ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

რა სიმპტომები ახასიათებს მონონუკლეოზის სინდრომს, რა არის გამომწვევი მიზეზი…

მონონუკლეოზი ფართოდ გავრცელებული სინდრომია. ის მეტწილად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კლინიკური ნიშნებით ვლინდება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში მას საკმაოდ მწვავე სიმპტომები და გართულებები ახასიათებს.

როდის უნდა ვიეჭვოთ მონონუკლეოზის სინდრომზე და მივმართოთ სპეციალისტს? რა შემთხვევებში იწვევს ის გართულებებს და როდის არის საჭირო სამედიცინო ჩარევა? – ამ და სხვა თემებზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ინფექციონისტი სოფიო ნემსაძე გვესაუბრა.

რა არის მონონუკლეოზის სინდრომის გამომწვევი მიზეზი?

მონონუკლეოზის სინდრომი გამოწვეულია ძირითადად ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV), თუმცა შესაძლებელია ასევე განვითარდეს სხვა ეტიოლოგიური აგენტებითაც, ესენია: ციტომეგალოვირუსი (CMV), აივ ინფექცია (HIV), ჰერპეს ვირუსი ტიპი 6 (HSV 6), ჰერპერს ვირუსი ტიპი 7 (HSV 7), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV), ასევე, ტოქსოპლაზმა (Toxoplasma).

რადგანაც მონონუკლეოზის  სინდრომი მეტწილად ეპშტეინ-ბარის ვირუსითაა განპირობებული, ჯობს, აქცენტი სწორედ მასზე გავაკეთოთ. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული მოსახლეობის 95% სეროპოზიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპოზირებულია ვირუსთან. ინფიცირება ძირითადად ბავშვთა ასაკში ხდება და უმეტეს შემთხვევაში დაავადება ამ ასაკობრივ ჯგუფში მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. შესაძლებელია მშობელმა ვერც შეძლოს დიფერენცირება, მაგალითად, მსუბუქად მიმდინარე სეზონურ ვირუსულ რესპირატორულ ინფექციასთან. EBV ვირუსით ინფიცირება შესაძლებელია ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს, რა დროსაც სიმპტომები, როგორც წესი, მეტადაა კლინიკურად გამოხატული.

ეპშტეინ-ბარის ვირუსის გავრცელება ხდება ოროფარინგეალური სეკრეტით, ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტისას. ვირუსის გადაცემა მწვავე პერიოდიდან 6 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

რა სიმპტომები ახასიათებს მონონუკლეოზის სინდრომს?

მონონუკლეოზის სინდრომის ძირითადი ჩივილებია ცხელება, ფარინგიტი, ტონზილიტი, კისრის მიდამოს ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება),  ასევე, შეიძლება პაციენტს აღენიშნოს სპლენომეგალია (ელენთის გადიდება) და გამოხატული ძლიერი საერთო სისუსტე. მას შეიძლება, ასევე, ახლდეს  ყელის ინტენსიური ტკივილი, მოთეთრო-მონაცრისფრო ნადები ტონზილებზე, პეტექიური გამონაყარი რბილ სასაზე. იშვიათად ვლინდება პოლიმორფული გამონაყარი კანზეც – ის შეიძლება იყოს მაკულოპაპულარული, ურტიკარიული ან პეტექიური. ადრე მიჩნეული იყო, რომ გამონაყარი ანტიბიოტიკის მიღებით იყო განპირობებული, თუმცა დღეს ვიცით, რომ ეს კლინიკური ნიშანი მედიკამენტის გარეშე მხოლოდ ვირუსულმა ინფექციამაც შეიძლება გამოიწვიოს.

რა გართულებები შეიძლება განვითარდეს მონონუკლეოზის სინდრომის დროს?

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობაში ეპშტეინ-ბარის ვირუსზე და მისით განპირობებულ მონონუკლეოზის სინდრომზე ხშირად წარმოდგენები უტრირებულია. ცხადია, ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციური დაავადებები, გართულებებს იწვევს, ზოგჯერ საკმაოდ მძიმესაც, თუმცა ძალიან იშვიათად.

რაც შეეხება ძირითად გართულებებს, ვირუსული ინფექციის მწვავე პერიოდში შეიძლება მოხდეს ტონზილების ჰიპერტროფია ანუ გადიდება იმდენად, რომ სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს. ასევე, არსებობს ელენთის რუპტურის (გასკდომის) შესაძლებლობა ელენთის გადიდების დროს. ამასთან ერთად, არსებობს ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც აკავშირებენ EBV-ს მომავალში ლიმფომის ან სხვა ონკოლოგიურ პათოლოგიების, ასევე, ავტოიმუნური დაავადებების (გაფანტული სკლეროზი, სისტემური წითელი მგლურა) განვითარებასთან, თუმცა ასეთი ასოციაციები დამატებითი კვლევის საგანია.

EBV-ის იშვიათ გართულებებში შედის ჰეპატიტი, გილიენ-ბარეს სინდრომი,  კრანიალური ნერვის პარეზი, ოპტიკური ნევრიტი. მან შესაძლოა გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი და ასეპტიური მენინგიტიც. ძალიან იშვიათად ეპშტეინ-ბარის ვირუსი შეიძლება იყოს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ სინდრომის ტრიგერი. აქვე უნდა აღვნიშნოთ EBV ვირუსის ორი უკიდურესად იშვიათი და მძიმე გართულება – ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ქრონიკული, აქტიური EBV ინფექცია.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის დიაგნოსტიკა?

ექიმთან ვიზიტი სასურველია იმ შემთხვევაში, თუ  ჩვენ მიერ  ზემოთ  ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნა პაციენტს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის შეფასება და საჭიროებისამებრ, როგორც მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა, ისე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის საჭიროების შეფასება. ექიმმა უნდა შეაფასოს ტონზილების ჰიპერტროფიის ხარისხი და განსაზღვროს ობსტრუქციის რისკები, ასევე, სპლენომეგალიის შემთხვევაში პაციენტს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

ხშირად მნიშვნელოვანია, მოხდეს მონონუკლეოზის სინდრომის დიფერენცირება მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებთან, რათა სწორად დაიგეგმოს მართვა. მაგალითად, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ფარინგიტი კლინიკურად შეიძლება ჰგავდეს

EBV ინფექციას, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავებულია ამ ორი ინფექციის მკურნალობა. თუკი პირველ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება,
ეპშტეინ-ბარის ვირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება საჭირო არაა.

რაც შეეხება დიაგნოსტირებას, ის ხდება სისხლის ლაბორატორიული კვლევებით. ასევე, საჭიროებისამებრ ინიშნება ლიმფური სისტემის და მუცლის ღრუს ექოსკოპია.

როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის მკურნალობა?

ეპშტეინ-ბარის ვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და არის თვითგანვლადი ინფექცია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტური ჩარევა, რა დროსაც გამოიყენება როგორც სიმპტომურ, ისე გლუკოკორტიკოსტეროიდული ჯგუფის პრეპარატები. ამ უკანასკნელის დანიშვნა აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებით, კონკრეტული პაციენტების ჯგუფში  და არა რუტინულად, ყველა მწვავე EBV-ის დროს.

მიხეილ სარჯველაძემ სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურ მუშაკებს, პროფესიული დღე- სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე მიულოცა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, დასაქმებულია 263 სოციალური მუშაკი. ისინი მომსახურებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. სოციალური მუშაკები უდიდეს როლს ასრულებენ ადამიანების, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში.

შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ “კონსილიუმ მედულას” ნევროლოგთა პროფესიონალური დახმარებით სრულიად უფასოდ

Consilium Medulla • კონსილიუმ მედულას  სპეციალური შეთავაზება:
თავის ტკივილი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა, რომელიც, ფიზიკური ტკივილის გარდა, ადამიანის ცხოვრების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს.
მხოლოდ 18 აპრილამდე, ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ “კონსილიუმ მედულას” ნევროლოგთა პროფესიონალური დახმარებით სრულიად უფასოდ!
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დაგეგმეთ უფასო კონსულტაცია დღესვე!
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

კონსილიუმ მედულა ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო – Რატომ გაიზარდა ფიტნეს ტრეკერების პოპულარობა

ფიტნეს ტრეკერების მზარდი გამოყენება და მათი სარგებელი

თუ ფიტნესი ან ჯანსაღი ცხოვრების წესი გიზიდავთ, ფიტნეს ტრეკერები თქვენი საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს.

ისინი აკონტროლებენ:

  • გავლილ ნაბიჯებს;
  • მანძილს;
  • დამწვარ კალორიებს;
  • გულისცემას;
  • ძილს და ა.შ.

ფიტნეს ტრეკერები ტექნოლოგიური წინსვლის დიდი ნაწილია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი გამოყენება განსაკუთრებით გაიზარდა და დღეს პროფესიონალი ათლეტები და უბრალოდ ვარჯიშის მოყვარულებიც საკუთარი შედეგების მონიტორინგისთვის აქტიურად იყენებენ.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ტრეკერებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სმარტ საათები სარგებლობს და ნავარაუდებია, რომ სეგმენტურად მისი წილი 2031 წლამდე 16.6%-ით გაიზრდება. ადამიანებში ჯანმრთელობისა და ფიტნესის კუთხით ცნობიერების დონის ზრდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სმარტ საათების ინდუსტრიის ზრდას ხელს შეუწყობს.

ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო

ბუნებრივია ისმის კითხვა, – Რატომ გაიზარდა ფიტნეს ტრეკერების პოპულარობა? ერთ-ერთი Მთავარი მიზეზი ის არის, რომ მომხმარებელს რაოდენობრივი მონაცემები/რიცხვები აინტერესებს და საკუთარი შედეგებისა და მიღწევების კონტროლი სიამოვნებს. გარდა ამისა, წინა ათწლეულებთან შედარებით, საკუთარი მონაცემების კონტროლი მაქსიმალურად მომხმარებელზეა მორგებული და მიზნების პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა.

ამასთან, ფიტნეს საათების ინტერაქციული ბუნება ვარჯიშს უფრო სახალისოს ხდის. მაგალითად, Ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ მრავალფუნქციური მოწყობილობა გახსენებთ, რომ ადგომის და მოძრაობის დროა. შეგიძლიათ დღიური აქტივობის მიზანიც დაისახოთ და მათი შესრულებით კმაყოფილება განიცადოთ. საკუთარი შედეგების მუდმივი გაუმჯობესებით კი თვითკმაყოფილების შეგრძნებაც იზრდება და, თეორიულად, თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ პროაქტიულ ნაბიჯებსაც დგამთ.

წაიკითხეთ სრულა

რატომ მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაზაფხულზე – რა პრობლემებს უქმნის ქალის გულს ნევროზი და დეპრესია

რატომ მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაზაფხულზე;

რა სიმპტომებია ძირითადად გამოხატული;

გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს კარდიოლოგი ნინო ჟვანია:

„ორგანიზმი ზამთრის შემდეგ დაღლილია, ამ პერიოდის მანძილზე ადამიანი ნაკლებს მოძრაობს, ნაკლებად გადის გარეთ, ნაკლებად იღებს მზის სხივებს. მზის სხივები ჰორმონი სეროტონინის გამომუშავებას უწყობენ ხელს. ეს სიხარულის ჰორმონადაა ცნობილი. ხელს უწყობენ დოფამინის გამომუშავებას, რომელიც ასევე სიხარულის ჰორმონადაა ცნობილი. ამიტომ ადამიანი დეპრესიისადმია განწყობილი“, – განაცხადა კარდიოლოგმა ნინო ჟვანიამ.

მისი თქმით, ზამთრის მანძილზე ნაკლები რაოდენობით ვიღებთ ხილს, ბოსტნეულს, რომლებიც ვიტამინებს შეიცავს.

„ზაფხულისთვის მრავალი დაავადების გამწვავება ხდება. ეს მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს არ ეხება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ალერგიაცა. არტერიული ჰიპერტენზია მწვავდება, წნევა იმატებს, სტენოკარდიის შეტევები ხშირდება.

დადგინდა, რომ ნევროზი, ანუ ნერვული დაძაბულობა, სტრესი ქალბატონებში მიკროვასკულარულ სტენოკარდიას განაპირობებს, ქალები და მამაკაცები სტრესზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ.

ქალებში მეტი რაოდენობით გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც კორონარულ სისხლძარღვებს ავიწროებს და ქალებში უფრო ხშირად ვითარდება ე.წ. მიკროვასკულარული სტენოკარდია, რაც წვრილი სისხლძარღვების შევიწროებას მოიცავს. დიაგნოსტირებაც ძალიან ძნელია“, – აღნიშნა ნინო ჟვანიამ.

პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია: ვირუსი, ბაქტერია ან სოკო

ინტერნაციონალური ახალი კვლევა ავლენს ფილტვის ადენოკარცინომის უჯრედებში ენერგეტიკული გზების ცვლილებას ადრეული სტადიებიდან პროგრესირებულამდე
#post_seo_title

პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია:

ვირუსი, ბაქტერია ან სოკო.
დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევის ტიპზე. გადაცემის ძირითადი გზა ჰაერ-წვეთოვანია.
პნევმონიისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
  • მშრალი, შემაწუხებელი ხველა, რომელიც გრძლედება ნახველიანი ხველით (მომწვანო, მოყვითალო ან იშვიათად, სისხლიანი ნახველით)
  • ცხელება, რომელიც გრძელდება 4-5 დღეზე მეტი
  • ოფლიანობა, შემცივნება
  • გახშირებული და ზედაპირული სუნთქვა
  • ჰაერის უკმარისობა, ქოშინი
  • ტკივილი გულ-მკერდში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის დროს
  • მადის დაქვეითება
  • სისუსტე
განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტები, რომელთაც მიეკუთვნება:
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვები
  • 65 წელს გადაცილებული პირები
  • ორსულები
  • იმუნოდეფიციტის მქონე პირები
ასევე, შემდეგი დაავადებების მქონე პირები:
  • ბრონქული ასთმა
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ-ი)
  • შაქრიანი დიაბეტი
  • გულის უკმარისობა
  • თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
  • გართულებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონიამ:
ფილტვის აბცესი
  • პლევრიტი
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა
  • ფილტვის შეშუპება
  • სეფსისი
დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის კლინიკური სურათის შეფასებას, ფილტვების აუსკულტაციას, გულ-მკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევას, სისხლის საერთო ანალიზს, სისხლის ბიოქიმიურ კვლევას და ა.შ.
პნევმონიის სიმპტომების გამოვლენისთანავე, გართულებების თავიდან ასარიდებლად, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ თერაპევტს.

რას იწვევს უსიმ­პტო­მო პრო­ტე­ი­ნუ­რი­ი­სა და ჰე­მა­ტუ­რი­ის სინ­დ­რომს გლო­მე­რუ­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

უსიმ­პტო­მო პრო­ტე­ი­ნუ­რი­ი­სა და ჰე­მა­ტუ­რი­ის სინ­დრო­მი

უსიმ­პტო­მო პრო­ტე­ი­ნუ­რი­ი­სა და ჰე­მა­ტუ­რი­ის სინ­დ­რომს გლო­მე­რუ­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი იწვევს (გლო­მე­რუ­ლე­ბი უწ­ვრი­ლე­სი სის­ხლძარ­ღვე­ბის გრო­ვე­ბია თირ­კმელ­ში, რო­მელ­თა ფო­რებ­შიც სის­ხლი იფილ­ტრე­ბა). მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ცი­ლი­სა და სის­ხლის მცირე რა­ო­დე­ნო­ბის მუდ­მი­ვი ან ხან­გა­მოშ­ვე­ბით გა­მო­ყო­ფა (კარ­გვა) შარ­დით.
ამა თუ იმ მი­ზე­ზით გა­კე­თე­ბულ შარ­დის ანა­ლიზ­ში ზოგ­ჯერ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ცი­ლა (პრო­ტე­ი­ნუ­რი­ა) ან სის­ხლი (ჰე­მა­ტუ­რი­ა) შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდეს ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სხვა რა­ი­მე სიმ­პტო­მი არა აქვს. შარ­დის ნი­მუშ­ში დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სის­ხლის წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბის ან მა­თი ცი­ლინ­დრე­ბის აღ­მო­ჩე­ნა იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ სის­ხლი შარ­დში გლო­მე­რუ­ლე­ბი­დან არის გად­მო­სუ­ლი. ცი­ლინ­დრე­ბი და პრო­ტე­ი­ნუ­რია შე­იძ­ლე­ბა ახ­ლად გა­და­ტა­ნი­ლი, არა­დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი ნეფ­რი­ტუ­ლი სინ­დრო­მის შემ­დე­გადაც იყოს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ექიმ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ან თვე­ში ხე­ლახ­ლა უნ­და გა­მო­იკ­ვლი­ოს პა­ცი­ენ­ტი იმა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი სრუ­ლი­ად გაქ­რა.
თუ ცი­ლინ­დრე­ბი შარ­დში და პრო­ტე­ი­ნუ­რია მა­ინც რჩე­ბა, მი­ზე­ზი, რო­გორც წე­სი, ქვე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბული სა­მი და­ა­ვა­დე­ბი­დან ერ­თ-ერ­თი­ა: პირ­ვე­ლი – იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი A ნეფ­რო­პა­თი­ა, ნეფ­რი­ტის ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც იმუ­ნუ­რი კომ­პლექ­სე­ბის (ან­ტი­გე­ნი­სა და ან­ტის­ხე­უ­ლის) თირ­კმლებ­ში ჩა­ლა­გე­ბა იწ­ვევს. ის ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ ღრმავ­დე­ბა, ზოგ­ჯერ კი ძა­ლი­ან მძი­მედ და თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბაც იწ­ვევს; მე­ო­რე და­ა­ვა­დე­ბაა მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ნეფ­რი­ტი (ალ­პორ­ტის სინ­დრო­მი), რო­მე­ლიც პროგ­რე­სი­რებს და მა­ნაც შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს; მე­სა­მეა თხე­ლი ბა­ზა­ლუ­რი მემ­ბრა­ნის და­ა­ვა­დე­ბა (კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ჰე­მა­ტუ­რი­ა), რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი­ა, მას გლო­მე­რუ­ლის ერ­თ-ერ­თი ნა­წი­ლის – ბა­ზა­ლუ­რი მემ­ბრა­ნის გათხ­ე­ლე­ბა იწ­ვევს. ის მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ პროგ­რე­სი­რებს. დი­აგ­ნო­ზი, რო­გორც წე­სი, თირ­კმლე­ბის ბი­ოფ­სი­ის შე­დე­გებს ეფუძ­ნე­ბა, თუმ­ცა­ღა ეს კვლე­ვა იშ­ვი­ა­თად ტარ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ ამა თუ იმ გან­კურ­ნე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­ის­მე­ბა.
უსიმ­პტო­მო პრო­ტე­ი­ნუ­რი­ა-­ჰე­მა­ტუ­რი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ან ორ­ჯერ ექიმს უნ­და გა­ე­სინ­ჯონ და შარ­დის ანა­ლი­ზი ჩა­ი­ტა­რონ. თუ შარ­დში ცი­ლის ან სის­ხლის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, ან რა­ი­მე სპე­ცი­ფი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მე­ბი ჩნდე­ბა, სხვა ანა­ლი­ზე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო. შემ­თხვე­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბა არ ღრმავ­დე­ბა, მი­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი არ არის.

შარ­დსაწ­ვე­თე­ბი კუნ­თო­ვა­ნი კედ­ლის მქო­ნე მი­ლე­ბი­ა, რომ­ლე­ბის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 40 სა­ნ­­ტი­მეტ­რი­ა.

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

თვალის გავრცელებული დაავადებები

თვალის გავრცელებული დაავადებები

კატარაქტა

როგორც დიაგრამაზე შეამჩნიეთ, მხედველობის დაქვეითების ლომის წილი სწორედ კატარაქტაზე მოდის. ეს პროცენტი განვითარებადი თუ ნაკლებგანვითარებული ქვეყნების ხარჯზეა.

ჯანმრთელი თვალის ბროლი წყლისა და  წყალში ხსნადი ცილებისგან – პროტეინებისგან შედგება. კატარაქტა ბროლის ან კაფსულის შემღვრევაა. პროტეინების დაშლა ბროლის შემღვრევას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ბადურასაკენ მიმავალი სინათლის სხივების ნაკადს და იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას.

განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტა დედისა და ნაყოფის ზოგიერთი დაავადების გამო თვალის არასწორი განვითარების შედეგია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო ხანს დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება. თუ წინათ 50 წლის ასაკში კატარაქტა იშვიათობა იყო, ახლა საკმაოდ ხშირია.

კატარაქტას განვითარებას ხელს უწყობს:

ნივთიერებათა ცვლის მოშლა (მაგალითად, დიაბეტი);

თვალის დაავადებები, ტრავმები, ანთებითი პროცესები;

თვალის ოპერაციის შემდგომი გართულებანი;

ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, თვალის ჰორმონული წვეთების) თვითნებური და გადაჭარბებული მიღება;

ულტრაიისფერი დასხივება;

თამბაქოს წევა.

კატარაქტის დროს მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის ინტენსივობასა და ლოკალიზაციაზე. ადამიანს მხედველობა მაშინ აკლდება, როდესაც იმღვრევა ბროლის ცენტრალური ნაწილი. თუ შეიმღვრა ბროლის პერიფერია, კატარაქტისთვის დამახასიათებელი ნიშნები შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.

კატარაქტის ერთ-ერთ ადრეულ საეჭვო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა, როდესაც ხანდაზმული ადამიანი უეცრად ახლომხედველი ხდება და ასაკობრივი სათვალე, რომელსაც მანამდე იყენებდა მუშაობისას, აღარ სჭირდება.

კატარაქტის დროს პაციენტი ხშირად უჩივის მხედველობის ველში შავი მოძრავი (ბუზების მსგავსი) წერტილების არსებობას, გამოსახულების გაორებას და გაბუნდოვანებას, ყველა საგანს თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს.

კატარაქტის მომწიფებასთან ერთად ჩივილებიც იმატებს, მხედველობის საკორექციოდ სათვალეც კი აღარ შველით, იზრდება სინათლისადმი მგრძნობელობა.

კატარაქტის მკურნალობის ძირითადი მეთოდი მაინც ქირურგიულია.  უკვე აღარ არის  საჭირო, თვეობით ან წლობით ველოდოთ კატარაქტის მომწიფებას, თუ პაციენტს აქვს სერიოზული დისკომფორტი მხედველობის გამო და მხედველობის დაქვეითება მხოლოდ ამ მიზეზით არის გამოწვეული. ოპერაცია ფაქტობრივად იდეალურ შედეგს იძლევა.

თვალის თანამედროვე მიკროქირურგია მაღალხარისხოვან აპარატურას საჭიროებს. ”ავერსის კლინიკაში” კატარაქტის ოპერაციული მკურნალობა ხორციელდება  Infiniti-ს (ამერიკული ფირმა Alcon) ფაკოემულსიფიკატორით, რომელშიც თავმოყრილია თანამედროვე ტქნოლოგიიების ყველა მიღწევა. ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და 15-20 წუთი მიმდინარეობს. ოპერაციის შემდეგ განაკვეთი ნაკერს არ მოითხოვს, რეაბილიტაციის პერიოდი მხოლოდ 1-2 კვირა გრძელდება.

დიაბეტური რეტინოპათია

უკვე ვიცით, რომ თუ შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის დონე არ დასტაბილურდა და მკაცრი კონტროლი არ დაუწესდა, სისხლძარღვები მთელ ორგანიზმში ზიანდება. გამონაკლისი არც თვალის სისხლძარღვებია – დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტის საკმაოდ ხშირ და მძიმე გართულებას წარმოადგენს. ამ დროს ბადურას სისხლძარღვები უფრო და უფრო მეტად ზიანდება და მხედველობა (განსაკუთრებით –ცენტრალური) თანდათან სუსტდება.

განასხვავებენ დიაბეტური რეტინოპათიის რამდენიმე ფორმას. თავდაპირველად თვალის ფსკერზე ჩნდება წვრილი სისხლჩაქცევები და ფართოვდება ვენები. დაავადების განვითარებასთან ერთად დაზიანება ღრმავდება, სისხლძარღვებიდან სითხე ჟონავს, თვალის ცენტრალური არე შუპდება, შორს წასულ შემთხვევაში კი შესაძლოა ბადურა საერთოდ ჩამოიშალოს.

მხედველობის დაკარგვა თავიდან რომ ავიცილოთ, ორი რამ არის აუცილებელი: პირველი – რაც შეიძლება კარგად ვაკონტროლოთ ძირითადი დაავადება და მოვახერხოთ, რომ სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებში მერყეობდეს. მეორე – რაც შეიძლება ადრე გამოვავლინოთ თვალის ფსკერის პათოლოგიური ცვლილებები და თანამედროვე მეთოდებით ვუმკურნალოთ.

ბოლო ხანს დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობაში წამყვანი ადგილი ბადურას ლაზერკოაგულაციას ენიჭება. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და ლაზერკოაგულაციის მეშვეობით ბადურას მკურნალობა ხელს უშლის დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას და საშუალებას გვაძლევს, მხედველობა პაციენტთა 80%-ს შევუნარჩუნოთ.

საზეპირო: თუ დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, ენდოკრინოლოგის ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებასთან ერთად რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს, მერე კი მასთან ზუსტად იმ პერიოდულობით იარეთ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე, როგორსაც ექიმი გირჩევთ.

გლაუკომა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 40-დან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობის 2%-ს და 70 წელს გადაცილებულთა 8%-ს მაღალი თვალშიგა წნევა აქვს; თვალისჩინდაკარგულთა 9-12%-ს გლაუკომის დიაგნოზს უსვამენ. ამ პათოლოგიით ყოველწლიურად 5 500-მდე ადამიანი ბრმავდება.

გლაუკომისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ხანდაზმულებისთვის რისკი გაცილებით მაღალია.

გლაუკომის რამდენიმე ტიპს განასხვავებენ, მათი უმრავლესობის მექანიზმი კი ზუსტად ისეთია, ზევით, თვალის აგებულებაზე საუბრისას რომ მოგახსენეთ: თვალშიგა წნევა იმატებს და თუ სასწრაფოდ კონტროლი არ დავუწესეთ, თვალის მნიშვნელოვან სტრუქტურებს დააზიანებს და უსინათლოდ დაგვტოვებს.

გლაუკომა ვერაგი დაავადებაა და ჩუმად ეპარება ადამიანს. თავდაპირველად პერიფერიულ მხედველობას ვკარგავთ, თითქოს მილში ან ვიწრო გვირაბში ვიცქირებოდეთ, თანდათანობით ცენტრალური მხედველობაც ქვეითდება და თუ დროზე არ მივაქციეთ ყურადღება, დასაკარგიც აღარაფერი რჩება. ისეც ხდება, რომ ველის შევიწროებას და მხედველობის დაქვეითებასაც ვერ ამჩნევენ და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ, რომ საერთოდ ვეღარ ხედავენ.

გლაუკომის განვითარების რისკის ჯგუფში შედიან:

40 წელს გადაცილებულები;

გლაუკომით დამძიმებული მემკვიდრეობის მქონე ადამიანები.

დაავადების წამალი არ არსებობს, მაგრამ მართვა შესაძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია პროცესის შეჩერება და შემდგომი დაზიანებისგან თვალის დაცვა, უკვე მიყენებულ ზიანს კი ვეღარ გამოვასწორებთ. დაკარგულ მხედველობას ვერანაირი მკურნალობა ვერ დაგვიბრუნებს. ერთადერთი, რაც გლაუკომის დროს თვალებს დაიცავს, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობაა.

გახსოვდეთ:

. გლაუკომის გამო დაკარგული მხედველობა აღარ აღდგება.

. გლაუკომა, როგორც წესი, ფარულად მიმდინარეობს. მას ვერ ამჩნევენ, ვიდრე მხედველობა საგრძნობლად არ დაქვეითდება.

. გლაუკომის კონტროლი მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობით სავსებით შესაძლებელია.

. გლაუკომა ქრონიკული დაავადებაა და მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას მოითხოვს.

. თვალშიგა წნევის გაზომვა 40 წლის შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც არის საჭირო.

“ავერსის” ცენტრალურ კლინიკაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სრულიად უსასყიდლოდ გაიზომოს თვალის წნევა. დიაგნოსტიკა ტარდება ყოველდღე.

მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია

60 წლიდან ცენტრალური მხედველობის მოშლის მთავარი მიზეზი შესაძლოა იყოს ცვლილებები ყვითელი ხალის არეში, რასაც მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია ეწოდება. როგორც უკვე გითხარით, თვალის ეს ნაწილი ცენტრალურ მხედველობაზე აგებს პასუხს და გამოსახულების დეტალების გარჩევაში გვეხმარება. რა იწვევს მაკულის ასაკობრივ დეგენერაციას, უცნობია. შესაძლოა, ბრალი მიუღძვოდეს მზის სხივების, არასწორი კვებისა და სხვა  მავნე ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებით ყვითელი ხალის სისხლძარღვებისა და სხვა ძირითადი სტრუქტურების დაზიანებას. ამ დროს ადამიანს უჭირს მხედველობის ველის ცენტრში არსებული დეტალების გარჩევა, წერა-კითხვა, სწორი ხაზები ირიბი ეჩვენება. პერიფერიული მხედველობა, წესისამებრ, არ იცვლება.

ასაკთან ერთად, აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ყვითელი ხალის დეგენერაციის რისკფაქტორებად მიიჩნევენ  მოწევას, სისხლით ნათესავებში მსგავსი დაავადების არსებობას და კავკასიური რასისადმი კუთვნილებას.

დაავადების თავიდან ასაცილებლად ან განვითარების შესაფერხებლად ექიმები გვირჩევენ: 

– უარი თქვათ თამბაქოზე;

– ივარჯიშოთ;

– შეინარჩუნოთ არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტეროლის დონის ნორმალური მაჩვენებლები;

– იკვებოთ ჯანსაღად, რაციონი ახალი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულითა და თევზით გაიმდიდროთ.

დანამდვილებით ვერც იმას ამბობენ, მოახდენს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ცხოვრების წესის შეცვლა გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე, მაგრამ რომ არაფერს გავნებთ და საერთო ჯანმრთელობას წაადგება, ეს ზუსტად იციან.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

რა შემთხვევაში უნდა იყვნენ ახალგაზრდები ყურადღებით და როგორ უნდა აიცილონ კატასტროფა თავიდან – რა ნიშნებით ვლინდება ინფარქტი

ახალგაზრდა ასაკში პაციენტებს კორონარული არტერიების დაზიანება აღენიშნებათ, საკმაოდ რთულად მიმდინარე ინფარქტი ემართებათ.

კარდიოქირურგმა, მიხეილ მეტრეველმა გადაცემაში „იმუნიტეტი“ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ასაკში ეს ვერაგი დაავადება დიდ პრობლემას ტოვებს.

„ქალები, ვიდრე ჰორმონალური დისბალანსი არ დადგება ორგანიზმში, 99%-ით არიან დაცულები. მამაკაცები გულის იშემიური დაავადებების მიმართ უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან. აქვე მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ გულის იშემიური დაავადებებისაგან ასაკი არც გვიცავს და არც განაპირობებს. ჩემს პრაქტიკაში, მსოფლიოს წამყვან კლინიკებს ჰქონიათ გამოცდილება, როცა 27, 30 წლის, ახალგაზრდა ასაკში გულის მიოკარდიუმის ინფარქტით მიუყვანიათ პაციენტი. ახალგაზრდა ასაკში ეს ვერაგი დაავადება გაცილებით უფრო რთულ, დიდ პრობლემას გვიტოვებს, უფრო რთულად მიმდინარე პროცესი გააჩნია, ვიდრე ხანდაზმულ, 80 წელს გადაცილებულ ასაკში“, – ამბობს მიხეილ მეტრეველი.

მისი თქმით,  ჯანმრთელ ნიადაგზე მწვავედ განვითარებული სისხლძარღვის ოკლუზია, დაკეტვა, საკმაოდ დიდ პრობლემას განაპირობებს.

„გულის იშემიური დაავადებას ბევრი სხვადასხვა საწინდარი აქვს. პირველი გენეტიკა და ქრონიკული დაავადებებია, მაგალითად, დიაბეტი, რთული ფორმები, მაღალი შაქარი, სხვადასხვა ტიპის ვასკულიტი, ანთებითი პროცესი, რომელიც გულის მკვებავ არტერიებს აზიანებს.

არასწორი ცხოვრების წესი ძალიან მომრავლდა. ახალგაზრდები, რომელიც ფასტფუდით იკვებებიან, აწუხებთ ჭარბი წონა და ნაკლებს მოძრაობენ. წყალს ნაკლებად სვამენ. დაშაქრულ გაზიან სასმელებს იყენებენ. არასწორი კვება და ჭარბი რაოდენობით თამბაქოს მოწევა განსაკუთრებით საზიანოა. ახალგაზრდა ასაკში, 90%-ში მიოკარდიუმის ინფარქტი ნარკოდამოკიდებულებასთანაა ასოცირებული. კლასიკურად, ინფარქტს წინ გულმკერდის ძვლის უკან ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი უძღვის. ასევე, ტკივილი მარცხენა ხელზე გადაეცემა. შესაძლოა, თითების დაბუჟება ახლდეს, ბეჭის ტკივილი გამოიხატოს და ასე შემდეგ. მარჯვენა კორონარული არტერიის დაკეტვის ნიადაგზე, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებს გულძმარვა ეწყებათ და ტკივილი უფრო დიაფრაგმის მხარეს ლოკალიზდება. ატიპიურ სიმპტომტიკაში შეიძლება იყოს იგივე თითების დაბუჟება, მშრალი ხველა, ყბაში მოჭერა. ასევე, მარჯვენა ფერდის ქვეშ ტკივილი. კბილის ტკივილი არის უიშვიათესი სიმპტომი“, – განაცხადა კარდიოქირურგმა, მიხეილ მეტრეველმა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

საქართველოში ფიტნესკლუბების აკრედიტაციის პროცესი იწყება

საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

საქართველოში ფიტნესკლუბების აკრედიტაციის პროცესი იწყება.

პირველ ეტაპზე აკრედიტაციის ჩატარება შესაძლებელი იქნება თბილისში, ქუთაისში და ბათუმში.

ეროვნულ დამოუკიდებელ მააკრედიტირებელ ორგანოს ქმნის საქართველოს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი” და ფრანგული ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე” იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც ევროპის მასშტაბით აერთიანებს ფიტნესკლუბებსა და ქმნის საერთაშორისო დონის უმაღლეს სტანდარტს ამ სფეროში.

აღნიშნული კვალიფიციური ორგანოს მიერ ფიტნეს კლუბისთვის მინიჭებული აკრედიტაციის სტატუსი თავდაპირვრლად ვალიდური იქნება 3 წელი და ეს პროცესი იქნება მუდმივად განახლებადი.

ჯერჯერობით ფიტნეს კლუბების აკრედიტაცია საქარველოში ნებაყოფლობითია, თუმცა გიორგი ფხაკაძე იმედოვნებს, რომ ისევე, როგორც მოხდა საავადმყოფოების შემთხვევაში, ფიტნეს დაწესებულებების აკრედიტაციის საკითხს სახელმწიფო სავალდებულოდ გახდის, რადგან არააკრედიტირებულ ფიტნეს კლუბებში უსაფრთხოება დაცული არ არის.
„სამწუხაროდ, ფიტნესკლუბები არ არის უსაფრთხო საქართველოში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გასაძლიერებლად, რადგან ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია…” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძე მოუწოდებს ყველა ფიტნესორგანიზაციას საქართველოში, ჩაერთონ აკრედიტაციის პროცესში, რათა მათი სტანდარტი შეესაბამებოდეს ევროპის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს, ეს კი როგორც მომხმარებლის, ასევე თავად ფიტნესკლუბების  ინტერესშია.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights