ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

„სწორი არჩევანი გავაკეთე არასდროს მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე“ -ინტერვიუ ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან, რომელსაც ბეჭდურ მედიაში წერის მრავალწლიანი შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს:

– მაია, ბეჭდური მედიის ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ხართ – გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია…

– გმადლობთ, ამ რუბრიკაში მოწვევისთვის, მაგრამ „ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი“ ხმამაღალი ნათქვამია. ჩემი ჟურნალისტური კარიერა 1991 წლის სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც 17 წლის ასაკში, გამომცემლობა „სამშობლოში“, გაზეთის „თბილისი“ კარი შევაღე. პირველი სტატიაც მახსოვს: „ქართველები შეარიგე, მერაბ!“

ბარიკადებით შუაზე გახლეჩილი რუსთაველის გამზირი წარმოიდგინეთ, თათია, ერთ მხარეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, მეორე მხარეს – ოპოზიცია. საკმაოდ რთული დრო იყო და ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სულ რაღაც სამიოდე თვეში, თბილისი ძმათამკვლელ ომში გაეხვეოდა… დაძაბულობას, დაპირისპირებას, არეულობას და ბარიკადებით გახლეჩილ რუსთაველს „გავექეცი“ მთაწმინდაზე, მერაბ კოსტავას საფლავზე და ქართველების შერიგება ვთხოვე – ეს იყო ჩემი სტატიის, უფრო ჟურნალისტური ჩანახატის შინაარსი.

ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემი ჩანახატი არა თუ დაიტოვეს რედაქციაში, არამედ, მაშინვე მითხრეს, რომ მეორე დღესვე დაბეჭდავდნენ. მეორე დღეს, ვიდრე გაზეთს ვიყიდდი, დილით, რადიოში წაიკითხეს ჩემი სტატია, რომელიც მთავარი ანუ გამხსნელი იყო. ხვდებით, ხომ, რა რეაქცია მექნებოდა? თან, ამ დროს, დამოუკიდებელი პრესა ჯერ კიდევ არ არსებობდა, 1992 წლიდან იღებს სათავეს, სულ რაღაც სამი-ოთხი გაზეთი გამოდიოდა, ორად ორი ტელევიზია იყო და ერთი რადიო, ძველისძველი, ხაზის რადიოს რომ ვეძახდით.

ამის შემდეგ, ჩემს კარიერაში ბევრი აღმასვლაც იყო და დაღმასვლაც, იმედგაცრუებაც, სასოწარკვეთაც, ტკივილიც, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, რომ იქ და იმ პროფესიაში ვიყავი, რომელიც თვითონ, დამოუკიდებლად, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ავირჩიე.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტიკა?

– ესაა ყოველდღიური ბრძოლა სხვისი უფლებების დასაცავად (ხანდახან, საკუთარი უფლებების დაცვაც გვიწევს, სამწუხაროდ) და ამ ბრძოლაში, ხშირად საკუთარი თავი, ოჯახი გვავიწყდება. თუმცა, ამ პროფესიის ხიბლიც ესაა – ზამბარასავით დაჭიმული ხართ გამუდმებით.

– რა არის თქვენთვის ფორმულა – როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხი გაზეთს?

– მხოლოდ საინტერესო შინაარსით, თათია. იცით, რაზე ვოცნებობ? დილით, სამსახურში წასვლამდე, ჭიქა ყავასთან, გნებავთ, ჩაისთან ერთად, ადამიანი მისთვის საყვარელ, ან მის ამოჩემებულ გაზეთს კითხულობდეს. რა თქმა უნდა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქას მედია საშუალებების გაციფრულებაც მოჰყვა, თუმცა ვიდრე „ნახვების“ რაოდენობაზე ვიქნებით ორიენტირებულები, უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ ამით მკითხველებს ვკარგავთ. არ ვიცი, ფორმულაა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ციფრული მედიის საშუალებით, „მნახველები“ ნელ-ნელა „მკითხველებად“ უნდა ვაქციოთ. შესაძლოა, ვიღაცას გაეღიმოს ჩემს ოპტიმიზმზე, მაგრამ არ მჯერა, რომ წიგნები და გაზეთები წარსულს ჩაბარდა, პირიქით, მე მეღიმება მათზე, რომლებიც ასე ფიქრობენ.

– ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– მებრძოლი და ძლიერი ხასიათი, მოთმინების უნარი, მტკიცე ნებისყოფა.

– რას ნიშნავს, იყო მწერალი ჟურნალისტი? რითია განსაკუთრებული ბეჭდური ჟურნალისტიკა სხვა მედიასაშუალებებისგან?

– მწერალი ჟურნალისტი თავისი მიმართულების, მაგალითად, ეკონომიკის, პოლიტიკის, კრიმინალის, განათლების, კულტურის, სპორტის… სულ მცირე, პროფესიონალი უნდა იყოს. რატომ უნდა წავიკითხო თქვენი სტატია, თუ შემიძლია, იგივე ვნახო ტელევიზიით, ან მოვისმინო რადიოთი? – პასუხი მარტივია, თქვენ, როგორც მწერალმა ჟურნალისტმა, ამ ამბის საინტერესო ასპექტი უნდა შემომთავაზოთ. ხშირად, რამდენიმე წამიც საკმარისია, ამბის გასაგებად, თუმცა აუცილებელია მისი თხრობა სხვადასხვა რაკურსში და გაზეთი ამის საუკეთესო საშუალებაა. სინამდვილეში, ზუსტად ეს გამოარჩევს ბეჭდურ ჟურნალისტიკას სხვა მედიასაშუალებებისგან.

– ფიქრობთ, რომ წლების წინ, როცა პროფესიას ირჩევდით, სწორი არჩევანი გააკეთეთ?

– დიახ, სწორი არჩევანი გავაკეთე და არასდროს, თათია, ჩემი ცხოვრების არცერთ მძიმე ეტაპზე არ მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე. შეიძლება, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ამ წლების მანძილზე, ბევრჯერ დავმარცხდი, ოღონდ ყოველმა მარცხმა, თუ ტკივილმა, საბოლოოდ, გამაძლიერა და თითოეული დაცემა ღირსეულად წამოდგომაში დამეხმარა.

– ურჩიეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ, ამ პროფესიას გაჰყვნენ, რა არის ფუნდამენტური პრინციპი, რაც არასდროს უნდა დაივიწყონ?

– გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს არჩევანს და პროფესიას!

– გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ჩვენს უფროს კოლეგასთან, გოჩა მირცხულავასთან ინტერვიუში ვთქვი ადრე და თქვენც გეტყვით. არ ვიცი, ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი, მაგრამ მიყვარს და გამუდმებით ვიმეორებ, ხოლმე: იცით, რა საერთო აქვთ ბუზსა და პოლიტიკოსს? – ორივეს გაზეთი “კლავს”! ჰოდა, გულწრფელად მინდა, რომ გაზეთს მისი მთავარი ანუ პოლიტიკოსის „მკვლელის“ ფუნქცია დაუბრუნდეს!

ავტორი: თათია გოჩაძე

„გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“ – 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

1993 წლის 21 მარტს საქართველოს ჟურნალისტიკის დღე დაფუძნდა.

ეს დღე პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. „ქართული გაზეთი”-ს პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ჟურნალისტებს  ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

„ჟურნალისტებო, დღეს თქვენი დღეა!
მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს!
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!
მთელი გულით გილოცავთ, წარმატებულები უნდა იყოთ და ჭეშმარიტების გამომმზეურებლები, რადგან თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ქართული ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად 1993 წელს დააწესეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე – როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად

21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. ამ კამპანიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად შეუერთდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაგა-ბაღებში მიღების შესაძლებლობაა, რომლებიც გასულ წლებში ვერ რეგისტრირდებოდნენ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, თუ მათი ასაკი აღემატებოდა 6 წელს. 2014 წლის სექტემბრიდან მშობლის სურვილისა და ექიმის დასკვნა/რეკომენდაციის საფუძელზე უკვე შესაძლებელია საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 6-დან 7 წლამდე ასაკის გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) ბავშვები ჩაერთონ სააღმზრდელო პროცესში.

ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის დაგეგმვისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ინკლუზიური გარემოს შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 300-მდე გსმ აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათგან დაუნის სინდრომის მქონე 17 ბავშვია.

ენდომორფული სხეულის ტიპის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება (კუნთების მომატებისათვის) და კალორიული საჭმლის შემცირება

ქალების სომატოტიპოლოგია

რა არის თქვენი სომატოტიპი?

1942 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ შელდონმა გამოაქვეყნა წიგნი „ტემპერამენტის მრავალფერო- 82 ვნება“ (The Varieties of Temperament. A psychology of constitutional differences), რომელშიც სურდა დაემტკიცებინა კავშირი ადამიანის აღნაგობასა (პიროვნების სტრუქტურულ-სტატიკურ ასპექტსა) და ტემპერამენტს (პიროვნების დინამიკურ ასპექტს) შორის.

შელდონის აზრით, სულაც არ არის გასაკვირი მათ შორის კავშირის არსებობა, რადგან სტრუქტურა განსაზღვრავს ფუნქციას. სხეულის აგებულების კომპონენტების გამოსაყოფად შელდონმა გამოიყენა ე.წ. ანთროპოსკოპული მეთოდი:

მან 4000 სტუდენტს (გახდილს) გადაუღო სურათები ანფასში, პროფილში და ზურგიდან. შემდეგ, ამ ფოტოების დათვალიერების და გარკვეული კრიტერიუმის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, შეარჩია ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სხეულის აგებულების ვერსიები. ასეთი სულ სამი სომატოტიპი აღმოჩნდა. პირველი ტიპი ხასიათდებოდა მრგვალი ფორმებით – ძალიან დიდი მუცლით, ჭარბი ცხიმით მხრებსა და თეძოებზე, დიდი, მრგვალი თავით, დიდი შინაგანი ორგანოებით, მოდუნებული ხელ-ფეხით, ცუდად განვითარებული კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემებით. ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, ჭარბწონიანები იყვნენ.

მეორე ტიპი გამოირჩეოდა განიერი მხარბეჭით, დაკუნთული ხელ-ფეხით, კანქვეშა ცხიმის მინიმალური რაოდენობით. მათზე ამბობდნენ, „გარეგნობა დამთრგუნველად ძლიერი აქვთო“.

მესამე ტიპისთვის დამახასიათებელი იყო სიგამხდრე, ვიწრო მხარ-ბეჭი და გულმკერდი, მაღალი შუბლი, წვრილი და გრძელი ხელ-ფეხი, სუსტად განვითარებული კუნთები, კარგად განვითარებული ნერვული სისტემა.

მათზე ამბობდნენ, „სუსტი, თხელი აღნაგობა და ბრტყელი მკერდი აქვთო“. შელდონმა პირველ ტიპს ენდომორფული უწოდა, მეორეს – მეზომორფული და მესამეს – ექტომორფული. ეს სახელები უკავშირდება ჩანასახის ფურცლებს. ბიოლოგიაში, იმ დროს გავრცელებული შეხედულების თანახმად, ენდოდერმიდან (ჩანასახის შიდა ფურცლიდან) ვითარდება შინაგანი ორგანოები; მეზოდერმიდან (ჩანასახის შუა ფურცლიდან) – ძვლები, კუნთები გული, სისხლძარღვები; ხოლო ექტოდერმიდან (ჩანასახის გარე ფურცლიდან) – თმა, ფრჩხილები, რეცეპტორები და ნერვული სისტემა.

წაიკითხეთ სრულა

ინფიცირებულ უჯრედებში აივ-ის განადგურება შეძლეს – მოსალოდნელია თუ არა ადამიანების შიდსისგან სრულად განკურნება?

მეცნიერები აცხადებენ, რომ, CRISPR გენის რედაქტირებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით, ინფიცირებულ უჯრედებში აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის) განადგურება წარმატებით შეძლეს. ამის შესახებ BBC წერს.

ამსტერდამის უნივერსიტეტის სამეცნიერო გუნდში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და ახლო მომავალში აივ-ის განკურნების მეთოდების დანერგვას არ ვარაუდობენ.

„იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ შევძლებთ ორგანიზმის მთლიანად განთავისუფლებას ვირუსისგან, თუმცა გაცილებით მეტი სამუშაოა საჭირო იმის შესამოწმებლად, რომ ის უსაფრთხო და ეფექტური იქნება.

აივ-ის არსებულ მედიკამენტებს შეუძლიათ ვირუსის შეჩერება, მაგრამ არა მისი აღმოფხვრა.“

ბევრად მეტი მუშაობა იქნება საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ კვლევის შედეგები (უჯრედებიდან აივ-ის გაქრობა), მკურნალობისას, მთელ ორგანიზმზე გავრცელდება. ბევრი სამუშაო იქნება საჭირო, ვიდრე ეს [აღმოჩენა] გავლენას იქონიებს აივ ინფიცირებულებზე“, – აცხადებს ღეროვანი უჯრედებისა და გენური თერაპიის ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორი ჯეიმს დიქსონი.

მეცნიერებისთვის გამოწვევაა ის გვერდითი ეფექტებიც, რომლებიც უჯრედებიდან აივ ინფექციის გაქრობას სდევს თან. სამეცნიერო წრეებში განმარტავენ, რომ მეთოდოლოგიის დახვეწას “მრავალი წელი” დასჭირდება.

„Covid 19-თან ბრძოლა კვლავ გაგრძელდება – თქვენ ეს ვაქცინები არ გეღირსებათ…“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ გასულ კვირას, Moderna-ს აქციის ფასი 16%-ით გაიზარდა, საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $5,8 მილიარდით მოიმატა.

„გასულ კვირას, Moderna-ს აქციის ფასი 16%-ით გაიზარდა, საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $5,8 მილიარდით მოიმატა
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2024 წელს და მომდევნო წლების განმავლობაში, Covid 19-თან ბრძოლა კვლავ გაგრძელდება. შესაბამისად, Moderna ბიზნესის მნიშვნელოვან ზრდას და წელს $4 მილიარდის გაყიდვებს პროგნოზრიებს.
ეს ვაქცინა არის მდიდრებისთვის, ბოლო 2 წელია, მხოლოდ მდიდარ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი, ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა კი (სამწუხაროდ, საქართველოც) კიდევ დასდევენ “სატანებს” და რავიცი, კიდევ რას…
ახალი ტიპის კოვიდვაქცინა, საჭიროა, ყოველ 4 თვეში ერთხელ გაკეთდეს, ვისაც ეს ესაჭიროება….
აქ კი რამდენიც არ უნდა წეროთ, თქვენ ეს ვაქცინები არ გეღირსებათ, ვინაიდან საქართველო, სამწუხაროდ, არ არის მდიდარი ქვეყანა…
ეს არის ყოვლად მიუღებელი!
ვაქცინებთან წვდომა უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი!
საინტერესო ინფორმაცია იხილეთ ჩემს ახალ საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე: www.shenipulsi.ge“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

რას იწვევს ჰელიკობაქტერ პილორი, როგორ გადაეცემა ჰელიკობაქტერია?

რას იწვევს ჰელიკობაქტერ პილორი?
როგორ გადაეცემა ჰელიკობაქტერია?
როგორ ხდება ჰელიკობაქტერიის დიაგნოსტირება?
როგორ ხდება ჰელიკობაქტერიის მკურნალობა?
შესაძლებელია ჰელიკობაქტერიით რეინფიცირება?
საუბრობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

აზიანებს ყველა ჯგუფის სახსარს და მკურნალობის გარეშე იწვევს ინვალიდიზაციას

რევმატოიდული ართრიტი არის გავრცელებული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც აზიანებს ყველა ჯგუფის სახსარს და მკურნალობის გარეშე იწვევს ინვალიდიზაციას.
თანამედროვე მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ჩართვა, თავიდან აგვარიდებს გართულებებს, შინაგანი ორგანოების დაზიანებას და მივიღებთ კარგ რემისიას, რომ პაციენტმა შეძლოს დაუბრუნდეს სრულფასოვანი ცხოვრების წესს.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

რა გამოწვევებია ჯანდაცვის სექტორში?

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.
რა გამოწვევებია ჯანდაცვის სექტორში?
საუბრობს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე:

საქართველოში რომელია ყველაზე გავრცელებული სიმსივნეები – რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ პრევენციის მიზნით?

ონკოპაციენტები - მედიკამენტები
მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი ეს ყველაფერი არის რისკ ფაქტორი და ყველაზე გავრცელებული სიმსივნე არის ფილტვის კიბო…
რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ პრევენციის მიზნით?
გადაცემა „იმუნიტეტში“ საუბრობს ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, აკადემიკოსი, “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილია გოცაძე:

„მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი რისკ-ფაქტორია. ყველაზე ხშირი სიმსივნე ფილტვის კიბოა. ვინც 10 წელზე მეტია, ეწევა, პოტენციურად ონკოლოგიური პაციენტია. მას აუცილებლად დაემართება სიმსივნე. სასურველია, მწეველმა წელიწადში 2-ჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია, დაბალი დოზირების რადიოლოგიური კვლევა ჩაიტაროს. პატარა კერა თუ მაინც აღმოჩნდა, შეიძლება ანთებითი იყოს და არ იყოს სიმსივნე, პაციენტს ეცოდინება, რომ ამ კერას ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა ილია გოცაძემ.

მისი თქმით, ძალიან ხშირი პრობლემა, ღვიძლის პირველადი სიმსივნეა.

„სამწუხაროდ, ჩვენთვის ეს აქტუალურია. ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, ვისაც B და C ჰეპატიტი აქვს. ნამკურნალევი პაციენტი მაინც რისკ ჯგუფშია. შესაბამისად, ყველა პაციენტი, ვისაც ქრონიკული, ან კიდევ ნამკურნალევი აქვს, ჯობს წელიწადში რამდენჯერმე ღვიძლის ექოსკოპია გაიკეთოს“, – აღნიშნა ილია გოცაძემ.

„ქალბატონებში ნომერ პირველი ძუძუს კიბოა. 45 წლის მერე წელიწადში 2-ჯერ მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. საქართველოში სკრინინგ პროგრამაც არსებობს. სიმსივნის დამახასიათებელია, მისი აგრესიული თვისებები დროთა განმავლობაში იზრდება. ნაადრევ სტადიაზე თუ ამოიკვეთა, დიდი შანსია, რომ პაციენტმა ეს დაავადება დაამარცხოს. რაც უფრო დიდხანს არსებობს ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი ლოკაციის სიმსივნე, მით უფრო საშიშია. მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ მისი მიკრომეტასტაზები და მათი კონცენტრაცია გაიზარდოს და მთელ ორგანიზმში გავრცელდეს.

კოლორექტული კიბო, ანუ ნაწლავის სიმსივნე – 95% შემთხვევაში ეს სიმსივნე კეთილთვისებიანი პოლიპიდან გადაიზრდება. შესაბამისად, კოლონოსკოპია 40-45 წლის მერე მნიშვნელოვანია.  ოჯახში ვინმე თუ არის ამით დაავადებული, კოლონოსკოპიის გაკეთება აუცილებელია. ამ პოლიპების ამოჭრა, 95%-ით სიმსივნის პრევენციაა.

რაც შეეხება კუჭის კიბოს – თუ პაციენტს აქვს ქრონიკული წყლული, გასტრიტი, ან დიდი ხნის განმავლობაში აქვს ქრონიკული გასტრიტის სხვადასხვა გამოვლინება, მაგალითად, გულძმარვა, ტკივილები, აქვს რეაგირება, მაგალითად, ჩვენს კლასიკურ ქართულ სამზარეულოზე, გასტროსკოპია, კონტროლი და მკურნალობა აუცილებელია.

ძალიან ბევრი გინეკოლოგიური დაავადების პრევენცია შეიძლება, განხორციელდეს, თუ ქალბატონები 45 წლის შემდეგ გინეკოლოგებს მიმართავენ. კონტროლი საჭიროა.

ნომერ პირველი მოწოდება, ქრონიკული დაავადებების მიხედვა და მკურნალობაა. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ქრონიკული დაავადება შესაძლოა, სიმსივნედ გაიზარდოს.  პაციენტს თუ ქრონიკული გასტრიტი, ან ქრონიკული კოლიტი აქვს, ან პაციენტი ეწევა და აქვს ქრონიკული ფილტვის ანთება, ან ბრონქიტი,  ყველაფერი ეს რისკ-ფაქტორებია. პაციენტის განათლებაზე, მის მზაობასა და რეალურ აღქმაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

თუ დაავადება ადრეულ ეტაპზე აღმოჩნდა, რეალური შანსია, რომ გაიმარჯვოთ“, – განაცხადა ილია გოცაძემ.

 

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights