პარასკევი, ივნისი 12, 2026

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

სისხლის დონორი
#image_title

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

აქციის მიზანი უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ასევე – უანგარო, რეგულარული დონორების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა.
სისხლის დონაცია, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად მიმდინარეობს.
კამპანიაში ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეებიც ჩაერთნენ. მიხეილ სარჯველაძემ, სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით უანგარო დონაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მხარდაჭერა სიცოცხლის გადასარჩენად, ვინაიდან სისხლის გაღებით ერთ ადამიანს, 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის დონაციაა.
სისხლის დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2004 წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მე-20 საიუბილეო წელს, ამ დღესთან დაკავშირებული კამპანიების სლოგანია „მადლობა სისხლის დონორებს!“

თმის ცვენა ქალებში

მართალია, თმის ცვენა არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობას, მაგრამ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება.

თავის თმიან საფარველზე დაახლოებით 100 000 თმის ფოლიკულია მოთავსებული. ყოველი მათგანი გადის სიცოცხლის საკუთარ ციკლს, რაც მოიცავს ზრდის პროცესს და დასვენებას.

ყოველ მოცემულ მომენტში თმის ფოლიკულის უმრავლესობა იმყოფება ზრდის ფაზაში, რომელიც 2-დან 6 წლამდე გრძელდება.

ამას მოსდევს მოსვენების ფაზა, როცა თმის ზრდა ჩერდება. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 100 დღეა და ის სრულდება თმის ღერის ფოლიკულიდან მოწყვეტით, სადაც იწყება ახალი ღერის ფორმირება.

ნორმად ითვლება ყოველდღიურად 50-100 ღერი თმის დაცვენა და ეს დანაკარგი მუდმივად ბალანსდება ახალი თმის ამოსვლით.

მამაკაცებში თმის ცვენის შემთხვევათა 90% დაკავშირებულია მემკვიდრეობით სიმელოტესთან, ქალების შემთხვევაში კი თმის ცვენის უკან მრავალი მიზეზი შეიძლება იმალებოდეს.

მათ შორის ისეთებიც, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე და მკურნალობას საჭიროებს.

ამიტომ უმჯობესია თმის ცვენის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ამ მდგომარეობების გამორიცხვით დაიწყოს, რაც პროცესში ენდოკრინოლოგის აქტიურ ჩართულობასაც გულისხმობს, რადგან ხშირად თმის ცვენა სწორედ ენდოკრინული დარღვევების ერთ-ერთი სიმპტომია.

ანდროგენული ალოპეცია

თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი ქალებში არის მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების სიჭარბე ან მათ მიმართ მგრძნობელობის მომატება, რაც ანდროგენული ალოპეციის სახელით არის ცნობილი.

თმის ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლის მიმდინარეობა ანდროგენების მნიშვნელოვანი ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.

ორგანიზმში არსებული ტესტოსტერონის გარდაქმნით მიღებული ჰორმონი დიჰიდროტესტოსტერონი იწვევს თმის ზრდის ფაზის შემოკლებას და დასვენების ფაზაში დაჩქარებულ გადასვლას, რასაც თან ახლავს თმის ფოლიკულის ცვლილებები, რის შედეგადაც ის ზომაში პატარავდება და ხდება უფუნქციო – ვეღარ წარმოქმნის თმის ახალ ღერს.

ქალის ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.

მისი დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გარდა თმის ცვენისა, მას აქვს მრავალი უარყოფითი შედეგი: უშვილობა, ინსულინრეზისტენტობის სინდრომი და სხვა.

ანდროგენული ალოპეციის შემთხვევების მეორე დიდი ჯგუფი გენეტიკურია.

ამ დროს არ არის აუცილებელი ტესტოსტერონის რაოდენობის მატებას ჰქონდეს ადგილი, რადგან გენეტიკურადაა განპირობებული მის მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა, ისე, რომ ნორმული რაოდენობაც კი მაინც ხდება პრობლემების, მათ შორის თმის ცვენის გამომწვევი.

ასეთი ტიპის გენეტიკური ალოპეციის განკურნება შეუძლებელია.

სხვადასხვა ადგილობრივ თუ სისტემურ სამკურნალო საშუალებებს აქვს ეფექტი მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენებისას და მხოლოდ მათი მიღების პერიოდში.

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მიღწეული შედეგი ვერ ნარჩუნდება.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ჩარევა, ვიდრე თმის ფოლიკულში შეუქცევადი ცვლილებები დაიწყება და მისი ფუნქცია ჯერ კიდვ შენარჩუნებულია.

ასევე, თმის ცვენა ვლინდება, როცა ადგილი აქვს ჰორმონული ბალანსის დარღვევას: ტესტოსტერონის სიჭარბე არ არის, მაგრამ სახეზეა ესტროგენების ნაკლებობა.

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან თმის ცვენის გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ჰიპერთირეოზი, ასევე ჰიპოთირეოზი.

თუ ვიცით, რომ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას არ აქვს ხანგრძლივი ანამნეზი და მისი აღმოჩენა დაავადების აღმოცენებიდან მალევე ხდება, მაშინ ნაკლებად სავარუდოა ის თმის ცვენის მიზეზი იყოს.

მაგრამ ხშირად დავადების დიაგნოსტიკა ვერ ხდება თვეების და წლების მანძილზე, ან დიაგნოზის მიუხედავად არ ტარდება სათანადო მკურნალობა დიდი ხნის განმავლობაში.

სწორედ ასეთი შემთხვევების დროს ხშირად სიმპტომებს შორის გვაქვს გაძლიერებული თმის ცვენა, რომელიც დიფუზურია, მოცავს თმის მთლიან საფარველს, არ ახასიათებს ერთ კონკრეტულ ადგილას ლოკალიზება და უმეტესად განკურნებადია.

ჰიპერთირეოზის ან ჰიპოთირეოზის წარმატებული კომპენსირების შემდეგ ასევე წარმატებულად ხდება თმის დაკარგული მოცულობის აღდგენა.

მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ პროცესს შედარებით ხანგრძლივი დრო – რამდენიმე თვემდე შეიძლება დასჭირდეს და სასურველი შედეგის მიღებამდე მკურნალობის პერიოდში მოთმინებას მოითხოვს პაციენტის მხრიდან.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი მახასიათებელი სიმპტომია ასევე წარბის თმის შეთხელება მის გარეთა მესამედში.

ის ფაქტი, რომ თმის ცვენა დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ხდება თვალსაჩინო, განპირობებულია თმის ციკლის თავისებურებებით.

ამავე მიზეზით, ზოგჯერ შესაძლებელია თმის ცვენის დასაწყისი დაემთხვეს სხვა სიმპტომების საფუძველზე დიაგნოზის დასმის და მკურნალობის დაწყების მომენტს.

ჰიპოთირეოზის მაგალითზე, ასეთ დროს ხშირად შეცდომით ხდება თიროქსინის პრეპარატის დადანაშაულება პაციენტის მხრიდან და მისი მიღების შეწყვეტა, რაც, ცხადია, დიდი შეცდომაა და მომავალში თმის ცვენის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს.

თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აუტოიმუნური ხასიათისაა (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ან გრეივსის დაავადება), შესაძლოა მას ახლდეს სხვა სისტემების აუტოიმუნური დარღვევებიც, მათ შორის ბუდობრივი ალოპეცია, რაც შემოფარგლულ ადგილებში თმის ცვენით გამოიხატება, თუმცა ამ დროს ზოგადად იმუნური სისტემაა დამნაშავე და არა ფარისებრი ჯირკვალი.

პროლაქტინი

პროლაქტინის პირდაპირ გავლენას თმის ცვენის პროცესზე ადასტურებს თმის ფოლიკულებში განლაგებული პროლაქტინის რეცეპტორები.

გარდა ამისა, პროლაქტინი ჩართულია ანდროგენების მეტაბოლიზმშიც და მისი რაოდენობის სიჭარბე იწვევს ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულირებას.

სტრესი

სხვადასხვა წარმომავლობის მწვავე ან ქრონიკული სტრესი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლიდან კორტიზოლის გამოყოფის სტიმულაციას.

კორტიზოლი კი თავის მხრივ იწვევს თმის ფოლიკულების საგრძნობი რაოდენობის ნაადრევ გადასვლას ზრდის ფაზიდან მოსვენების ფაზაში, რასაც ასევე საგრძნობი თმის ცვენა მოჰყვება.

სტრესი იწვევს აგრეთვე სხვა მიზეზით გამოწვეულ, მაგალითად, ანდროგენული თმის ცვენის გაუარესებასაც.

სტრესორად შეიძლება განვიხილოთ როგორც სხვადასხვა ფსიქოსოციალური, ასევე ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებაც, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, ტრამვა და ასევე მშობიარობა.

სტრესით გამოწვეული თმის ცვენა არის შედარებით სწრაფად აღმოცენებადი, დიფუზური და დროებითი.

სხეულის მასის სწრაფი შემცირება

დროის მცირე მონაკვეთში გამოხატული კლება წონაში წარმოადგენს სტრესს ორგანიზმისთვის და ის ახდენს შესაბამისი ჰორმონების მობილიზებას, რაც მოქმედებს თმის ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლზეც.

მდგომარეობა დროებითია და დაახლოებით 6 თვეში თმის მოცულობა თავისით აღდგება.

ამავე დროს, ხშირად წონაში სწრაფი კლება ხდება არაჯანსაღი კვების რეჟიმით, რაც იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას, ცილების და მისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, რაც თმის ჯანმრთელობაზეც აისახება.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კვების რეჟიმის გაჯანსაღება.

ნუტრიენტული თმის ცვენა

  • არასაკმარისი პროტეინის მიღება – ცილა თმისთვის საშენი მასალაა, ამიტომ კვებაში ის საკმარისი რაოდენობით უნდა შედიოდეს.
  • რკინის დეფიციტი – დაბალი რაოდენობით რკინა გულისხმობს დაბალი რაოდენობით ფერიტინს. ეს არის ნივთიერება, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჯანმრთელი თმის ზრდის პროცესში.
  • C ვიტამინი – პირდაპირი გავლენა თმის ფოლიკულებზე ამ ვიტამინს არ აქვს, მაგრამ ის აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვისთვის და შესაბამისად, C ვიტამინის საკმარისი რაოდენობა საჭიროა რკინის დეფიციტით გამოწვეული თმის ცვენის ეფექტური მკურნალობისთვის.
  • A ვიტამინი – მისი როგორც დეფიციტი, ასევე სიჭარბე იწვევს გამოხატულ თმის ცვენას.
  • D ვიტამინის დეფიციტი თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზია.
  • ბიოტინი (ვიტამინი B7) – ხშირად არის რეკომენდირებული ექიმების მიერ თმის და ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევის დროს, თუმცა რანდომიზირებული კვლევებით მისი ეფექტურობა დადასტურებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ბიოტინის პრეპარატები შეიცავს ამ ნივთიერების საჭირო დღიურ დოზაზე ბევრად მეტ რაოდენობას, ბიოტინის ჭარბად გამოყენებამ კი შესაძლოა იმოქმედოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევის შედეგებზე, ამიტომ ანალიზის აღებამდე ბიოტინის მიღება რამდენიმე დღით უნდა შეწყდეს.

ვიტამინებისა და მინერალების ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა უფრო გააუარესოს თმის ცვენა.

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა

მშობიარობიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, დედების უმრავლესობას ეწყება შესამჩნევად გაძლიერებული თმის ცვენა.

ეს მოვლენა ფიზიოლოგიურია და განპირობებულია ბავშვის გაჩენის შემდეგ ორგანიზმში ესტროგენების დონის მკვეთრი დაქვეითებით.

მთელი ორსულობის განმავლობაში ესტროგენების დონე მნიშვნელოვნად მაღალია, რის შედეგადაც თმის ზრდის ფაზა ხანგრძლივდება.

ამ პერიოდში ცვენა მინიმალურია და ხდება ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლის სინქრონიზაცია, რასაც მოსდევს მშობიარობის შემდეგ ესტროგენის დონის მკვეთრი დაცემის შედეგად თმის ფოლიკულების დიდი რაოდენობის ერთდროული გადასვლა მოსვენების ფაზაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ფაზა გრძელდება 100 დღემდე და სწორედ მშობიარობიდან დაახლოებით 100 დღის შემდეგ იწყება თმის მასიური ცვენა.

დამატებითი მიზეზი თმის ცვენისთვის შესაძლოა ასევე იყოს მშობიარობის სტრესიც.

მართალია, თმის ცვენა ამ დროს ძალიან შემაწუხებელია და ამასთანავე ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებაც აზრს და ეფექტს მოკლებულია, მაგრამ კარგი ამბავი არის ის, რომ მდგომარეობა დროებითია და დედების უმრავლესობა ამჩნევს, რომ თმა უბრუნდება ჩვეულ სისქეს უკვე ბავშვის პირველი დაბადების დღისთვის, ან უფრო ადრეც.

თმის შეთხელებასთან დაკავშირებული უსიამოვნო განცდების შესამსუბუქებლად ამ დროს რეკომენდირებულია ისეთი შამპუნის და თმის მოვლის საშუალებების გამოყენება, რომელსაც აქვს მოცულობის გაზრდის ეფექტი, ასევე ვარცხნილობის დროებით შეცვლა – მოკლე თმა უფრო მოცულობითი სჩანს.

თუ მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ პრობლემა უცვლელია და თმის ცვენა ისევ პროგრესირებს, უკვე სავარაუდოა სხვა პათოლოგიური მიზეზის არსებობა და საჭიროა ექიმთან ვიზიტი მდგომარეობის შესაფასებლად.

თმის ცვენის სხვა ხშირი მიზეზები:

  • ბუდობრივი ალოპეცია
  • სისტემური წითელი მგლურა
  • ქიმიოთერაპია
  • ზოგიერთი მედიკამენტი
  • სპეციფიკური ვარცხნილობები და თმის მოვლის სხვადასხვა ქიმიური საშუალებები
  • ასაკობრივი – 50-60 წლის შემდეგ

ამრიგად, ზოგიერთი ტიპის თმის ცვენა, როგორიცაა ორსულობის შემდგომი და ასაკობრივი თმის ცვენა, უბრალოდ ჩვენი ნორმალური ცხოვრების ნაწილია.

თმის ზრდა ჩარევის გარეშე აღსდგება, თუ:

  • არის მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  • არის პოსტოპერაციული პერიოდი ან მოხდა რაიმე სერიოზული დაავადებისგან გამოჯანმრთელება
  • მოხდა სხეულის მასის მნიშვნელოვანი შემცირება
  • სიმსივნის მკურნალობის შემდეგ
  • თმის ცვენა გამოხატულია სეზონურად და ემთხვევა შემოდგომის პერიოდს

დიაგნოსტიკური გამოკვლევები

თმის ცვენის, ისევე როგორც ყველა სხვა მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისთვის, ცხადია, აუცილებელია პირველ რიგში მიზეზის დადგენა და მისი აღმოფხვრა.

პაციენტის დეტალური გამოკითხვის და სხვა სიმპტომების განხილვის საფუძველზე ექიმი წყვეტს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი გამოკვლევების ჩატარება იქნება მიზანშეწონილი და ეფექტური.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)

ნანოტექნოლოგიის დახმარებით ბიოელექტრონული ჩიპი ნერწყვში C და D ვიტამინებს 20 წუთზე ნაკლებ დროში აღმოაჩენს

ბიოელექტრონული ჩიპი
#image_title

ნანოტექნოლოგიის დახმარებით ბიოელექტრონული ჩიპი ნერწყვში C და D ვიტამინებს 20 წუთზე ნაკლებ დროში აღმოაჩენს –

ბრაზილიის სან-პაულოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადადგნენ შესანიშნავი ახალი ნაბიჯი ბიოელექტრონული ჩიპის შესაქმნელად. საფოსტო მარკაზე ოდნავ დიდ რეალურად სასწაულს, შეუძლია გააკონტროლოს ვიტამინების C და D დონეები – ჩვენი იმუნური სისტემის ძირითადი მოთამაშეები – სხეულის სითხის მხოლოდ ერთი წვეთით (ნერწყვში, სისხლში და ყველგან). ეს მოწყობილობა აუწყებს ახალ ეპოქას პირადი ჯანმრთელობის მონიტორინგის შესაძლებლობების შესახებ… ამიტომაც აუცილებელია მოსახლეობის სწორი და ეტაპობრივი სამედიცინო განათლება განსაკუთრებით სკოლებში…
წარმოიდგინეთ მოწყობილობა ისეთივე მოქნილი და მარტივი, როგორც ფიტნეს სამაჯური, რომელსაც შეუძლია ვირუსების და ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სასიცოცხლო მიკროელემენტების მონიტორინგი. ამ ბიოელექტრონულ ჩიპს შეეძლო სწორედ ამის გაკეთება, პოტენციურად ჩაქსოვილი ყოველდღიური ცხოვრების ქსოვილში, კომფორტულად ეცვა მაჯაზე, ან თუნდაც განთავსებული იყოს პირის დამცავში. ეს არის მომავლის ჩურჩული, მიმოხილვა სამყაროში, სადაც ჩვენი სხეულის ბიოქიმიური საიდუმლოებები აღარ არის დაფარული დიდი ლაბორატორიული აღჭურვილობის საჭიროებით და ჯანმრთელობის განახლებების დამღლელი ლოდინის გამო.
ამ ჩიპის სრულყოფილების საიდუმლო მის სიმარტივესა და ელეგანტურობაშია. ნახშირბადის ნანონაწილაკებისა და ოქროს მტვრიანი გრაფიკული ნახშირბადის ნიტრიდისგან დამზადებული ჩიპი იყენებს ელექტრულ დენს ამ აუცილებელი ვიტამინების არსებობისა და დონის დასადგენად. გამოცდილი ელექტრიკოსის მსგავსად, ის კითხულობს ელექტრონების ნაკადს, რომელიც გამოწვეულია ვიტამინების ურთიერთქმედებით და იძლევა შედეგებს 20 წუთზე ნაკლებ დროში – უფრო სწრაფად, ვიდრე ლანჩის შესვენება.
ვიტამინები C და D მოქმედებენ როგორც ორგანიზმის ბუნებრივი დამცავები დაავადებების წინააღმდეგ და მათი ბალანსის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ცოტაა და ორგანიზმის თავდაცვა დასუსტებულია; ძალიან ბევრი და ბალანსი ისევ ირღვევა. ამ დონის მონიტორინგის ტრადიციული მეთოდები ყოველთვის მოიცავდა კლინიკაში “მოგზაურობას” და “შეშფოთებულ” ლოდინს…
„ექიმებიც ადამიანები ვართ … მაგრამ ახლა, ამ ინოვაციური ჩიპის წყალობით, ერთ დღეს ოპტიმალური ჯანმრთელობის შენარჩუნება შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორც სმარტფონის აპის შემოწმება…
და ეს არ არის მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი ჯანმრთელობის მონიტორინგის მიმართულებით – ეს არის სწრაფი გადასვლა ხელმისაწვდომ პერსონალიზებულ მედიცინის ეპოქაზე. როდესაც ჩვენ ვდგავართ ახალი ეპოქის ზღურბლზე, მკვლევარები ფიქრობენ გააფართოვონ ჩიპის უნარი, აღმოაჩინონ სხვადასხვა დაავადების მარკერები, მათ შორის კიბოს ბიომარკერები. მათი ხედვა ბევრად სცილდება მხოლოდ ვიტამინებს და ასახავს მომავალს, სადაც ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოლოგიური მოლეკულების სწრაფი მონიტორინგი მოგვცემს სიმშვიდეს და რაც მთავარია დროულ გაფრთხილებას, რომე ექიმს მივაკითხოთ დროულად…
სან პაულოს უნივერსიტეტის “მღელვარე” ლაბორატორიებიდან დაწყებული ყოველდღიური ცხოვრების წყნარ ხმაურამდე, ეს ბიოელექტრონული ჩიპი განასახიერებს ტექნოლოგიის სხეულის ბუნებრივ რიტმებთან შერწყმის დაპირებას. ეს მოწმობს მეცნიერების მნიშვნელობასა დადა მეცნიერთა გონიერებაზე, როგორიც არის ტიაგო სერაფიმ მარტინსი და მისი გუნდი, რომლებიც აგრძელებენ საზღვრების გადალახვას, რაც შესაძლებელია, შევქმნით პატარა მტკიცებულებებს ადამიანის ჯანმრთელობის უზარმაზარი საიდუმლოებების გასახსნელად…
P.S. ამ ეტაპზე ვამუშავებთ 3 დოქტორანტთან ერთად სადისერტაციო ნაშრომებს, რომლებიც ეხება ოქსიდაციური სტრესის როლს ძუძუს, ფილტვის და პროსტატის კიბოს ეთიოლოგიასა და პათოგენეზში… ასევე ოქსიდაციური სტრესის მკურნალობას (რომელიც ყველა ონკოლოგიური პაციენტის ორგანიზმში მიმდინარეობს ჭარბად მისი რეგულირების შესაძლებლობებს, ვინაიდან ჯიბოს უჯრედი თუ არ არის მსგავს გარემოში ანუ “აურზაურში” , მისთვის ხელსაყრელი პირობები ვერ იქმნება ორგანიზმში “ბინის დასადებად და ფრთების გასაშლელად”… სან პაოლოს მეცნიერთა ჯგუფის გარდა კონსულტაციებს ვიღებთ პარიზის პიერ და მარია კიურების სახელობის უნივერსიტეტისაგან და გუსტავ რუსოს სახელობის კიბოს კვლევის ინსტიტუტიდან … ვფიქრობთ კარგი შრომები გამოგვივა … )“ – წერს ექიმი ონკოლოგი, პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე.

წყარო:

ფონდის მიერ მობილიზდა 29 000 000 ლარი

#image_title

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, გადაცემაში „შუა დღე“!

სოლიდარობის ფონდი 10 წლისაა, დაარსებიდან დღემდე, ფონდის მიერ, მობილიზდა 29 000 000 ლარი.

2023 წელს, ამოქმედდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. პროგრამაში უკვე ჩაერთო 90-მდე ბავშვი. ფონდის მიერ მობილიზდა 29 000 000 ლარი…

 

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთი - დიალიზი
#image_title

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ, სამინისტროსთან შეუთანხმებლად, შეწყვიტა სერვისის მიწოდება.

შესაბამისი განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ფოთში, დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები, დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა „ბომონდმა“, 12 ივნისს, თვითნებურად შეწყვიტა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ბენეფიციარებს, ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, შეხვდნენ მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ უმოკლეს დროში, ბენეფიციარები, კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი, პაციენტები, უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში, დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს.

WHO-ს მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სენეგალში მიგრაციისა და ჯანდაცვის საკითხების დასანერგად ოფიციალურ ვიზიტს მართავს

#image_title

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით, ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში, კერძოდ, სენეგალში იმყოფება.

გიორგი ფხაკაძის ოფიციალური ვიზიტით სენეგალში🥼

მიგრაციისა და ჯანმრთელობის საკითხი ყოველ წლიურად უფრო აქტუალური ხდება. მილიარდზე მეტი ადამიანი დედამიწაზე მიგრაციის პროცესშია და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. ამ უდედეს გამოწვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა სამედიცინო კომპეტენციის საკითხები სამედიცინო მუშაკებისათვის, რომლებიც მუშობენ მიგრანტებთან და ლტოლვილებთან.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯანმოს (WHO) საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სენეგალში იმყოფება და ახორციელებს პირველადი გლობალური სტანდარტების დანერგვას.

აღსანიშნია, რომ სენეგალამდე პროექტი ნიგერიაში წარმატებით დაინერგა.

5-დღიანი ღონისძიება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სენეგალის დედაქალაქ დაკარში ჩატარდა.

ამჟამად კი მიმდინარეობს სამდღიანი ტრენინგი სამედიცინო პერსონალისთვის, რომელშიც ქვეყნის ყველა მთავარი ექიმი და ეპიდემიოლოგია ჩართული. ტრეინინგს, რომელსაც გიორგი ფახაკაძე ატარებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

აღნიშნული ტრენინგი პირველად ტარდება აფრიკის ფრანგულენოვან ქვეყანაში და რაც მთავარია, მონაწილეები საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილნი და მოწონებას გამოხატავენ მიმდინარე პროცესის მიმართ.

“ეს არის უპრეცედენტო მოვლენა – რა სიახლეს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე სენეგალიდან

#image_title

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით, ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში, კერძოდ, სენეგალში იმყოფება. პროფესორ ფხაკაძეს სენეგალის დედაქალაქ დაკარში დავუკავშირდით და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს:

Mr. Adama Cisse, Sante TV Director /მედიაჰოლდინგ შენის დამფუძნებელი გიორგი ფხაკაძე

“ამჟამად ვიმყოფები სენეგალის დედაქალაქ დაკარში. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ეგიდით მაქვს საშუალება, მონაწილეობა მივიღო და გავუზიარო ინფორმაცია სენეგალის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროებს იმ საკითხების შესახებ, რომელიც ეხება ექიმების გადამზადებას, მათი კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას, კერძოდ ჯანმრთელობის და მიგრაციის საკითხებზე.

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს გაფორმდა ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულება პირველ ქართულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგ “შენი”-სა და სენეგალის ტელკოპანია Sante TV -ს შორის, რომელიც პირველი და ერთადერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტელევიზიაა სენეგალში.

Sante TV / sheni ekimi

ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველზე მხარეებს შორის იგეგმება ამ ორ რეგიონში არსებული ინფორმაციის გაცვლა ჯანდაცვის სიახლეების შესახებ, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიურ, პანდემურ თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით.. 

 ჩვენი მედიაჰოლდინგი “შენი” რეგულარულად მიაწვდის სენეგალის ჯანდაცვის ტელევიზიას აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიის რეგიონში – საქართველოში არსებულ ვითარებას ჯანდაცვის საკითხებში და ასევე, Sante TV მიაწვდის  ჩვენს მედიაჰოლდინგს დასავლეთ აფრიკის რეგიონიდან ჯანდაცვის სიახლეებს.

ასეთი უპრეცენდენტო მოვლენა პირველად ხდება, როცა დასავლეთ აფრიკის ფრანგულენოვანი ქვეყანა თანამშრომლობას იწყებს კავკასიის რეგიონში კერძოდ, საქართველოსთან.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსაგვსი თანამშრომლობა როგორც საქართველოს, ასევე სენეგალის მოსახლეობას დაეხმარება – მიიღონ სწორი ინფორმაცია პირველ წყაროდან, თუ რახდება მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში საზოგადიებრივი ჯანდაცვის საკითხებზე.

 

საგამოცდო სტრესის დაძლევა: რჩევები აბიტურიენტებისთვის

საგამოცდო სტრესი
#image_title

საგამოცდო სტრესის დაძლევა: რჩევები აბიტურიენტებისთვის

გამოცდები აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით სტრესული პერიოდია, სასურველი შედეგებისკენ სწრაფვა დიდ ზეწოლას ახდენს აბიტურიენტებზე, რაც იწვევს შფოთვას და ნერვიულობას.


როგორ მოქმედებს სტრესი 
აბიტურიენტებზე:

შემეცნებითი ფუნქცია:
სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კონცენტრაციის, მეხსიერებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებზე, რაც ართულებს გამოცდების დროს ინფორმაციის გახსენებას

ფიზიკური ჯანმრთელობა:
სტრესი იწვევს ისეთ ფიზიკურ პრობლემებს, როგორიაა თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი და ძილის დარღვევა, რაც კიდევ უფრო აფერხებს სწავლაზე კონცენტრაციას

ემოციური კეთილდღეობა:
ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია და მოტივაციის ნაკლებობა, რაც გავლენას ახდენს გამოცდებისთვის მზადებაზე


როგორ ვმართოთ 
საგამოცდო სტრესი:

შექმენით სასწავლო განრიგი:
დაყავით თქვენი სასწავლო მასალა მართვად ნაწილებად და შექმენით რეალისტური გრაფიკი. ეს ამცირებს ბოლო წუთებში გასაკეთებელი საქმით გამოწვეულ შფოთვას

დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი:
მიირთვით დაბალანსებული დიეტა, ივარჯიშეთ რეგულარულად და დაიცავით ძილის რეჟიმი, რათა გაზარდოთ თქვენი ენერგია და კოგნიტური ფუნქცია

დაისვენეთ რეგულარულად:
გამოიყენეთ ტექნიკები, როგორიცაა პომოდოროს მეთოდი – 25 წუთი სწავლა, რასაც მოჰყვება 5 წუთიანი შესვენება, რათა თქვენი გონება დასვენებული და კონცენტრირებული იყოს

განეწყვეთ პოზიტიურად:
კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ძლიერ მხარეებზე და წარმოიდგინეთ თქვენი წარმატება. პოზიტიურმა აზროვნებამ შეიძლება გაზარდოს თქვენი თავდაჯერებულობა და შეამციროს შფოთვა

შეზღუდეთ კოფეინის მიღება:
ზედმეტ ოფეინს შეუძლია გაზარდოს შფოთვა და დაარღვიოს ძილი. ჩაანაცვლეთ კოფეინი მცენარეული ჩაით ან წყალი

დაისახეთ რეალისტური მიზნები:
დაისახეთ მიღწევადი მიზნები და იზეიმეთ მცირე გამარჯვებით, ეს გაზრდის თქვენს მოტივაციას

იცოდე შენი საზღვრები:
მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტ მუშაობას. ბალანსი არის თქვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების გასაღები.

წყარო:

კლინიკა „ვივამედში“ „პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა – პრეცედენტი ქართულ ჯანდაცვის სივრცეში

#image_title

2024 წლის 12 ივნისს კლინიკა „ვივამედში“ „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა. მათ განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება  კლინიკის განვითარებისთვის.

„ვივამედი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

ამიტომ მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი. აქედან გამომდინარე, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება აქტუალური.

პაციენტებმა პირველ შეხვედრაზე გამოავლინეს საბჭოს თავმჯდომარე – გული ჯეირანოვა, რომელიც საბჭოს მიერ მსჯელობის შედეგად რეკომენდაციებს გადასცემს კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენლობას.

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

„შენი ექიმი“ პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და გთავაზობთ მათ კომენტარებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით:

„პაციენტთა საბჭოს“ თავმჯდომარე გული ჯეირანოვა:

„დადებითად ვაფასებ პაციენტების ჩართვას კლინიკის საქმიანობის პროცესში, პაციენტების აზრის გათვალისწინება აუცილებელია და ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ“.

ლელა აბშილავა:

„ძალიან მომწონს ეს ინიციატივა, რადგან კლინიკა ითვალისწინებს პაციენტების აზრსაც და კმაყოფილი ვარ, რადგან ეს არის დასავლური სტანდარტი.“

მარიამ ზეიკიძე:

„ეს ინიციატივა საუკეთესო გამოსავალია ამ სფეროს განვითარებისთვის და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე აქტიურად ვერთვები ამ პროცესში“.

თიკო ზეიკიძე:

 „ვფიქრობ, კლინიკის განვითარების პროცესში პაციენტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და ძალიან კარგი პროექტია“.

ემილია ელიზბარ -კიზი:

„მოხარული ვარ და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო კლინიკის პაციენტთა საბჭოს“ საქმიანობაში.

სალომე კილაძე:

„მოხარული ვარ, რომ პაციენტების აზრს ითვალისწინებენ და ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში, რადგან მიმაჩნია, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ.“         

 ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარი: საერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება. შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებასანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

 

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/sheniekimi

 

სამი ნიშანი, რითაც აუტიზმის ამოცნობა ადრეულ ასაკში შეგვიძლია

3 ნიშანი
#image_title

ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა აუტიზმის 3 ნიშანზე ისაუბრა, რომელიც წლინახევრის ბავშვების მშობლებს ამ დიაგნოზის ამოცნობაში შეიძლება დაეხმაროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშნიდან, რომლებითაც 18 თვემდე აუტიზმის ამოცნობა შეგვიძლია, პირველია, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, – თქვა ბავშვთა ნევროლოგმა, პროფესორმა ნანა ტატიშვილმა გადაცემაში “პირადი ექიმი”. მან სამი ნიშანი დაასახელა, რომლებითაც შესაძლოა, 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმი ამოვიცნოთ.

  • ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშნიდან, რომლებითაც 18 თვემდე აუტიზმის ამოცნობა შეგვიძლია, პირველია, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება. 10 დაძახებიდან, მინიმუმ, 6-7-ჯერ უნდა გამოგვხედოს. მეორე ნიშანი არის ის, რომ საჩვენებელ თითს მისათითებლად არ იყენებს. მესამე ნიშანია ის, რომ ჩვენს მითითებულ თითზე თავს არ ატრიალებს და არ უყურებს.
  • 14-16 ან 18 თვის ბავშვს თუ ეს 3 ნიშანი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს, გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვიანდეს.

 

არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს, გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვიანდეს“- ამბობს ნანა ტატიშვილი.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights