ჰემოქრომატოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს რკინის შემცველი პიგმენტების მიმოცვლის დარღვევა ორგანიზმში და ნაწლავში რკინის ჭარბი შეწოვა, რასაც მივყავართ ქსოვილებსა და ორგანოებში მის დაგროვებამდე.
გამოიყოფა პირველადი და ნეონატალური ჰემოქრომატოზი, რომელიც იშვიათ შემთხვევებში უდგინდებათ ახალშობილებს.
მიზეზები
დაავადების მიზეზები, რომლებიც აზიანებს ღვიძლს, შემდეგია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· В და С ვირუსული ჰეპატიტების არსებობა;
· ღვიძლში ცხიმოვანი ქსოვილის გაჩენა;
· კუჭქვეშა ჯირკვლის გამავლობის მოშლა;
· ღვიძლზე ახალი წარმონაქმნების გაჩენა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· კანი იღებს მოყავისფრო-მონაცრისფრო შეფერილობას;
· ლორწოვანი გარსისა და სკლერების გამუქება;
· არტერიული წნევის დაწევა;
· სწრაფად დაღლა;
· საერთო სისუსტე;
· სახსრების დასიება და ტკივილი;
· ლიბიდოს დაქვეითება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი;
· სისხლის ბიოქიმიურ ანალიზი;
· ღვიძლის ბიოპსია;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
· ღვიძლის სცინტიგრაფია.
ექიმმა შესაძლოა ასევე დანიშნოს:
· ელექტროკარდიოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფია;
· სახსრების რენტგენოგრამა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· სისხლის გამოშვებას (1-2-ჯერ კვირაში);
· რკინის შემაერთებელ და მის გამოსადევნ პრეპარატებს.
დიეტა
მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს ისეთ პროდუქტებს, რომელბიც შეიცავენ რკინას და წყალში ხსნად ნახშირწყლებს. ასევე აუცილებელია სპირტიანი სასმელის სრულად გამორიცხვა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგ გართულებები:
· მიოკარდის ინფარქტი;
· ღვიძლის უკმარისობა;
· გულის უკმარისობა;
· საყლაპავის ლორწოვან გარსში სისხლდენა;
· დიაბეტური, ღვიძლისმიერი კომა.
ბოლო სტადიებზე შესაძლოა ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· დიეტის დაცვა;
· ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება და დანიშნულების დაცვა.
ჰემოქრომატოზი
ჰემოფილია
ჰემოფილია – სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.
გამოიყოფა ჰემოფილიის შემდეგი ტიპები
· А ტიპის ჰემოფილია – შედარებით გავრცელებული ფორმა, რომელიც წარმოიშობა სისხლის ბრუნვის მე-VIII ფაქტორის არარსებობით, რომელიც წარმოდგენილია ანტიჰემოფილური გლობულინით;
· В ტიპის ჰემოფილია (კრისტმასის დაავადება) – წარმოიშობა კრისტმასის ფაქტორის უკმარისობის შედეგად;
· С ტიპის ჰემოფილია – ყველაზე იშვიათი ფორმა, რომელიც წარმოიშობა სისხლის ბრუნვის მე-XI ფაქტორის უკმარისობის დროს.
მიზეზები
ექიმებმა დაადგინეს როგორ ხდება ჰემოფილიის გენეტიკურად გადაცემა. მისი გენი მატარებლები არიან ქალები, ამიტომ დაავადების მიზეზი ხდება მემკვიდრეობითი ფაქტორი.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ტრავმების შემდეგ ხანგრძლივი, უწყვეტი სისხლდენა;
· უმნიშვნელო ტრავმების დროსაც კი კანზე ჩნდება სილურჯეები (ჰემატომა);
· ცხვირიდან ხშირი სისხლდენა;
· შარდსა და კალაში სისხლის ნარევი;
· ქვედა კიდურების სახსარშიდა სისხლჩაქცევების – ჰემორატოზის გაჩენა, რაც იწვევს ტკივილებს, შეშუპებასა და მოძრაობის გართულებას.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი და მკურნალობის დასადგენად ნიშნავს:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· კოაგულოლოგიურ ტესტებს;
· სისხლის მიმოქცევის დროის ჩანიშვნას;
· გენურ ანალიზს.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· თანმხლებ თერაპიას (სისხლის პრეპარატები, რომლებიც კონცენტრირებული ფორმით შეიცავენ სისხლის ბრუნვის ფაქტორებს);
· ტრამვების დროს თრომბინისა და პოთრომბინის ხსნარების, ასევე ამინოკაპრონის მჟავას გამოყენებას;
· სახსრების პუნქციას (სისხლჩაქცევების დროს).
ჰემოფილია განკურნებადი დაავადებაა.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია А, В, С, D ვიტამინებით, ფოსფორით და კალციუმით.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:
· დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;
· ანემია;
· გულსისხლძართვთა, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა;
· ძვლების დესტრუქციული პროცესი.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· მამრობითი სქესის წარმომადგენლები;
· გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ტრავმებისა და ჭრილობებისგან თავის დაცვა;
· ინექციებისგან თავის შეკავება, რომლებმაც შესაძლოა ჰემატომების გაჩენა გამოიწყვიოს;
· ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.
ჰემობლასტოზი
ჰემობლასტოზი – დაავდების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით.
გამოიყოფა ჰემობლასტოზის შემდეგი სახეობები:
· ლეიკოზი – ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც თავიდან ლოკალიზდება ძვლის ქსოვილში, ხოლო შემდეგ აზიანებს ყველა ორგანოს;
· ლიმფომა – ავთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც შედგება ლიმფური კვანძების იდენტური ქსოვილებისგან;
· ჰემატოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც შეუძლია მოედოს ნებისმიერ ორგანოს.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ მეცნიერები იხრებიან ვირუსულ-გენეტიკური თეორიისკენ. ამ თეორიის თანახმად, ძვლის ტვინის უჯრედებში ან ლიმფურ კვანძებში ხვდებიან გასაკუთრებული ვირუსები, რომელბიც ასუსტებენ იმუნიტეტს და უარყოფითად მოქმედებენ უჯრედებზე.
დაავადების სავარაუდო მიზეზებია:
· ხშირი სტრესი;
· ხანდაზმულობა;
· ნაწლავების ინფექციები, ვირუსები;
· იმუნური სისტემის დარღვევა;
· ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება;
· ორგანიზმის დასუსტება;
· გენეტიკური მიდრეკილება.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ჯირკვლების გადიდება მუცლის, ყელის ან სხვა ადგილებში, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილები;
· ძვლების ტკივილი;
· კანზე წითელი ლაქების გაჩენა;
· ღრძილებზე, საყლაპავზე, კანზე გამაგრებული ადგილების გაჩენა;
· ყელის, ხელების, სახის დასიება;
· ელენთის და ღვიძლის გადიდება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
· წონის სწრაფად დაკარგვა;
· კანქვეშ სისხლჩაქცევები;
· სწრაფად დაღლა;
· კანის ქავილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· ლიმფური კვანძების ბიოპსია;
· რენტგენოგრაფიული გამოკვლევა;
· ძვლის ტვინის გამოკვლევა;
· ციტოგენეტიკური გამოკვლევა.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ძვლის ტვინის გადანერგვას;
· ქიმიოთერაპიას;
· ქირურგიულ ჩარევას;
· სხივურ თერაპიას;
· ანტიბიოტიკებს;
· ჰემოსტატიკებს;
· დეზინტოქსიკაციურ პრეპარატებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ანემია;
· ნეიროლეიკემია;
· მეორადი ინფექციების განვითარება;
· გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
· საშარდე და ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია.
დიდია ლეტალური შედეგის რისკი.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ აღნიშნული დაავადების პროფილაქტიკისთვის კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს.
ჰემიანოპსია
ჰემიანოპსია – წარმოადგენს მხედველობის დეფექტს, რაც ყველა ადამიანს აქვს მხედველობის არის გარკვეულ ნაწილში. დაავადება როგორც წესი არსებობს ნაწილობრივი, სრული ან კვადრატული. ორმხრივი ჰემიანოპსია იყოფა ზედა და ქვედა ტიპებად.
მიზეზები
დაავადების მიზეზებია:
· თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ქალასშიდა სიმსივნეები;
· აბსცესები;
· თავის ქალის ტრავმები;
· მენინგოენცეფალიტი;
· ბაზალური მენინგიტი;
· ტვინის ფუძის არტერიის ანევრიზმები.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, შემთხვევების უმეტესობაში, დაავადება სწრაფად ვითარდება მხედველობითი გზების დაზიანებისას.
სიმპტომები
დაავადების მახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
· მარჯვენა ან მარცხენა მხედველობის ნაწილის დაზიანება;
· მხედველობითი ნერვების ატროფია;
· მხედველობის ზედა და ქვედა ნაწილის დაზიანება;
· ქალასშიდა წნევის აწევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ხდება პაციენტის მხედველობის არის გამოკვლევის შედეგად, რასაც ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი. ჰემიანოპსიის ტიპი საშაულებას იძლევა დადგინდეს მხედველობითი გზის დაზიანებული ნაწილის მდებარეობა.
სპეციალისტმა ასევე უნდა განსაზღვროს თვალის ჰემიანოპსიური რეაქცია, რომელიც გვხვდება ქიაზმის დაზიანებისას, რაც გამოწვეულია მხედველობის გზების ცენტრალური ნეირონის პრობლემებით.
დარღვევის ხასიათის დასადგენად გამოიყენება პერიმეტრი. მოწმდება ჰემიანოპსიური რეაქცია სინათლეზე, ასევე სხვა მხედველობითი ფუნქციები. აღნიშნული დაავადების ზუსტი მიზეზების დასადგენად ასევე აუცილებელია ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის ტვინის რენტგენი.
მკურნალობა
მკურნალობა გულისხმობს აღნიშნული დაავადების წარმოშობის მიზეზების სრულად აღმოფხვრას. მიღებული შედეგების საფუძველზე სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას შესიების მოსაცილებლად, ან ნიშნავს ქიმიოთერაპიას.
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შესაძლებელია მხედველობის სრულად დაკარგვა.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი და ტრავმებისგან თავის დაცვა.
ჰემატომა
ჰემატომა – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ოგანიზმის შიგნით გათხელებული ან შედედებული სისხლის დაგროვება, რაც წარმოიშობა სისხლძარღვის გაწყვეტით და ლოკალიზდება რბილ ქსოვილებში. ზომის მიხედვით ჰემატომა შეიძლება იყოს პატარა, შეუძლია დააზიანოს რბილი ქსოვილი და განთავსდეთ ორგანოს გვერდით. ჰემატომა ჩნდება კანქვეშ, კუნთებში, შინაგანი ორგანოების კედლებზე, თავის ტვინში.
მიზეზები
ჰემატომა წარმოიშობა შიდა სისხლდენის გამო, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზებია:
· ტრავმირება, რაც იწვევს სისხლძარღვების, არტერიის, ვენების გახეთქვას;
· სისხლძარღვის არატრავმული დაზიანება;
· მალორი-ვეისის სინდრომი;
· სისხლძარღვების გამტარუნარიანობის დარღვევა;
· სისხლის მიმოქცევის დარღვეული პროცესი.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· მსუბუქი სახის ჰემატომა – სუსტი ან საშუალო ტკივილი, მცირე ზომის შესიება ჩნდება დღე-ღამის განმავლობაში;
· საშუალო სახის ჰემატომა – საშუალო ტკივილი, ძლიერი შესიება, კიდურების ფუნქციის დარღვევა, ვითარდება 5-7 საათში;
· მძიმე სახის ჰემატომა – ძლიერი ტკივილები, კიდურების ფუნქციის დარღვევა, ვითარდება 1-3 საათში;
· დაზიანებულ ადგილას კანი წითლდება, შემდეგ იღებს მოყვითალო-მოლურჯო ფერს;
· შიდაკუნთოვან ჰემატომას ახასიათებს მხოლოდ ტკივილები, ადგილობრივი გამოვლინებები ფაქტიურად შეუმჩნეველია;
· თავის ტკივილი, გულის რევა, ღებინება (შიდა ჰემატომის დროს).
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ახდენს ექიმი-ქირურგი. მკურნალობის დასადგენად ის ატარებს საერთო დათვალიერებას და ნიშნავს:
· მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· თავის ქალის ტრავმების შემთხვევაში – ქალის რენტგენს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ექოენცეფალოგრამას, ლიუმბალურ პუნქციას.
მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· ჰემატომის გამოვლენას;
· თავის ქალის ტრეპანაციას (თავის ქალის ჰემატომის შემთხვევაში);
· სილურჯის საწინააღმდეგო მალამოებს და გამწოვ პრეპარატებს.
ჰემატომის გამოვლენა და მოშორება საჭიროა მისი მცირე ზომის შემთხვევაშიც კი, რომ არ განვითარდეს რაიმე გართულებები.
საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· პარალიჩი;
· პარეზი;
· სუნთქვის გაჩერება;
· კომა;
· ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
სამომავლოდ ჰემატომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
· ტრავმების მაქსიმალურად აცილება;
· ჰემატომის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმთან დროულად მისვლა, შემგდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ჰემანგიომა
ჰემანგიომა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვების შეშუპება. არ წარმოადგენს ავთვისებიან წარმონაქმნს.
ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით გამოიყოფა:
· მარტივი ჰემანგიომები – განლაგებულია კანის ზედაპირზე;
· კავერნოზული ჰემანგიომები – განლაგებულია კანქვეშ;
· კომბინირებული ჰემანგიომები – შედგება კანისა და კანქვეშა ნაწილებისგან;
· შერეული ჰემანგიომები – შედგება ახალი წარმონაქმნებისა და სხვა ქსოვილებისგან (კუნთოვანი ან ნერვული).
ბავშვებში ჰემანგიომის განვითარება დამოკიდებულია მათ ასაკზე:
· 1-8 თვემდე – ჰემანგიომას აქტიური ზრდა;
· 6-18 თვემდე – ჰემანგიომას ზრდის შეწყვეტა;
· 4-7 წლამდე – დაავადების ინვოლუცია.
ჰემანგიომა ზრდასრულებში იშვიათად გვხვდება, თუმცა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა დაზიანებული ორგანოს ან ქსოვილის ზედაპირზე ინფილტრატების გაჩენის გამო.
ჰემანგიომის გაჩენის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ექიმები გამოყოფენ რამოდენიმეს:
· ჰორმონალური ფონის დარღვევა;
· ფეხმძიმობის პერიოდში დაავადებების გადატანა;
· საშვილოსნოსში სისხლძარღვების განვითარების დარღვევა;
· მზეზე დიდხანს ყოფნა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· მოწითალო-მოლურჯო ფერის, 2-5 სმ ზომის წარმონაქმნების გაჩენა კანზე;
· წითელი ფერის კანქვეშა წარმონაქმნების გაჩენა.
დიაგნოსტიკა
ჰემანგიომას მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ქირურგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· საერთო დათვალიერებას;
· რბილი ქსოვილების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· შესიებული ნაწილის ანგიოგრაფიას;
· ქსოვილების პუნქციას.
მკურნალობა
ბავშვებში ჰემანგიომას მკურნალობა იშვიათად ინიშნება, რადგან შემთხვევების უმეტესობაში წარმონაქმნი გაიწოვება თავისით, რამოდენიმე წლის შემდეგ.
ღვიძლისა და სხვა შინაგანი ორგანოების ჰემანგიომას მკურნალობა მოიცავს:
· კრიოდესტრუქციას;
· სხივურ თერაპიას;
· ქირურგიულ ჩარევას;
· წერტილოვანი ჰემანგიომების მოწვას;
· სკლეროზულ თერაპიას;
· ჰორმონალურ პრეპარატებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· დაზიანებული ორგანოდან სისხლდენა;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ტრომბოფლებიტი;
· გულის უკმარისობა.
კანის ზედაპირზე წარმოქმნილი ჰემანგიომები საშიში არ არის.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ნაადრევად დაბადებული ბავშვები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· ჰორმონალური დარღვევების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ფეხმძიმე ქალებში ჰორმონალური ფონის კონტროლი, ინფექციური და ვირუსული დაავადებებისგან თავის დაცვა;
· ბალანსირებული კვების ქონა;
· მზეზე ხანგრძლივად ყოფნისგან თავის შეკავება;
· ორგანიზმის გაჯანსაღება.
ჭიები (ჰელმინთოზი)
ჭიები (ჰელმინთოზი) – დაავადების ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს ჭიების გაჩენა, რომელბიც პარაზიტობენ ადამიანის ორგანიზმში. დღეისათვის ცნობილია ასეთი ჭიების დაახლოებით 400-მდე სახეობა.
ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით გამოიყოფა:
· გამჭვირვალე ჰელმინტოზები – ჭიები განლგებულნი არიან ნაწლავის სანათურში (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ტრიქოცეფალეზი);
· ჰეპათობილიარული სისტემის ჰელმინტოზი – ჭიები აზიანებენ შარდის ბუშტს და ღვიძლს;
· ფილტვების ჰელმინტოზი – ჭიები ბუდობენ ფილტვებში (პარაჰონიმოზები, ტომინკსოზები);
· ქსოვილის ჰელმინტოზი – ჭიები აზიანებენ კუნთებს, თავის ტვინს (ტრიქინეპლეზი, შისტოსომოზი);
· ოფთალმოჰელმინტოზი – ჭიები ბუდობენ თვალებში (ფილიარიოზი).
დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია ენტერობიოზი, ტრიქოცეფალეზი, ასკარიდოზი.
მიზეზები
დაავადება ჩნდება ჰელმინტების კვერცხების გადაყლაპვისას, რომლებიც ორგანიზმში ხვდება ცუდად გარეცხილი ბოსნეულის, ხილის, ხორცის, თევზის მიღებისას, რომლებმაც არ გაიარეს საჭირო თერმული დამუშავება.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათბელია შემდეგი სიმპტომები:
· საერთო დაუძლურება;
· სისუსტე;
· ალერგიული რეაქციების გაჩენა (ჭიჭნჭრის ციება);
· სწრაფი მოთენთვა;
· მადის დაქვეითება ან მომატება;
· გულის რევა;
· ღებინება;
· მწვავე ტკივილი მუცლის არეში;
· ძილში კბილების ჭრაჭუნი;
· კუჭის მოქმედების მოშლა (ფაღარათი, შეკრულობა);
· წონის სწრაფი დაკლება;
· კალასთან ერთად ჭიების ან მათი ფრაგმენტების გამოყოფა;
· ანალური ხვრელის არეში ქავილი;
· ძილის დარღვევა.
ზოგიერთი ჭია აზიანებს არა კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არამედ სხვა ორგანოებს, მაგალითად ღვიძლს. ასეთ დროს პაციენტს აღენიშნება ტკივილი მარჯვენა ნეკნების ქვეშ, კანის სიყვითლე, გულის რევა.
დიაგნოსტიკა
მკურნალობის დასადგენად ექიმი-პედიატრი ატარებს შემდეგ პროცედურებს:
· კალას საერთო ანალიზი;
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ნაწლავის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა;
· პერიანალური არედან კანის სინჯის აღება.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიპარაზიტულ პრეპარატებს;
· სორბენტებს;
· ფერმენტებს;
· იმუნომოდულატორებს;
· ჰეპატოპროტექტორებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება ჭიების დროული მოცილება, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· სიყვითლე;
· გაუვალობა;
· პანკრეატიტი;
· კანის ჩირქოვანი დაავადება;
· ანემია.
პროფიალქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· გამოყენებამდე პროდუქტების საგულდაგულოდ გარეცხვა;
· საკვებად გამოყენებამდე ხორცის, თევზის, ზღვის პროდუქტების სათანადოდ, თერმულად დამუშავება;
· თამაშის დროს ბავშვების გაკონტროლება (პირში რომ არ ჩაიდონ ჭუჭყიანი საგნები, საკვები ან ხელები).
ჰეილიტი
ჰეილიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი და აზიანებს ტუჩის ლორწოვან გარსს.
მიზეზები
· კანის სხვადასხვა დაავადეების არსებობა;
· არაეკოლოგიური გარემო;
· ორგანიზმში В ვიტამინის ნაკლებობა;
· ნევროლოგიური აშლილობა;
· ქიმიურ საშუალებებზე რეაქცია.
სიმპტომები
· ტუჩების დახეთქვა, წვა, შეშუპება, ტკივილი;
· ტუჩების სიმშრალე, სისხმდენი ნაპრალების გაჩენა, ეროზია, ტუჩის კანი კარგავს ელასტიურობას;
· ტუჩების შეშუპება, ჰიპერემია ქავილის და წვის თანხლებით, ტკივილი, ტუჩებზე ბუშტუკების გაჩენა;
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· საერთო სტომატოლოგიური დათვალიერება;
· კანის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
შესაძლოა საჭირო გახდეს ნევროლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
· ვიტამონოთერაპია;
· ჰორმონალური პრეპარატები;
· ანთების საწინააღმდეგო მალამოები;
· ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებები;
· ლაზერული თერაპია.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს კიბო.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
· ქრონიკული პაროდონტის, კბილებზე ნადებისა და ქვის, ასევე კარიესის მქონე ადამიანები;
· 20-60 წლის ასაკის მამაკაცები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ნაკლებად ყოფნა;
· ტუჩის კოსმეტიკური საშუალებების დაკვირვებით შერჩევა;
· ტუჩის მკვებავი საშუალებების გამოყენება;
· პირის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა.



