საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ facebook live-ში საქართველოში საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესის შესახებ ისაუბრა:
„ჩემი დუმილის დრო დამთავრდა!… ვის “აბოლებთ?!” – გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესზე
ფიტნეს ტრეკერების მზარდი გამოყენება და მათი სარგებელი – ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო
ფიტნეს ტრეკერების მზარდი გამოყენება და მათი სარგებელი
თუ ფიტნესი ან ჯანსაღი ცხოვრების წესი გიზიდავთ, ფიტნეს ტრეკერები თქვენი საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს.
ისინი აკონტროლებენ:
- გავლილ ნაბიჯებს;
- მანძილს;
- დამწვარ კალორიებს;
- გულისცემას;
- ძილს და ა.შ.
ფიტნეს ტრეკერები ტექნოლოგიური წინსვლის დიდი ნაწილია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი გამოყენება განსაკუთრებით გაიზარდა და დღეს პროფესიონალი ათლეტები და უბრალოდ ვარჯიშის მოყვარულებიც საკუთარი შედეგების მონიტორინგისთვის აქტიურად იყენებენ.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ტრეკერებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სმარტ საათები სარგებლობს და ნავარაუდებია, რომ სეგმენტურად მისი წილი 2031 წლამდე 16.6%-ით გაიზრდება. ადამიანებში ჯანმრთელობისა და ფიტნესის კუთხით ცნობიერების დონის ზრდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სმარტ საათების ინდუსტრიის ზრდას ხელს შეუწყობს.
ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო
ბუნებრივია ისმის კითხვა, – Რატომ გაიზარდა ფიტნეს ტრეკერების პოპულარობა? ერთ-ერთი Მთავარი მიზეზი ის არის, რომ მომხმარებელს რაოდენობრივი მონაცემები/რიცხვები აინტერესებს და საკუთარი შედეგებისა და მიღწევების კონტროლი სიამოვნებს. გარდა ამისა, წინა ათწლეულებთან შედარებით, საკუთარი მონაცემების კონტროლი მაქსიმალურად მომხმარებელზეა მორგებული და მიზნების პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა.
ამასთან, ფიტნეს საათების ინტერაქციული ბუნება ვარჯიშს უფრო სახალისოს ხდის. მაგალითად, Ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ მრავალფუნქციური მოწყობილობა გახსენებთ, რომ ადგომის და მოძრაობის დროა. შეგიძლიათ დღიური აქტივობის მიზანიც დაისახოთ და მათი შესრულებით კმაყოფილება განიცადოთ. საკუთარი შედეგების მუდმივი გაუმჯობესებით კი თვითკმაყოფილების შეგრძნებაც იზრდება და, თეორიულად, თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ პროაქტიულ ნაბიჯებსაც დგამთ.
ტრეკერების მიზნობრივ-სეგმენტური განაწილება და შესაძლებლობები
გლობალური ფიტნეს ტრეკერების ინდუსტრია რამდენიმე სეგმენტად იყოფა:
- Სირბილის მიმართულება
- ველოსპორტის მიმართულება
- გულისცემის რიტმის თვალყურის დევნება
- სტრესის მართვა და სხვა.
სირბილის მიმართულებით აქტივობის ტრეკერებით მონიტორინგი ბაზარზე ყველაზე დიდ ადგილს იკავებს და 2031 წლისთვის სავარაუდოდ 16.3%-ით გაიზრდება. ფიტნესის, ჯანმრთელობისა და მონაცემთა მონიტორინგის მიზნით მოწყობილობების გამოყენება კი ამასობაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამასთან, გულისცემის რიტმის კონტროლის სეგმენტი აღნიშნული კატეგორიებიდან ყველაზე სწრაფად მზარდია.
ერთ დროს ფიტნეს ტრეკერებით მხოლოდ ნაბიჯებისა და გავლილი მანძილის კონტროლი იყო შესაძლებელი. დღეს კი სმარტ საათები იმაზე მეტის საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს ოდესმე ვინმეს წარმოედგინა. ყოველ ახალ მოდელთან ერთად ტექნოლოგია მუდმივად იხვეწება.
უახლესი მოდელის სმარტ საათებს კარგი ნავიგაცია, ტაიმერები, მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნის, ზარის განხორციელების, მუსიკის აპლიკაციის გამოყენების, მაღვიძარას დაყენების ფუნქციებიც აქვს. გარდა ამისა, ზოგიერთი წყალგამძლე მოდელი, როგორიცაა Apple Watch Ultra, მოწყობილობის ცურვის ან ყვინთვის დროს გამოყენებასაც იძლევა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მყვინთავებისთვის არის, რადგან მათ წყლის სიღრმისა და ტემპერატურის კონტროლის საშუალებაც ეძლევათ.
აღსანიშნავია, რომ ფიტნეს საათების გამოყენებამ ექიმთან ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება არ უნდა ჩაანაცვლოს. იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიას მართლაც რომ ბევრი სარგებელი აქვს, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში სიმპტომების კონტროლი ტრეკერებით არაზუსტი შეიძლება იყოს. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ სისხლში გლუკოზის შემცველობის სმარტ საათებითა და ბეჭდებით შემოწმება რისკის მატარებელი შეიძლება იყოს.
თუ თქვენ ისეთ მოწყობილობას ეძებთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას კომფორტს შემატებს და თქვენი ჯანმრთელობის მართვაში დაგეხმარებათ, ჭკვიანი საათი შესანიშნავი არჩევანია. თუმცა, ფიტნეს ტრეკერების, მათ შორის სმარტ საათების გამოყენებას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ქრონიკული დაავადებების სიმპტომების მართვა გსურთ, მეტი უსაფრთხოებისთვის, უმჯობესია არჩევანი თქვენი კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთოთ.
რა არის გლაუკომა, რა იწვევს გლაუკომას?
გლაუკომა არის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეული შიდა თვალის წნევით, აზიანებს ოპტიკურ ნერვს და შესაძლოა მხედველობის დაქვეითებისა და მისი სრულად დაკარგვის მიზეზი გახდეს. გლაუკომა სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და მოზრდილ ასაკში უფრო ხშირია, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. გლაუკომის სიმპტომები პაციენტისთვის შესამჩნევი არ არის დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე და საკმაოდ გვიან გამოვლინდება. გლაუკომის მიერ გამოწვეული მხედველობის დაქვეითება არ ექვემდებარება აღდგენას და ამიტომაც მნიშვნელოვანია თვალის შიდა წნევის პერიოდული მონიტორინგი. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება.
გლაუკომა შესაძლოა იყოს რამდენიმე ტიპის:
• ღიაკუთხოვანი გლაუკომა
• დახურულკუთხოვანი გლაუკომა
• მეორადი გლაუკომა სამედიცინო შუნტით
• ნორმალური წნევის გლაუკომა
• თანდაყოლილი გლაუკომა
• პიგმენტური გლაუკომა
• აქერცვლითი გლაუკომა
• ტრავმატული გლაუკომა
თქვენ შესაძლოა გქონდეთ გლაუკომა თუ:
ღიაკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში
• მხედველობაში ხელს გიშლით მხედველობის პერიფერიულ ან ცენტრალურ არეალში არსებული ლაქები (ხშირად ორივე თვალში)
• გაქვთ ე.წ. გვირაბის ხედვა დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში
• ძლიერი თავის ტკივილი
• თვალის ტკივილი
• გულისრევა
• დაბინდული მხედველობა
• თვალის სიწითლე
გასათვალისწინებელია, რომ გლაუკომის სიმპტომები დამოკიდებულია გლაუკომის ტიპსა და მისი განვითარების ეტაპზე.
რა სახის მკურნალობის ჩატარებაა შესაძლებელი?
რამდენადაც გლაუკომა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის, შესაბამისად მკურნალობა დამოკიდებულია გლაუკომის ტიპის ზუსტ დიაგნოსტირებაზე. გლაუკომა უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული დაავადებაა და მის ყველა ტიპს ოპტიკური ნერვის დაზიანება ახასიათებს, რაც გამოწვეულია თვალის შიდა წნევის მომატებით. ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ყველა ტიპის გლაუკომის მკურნალობაა შესაძლებელი.
როდის მივმართოთ ექიმს
• მიმართეთ ექიმს, როდესაც შეამჩნევთ მხედველობის ცვლილებას.
• თუ იგრძენით ძლიერი თავის ტკივილი, თვალის ტკივილი ან მხედველობის დაბინდვა, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
რა იწვევს გლაუკომას?
გლაუკომა გამოწვეულია ოპტიკური ნერვის დაზიანებით. ნერვის მდგომარეობა თანდათანობით უარესდება და მხედველობის არეალში ჩნდება ლაქები. ნერვის დაზიანება კი ძირითადად დაკავშირებულია თვალის მაღალ წნევასთან. ცნობილია, რომ გლაუკომა გენეტიკური დაავადებაა და მემკვიდრეობით გადაეცემა.
ვის შეიძლება დაემართოს გლაუკომა
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს გლაუკომის განვითარებას:
• ინტრაოკულარული წნევა (შიდა თვალის წნევა)
• ასაკი 60+
• გენეტიკა – წინაპრების ჯანმრთელობის მდგომარეობა
• დიაბეტი
• გულის დაავადებები
• თვალის დაავადებები, როგორიც არის მიოპია (ახლომხედველობა)
• თვალის დაზიანება / თვალის ტრავმა
• კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, განსაკუთრებით თვალის წვეთების
გლაუკომის პრევენცია
გლაუკომის პრევენცია საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკა და პროგრესის შენელება.
• მიმართეთ ექიმს რეგულარულად – საჭიროა სისტემატიური ოფთალმოლოგიური მეთვალყურეობა
• მიაქციეთ ყურადღება გენეტიკას – გამოიკვლიეთ აწუხებთ ან აწუხებდათ თუ არა გლაუკომა თქვენს წინაპრებს
• ივარჯიშეთ უსაფრთხოდ – რეგულარული და ზომიერი ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია თვალის შიდა წნევის შემცირება და შესაბამისად, გლაუკომის პრევენციაც
• შეასრულეთ ექიმის დანიშნულება – რეგულარულად გამოიყენეთ ექიმის მიერ დანიშნული თვალის წვეთები
• დაიცავით თვალი – ატარეთ თვალის დამცავი საშუალებები, როდესაც ხართ დაკავებული რაიმე ხელსაქმით, ხელსაწყოებით ან სპორტით
გლაუკომის მკურნალობა ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში
ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს გლაუკომის მკურნალობის უდიდესი გამოცდილება გააჩნია, რომლის გამოცდილი ოფთალმოლოგები მკურნალობის პროცესს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აპარატურით უზრუნველყოფენ. ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის საშუალებით ხდება მხედველობის კომპიუტერიზებული ტესტირება, ოპტიკური ნერვის ვიზუალიზაცია, სისხლის მიმოქცევის ხარისხის ტესტირება და პაციენტებისთვის სხვა სპეციალიზებული გამოკვლევების ჩატარება.
ნიუ ჰოსპიტალსში არსებული კარლ ცაისის (Carl Zeiss) თანამედროვე ტექნიკის დახმარებით შესაძლებელია გლაუკომის დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაში, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე პაციენტისთვის რაიმე სახის შესამჩნევი სიმპტომი გამოვლინდება. ადრეული დიაგნოსტირების საშუალებით შესაძლებელია მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევა და პაციენტისთვის პოტენციურად სიბრმავის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა.
ნიუ ჰოსპიტალსში ასევე ხელმისაწვდომია ინოვაციური ხელსაწყოები – ალკონის (Alcon) გლაუკომის მინი შუნტები, რაც აუმჯობესებს ტრადიციული ტრაბეკულექტომიის პროცედურის ხარისხს, ამცირებს ინტრაოკულარულ (შიდა თვალის) წნევას და ამცირებს ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკს.
გიორგი ფხაკაძის მიერ წამოწეულმა საკითხმა მთელი საქართველო აალაპარაკა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში წამოჭრა საკითხი ბარიატრიული ქირურგიის რისკებსა და გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ, რამაც სრულიად მედია მოიცვა…
გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა.
„ჩემი სტრატეგია იყო ძალიან მარტივი. საქართველოში რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა თურქეთში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. მე რომ არ მესაუბრა ამის შესახებ, არავინ არაფერს იტყოდა.
ბარიატრიული ოპერაციის მთელი არსი არის ის, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს წონის პრობლემა, თუ არის BMI 35-ს ზევით, თუ აქვს თანხმლები დაავადებები, ექიმის დანიშნულების შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას.
თუ ადამიანი ასეთი მაღალი წონით გააგრძელებს სიცოცხლეს და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ერთ-ერთი გამოსავალი არის ოპერაცია. როდესაც ადამიანი იწონის 200 კილოს, მისი ორგანოები არის გაცხიმოვნებული…
ბარიატრიული ოპერაციის მთელი არსი ისაა, რომ თუ ადამიანს აქვს წონის პრობლემა, არის BMI 35-ს ზევით და აქვს თანხმლები დაავადებები, ექიმები, დანიშნულების შედეგად, იღებენ ამ გადაწყვეტილებას… თუ ადამიანი ასეთი მაღალი წონით გააგრძელებს სიცოცხლეს და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ერთ-ერთი გამოსავალი არის ოპერაცია. როდესაც ადამიანი იწონის 200 კგ-ს, მისი ორგანოები არის გაცხიმოვნებული…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
კუჭის ოპერაციის შედეგად დაღუპული ქართველი პაციენტები თურქეთში. რატომ მიმართავენ ექიმებს ჭარბწონიანები და არის თუ არა ბარიატრია პათოლოგიური სიმსუქნის ერთადერთი გამოსავალი.
კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა. სამივემ თურქეთში გაიკეთა ოპერაცია. სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი – სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები პაციენტებს ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ განუვითარდათ. ქართველ ექიმებს პაციენტების ხელმეორედ გაკვეთა მოუწიათ. ნანახი ქირურგებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
იმისთვის, რომ თურქი ექიმი კუჭის ოპერაციაზე დაეთანხმებინა ოთარ გოთოშიამ 10 კილო განგებ მოიმატა. ოპერაციიდან მესამე დღეს სამსუნის კლინიკიდან საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლამდე უკვე ქუთაისში შეუძლოდ გახდა.
„რუსთავი 2“-თან საუბრისას 36 წლის ოთარ გოთოშიას დედა ამბობს, რომ მისი შვილი თურქეთში ჩატარებული ბარიატრიას შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.
„დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს,” – მისი შვილი 36 წლის ოთარ გოთოშია, კუჭის ოპერაციის მსხვერპლია. ის თურქეთში ჩატარებული ბარიატრიას შემდგომი გართულებით გარდაიცვალა
იმისთვის, რომ თურქი ექიმი კუჭის ოპერაციაზე დაეთანხმებინა 10 კილო განგებ მოიმატა. ოპერაციიდან მესამე დღეს სამსუნის კლინიკიდან საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლამდე უკვე ქუთაისში შეუძლოდ გახდა.
“ჰაერი არ მყოფნისო, გული მტკივაო, ჭრილობა მტკივაო, დარბოდა და ვერ ვშველოდი, რაღაც გამაყუჩებელი გამომატანესო, ის დალია და თითქოს მიყუჩდა, მაგრამ ვერ იძინებდა, მერე ნემსი გაუკეთეს, დაამატეთო, დაამატეთო, აღარ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ,” – ამბობს გარდაცვლილის დედა.
შოვის მინერალური წყლებით სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის და მომნელებელი სისტემის დაავადებებს კურნავენ
შოვის მინერალურ წყაროებში, რომელიც საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ბალნეოლოგიურ კურორტად ითვლება (1600 მეტრი), რამდენიმე სახეობის სამკურნალო წყალია.
„დარასუნი” — დაბალმინერალიზებული ჰოდროკარბონატული კალციუმიანი წყალია. მას რბილი და სასიამოვნო გემო აქვს და ყოველდღიური მოხმარებისთვის არის გამოსადეგი. “ბორჯომი–უწერას” წყალი ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიან წყლებს განესუნთქვაკუთვნება და მას ყველაზე მაღალი მინერალიზაცია ახასიათებს.
შოვის მინერალური წყლებით სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის და მომნელებელი სისტემის დაავადებებს კურნავენ. კურორტზე ფუნქციონირებს სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები და სპა–სალონები. ახლახან აქ ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “სანსეტ შოვი” აშენდა.
კურორტი შოვი ექიმ შამშე ლეჟავას წყალობით გაიხსნა, რომელიც დაიბადა სოფელ წკადისში, სამედიცინო განათლება კი ვენაში 1905–1910 წლებში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ ექიმმა დაათვალიერა ცნობილი ევროპული კურორტები — დავოსი, ბადენი, აპანდები, ვალენზეე, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, რათა სამშობლოში შეექმნა კურორტი, რომელიც ევროპულებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
„პინეო“ ტრადიციებით ინოვაციებისკენ. ექიმებისა და ტოპ მენეჯერების განახლებული გუნდით ახალი მწვერვალებისკენ
ჯანდაცვის სისტემის ეკოსისტემა.
„პინეო“, – ტრადიციებით ინოვაციებისკენ.
ექიმებისა და ტოპ მენეჯერების განახლებული გუნდით ახალი მწვერვალებისკენ,
„პინეოს” გენერალური დირექტორი, პროფესორი კახა ნურალიძე სტუმრად ვერიკო ბაზიართან.
„დღეს მიდის გადაირაღება, მიმდინარეონბს რეფორმები და ცვლილებები ყველა დონეზე…“
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანის მოხმარება სხეულში მძიმე ლითონებს ტოვებს
ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ კანაფის პროდუქტებს, აქვთ საოცრად მაღალი შემცველობა მძიმე მეტალების კადმიუმისა და ტყვიის სხეულში.
კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში დაადგინეს, რომ კანაფის პროდუქტების მომხმარებლებს ორგანიზმში მძიმე მეტალების, კადმიუმისა და ტყვიის მაღალი დონე აღენიშნებათ.
„როგორც კადმიუმისთვის, ასევე ტყვიისთვის, ეს ლითონები, სავარაუდოდ, დარჩება სხეულში წლების განმავლობაში, ექსპოზიციის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგ
“კადმიუმისა და ტყვიის შემთხვევაში, ეს ლითონები, სავარაუდოდ, სხეულში დიდი ხნის განმავლობაში რჩება, იქ მათი მოხვედრიდან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაც”, — აცხადებენ ავტორები.
მათ 7 000-ზე მეტი ადამიანის სისხლისა და შარდის ანალიზები შეისწავლეს. სპეციალისტებმა ისინი 4 კატეგორიაში გააერთიანეს, მათ შორის იყვნენ მარიხუანის, თამბაქოს ან ორივეს მომხმარებლები და ისინი, ვინც არცერთს იყენებდნენ.
იმ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარდნენ მარიხუანას, ჰქონდათ კადმიუმისა და ტყვიის საგრძნობლად მაღალი დონე შარდისა და სისხლის ნიმუშებში.
კვლევამ გამოავლინა, რომ იმ ადამიანების სისხლსა და შარდში, რომლებიც მარიხუანას მოიხმარდნენ, დიდი ოდენობით კადმიუმი და ტყვია იყო. მეოთხე ჯგუფში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. ეს საგანგაშოა, რადგან ორგანიზმში მძიმე ლითონების არსებობა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა სიმსივნე და ტვინის დაზიანება.
ეს ნიშნავს, რომ მარიხუანა ჩვენთვის საფრთხის შემცველია და არც ისეთი უწყინარი ნარკოტიკული საშუალებაა, როგორიც ბევრ ჰგონია. საქმე ისაა, რომ მცენარე კანაფი გარემოდან, მაგალითად, მიწიდან, წყლიდან, სასუქებიდან და პესტიციდებიდან ლითონებს შთანთქავს. შესაბამისად, მისი მოხმარებისას მსგავსი ელემენტები ადამიანის სხეულში გადადის და იქ რჩება.
აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საშიშია არა მხოლოდ მარიხუანა, არამედ თამბაქოც, რომელთანაც მძიმე ლითონების ასევე მაღალი დონეა ასოცირებული. თანამედროვე მსოფლიოში ორივე მათგანს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ანუ პოტენციური საფრთხე პოპულაციის დიდ ნაწილს ემუქრება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Environmental Health Perspectives გამოქვეყნდა.
რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია, თუმცა სეზონური ვირუსების პიკი გადავლილია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველაზე გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი.
დაიკლო „ა“ გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევებმა, თუმცა, მომატებულია „ბ“ გრიპის ხვედრითი წილი. დასტურდება კოვიდ 19-ის შემთხვევებიც. ჯერ კიდევ ბევრი და ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. ინფექციონისტები შემთხვევების კლებას მარტის ბოლოს ვარაუდობენ, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად, გრიპი აღარ არის დომინანტური ვირუსი საქართველოში და ისევ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი გახდა ყველაზე ხშირი. მომართვიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დაწყებული დეკემბრის ბოლო ორი კვირიდან დღემდე, რჩება მაღალი. 5-6 პაციენტი წვება ფილტვის ანთებით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გართულებას სწორედ გრიპის ვირუსის შემთხვევაში. გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები გადავლილია უკვე და შემდეგი კვირების განმავლობაში ველოდებით ამ შემთხვევების კლებას“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
„ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული“ – მიხეილ სარჯველაძემ შშმ ბავშვთა სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გამართა
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით შშმ პირთა სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები, სერვისის პროვაიდერები, დარგის ექსპერტები და შშმ ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ, რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
მინისტრმა შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ის საკითხები განიხილა, რომლებიც რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას უკავშირდება.
შეხვედრაზე მშობლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელზეც სამინისტრო ექსპერტებთან და პროვაიდერებთან ერთად მუშაობს და რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება პროცედურა და გარდამავალ პერიოდში რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა ძველ მოდელს დაუბრუნდება. სამუშაო პროცესში კი მშობლები აქტიურად იქნებიან ჩართულები.
როგორც შეხვედრაზე შშმ ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები მათთვის მისაღები და ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე რომ არ მესაუბრა ამის შესახებ, არავინ არაფერს იტყოდა, გიორგი ფხაკაძე ქმნის დღის წესრიგს ჯანდაცვის სფეროში“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ბარიატრიული ქირურგიის შესახებ საუბრობს:
„ჩემი სტრატეგია იყო ძალიან მარტივი. საქართველოში რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა თურქეთში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. მე რომ არ მესაუბრა ამის შესახებ, არავინ არაფერს იტყოდა.
გონიათ, რომ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ ჩვეულებრივ ეახლებიან ხინკალსა და ხაჭაპურს.
ბარიატრიული ოპერაციის მთელი არსი არის ის, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს წონის პრობლემა, თუ არის BMI 35-ს ზევით, თუ აქვს თანხმლები დაავადებები, ექიმის დანიშნულების შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას.
თუ ადამიანი ასეთი მაღალი წონით გააგრძელებს სიცოცხლეს და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ერთ-ერთი გამოსავალი არის ოპერაცია. როდესაც ადამიანი იწონის 200 კილოს, მისი ორგანოები არის გაცხიმოვნებული…“
შენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე!
გიორგი ფხაკაძე ქმნის დღის წესრიგს ჯანდაცვის სფეროში…










