პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია:
ვირუსი, ბაქტერია ან სოკო.
დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევის ტიპზე. გადაცემის ძირითადი გზა ჰაერ-წვეთოვანია.
პნევმონიისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
- მშრალი, შემაწუხებელი ხველა, რომელიც გრძლედება ნახველიანი ხველით (მომწვანო, მოყვითალო ან იშვიათად, სისხლიანი ნახველით)
- ცხელება, რომელიც გრძელდება 4-5 დღეზე მეტი
- ოფლიანობა, შემცივნება
- გახშირებული და ზედაპირული სუნთქვა
- ჰაერის უკმარისობა, ქოშინი
- ტკივილი გულ-მკერდში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის დროს
- მადის დაქვეითება
- სისუსტე
განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტები, რომელთაც მიეკუთვნება:
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები
- 65 წელს გადაცილებული პირები
- ორსულები
- იმუნოდეფიციტის მქონე პირები
ასევე, შემდეგი დაავადებების მქონე პირები:
- ბრონქული ასთმა
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ-ი)
- შაქრიანი დიაბეტი
- გულის უკმარისობა
- თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
- გართულებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონიამ:
ფილტვის აბცესი
- პლევრიტი
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა
- ფილტვის შეშუპება
- სეფსისი
დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის კლინიკური სურათის შეფასებას, ფილტვების აუსკულტაციას, გულ-მკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევას, სისხლის საერთო ანალიზს, სისხლის ბიოქიმიურ კვლევას და ა.შ.
პნევმონიის სიმპტომების გამოვლენისთანავე, გართულებების თავიდან ასარიდებლად, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ თერაპევტს.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია: ვირუსი, ბაქტერია ან სოკო [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/03/19/%e1%83%9e%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/
sheniekimi.ge
