ჯანდაცვის ასოციაციის წევრი – კლინიკა “ლიდერმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ამბროლიანი კლინიკების დაფინანსების წესის ცვლილებაზე საუბრობს.
იხილეთ ვრცლად –https://tinyurl.com/ystmmr7m
ჯანდაცვის ასოციაციის წევრი – კლინიკა “ლიდერმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ამბროლიანი კლინიკების დაფინანსების წესის ცვლილებაზე საუბრობს.
იხილეთ ვრცლად –https://tinyurl.com/ystmmr7m
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომი
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომი (ოსტეოონიქოდისპლაზია, ართრო-ონიქოდისპლაზია და ონიქოოსტეოდისპლაზია) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც თირკმლების, ძვლების, სახსრებისა და ფრჩხილების განვითარების დარღვევას იწვევს.
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომის გამომწვევი გენი დომინანტურია. ხშირად, ამ დაავადების მქონე ადამიანებს ერთი ან ორივე კვირისტავი არა აქვთ, მკლავზე ერთ-ერთი სხივის ძვალი ამოვარდნილია იდაყვის სახსრიდან და მენჯის ძვალი დეფორმირებულია. მათ ან საერთოდ არა აქვთ ფრჩხილები, ან ცუდად განვითარებული – უსწორმასწორო და ჩაღრმავებულია. პაციენტების 30-40%-ის შარდში ცილის არსებობა ფიქსირდება, რის გამოც ექიმი თირკმლების ფუნქციის გამოკვლევას იწყებს. თირკმლების დაზიანების მქონეთა 30%-ში 50-60 წლის ასაკისთვის უკმარისობა ვითარდება. დიაგნოზი ძვლების რენტგენოგრაფიით და თირკმლის ქსოვილის ბიოფსიით დასტურდება.
ამ სინდრომის ეფექტური მკურნალობა არ არსებობს. არტერიული წნევის კონტროლით შესაძლოა თირკმლების ფუნქციის გაუარესების სიჩქარის შენელება. თირკმლების უკმარისობის განვითარების შემთხვევაში დიალიზი ან გადანერგვაა საჭირო. მათ, ვისაც შვილების ყოლა უნდათ, გენეტიკურ ტესტირებას სთავაზობენ დეფექტური გენის გამოსავლენად.
მემკვიდრეობითი ნეფრიტი (ალპორტის სინდრომი)
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მემკვიდრეობითი ნეფრიტი
(ალპორტის სინდრომი)
მემკვიდრეობითი ნეფრიტი (ალპორტის სინდრომი) გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც თირკმლების ფუნქცია დარღვეულია, შარდთან ერთად სისხლი გამოიყოფა და ზოგჯერ სიყრუე და მხედველობის დაქვეითება აღინიშნება.
მემკვიდრეობითი ნეფრიტი, როგორც წესი, X ქრომოსომაზე არსებული ერთ-ერთი გენის დეფექტის შედეგია, მაგრამ ზოგჯერ მუტაცია არასასქესო, ავტოსომურ ქრომოსომაზეც შეიძლება იყოს. ის, თუ რამდენად მძიმედ გამოვლინდება დაავადება, სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ქალებში, თუკი მხოლოდ ერთ X ქრომოსომაზეა გენი დაზიანებული, ხშირად სიმპტომები არ ვითარდება, თუმცაღა თირკმლების ფუნქციონირება მეტ-ნაკლებად დაქვეითებულია. მათ უმრავლესობაში სისხლი შარდში მცირე რაოდენობით მაინც არის. მამაკაცებში ერთი დეფექტური გენიც კი მძიმე სიმპტომების განვითარებას იწვევს, რადგან მათ არა აქვთ მეორე X ქრომოსომა, რომელსაც დეფექტის კომპენსაცია შეეძლებოდა. ამ დროს თირკმლების უკმარისობა 20-30 წლის ასაკში ვითარდება.
ბევრ ადამიანში, რომელთა დეფექტური გენიც ავტოსომურ ქრომოსომაზეა, სისხლიანი შარდვის გარდა სხვა სიმპტომი არ ვლინდება, თუმცა შარდში შეიძლება იყოს ცილა, სისხლის თეთრი უჯრედები და ცილინდრები (უჯრედთა გროვები). თუკი გენის მუტაცია ორ ქრომოსომაზეა, თირკმლების ფუნქცია თანდათან უარესდება და, როგორც წესი, უკმარისობა ვითარდება.
მემკვიდრეობითი ნეფრიტის დროს სხვა ორგანოებიც შეიძლება დაზიანდეს. ხშირია სმენის პრობლემები; როგორც წესი, ადამიანებს არ ესმით მაღალი სიხშირის ბგერები. უფრო იშვიათია, მაგრამ მაინც ვლინდება კატარაქტა. რქოვანას, ბროლის ან ბადურას დაზიანებამ შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. სხვა დარღვევებიდან აღსანიშნავია: თრომბოციტების ნაკლებობა (თრომბოციტოპენია) და რამდენიმე ნერვის ერთდროულად დაზიანება (პოლინეიროპათია). თირკმლების უკმარისობის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დიალიზის დაწყება ან თირკმლის გადანერგვა. მათ, ვინც შვილის ყოლას აპირებს, დეფექტური გენის გამოსავლენად გენეტიკურ ტესტირებას სთავაზობენ.
უსიმპტომო პროტეინურიისა და ჰემატურიის სინდრომი
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ახლომხედველობა
რეფრაქციის მანკები (შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი) დაბალი მხედველობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ისინი მოსახლეობის დაახლოებით 30% –ში აღინიშნება.
ახლომხედველობა
ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ახლომხედველობა (მიოპია) ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, რაც კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასა და ახლო მანძილზე მხედველობის დატვირთვას უკავშირდება. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების თანახმად საშუალოდ დაბალ კლასებში მიოპიის სიხშირე შეადგენს 6-8%-ს, სკოლის დამთავრებისთვის პროცენტული მაჩვენებელი 25-30%-მდე იზრდება, უმაღლეს სასწავლებლებში კი 50%-ს აღწევს.
რატომ არის არასასურველი ახლომხედველობის განვითარება?
მიოპია არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. ახლომხედველ თვალს ახასიათებს ტენდენცია პროგრესირებისკენ. პროგრესირებადი მიოპიისათვის, იმის გამო, რომ თვალის წინა-უკანა ღერძი იზრდება, დამახასიათებელია თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარება: მინისებური სხეულის დესტრუქცია, ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინალური დისტროფიები, ბადურის ნახეთქები და ჩამოცლა, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მიოპიის პროგრესირების პრევენცია.
დაავადების გამომწვევი რისკ ფაქტორები:
– გენეტიკა – დიდია ალბათობა რომ ახლომხედველობა მშობლისგან გენეტიკურად გადაეცეს შვილს, განსაკუთრებით დიდია დაავადების რისკი თუ ორივე მშობელს აღენიშნება მიოპია.
– კითხვა და მუშაობა ახლო მანძილზე – მათ, ვინც ბევრს კითხულობს, წერს ან მუშაობს კომპიუტერთან დიდი რისკის ქვეშ არიან რომ აღმოაჩნდეთ მიოპია.
– გარემო ფაქტორები – კვლევებზე დაყრდნობით თუ დროის დიდ ნაწილს ატარებთ დახურულ სივრცეში მეტია ალბათობა რომ გაგივითარდეთ მიოპია.
როდის მივმართოთ ექიმს?
ახლომხედველობა უმეტესწილად ვითარდება ადრეული სკოლის ან სკოლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ აუცილებელია ბავშვი გაასინჯოთ ოფთალმოლოგს სკოლაში შეყვანამდე. სკოლის პერიოდში კი, მხედველობის გაუარესებისას შორ მანძილზე მზერისას.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღინიშნება ისეთი სერიოზული ჩივილები, როგორიც გახლავთ მხედველობის არეში მოცურავე შავი წერტილების ან ლაქების არსებობა, სინათლის ნათება, ფარდის მსგავსი ჩრდილი. აღნიშნული სიმპტომები ბადურის სერიოზული დაზიანების შედეგი შეიძლება იყოს, რასაც დაუყოვნებლივ სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა.
ახლომხედველობის შეჩერება შესაძლებელია არაქირურგიული მეთოდით:
როგორც დრომ გვაჩვენა, სათვალეები და კონტაქტური ლინზები ვერ აფერხებენ მიოპიის პროგრესირების შეჩერებას. მათი საშუალებით ხორციელდება მხოლოდ ახლომხედველობის კორექცია, რომ პაციენტმა შორ მანძილზე დაინახოს მკაფიოდ.
მიოპიის პროგრესირების შეფერხების ანუ მისი მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ორთოკერატოლოგიური კორექცია ანუ ღამის ლინზებით კორექცია. მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ღამის ლინზები 80% შემთხვევაში იწვევენ ახლომხედველობის პროგრესირების შეფერხებას. ორთოკერატოლოგიური კორექცია ეს არის ახლომხედველობის (მიოპიის) ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი ბავშვებსა და მოზარდებში, რომელიც უზრუნველყოფს მიოპიის პროგრესირების შეფერხებას.
გარდა მიოპიის პროგრესირებისა, ორთოკერატოლოგიური ლინზების (ანუ ღამის ლინზების) საშუალებით პაციენტი მთელი დღის განმავლობაში ხედავს კარგად სათვალისა და ლინზის გარეშე. პაციენტი ლინზას იკეთებს ღამით და სძინავს 8 საათის განმავლობაში. ლინზის სპეციალური დიზაინის წყალობით რქოვანის ფორმა იცვლება დროებით და შესაბამისად თვალის გარდამტეხი ძალაც იცვლება, ანუ ხდება მიოპიის კორექცია. ლინზების კეთდება მხოლოდ ღამით და აუცილებელია დილით მოხსნა, რის შედეგადაც მხედველობის აღდგენა ხდება 100%-ით. ორთოკერატოლოგიური ლინზები ყოველ ღამე უნდა გაკეთდეს. თუ კი ლინზის მოხმარება შეწყდება მხედველობა/მიოპია დაუბრუნდება საწყის დონეს.
გახსოვდეთ, აღნიშნული მეთოდის გამოყენება უფრო ეფექტურია მცირე ასაკში, ამიტომ დაავადების ადრე აღმოჩენა
და ორთოკერატოლოგიის სრული კურსის დროულად გავლა დაგიცავთ მიოპიის პროგრესირებისაგან.
ყივანახველა – ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება, რომელიც ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით. ყველაზე ხშირად ყივანახველა უჩნდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძეს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა, ჯანდაცვის კუთხით, აჭარასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, როგორც სისტემაში შემავალი უწყებები, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, მომავალში, ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებასა და გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში, მისასალმებელია მათი აქტიური ჩართულობა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძეს და ლევან ჩაკვეტაძეს, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხდა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ანა შანიძესთან, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ ისტორიას გვიამბობს:

– ანა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?
– პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან მოდის… მაშინ, როდესაც სკოლიდან სახლში მისული გასართობი გადაცემების ნაცვლად, ახალ ამბებს ვეცნობოდი…
– გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…
– ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი. მაშინ ჩემი მიკროფონი ლოგოს გარეშე იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკვე შემდგარი ჟურნალისტების მსგავსად შეუპოვარი ვყოფილიყავი. პირველი გამოცდილება პირველი აქციის გაშუქებისას მივიღე, აღარ მოვყვები, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს…

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას..?
– ახალგზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვკითხავდი – ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს, მზად ხართ ზოგჯერ ბევრი დათმოთ თქვენი პროფესიის გამო? ემსახუროთ სიცივესა თუ სიცხეში, დღე თუ ღამე…? მზად ხართ, პირადი ემოციები გვერდით გადადოთ, მაყურებლამდე არ მიიტანოთ თქვენი შიშები, გრძნობები, ტკივილები, წყენა, დაღლა?… მზად ხართ, იყოთ ხან ექიმი, ხან ექსპერტი, ხან მაშველი – ყველა პროფესიის წარმომადგენელი მცირე დოზით. ზოგჯერ ნამდვილ ომშიც იყოთ და პატარ-პატარა “ბრძოლები” ყოველდღე გქონდეთ?
თუმცა, თუ აირჩევთ – ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. მასზე მრავალფეროვანს ვერაფერს ნახავთ. ზოგჯერ დაღლილს მისი მიტოვებაც მოგინდებათ, მაგრამ ვერ მიატოვებთ. მიგიზიდავთ და მის გარეშე ვეღარ გაძლებთ. მთავარი თვისება ღირსების შენარჩუნებაა და პრინციპები, რომელიც ლოგოსთან ერთად არ უნდა იცვლდებოდეს…

ავტორი: თათია გოჩაძე
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ სალომე გოგოხიასთან, რომელიც შთამბეჭდავ და მრავალწლიან პროფესიულ ისტორიას გვიამბობს:
– სალომე, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… როგორც ვიცი, ტელევიზიამდე იყო ბეჭდური მედია … გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…
– მეორე კურსზე ვიყავი, როცა პრესაში მუშაობა დავიწყე. პირველი სამსახური იყო ყოველკვირეული ჟურნალი “რეიტინგი”, მეგობართან ერთად მივედი. ყოველგვარი რეკომენდაციების და პროტეჟეების გარეშე. რედაქციაში დავრეკე და ვუთხარი, ინტერვიუ გვაქვს ინგა გრიგოლიასთან, თუ დაბეჭდავთ- მეთქი . (რეალურად სხვა ჟურნალისთვის ჩავწერეთ მაშინ ეს ინტერვიუ, მაგრამ მოულოდნელად დაიხურა ის გამოცემა, მე კი მინდოდა ინტვერვიუ დაბეჭდილიყო და გზების მოძებნა დავიწყე. რამდენიმე ჟურნალ-გაზეთს დავურეკე, მხოლოს “რეიტინგის” რედაქცია დაინტერესდა ჩვენით. მივედით გასაუბრებაზე. მართალია ინტერვიუ არ დაბეჭდეს, მაგრამ მუშაობა შემოგვთავაზეს. ასე დაიწყო ჩემი პროფესიაში შესვლა და ახლა რომ გადავხედე, რამხელა დრო გასულა უკვე – 20 წელი…
ვმუშაობდი ისეთ სერიოზულ და ცნობილ გამოცემებში როგორიცაა “რეზონანსი”, “პალიტრა”, “24 საათი” და სხვები… ვრცელია ჩემი სამსახურების ჩამონათვალი. მადლობა ყველა რედაქტორს, ვინც დიდი როლი ითამაშა, ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ჩამოყალიბებასა და გაზრდაში.

– საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?
– ზოგადად, გამომძიებლობა მინდოდა, პოლიციის აკადემიაში სწავლის გაგრძელება, მაგრამ მამაჩემმა ხელი შემიშალა. თავად 30 წელი მუშაობდა ამ სტრუქტურაში, რთული სფეროა, ურთულესი, შვილი ვერ გაიმეტა, როგორც ჩანს…
ამ პროფესიის არჩევაში ბიძამ, დედის ძმამ, ითამაშა მისდაუნებურად გარკვეული როლი, ფრიდონ დოჩიას ძველი ჟურნალისტები კარგად იცნობდნენ. აფხაზეთის ომის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ჩვენს ოჯახებს ერთად ცხოვრება მოუწია. 90-იან წლებში ბიძა გაზეთ “ალიაში” მუშაობდა, შინ მოჰქონდა სამუშაო მასალა, დიქტოფონიდან “შიფრავდა” ( როგორც ჟურნალისტები ვუწოდებთ), წერდა შუაღამემდე. ასევე, მოჰქონდა პრესა, რომელსაც მუდმივად ვკითხულობდი. თუმცა, არც ბიძამ დაუჭირა მხარი ჩემს ჟურნალისტობას საბოლოოდ, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩემით, დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, ნაბიჯ-ნაბიჯ. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს მიზანს თავად აღწევ, სხვისი დახმარების გარეშე, შენი შრომით. ასე ვითარდები, როგორც პიროვნება და საქმის პროფესიონალი.

– ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…
– მთავარ და აუცილებელ თვისებად მივიჩნევ უკომპრომისობას, მიუკერძოებლობას. ჟურნალისტი მამაციც უნდა იყოს, გაბედული. იმაზე, რომ ფაქტები მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქო, საუბარი აღარ მაქვს…
– სალომე, როგორია, იყო დედა და ჟურნალისტი? საკუთარი გამოცდილებაც მკარნახობს თქვენს პასუხს, თუმცა საინტერესოა, მკითხველმაც გაიგოს, რა სირთულეები სდევს თან ჩვენს პროფესიას, მითუმეტეს ქალისთვის…
– ეს მხოლოდ ჟურნალისტმა დედებმა ვიცით, რაოდენ რთულია, ძალიან. ხშირად მიჭირს ოქროს შუალედის პოვნა, იმდენ დროს მართმევს ჩემი პროფესია, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია. მაგრამ ამავდროულად დედობა მაძლევს უდიდეს ძალას. დედობა ისეთია, შეუძლებელს შეგაძლებინებს. ორი შვილი მყავს – 14 და 1,7 წლის არიან… აბსოლუტურად განსხვავებული ყურადღება სჭირდებათ.
უფროსს ხშირად დავატარებდი რედაქციაში, სადაც ვმუშაობდი. პატარა როცა იყო, იმის გამო, რომ მასთან ვყოფილიყავი, ერთი პერიოდი შინიდანაც ვმუშაობდი, მაგრამ ესეც რთული იყო. ხარ და არც ხარ ამ დროს ბავშვთან. ყველაზე რთული პროფესია მაინც დედობაა. ამიტომ ქედს ვიხრი იმ ქალების წინაშე, რომლებიც შვილებს ზრდიან და მთელ დროს მათ უთმობენ. ეს არის აუნაზღაურებელი და შეუფასებელი შრომა. დედაჩემმა თავის დროზე სამსახური მიატოვა და მთელი დრო ჩვენ – შვილებს დაგვითმო. თუმცა, გულის სიღრმეში სულ მინდოდა, რომ დედას ემუშავა. პრაქტიკულად, უარი თქვა თავის ცხოვრებაზე. მადლობა მას ამისთვის. ბევრჯერ მიფიქრია, მე ასე მოვიქცეოდი თუ არა… არ ვიცი…

– დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…
– მგონი ყველაზე რთული ბოლო კითხვაა არ ვიცი, როდემდე ვიქნები ამ პროფესიაში, მაგრამ სადამდეც ვარ, ჩემს თავს ვუსურვებ, არასდროს მეღალატოს სიმართლისთვის, ყოველთვის დამეცვას ადამიანის უფლებები. როგორც ახლა არ მრცხვენია უკან მოხედვის, ვისურვებ, რომ წლების შემდეგაც ასე იყოს. და კიდევ, ისე არ მინდა წავიდე ამ პროფესიიდან , რომ ჩემი კუთხიდან არ გავაშუქო მოვლენები. ჩემი აფხაზეთიდან, ჩემი გალიდან , რომელიც რუსების მიერ 30 წელია ოკუპორებულია და ვერ შევდივართ.
მინდა, ბევრი რეპორტაჟები შემოგთავაზოთ ჩემი ულამაზესი კუთხიდან, სადაც 8 წლამდე ვიცხოვრე. მინდა ჩემს შვილებს გავაცნო, ვაჩვენო ის ადგილები, სადაც ვცხოვრობდი და რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ამბებს ვყვები, ჩვენი, ომს გადარჩენილი ალბომიდან შემორჩენილი შავ-თეთრ ფოტოებით ვცდილობ, ვაჩვენო როგორ ვცხოვრობდით ომამდე…
ავტორი: თათია გოჩაძე
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ნათია ტალახაძესთან, რომელიც ამჟამად “რუსთავი 2”-ში მუშაობს:
– ნათია, პროფესიით ჟურნალისტი ხართ… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– მოგესალმებით პატარაობიდან მხიბლავდა ტელევიზია, ყურადღებით ვუსმენდი და ვაკვირდებოდი ჟურნალისტთა მეტყველებას, ამბის მოწოდების სტილს, ვიზუალს, ჩაცმულობას და ეს ყველაფერი მხიბლავდა, რადგან ჩემთვის ძალიან ესთეტიური იყო.
მხიბლავდა ის გარემოებები, სადაც ჟურნალისტებს უწევდათ მოეპოვებინათ ექსკლუზივი, მუდმივად ყოფილიყვნენ ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ზუსტ დროსა და ადგილას…იყო ეს მშვიდობა, თუ ომი…

– შესაძლოა, აქტიურ ჟურნალისტიკაში არ ხართ, თუმცა ტელევიზიის ცხოვრებას კარგად იცნობთ… როგორია, იყო ტელეჟურნალისტი?
– სამწუხაროდ, პირადი გარემოებებიდან გამომდინარე აქტიურ ჟურნალისტიკაში ვერ ვარ, თუმცაღა ვმუშაბ ერთ-ერთი რეიტინგულ და ვფიქრობ, ყველაზე ობიექტური ტელევიზიის ადმინისტრაციაში.
ასე თუ ისე, ჩართული ვარ ტელევიზიის ცოცხალ და აქტიურ რეჟიმში, სადაც არასდროს გაქვს მოდუნების საშუალება, ხარ მობილიზებული და მოტივირებული. გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, რომ ყველა ამბავი მათ ყურამდე მივიდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად.
– ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…
– ჩემი აზრით, ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ყველაზე მთავარი, ამბის სიზუსტით მოწოდების უნარი და თავისუფლება პროფესიაში. აუცილებლად დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.
– ნათია, გაგვიმხილეთ თქვენი სილამაზის საიდუმლო… გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული რუტინა ან თუ ითვალისწინებთ პროფესიონალთა რჩევებს თავის მოვლისთვის?…
– ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია სილამაზის საიდუმლო თუმცაღა სასიამოვნო,მადლობა
საიდუმლო უფრო მეტად გენეტიკა, ასევე შინაგანი სილაღე, შინაგანი სიყვარულით სავსე ბავშვი თავისუფლებასთან ერთად.
მე არ მიწევს ეკრანიზაცია, თუმცაღა ჟურნალისტის, კონკრეტულად კი წამყვანების ის ესთეტიურობა, რაც ღრმა ბავშვობიდან გამჯდარი მაქვს, დღემდე მომყვება. ეს არის კლასიკური პიჯაკი, მოწესრიგებული თმა, სახე და ფრჩხილი.
– დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…
– ვისურვებდი, არასდროს თქვან უარი ბავშვურ ოცნებებზე და ყველაფრის მიუხედავად ეცადონ, შედგნენ იმ პროფესიაში, რაც უყვართ, სადაც თავს გრძნობენ ბედნიერად. სხვა სემთხვევაში, მუდმივად ექნებათ დანაკლისის გრძნობა…
ავტორი: თათია გოჩაძე
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარულ ტელეწამყვან თეა გვასალიასთან, რომელსაც 10 წლის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა “ამბობენ”… მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, ამ პროფესიას დაშორდა, თეა გვასალია ქართულ საზოგადოებას ახსოვს, როგორც სახასიათო სტილის წამყვანი…
– ქალბატონო თეა, იმ 90-იანებში, როცა ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრი იყო, 10 წელი მიგყავდათ ყველაზე “ფერადი” გადაცემა 《ამბობენ》 – თქვენი, როგორც წამყვანის სტილი იყო ყველასგან განსხვავებული და ამის გამო დღემდე ყველას ახსოვხართ… გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია და მიზეზი, რის გამოც ტელევიზიიდან წახვედით?
– დიდი მადლობა. მართალი გითხრათ, მიკვირს კიდეც, ამდენი ხნის შემდეგაც რომ ახსოვთ ჩემი გადაცემა და ქუჩაშიც რომ მცნობენ…
ტელევიზიიდან კი იმიტომ წავედი, რომ მაშინდელი 《პირველი არხი》 საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა და ჩათვალეს, რომ ამ სტატუსს უფრო სერიოზული გადაცემები შეეფერებოდა. შუადღის გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს, რომელსაც “სარჩევი” ერქვა, სხვადასხვა თემაზე ვიძლეოდით რჩევებს…
გადაცემა, თავისთავად, ცუდი არ იყო, მაგრამ მე მაინც ჩემი “ამბობენ” მერჩივნა. მაშინ უკვე მყავდა ერთი შვილი, ელენე და მეორის გაჩენა რომ გადავწყვიტე, გაირკვა, რომ ერთის ნაცვლად, ორი უნდა გამეჩინა სადღაც მეხუთე თვეზე, ექიმებმა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა ამიკრძალეს, წამოვედი ტელევიზიიდან და აღარც მივბრუნებულვარ, რადგან დეკრეტის შემდეგ რაც შემომთავაზეს, ჩემთვის საინტერესო არ იყო.

– სოციალურ ქსელში თვალს გადევნებთ და ვიცი, რომ ესპანური ენა თქვენი პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს ენა?
– ჩემი და ესპანურის სიყვარული უხსოვარი დროიდან იწყება. ძალიან პატარამ ავიჩემე, რომ ეს ენა უნდა მესწავლა და მოვახერხე კიდეც, რაც იმხანად არ იყო ადვილი საქმე…
მერე ესპანეთშიც მომიწია სწავლამ და იქიდან მოყოლებული, ესპანური ენა მშობლიურივითაა ჩემთვის. ვთარგმნი, ვასწავლი, სახელმძღვანელოებს ვწერ…
– ესპანურ ენას ასწავლით ახალგაზრდებს, გამოსცემთ სახელმძღვანელოებს, თარგმნით მარკესს… კიდევ რას საქმიანობს თეა გვასალია და რა არის ჰობი, განტვირთვის საშუალება, რაც სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება?
– ჰობი, საყვარელი საქმიანობა და მიზანიც ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი დამხმარე საშუალება დავწერო და გამოვცე ესპანური ენის შესწავლის მსურველთათვის. რაც მე არ მქონდა თავის დროზე, ახალ თაობას რომ ჰქონდეს და იოლად ისწავლოს ჩემი საყვარელი ენა…

– მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ჟურნალისტიკაში აღარ ხართ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება – ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…
– ჟურნალისტი, პირველ რიგში, ნაკითხი უნდა იყოს. უწიგნურ ჟურნალისტზე სავალალო სანახაობა არ არსებობს. ამასთან, ჩემი აზრით, გადაცემის წაყვანის ან რეპორტაჟის მომზადების საკუთარი სტილიც უნდა ჰქონდეს, სიტყვების მარაგთან და ცოტა “შარმთან” ერთად…
– გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…
– ყველას, ვინც პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩიეთ, წარმატებას გისურვებთ და გირჩევთ მარაგში სხვა სპეციალობაც გქონდეთ, მარტო ჟურნალისტის დიპლომის იმედად ნუ იქნებით
ავტორი: თათია გოჩაძე