და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის არი­ან ბრი­ტა­ნუ­ლი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ეს ვირუ­სი უფრო გა­დამ­დე­ბია, სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, ორ­მეტ­რი­ან­მა დის­ტან­ცი­ამ არ დაგ­ვიც­ვას. არა­ნა­ი­რი დოლ­ბან­დი თქვენ არ და­გი­ცავთ.

ერ­თა­დერ­თი რაც ამ ვირუ­სის­გან და­გი­ცავთ, სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დეა” – აღ­ნიშ­ნა გიორგი ფხა­კა­ძემ.


და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლმა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და:


„სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მის 3 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კლას­ტე­რე­ბი, 31 ადა­მი­ა­ნი, სა­დაც დიდი ალ­ბა­თო­ბით არის მუ­ტი­რე­ბუ­ლი შტა­მი. ახალ შტა­მებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„რუსეთში ამჟამად ომიკრონის აფეთქებაა, შემოსულ ყველა „სტუმარს“ შესთავაზეთ ვაქცინაცია“ – გიორგი ფხაკაძ

06/03/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„რუსეთში ამჟამად ომიკრონის აფეთქებაა და დღეში 3000-მდე ადამიანი კვდება (ოფიციალური ცნობებით კი 700-800 გარდაცვლილი. მონაცემები არასანდოა. რუსეთში სანდო რა არის?).


საქართველოს მთავრობავ, რუსეთიდან შემოსულ ყველა მგზავრს შესთავაზეთ (ფასიანი, ბიუჯეტში ფული გვინდა) ვაქცინაცია. “სტუმრები” ფაიზერით დიდი სიამოვნებით აიცრებიან. ყველამ იცის, რომ სპუტნიკი არ მუშაობს,

ამით საქართველო ოდნავ დაცული იქნება არავაქცინირებული “სტუმრებისგან”, თან ბიუჯეტიც შეივსება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/03/rusethshi-amzhamad-omikronis-aphethqebaa-shemosul-qhvela-stumars-shesthavazeth-vaqtsinatsia-giorgi-phkhakadze/


„საქართველოს ჯანდაცვის ,,კარგი” მდგომარეობის მიზეზი საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობაა!“

25/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქართველოს ჯანდაცვის ,,კარგი” მდგომარეობის მიზეზი საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობაა!
1. მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტულ დისტრიბუტორებს არ აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი კლინიკა, ან სააფთიაქო ქსელი!
2. მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს გაიდლაინები და ალგორითმები, რომლითაც ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს, როგორც გამოკვლევის, ასევე მკურნალობის პროცესში. ეს გაიდლაინები და ალგორითმები მუდმივ განახლებას განიცდის. ყველა ექიმი ვალდებულია , იმოქმედოს ამ გაიდლაინების მიხედვით, ან დაასაბუთოს ,,ახალი გზის” აუცილებლობა. ამ პროცესს, როგორც წესი, სპეციალიზირებული ასოციაციები აწესრიგებენ!
3. წამლის ფასწარმოების პროცესი ყველა ნორმალურ ქვეყანაში საჯარო და გამჭვირვალეა. როგორც წესი, მწარმოებელი/შემომტანი აფიქსირებს წამლის ფასს (INCOTERMS FOB/CIF) ადგილობრივ ვალუტაში. ეს ფასები საჯაროა!
4. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ანალოგი (გენერიკი) მედიკამენტი 30%-70% იაფი ღირს, ვიდრე ორიგინალი ბრენდი. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ესეც რეგულირდება კანონით მაგ: ავსტრია, შვეიცარია, გერმანია!
5. იმ ქვეყნებში სადაც, წამლის ფასი ნაწილობრივ ფინანსირდება სადაზღვევო კომპანიების მიერ, არსებობს მინიმალური ზღვარი (როგორც წესი ყველაზე იაფი გენერიკის ფასი), რომელიც ვალდებულია რომ დააფინანსოს. თუ წამლის ფასი ზღვარს სცდება, მაშინ პაციენტი იხდის განსხვავებას. თუ პრეპარატს ანალოგი (გენერიკი) არ აქვს, მაშინ ასეთი პრეპარატის დაფინანსების საკითხს წყვეტს სადაზღვევო კომპანია.
და ა.შ.“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც სინოვაკით აიცრა – გიორგი ფხაკაძე უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

25/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სინოვაკით ვაქცინირებული მოსახლეობისთვის სასიხარულო ამბავს ავრცელებს.

“საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.

პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები

შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დასჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).

დასკვნა:

საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო

საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)

საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი – 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)

მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი

აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ

ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე

არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული”,- წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sasikharulo-ambavi-mattvis-vints-sinovakit-aitsra-giorgi-fkhakadze-uakhlesi-kvlevis-shedegebs-aqveknebs/


ამდენი მეზღაპრე, რა უბედურებაა… სირცხვილია – რომელი ქართველი ექიმის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე

25/12/2021


საზოგადობრივი ჯანდაცვის ექსპერტი, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შემოტანასთან დაკავშირებით საუბრობს.


საუბარია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველო იმ ქვეყნების ათეuლშია, რომელიც აბებს მიიღებს.

„ამდენი მეზღაპრე, ეს რა უბედურებაა… სირცხვილია, რატომ ჰგონიათ რომ ხალხი ბნელია?!


რემდისევირზე რაც გააკეთეთ და ასე საჯაროდ ბიუჯეტის ფული დახარჯეთ, საერთოდ სხვა რამეზე საუბარი აღარ მინდა.

მართლა დავიბენი, აქ რასთან გვაქვს საქმე … არაპროფესიონალიზმი, კორუფცია, თუ ასტროლოგებთან მჭიდრომეგობრობა…

ასეთი ტყუილი შეპირებებით, არაპროფესიონალური და ზოგჯერ არაეთიკური გამონათქვამებით (ფაიზერს ვადა გაუვიდაო რო თქვით საჯაროდ, ბოდიში მოიხადეთ მაინც) უფრო დიდი ზიანი მიაყენეთ ვაქცინაციის პროცესს, ვიდრე ნებისმიერი ანტივაქსერი“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ნახეთ, თენგიზ ცერცვაძის განცხადება სრულად ამ ლინკზე:




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/amdeni-mezghapre-ra-ubedurebaa-sirtskhvilia-romeli-qartveli-eqimis-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights