პარასკევი, ივნისი 12, 2026

კვლევა – რამდენად ხშირად იწვევს მარიხუანა ფსიქოზს

მარიხუანა ფსიქოზი
#image_title

დიდი ხანია, რაც მეცნიერებმა მარიხუანის მოხმარება ფსიქოზთან დააკავშირეს, მაგრამ რამდენად ხშირად და რატომ ხდება ასე? 

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამის გასაგებად 162 სხვადასხვა ნაშრომი გააანალიზეს, რომლებიც ჯამში 200 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს აერთიანებს.

შედეგად, დადგინდა, რომ კანაფის მომხმარებლებში დაახლოებით ყოველი 200-დან 1 ადამიანში (0.5%) ფსიქოზური ეპიზოდი იჩენს თავს, რაც ჰალუცინაციების, დელუზიებისა და პარანოიის სახით ვლინდება.

წარსულ მიგნებებთან თანხმობაშია ისიც, რომ რისკი იზრდება იმ ზრდასრულ ახალგაზრდებსა და განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობის მსგავსი მენტალური პრობლემები მანამდეც აწუხებდათ. აღსანიშნავია, რომ, წინა კვლევებისგან განსხვავებით, 2 გენი, COMT და AKT1, ახლა ფსიქოზთან ვერ დააკავშირეს.

საინტერესოა, რომ ადამიანებში, რომლებიც მარიხუანას ადრიდანვე და ხშირად იყენებდნენ, სხვებთან შედარებით მწვავე ფსიქოზური ეპიზოდების რისკის ზრდა არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, ყოველდღიური მოხმარება ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა, საფრთხეს ამძაფრებდეს. ასევე, აღმოჩნდა, რომ ფსიქოზის რისკზე ყველაზე მეტად სქესი (მდედრობითი) და ასაკი (ახალგაზრდა) ახდენს გავლენას.

უკანასკნელი კვლევისას გაანალიზებული ადამიანების უმეტესობა რეკრეაციულ კანაფს მოიხმარდა, 15% სამედიცინოს, 1% კი ტეტრაჰიდროკანაბინოლის საკვლევ ექსპერიმენტებში მონაწილეობდა. ეს სამი შრე მეცნიერებისთვის საკითხის გაანალიზების უნიკალური საშუალება იყო.

მარიხუანით პროვოცირებული ფსიქოზური ეპიზოდების სიხშირე სამივე ჯგუფში განსხვავდებოდა. მაგალითად, პირველ და მესამე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 19% და 21% იყო, მეორეში კი — 2%.

ავტორების თქმით, ეს ნიშნავს, რომ კანაფის მოხმარება ფსიქოზის სიმპტომების გაჩენის შანსს ზრდის მიუხედავად იმისა, ის რეკრეაციულია, სამედიცინო თუ კონტროლირებად ექსპერიმენტებში გამოყენებული.

კვლევა გამოქვეყნდა Nature Mental Health-ში.

რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? – ოპერაციები ზაფხულში

ოპერაცია ზაფხულში

პლასტიკური ოპერაციები ერთნაირი წარმატებით ტარდება როგორც წელიწადის გრილ, ისე ცხელ სეზონზე. თუმცა, რადგანაც ზაფხული დასვენებასთან ასოცირდება, შესაძლოა, ზოგმა თავი შეიკავოს ქირურგიული ჩარევებისგან.

არადა ზაფხული სწორედ ის დროა, როცა ყველაზე მეტად გვსურს სხეულის დეფექტების გამოსწორება.
რომელი პროცედურების ჩატარება ჯობს ზაფხულში და რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის პლასტიკურ ქირურგს ნოდარ ბრუნჯაძეს მივმართეთ.

ზოგადად, რომელი პლასტიკური ოპერაციებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი?

სტატისტიკა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც თითქმის ერთნაირია. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციებია მუცლის, ბარძაყისა და სხეულის სხვა ზონების ლიპოსაქცია, აბდომინოპლასტიკა, მამოპლასტიკა და სხვა. თუმცა გენეტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად, საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა ცხვირის პლასტიკაც.

რომელია ის პროცედურები, რომელთა ჩატარებასაც პაციენტებს ზაფხულში ურჩევდით?

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ პლასტიკური ოპერაციის ჩატარებისას სეზონურობას მნიშვნელობა არ აქვს. მეტიც, ზოგი პაციენტისთვის ზაფხულის შვებულება ოცნების ოპერაციასთან ასოცირდება და სწორედ ამ დროს არჩევს პროცედურების ჩატარებას. თუმცა, თუ ზაფხულში აქტიურ დასვენებას გეგმავთ, უმჯობესია, არჩევანი გააკეთოთ ნაკლებტრავმულ, მცირეინვაზიურ პროცედურებზე და თავი შეიკავოთ კომბინირებული ოპერაციებისგან.

ზაფხულში ხშირად ვატარებთ სხეულის კორექციასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორებიცაა ლიპოსაქცია, მამოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, წარბების ლიფტინგი და სხვა. მსგავსი მცირეინვაზიური ოპერაციები არ მოითხოვს დიდ განაკვეთებს, არ საჭიროებს სახლში ყოფნას, წოლით რეჟიმს და ა.შ. პაციენტს მეორე დღესვე ან რამდენიმე დღეში შეუძლია დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ყოველდღიურობას, წავიდეს სამსახურში, დასასვენებლად და ა.შ.

თქვენ მიერ ჩამოთვლილი მცირეინვაზიური ოპერაციების შემთხვევაში, დაახლოებით რა დროს სჭირდება რეაბილიტაციას?

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ პაციენტის ბინაზე გაწერა მალევე ხდება და ის აქტიურ ცხოვრებას უპრობლემოდ უბრუნდება. თუმცა, მაგალითად, ლიპოსაქციების დროს, აუცილებელია, კორსეტის ტარება დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში. კორსეტი შემაწუხებელი ან ტკივილის გამომწვევი არ არის. უბრალოდ, სასურველია ამ დროს პაციენტი მოერიდოს სიცხეს, რათა ნაოპერაციები ზონის გადახურებამ დისკომფორტი არ გამოიწვიოს. ამასთან ერთად, აუცილებელია, ნაწიბურები დაცული იყოს მზისგან დამცავი საშუალებით.  არსებობს გარკვეული რეკომენდაციები და წესები, რომლებსაც კონკრეტული ოპერაციების შესაბამისად გავცემთ. თუმცა, ერთი რამ ყველასთვის საერთოა – მნიშვნელოვანია, პაციენტი დარწმუნებული იყოს საკუთარ გადაწყვეტილებაში და ნამდვილად ჰქონდეს კონკრეტული ჩარევის სამედიცინო ჩვენება, მხოლოდ სურვილი ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ოპერაციის დასაგეგმად. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დეფექტის გამოსწორება შესაძლებელია და ამგვარ ოპერაციებს შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს თქვენი თავდაჯერებულობა და გააუმჯობესოს თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.

იმსჯელეს აკრედიტაციის მიღების პროცესში არსებული მდგომარეობაზე

სამუშაო შეხვედრა
#image_title

ჯანდაცვის ასოციაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა მიმდინარე, მნიშვნელოვანი საკითხები და კლინიკების წინაშე არსებული გამოწვევები.

ძირითად გამოწვევად დღემდე დაფინანსების მეთოდოლოგიის – დიაგნოზთან შეჭიდული კოდების მიხედვით განსაზღვრული დაბალი ფასები რჩება, რომელიც წარმოშობს სხვა, თანმდევ პრობლემებს.
ასოციაციის წევრებმა იმსჯელეს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში არსებულ მდგომარეობაზეც, სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებზე და ერთად დასახეს საქმიანობის სამომავლო გეგმა.

მიხეილ სარჯველაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა

სლოვაკი კოლეგა
#image_title

მიხეილ სარჯველაძე, სლოვაკეთის შრომის, სოციალური საკითხებისა და ოჯახის მინისტრ ერიკ ტომაშს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს, საქართველოში, სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით, პარტნიორობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკ კოლეგას, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი, მდგრადი, სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა. იმსჯელეს შრომის უსაფრთხოების საკითხებსა და სტანდარტებზე.

მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკეთთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მიმდინარე რეფორმების განხორციელებისას, სლოვაკეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

სტამბულში სამედიცინო მიმართულებით შეხვედრები გაიმართა

სტამბოლი - შეხვედრა
#image_title

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე პირველ მოადგილესთან, გიორგი ახვლედიანთან, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრ გივი ჩხარტიშვილთან ერთად დედაქალაქის საკრებულოსა და „მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტამბულს ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ორდღიანი ვიზიტი სტამბულში თურქული მხარის ინიციატივით გაიმართა.

საკრებულოს დელეგაციამ შემდგომი ურთიერთთანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით საქმიანი მოლაპარაკებები და შეხვედრები გაიმართა ,,მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის“ დამფუძნებელსა და საბჭოს წევრთან, ბერქ ბოზკურტთან, საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორ ბურაქ ქოსესთან, აგრეთვე საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მეჰმეტ ფათიჰ თურანთან.

ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს დელეგაცია „მედიკანა ათაქოის“ გენერალურ დირექტორს, ერდალ იბანოღლუსაც, შეხვდა და კლინიკები „ზინჯირლი ქუიო“ და „მედიკანა ათაქოისი“ მოინახულა.

საკრებულოს დელეგაცია ფენერბახჩეს უნივერსიტეტსაც ეწვია, სადაც ფენერბახჩეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და ათაშეჰირის MBA კოლეჯში შეხვედრა გამართა.

„ივნისში გრიპის შემთხვევების ეს რაოდენობა არასდროს დაფიქსირებულა“

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
#image_title

„ქვეყანაში სეზონური გრიპები ცირკულირებს. შემთხვევების მატების გამო, კლინიკებში გაზრდილია მიმართვიანობა“.

ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძე განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რესპირაციული განყოფილება დღეს სრულად შევსებულია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ სეზონური ვირუსების პერიოდი წელს გახანგრძლივებულია და, ბოლო წლებში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა 8 თვის განმავლობაში ვირუსი აქტიურად ცირკულირებს.

„საქართველოში არ ყოფილა არასდროს ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები დაფიქსირებული იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც არის ახლა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას, 14%, 16%, 18% – ასეთია გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, ბოლო კვირების განმავლობაში კლინიკებში.

მომართვიანობა რჩება შეუფერებელი ივნისის თვისთვის. 25 საწოლზე არის რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, ახლა ჩვენ გვიწევს ალბათ 40-ზე მეტი პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ გრიპისა და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი არის გახანგრძლივებული,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.

„სახელმწიფო პროგრამებით ხორციელდება ტუბერკულოზისა და შიდსის მედიკამენტების შესყიდვა“

“სახელმწიფო არის იმ ინიციატივის მთავარი დამფინანსებელი და მამოძრავებელი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსების კუთხით ხორციელდება. სწორედ, სამთავრობო ჩართულობის დონეზე მოხდა ამ პროგრამის დაგეგმვა და ეს ინიციატივა გრძელდება ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში“.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სახელმწიფო, პირველივე დღიდან იყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის დაწყების გარანტი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღესაც სწორედ სახელმწიფოა მისი გაგრძელებისა და ბავშვებისათვის უცხოეთში საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის გარანტი.

„გარდა ამისა, სრულად, სახელმწიფო პროგრამებით ხორციელდება ტუბერკულოზისა და შიდსის მედიკამენტების შესყიდვა. დიდი ხნის წინ მოხდა ტრანსფორმაცია – ეს იყო ერთ-ერთი პირობა, ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამებში, თავად დონორის მხრიდან – სახელმწიფოს რაც შეიძლება სწრაფად აეღო მათ მართვაზე პასუხისმგებლობა, უწყვეტობის რისკი რომ არ დამდგარიყო. სახელმწიფომ, უკვე აიღო ეს პასუხისმგებლობა რამდენიმე წლის წინ, მათ შორის არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზეც. დღეს, პრევენციული სერვისები, რომელსაც ბენეფიციარებს შიდსისა და ტუბერკულოზის ნაწილში ვაწვდით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ხელშეკრულების პირობებში ფინანსდება. ამიტომ, უწყვეტობის დარღვევის რაიმე რისკი არ არსებობს. აქაც სახელმწიფო არის იმის გარანტი, რომ სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდების ნაწილში უწყვეტობა იყოს ნამდვილად, აბსოლუტურად გარანტირებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება საქართველოშიც უნდა შეეძლოთ

#image_title

“ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.

„აღნიშნული პროგრამით 90-მდე ბავშვმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი დადასტურებული აქვთ. ბავშვის მდგომარეობის შესწავლა სპეციალური ექსპერტების საბჭოს მიერ ხდება. საბჭოში უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები არიან და ჩვენ, მათგან ვიღებთ რჩევებს, თუ პროგრამაში მონაწილე 6 კლინიკიდან რომელ სამედიცინო დაწესებულებაში აჯობებს ბავშვის გაგზავნა. 4 კლინიკა თურქეთშია, ასევე კლინიკებია ესპანეთში და ისრაელში. აქ ოჯახის არჩევანიც მნიშვნელოვანია, თუმცა ექიმები სამედიცინო დაწესებულებას სპეციალიზაციის მიხედვით გვირჩევენ.

ფინანსდება სერვისი, მკურნალობა.როდესაც, ბავშვი ჩადის უცხოეთის რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, ის მისთვის საჭირო მკურნალობას იღებს. თუ არის დამატებითი მკურნალობა საჭირო, ამისთვის დამატებით სოლიდარობის ფონდის რესურსიც გამოინახება, დამატებით საჭიროებას ითვალისწინებს რეფერალური პროგრამაც. 90 % საჭიროებების, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

პროგრამა არის ის მექანიზმი, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს საუკეთესო შესაძლო ონკოლოგიური სერვისი მივაწოდოთ ჩვენს ბავშვებს, ამის პარალელურად პროგრამები საქართველოშიც გრძელდება.არის ქართული კლინიკები, რომლებიც კვლავაც აწვდიან ონკოლოგიურ სერვის, არიან ოჯახები, ვისაც შესაძლოა აქ ერჩივნოს დარჩენა.

ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში ონკოლოგიური კუთხით იგივე შესაძლებლობა შეიქნას. კლინიკებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მეთვალყურეობის გაგრძელებაა საჭირო, ეს საქართველოს პირობებში გრძელდება. გამოცდილების ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორ ვისწავლოთ ჩვენი თავისადმი სიყვარულით მოპყრობა

სიყვარულით მოპყრობა
#image_title

როგორ ვისწავლოთ ჩვენი თავისადმი სიყვარულით მოპყრობა და რა მნიშვნელობა აქვს ამას?

საუბრობს ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი გადაცემაში „შენი შუადღე“:

საკუთარი თავისადმი სიყვარულით მოპყრობა მნიშვნელოვანია. საქართველოში საკუთარი თავის მოყვარულ ადამიანებად არ გვზრდიან. ნარცისიზმი საკუთარი თავის უკიდურესი არსიყვარულია. ეს უბრალოდ რაღაც გარკვეული როლის თამაშია. ყველაზე მეტად, ვისაც შეიძლება საკუთარი თავი არ უყვარდეს, ეს არის ნარცისი. ჩვენი თავის არმოყვარულ ადამიანებად გვზრდიან. საკუთარ თავს არაფერს არ შევუნდობთ ხოლმე. ლმობიერებით არ ვეპყრობით…

კრიტიკული შინაგანი ხმა გვაქვს და ამით ჩვენსავე თავს მუდმივად ვებრძვით.~

რას იტყვის მეზობელი? – ხშირად ეს არის ყველაზე აქტუალური. თვითსიყვარული უნდა ვისწავლოთ. ჩვენს კულტურაში ეს შეიძლება არ იყოს, მაგრამ თვითსიყვარულს სწავლა სჭირდება.

თვითსიყვარულის გამოვლინება არის ის, რომ ადამიანმა თავის თავს აპატიოს და შეუნდოს, რომ მას რაღაც ტიპის ემოციები და განცდები აქვს. უიმედობა გაქვს? – რა მოხდა, მერე?! ნუ დასჯი ამისთვის. არა მხოლოდ არ დასაჯო შენი თავი, არამედ შეეცადე, რომ შენს თავს ამ უიმედობისა და დეპრესიის დროს ისე მოეპყრა, როგორც საუკეთესო მეგობარს ან ოჯახის წევრს მოექცეოდი. უსაყვარლესი მეგობარი, ოჯახის წევრი რომ წარმოიდგინოთ, რომელიც თქვენთან დეპრესიული და უიმედო მოვიდა და გადაწყვიტეთ, რომ მასზე იზრუნოთ, დარწმუნებული ვარ, ზრუნვის უამრავი ფორმა გექნებათ.“

ზაფხული და კვება – რა პროდუქტების მიღებაა სასურველი

ჯანსაღი ცხოვრების წესი
#image_title

ზაფხული და კვება – რა პროდუქტების მიღებაა წელიწადის ამ სეზონზე სასურველი და როგორია წონის კლების ჯანსაღი გზები.

 „ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია საკვების უსაფრთხოება და ორგანიზმის ადაპტაცია გარემოსთან ტემპერატურული რეჟიმის თვალსაზრისით“.
საუბრობს ექიმი-ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია:
„ადამიანის კვების მოდელი მარტო რაციონს არ გულისხმობს.
მოდელი ნიშნავს იმას, რომ როდის მივირთმევთ, რამდენს მივირთმევთ და რას მივირთმევთ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, რომელსაც ჩვენი წინაპარი ითვალისწინებდა და ჩვენ ნაკლებად ვითვალისწინებთ, – ვისთან ერთად მივირთმევთ, ან რასთან ერთად?!
რა პროდუქტების მიღებაა წელიწადის ამ სეზონზე სასურველი და როგორია წონის კლების ჯანსაღი გზები…“
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights