ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა – დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს…

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა - დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს...
#post_seo_title
14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა.
დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს:
  • სიბრმავე
  • თირკმლის უკმარისობა
  • გულის შეტევა
  • ინსულტი
  • ქვედა კიდურების ამპუტაცია

14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენება მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე აერთიანებს  145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა მოიცავს ამ დაავადებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა  მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ.

დიაბეტის მსოფლიო დღე, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1991 წლიდან აღინიშნება. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ (2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუცი  A/RES/61/225). რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ შემოთავაზებულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის დიაბეტთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების შემუშავება და დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა.

დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო – ცისფერი წრე – დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს. რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო; ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია; რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოების ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.

მიხეილ სარჯველაძემ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებზე იმსჯელა

კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 მნიშვნელოვნად ზრდის ტიპი 2 დიაბეტის რისკს ბავშვებში

დიაბეტის განკურნება შესაძლებელია! – პირველად მსოფლიოში, პირველი ტიპის დიაბეტი ღეროვანი უჯრედებით უკუაქციეს

დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

მწარე პოლიფენოლებმა მცენარეულ საკვებში შეიძლება შეამცირონ სიმსუქნისა და დიაბეტის რისკი

„ჭკვიანი ინსულინი“ დიაბეტის მართვას გაადვილებს

დიაბეტური თირკმელი – ქუთაისის „ჯანმრთელობის ორგანიზაციის“ ექიმის რეკომენდაციები

მეცნიერებმა ისტორიაში პირველად პაციენტი დიაბეტისგან განკურნეს

დიაბეტური ტერფი – დაავადება აზიანებს რბილ ქსოვილებს, სახსრებს და ჩნდება წყლულის სახით

დიაბეტური რეტინოპათია – თვალის ბადურის სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ჩნდება დიაბეტის დროს

დიაბეტური ნეიროპათია წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, რაც იწვევს პაციენტის ნერვული სისტემის დაზიანებას

შაქრიანი დიაბეტი (პირველი ტიპის)

შაქრიანი დიაბეტი (მეორე ტიპის)

შაქრიანი დიაბეტი

რა დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი?

დიაბეტური რეტინოპათია საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს

დიაბეტური რეტინოპათია – სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას

ენდოკრინოლოგიას ეძახიან მედიცინის მათემატიკას – დიაბეტი, პრევენციიდან მკურნალობამდე

2050 წლისთვის დიაბეტი 1.3 მილიარდ ადამიანს ექნება…

მომდევნო 30 წელიწადში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდებარა

დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი?

„ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის გულის დაავადებები, ფილტვის დაავადებები, ეპილეპსია, პარკინსონი, შაქრიანი დიაბეტი, ქმნის მნიშვნელოვან ტვირთს როგორც ავადობის კუთხით, ასევე ფინანსურად“

ბენეფიციარებს გლაუკომის, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, „ტიპი 2“ დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, პარკინსონისა და ეპილეფსიის მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ

კვლევა – მეცნიერები აღმოაჩინეს მეორე ტიპის დიაბეტის მიზეზი

მსოფლიოში პირველი კვლევა – ართრიტის წამალს შეუძლია დიაბეტის განკურნება

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა – დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა

შაქრიანი დიაბეტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ…

პროექტის მიზანი დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესებაა – შაქრიანი დიაბეტის მიმართულებით

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები ინსულინის მწარმოებელ უჯრედებად გარდაქმნეს, რამაც თაგვებში დიაბეტი

უფასოდ გაცემა დაიწყო – შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის…

ვაქცინის უფრო ეფექტური ეფექტები დაფიქსირდა დიაბეტის პრევენციაში

მომდევნო 30 წელიწადში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდება

კოვიდით გამოწვეული დიაბეტის ახალი ეპიდემია – გიორგი ფხაკაძე

დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“ – „ნამდვილად ვერაგია…“

კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი – საგანგაშო…

“მე როცა ვთქვი, რომ დიაბეტის შესახებ კარგი ახალი ამბავი გვექნება მეთქი, დამესივნენ” – გიორგი ფხაკაძე

კორონავირუსის გადატანიდან 6 თვის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

კოვიდით გამოწვეული დიაბეტის ახალი ეპიდემია – გიორგი ფხაკაძე

გლუკოზის სისტემატური მონიტორინგი (CGM): ახალი გზა სისხლში შაქრის კონტროლისთვის – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

დიაბეტური ფეხების მოვლა: გართულებების პრევენცია- საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

ჰიპოგლიკემია: სისხლში შაქრის ამოცნობა და მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

დიაბეტის პრევენცია – საინფორმაციო ბუკლეტი (ჯანმრთელობის პრევენცია)

დიაბეტის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (ქრონიკული დაავადებები)

ქრონიკული დაავადებების მართვა სახლის პირობებში – საინფორმაციო ბუკლეტი (ჯანდაცვა სახლის პირობებში)

ქრონიკული დაავადებების მართვა სახლში – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

აზიური ფაროსანა და რეკომენდაციები შენობების დასაცავად

აზიური ფაროსანა და რეკომენდაციები შენობების დასაცავად
#post_seo_title

აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა (ჩინეთი, კორეა, იაპონია).  ამერიკის შეერთებულ შტატებში ის გამოჩნდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, პენსილვანიის შტატში და სწრაფად გავრცელდა. ამჟამად ის უკვე გავრცელებულია 34 შტატში და სოფლის მეურნეობის სერიოზული მავნებლია.

ევროპაში პირველად გამოვლენილ იქნა 2008 წელს, შვეიცარიაში. 2014 წელს დაფიქსირდა რუსეთში – სოჭის ოლქში. 2015 წლიდან გავრცელდა აფხაზეთში (განსაკუთრებით სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში) და 2016 წლიდან მასიურად დაიწყო  გავცელება დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში. 
აზიური ფაროსანა საკმაოდ დიდი ზომის (12-17 მმ) პოლიფაგი მავნებელი მწერია. აზიანებს თესლოვან და კურკოვან  ხეხილს, კეკნკროვნებს, მინდვრის კულტურებს,  ბოსტნეულს, დეკორატიულ  მცენარეებს. ინტენსიურად გამრავლების შემთხვევაში მასშტაბურ ზარალს აყენებს გარემოსა და სოფლის მეურნეობას. ფაროსანას გამოზამთრება მიმდინარეობს იმაგოს (ზრდასრული) ფაზაში. ზრდასრულ მწერს შეუძლია დღეში 35 კმ მანძილზე ფრენა და მისი გადაადგილება კულტურებზე და ტერიტორიებზე ძნელად პროგნოზირებადია. აქვს რეპროდუქციის მაღალი უნარი. საქართველოში ჩატარებული დაკვირვებით, დასავლეთ საქართველოში მწერის ორი სრული თაობა ვითარდება.  რაც მთავარია, საქართველოს ეკო-სისტემაში ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული მავნებლის ბუნებრივი მტერი, რომელიც შეძლებს მისი რაოდენობის კონტროლს. 2016-2017 წწ. მნიშვნლოვნად დააზიანა თხილი, სიმინდი, ციტრუსები.  2017 წ. ბოლოს გამოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოშიც.  2016-2017 წლებში ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების თანამშრომლობით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საინფორმაციო კამპანიას, მონიტორინგს და ქიმიურ ღონისძიებებს. სტარატეგიის განმახორციელებელია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N224 განკარგულებით შექმნილი   სამთავრობო კომისია.
მნიშვნელოვანია: 
აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს;
აზიურ ფაროსანას არ გადააქვს ადამიანთა და ცხოველთა დაავადებები;
შესაძლებელია ზოგიერთი ადამიანი იყოს ალერგიული და/ან მგრძნობიარე ,,სუნიანი ხოჭოს“ მიერ გამოყოფილი ნივთიერების მიმართ, თუმცა ეს არაა სიცოცხლისთვის სახიფათო;
ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე აზიური ფაროსანა პარაზიტობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და ნარგავებზე;
შემოდგომამდე აზიური ფაროსანა ჩვეულებრივ არ შედის ადამიანების საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში;
აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად გაითვალისწინეთ და განახორციელეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები:
-თუ თქვენ, თქვენი საცხოვრისის გარშემო მექანიკური ან სხვა საშუალებებით შეძლებთ შეამციროთ აზიური ფაროსანას რიცხოვნობა – შემოდგომაზე ნაკლებ შემაწუხებელი იქნება მათი შემოჭრა სახლებში;
-შემოდგომაზე აზიური ფაროსანა იწყებს გამოსაზამთრებელი ადგილის ძებნას. ესეთი ადგილი შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლები, ცხოველთა სადგომები და ყველა ის შენობა, სადაც მშრალი და თბილი გარემოა, განსაკუთრებით მიტოვებული შენობები;
-შენობებში აზიური ფაროსანას შემოჭრის თავიდან აცილება შეიძლება ე.წ. სინათლის ხაფანგებით, ხოლო შემოჭრის შემთხვევაში, მისი რაოდენობის შესამცირებელად მარტივი, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია მექანიკური განადგურება – გაჭყლეტვის გარეშე;
-ფაროსანას მექანიკური განადგურებისთვის ფრთხილად დაიჭერეთ და ჩაყარეთ საპნიან ხსნარში;
-ფაროსანას შესაგროვებლად შესაძლებელია მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფაროსანას არასასიამოვნო სუნი დიდხანს რჩება მტვერსასრუტში, ამიტომ მტვრის შესაგროვებელი პარკების ცვლა და მილების გარეცხვა ხდება საჭირო;
-სასურველია ფანჯრების აბადვა არა მხოლოდ ფაროსანასგან, არამედ ზოგადად მწერებისაგან თავის დასაცავად;
-ფაროსანების მისატყუებლად და შესაგროვებლად შესაძლებელია 2-4 ნახვრეტიანი და კარგად შეკრული მუყაოს ყუთების განთავსება შენობების აივნებზე ან შენობებთან ახლოს დასველებისგან დაცულ ადგილას. ფაროსანას შენობებში შეღწევის პერიოდის დამთავრების შემდეგ, ყუთი დაწვით, ან მთლიანად ჩაყურსეთ საპნიან წყალში;

-ფაროსანას განადგურება შენობებში შესაძლებელია იმ სადეზინსექციო საშუალებებით (ინსექტიციდი), რომელთა გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა და შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობას – სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები და ა.შ. მფრინავი და მცოცავი მწერებისათვის;
-სადეზინსექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბავშვების შენობებში არყოფნის პერიოდში;
-სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავებული ობიექტის დასუფთავება და განიავება
-გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის თანმხლებ ინსტრუქციას და ზედმიწევნით დაიცავით გამოყენების წესები;
ნებისმიერი სადეზინსექციო  საშუალებების შენახვისა და გამოყენებისას აუცილებელია  უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა:
-არ დაუშვათ სადეზინსექციო საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე;
-აკრძალულია  პრეპარატთან მუშაობის დროს თამბაქოს მოწევა  და საკვების/წყლის მიღება;
-პრეპარატი უნდა ინახებოდეს გარეშე პირებისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
-დაუშვებელია  პრეპარატის უმეთვალყურეოდ დატოვება;

ქიმიური დეზინსექციის ჩატარებისას დეტალურად გაეცანით გამოსაყენებელი პრეპარატის ინსტრუქციას და მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ უსაფრთოების წესებს;
საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დანიშნულებით დეზინსექციის ჩასატარებლად საქართველოში რეგისტრირებული და ნებადართული პრეპარატების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ვებგვერდზე:  http://www.ncdc.ge/Pages/User/Documents.aspx?ID=b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769 . აქვე წარმოდგენილია ის რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები, რომლებიც თანმხლები ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობებში აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ:
1.„რაფტორი-აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ“
2.,,K-Othrine SC 50“
3.“BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER“
4.,,დიხლოფოსი ეკო”
5.,,Insecticida Mugal Forte“
6.„სახლის პროშკა გელი“
7.,,დიხლოფოსი „მრ ვოლტ“ უნივერსალური“
8.,,რეიდი“ ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ
9.,,სოლფისანი“
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
შენიშვნა: ინფორმაცია აზიური ფაროსანას შესახებ ასევე შეგიძლიათ იხილოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე   http://nfa.gov.ge/ge/presrelizebi-eng-75/saxelmwifo-shesyidvebis-wliuri-gegma-eng-145

VIDEO: პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან

VIDEO: პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან
#post_seo_title

ცნობილია, რომ ტვინს აქვს ნარჩენების მოსუფთავების ვრცელი სისტემა, რომელიც ბიოლოგიურ გზებს მკვდარი და ტოქსიკური ნეირონებისგან წმენდს. ახლახან, პირველად ისტორიაში, ლაბორატორიაში თაგვებზე ცდისას მეცნიერებმა ამ პროცესს ვიდეო გადაუღეს.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, როგორ წმენდს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან, როგორ რეაგირებს მათთან; შესაბამისად, ახალი კვლევა შეიძლება, წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისიც არ არის დადასტურებული, ასეთივე გზით მოქმედებს თუ არა ადამიანის თავის ტვინიც.

როგორ მუშაობს ტვინის წმენდის სისტემა?

ტვინს აქვს „ნარჩენების გასუფთავების სისტემა“, რომელიც ბიოლოგიური გზებით ებრძვის ტოქსიკურ და მკვდარ ნეირონებს. ამ პროცესს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნერვული სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ტვინი ეხმარება საკუთარ თავს, ხანდახან იფეთქოს და ახალი სტიმული მიიღოს განახლების პროცესში.

თუმცა, ეს პროცესები მრავალ ფაქტორებზეა დამოკიდებული, და მეცნიერები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, რამდენად გავს ეს პროცესი ადამიანის ტვინში ისეთივე მექანიზმებს, როგორც ცხოველებში.

ახალი კვლევა: პირველი ნაბიჯი

იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნევროლოგმა ხაიმე გრუცენდლერმა აღნიშნა, რომ ეს აღმოჩენა ცოცხალი ძუძუმწოვრის ტვინში პირველად დაფიქსირდა. ეს არის დიდი ნაბიჯი ნევროლოგიური კვლევების მიმართულებით, რადგან ადრე მსგავსი კვლევები მხოლოდ ცხოველებზე იყო შესაძლებელი.

მეცნიერების თქმით, ვიდეო-რეგისტრაცია წარმოადგენს იმას, რაც ადრე მხოლოდ თეორიულად იყო წარმოდგენილი. ამ აღმოჩენამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ტვინის დაზიანების აღდგენაში.

რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ აღმოჩენას?

თუ მეცნიერები უფრო მეტად გაერკვევიან, როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა, შესაძლოა სრულიად შეცვალოს ჩვენი გაგება ნევროლოგიური დაავადებების და ასაკთან დაკავშირებული დარღვევების მკურნალობაში. კონკრეტულად, საქმე ეხება ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი, რომლებიც დაკავშირებულია ნეირონების სიკვდილთან და მათ სისტემურ გაწმენდასთან.

ასევე, ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი ნევროლოგიური მედიკამენტების და რეგენერაციული თერაპიების შექმნას. თუ გაირკვევა, რომ ტვინი რეალურად ახდენს „გადასუფთავებას“, ეს შეიძლება გახდეს უფრო ადრეული დიაგნოზისა და უფრო ეფექტური მკურნალობის საფუძველი.

მეცნიერების სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები გააგრძელებენ კვლევები, რათა გაარკვიონ, როგორ ხდება ტვინის დასუფთავების პროცესი ცოცხალი ორგანიზმების შიგნით. ახალმა აღმოჩენებზე უფრო დეტალურმა დაკვირვებამ, შესაძლოა, გამოავლინოს ახალი მეთოდები ნევროლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად და მათი ეფექტური მკურნალობისათვის.

დასკვნა

ეს ახალი აღმოჩენა, რომელიც ეხება ტვინის “დასუფთავების” პროცესს, შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ნაბიჯი ნევროლოგიის მომავალში. ახალი ტექნოლოგიები და ვირუსული მოდელები სავარაუდოდ ეხმარება მეცნიერებს ადამიანების ტვინის მუშაობის უკეთ აღქმაში, რაც შეუწყობს ხელს ნევროლოგიური დაავადებების სწორად გამოკვლევას და მათი კვალიფიციური მკურნალობის შემუშავებას.

გარდა ამისა, აღმოჩენამ შეიძლება გაგვიადვილოს ასაკთან დაკავშირებული ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალო საშუალებათა შექმნაც; ამისათვის კი მეცნიერებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა.

ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია – შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი

ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია - შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი
#post_seo_title

ბერკლიში დაფუძნებული სტარტაპის მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ მათ გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის გამოიყენეს.

როგორც New York Times იუწყება, სტარტაპმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM). ამით მკვლევრებს CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი ტექნოლოგიის შექმნა სურდათ.

ბერკლიში დაფუძნებული სტარტაპი Profluent მკვლევართა გუნდი აცხადებს, რომ მათ გამოიყენეს გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისათვის. როგორც New York Times-ი იუწყება, სტარტაპის გუნდმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM), რათა შეექმნათ ახალი, უფრო ეფექტური და ქმედუნარიანი CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ტექნოლოგია. მათი მიზანი არის ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ დაავადებები და პათოგენები.

AI და CRISPR-ის შერწყმა: რევოლუცია გენეტიკაში

Profluent-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგია OpenCRISPR-1 წარმოადგენს პირველი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ CRISPR ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის იქნა გამოყენებული. სტარტაპი აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის მიერ ნულიდან შეიქმნა, რაც გახსნის ახალ შესაძლებლობებს სამედიცინო და ბიოლოგიური კვლევებისათვის. როგორც Profluent-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ალი მადანი ამბობს, AI-ის გამოყენება გენური რედაქტირების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

როგორ მუშაობს OpenCRISPR-1?

OpenCRISPR-1 არის AI-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, გენური რედაქტირების პროცედურების ახალ დონეზე გადადის. სტარტაპი ხაზს უსვამს, რომ მათი მიდგომა არის უფრო ეფექტური და მოქნილი, ვიდრე არსებული ბიოლოგიური მექანიზმები. AI-ს გამოყენებით, გენების რედაქტირების პროცესი უფრო ზუსტია და მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების შემცირება შესაძლებელია.

Profluent აცხადებს, რომ მათი მიზანია, აღნიშნული ტექნოლოგია მიაწოდონ სხვა მკვლევარებს და ბიოლოგებს, რათა დაიწყონ აღნიშნული ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენება და სისტემის გაუმჯობესება. მსგავსი ინოვაციური მიდგომა შესაძლებლობას იძლევაა, შეიქმნას უფრო უსაფრთხო და ეფექტური სამედიცინო საშუალებები.

მეცნიერების პროგნოზები და გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ CRISPR ტექნოლოგია და გენეტიკური რედაქტირება დიდ პროგრესს აღწევს, ბევრი ექსპერტი კვლავ ფრთხილად ეკიდება ადამიანის დნმ-ის რედაქტირებას. როგორც მკვლევარები განმარტავენ, პრეკლინიკური კვლევების სიმცირე არის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ხელს უშლის ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას. OpenCRISPR-1 შესაძლოა შეიცავდეს ულტრათანამედროვე შესაძლებლობებს, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხო და ეფექტური კლინიკური კვლევებით იქნება შესაძლებელი საბოლოოდ დადასტურდეს, რომ ტექნოლოგია რეალურად ხელს უწყობს სამედიცინო გადარჩენას.

ხელოვნური ინტელექტის როლი გენური რედაქტირების მომავალში

Profluent-ის ახალი ინიციატივა ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას რევოლუციური ცვლილებების შეტანა  გენური რედაქტირების სფეროში. AI მოდელების მეშვეობით შესაძლებელია უფრო ზუსტი გენეტიკური ცვლილებების დიზაინი და უფრო სწრაფი განვითარება. სტარტაპის მიერ წარმოებული მოდელი არა მხოლოდ კლინიკური კვლევების სფეროში დაინტერესებას იწვევს, არამედ მისი განვითარება სხვა მეცნიერებისათვის ახალი შესაძლებლობების კარი გახსნის.

დასკვნა

AI ტექნოლოგიები და CRISPR-ის გენური რედაქტირება ერთად ქმნიან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულების ბაზას სამედიცინო კვლევებში. Profluent-ის ინოვაციური მიდგომა და OpenCRISPR-1 ტექნოლოგია უკვე ასახავს მომავალი მედიცინის სურათს, რომელიც შესაძლებელს გახდის დაავადებების და პათოგენების თავიდან აცილებას. თუმცა, ბიოლოგიური და კლინიკური კვლევები აუცილებელია, რათა საბოლოოდ დადასტურდეს ეს ტექნოლოგიები, რაც მთლიანად შეცვლის გენეტიკური რედაქტირების მიდგომებს მომავალში.

შექმნეს ხელოვნური ენა, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს

შექმნეს ხელოვნური ენა, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს
#post_seo_title

პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ მკვლევრებმა ხელოვნურ ენა შექმნეს, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს. ხელოვნურ ენას ბაქტერიების აღმოჩენისთანავე მათი განადგურება შეუძლია.

ენა ქიმიურ სენსორებს იყენებს და აქედან თითოეული სენსორი განსხვავებულად რეაგირებს.

ყველა სენსორისგან მიღებული მონაცემების ანალიზით შესაძლებელი ხდება დადგინდეს, თუ რა სახის ბაქტერიებთან გვაქვს საქმე.

ბაქტერიული ინფექციები სახიფათოა

ბაქტერიული ინფექციები სიკვდილიანობის მეორე ძირითადი მიზეზია.

დაგვიანებული მკურნალობა და არასწორი დიაგნოზი სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის. სტომატოლოგიური დაავადებები, როგორიცაა კარიესი და პაროდონტიტი, ასევე მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე და იწვევს სისტემურ დაავადებებს.

მკვლევრები ფოკუსირებული იყვნენ ბაქტერიების აღმოჩენისა და განადგურების გაადვილებაზე. ეს იმიტომ, რომ ბაქტერიების ტრადიციული გამოვლენის ტექნიკა კომპლექსურ კვლევებს საჭიროებს და შესაბამისად, რთულია.

როგორ მუშაობს ხელოვნური ენა

როდესაც სტომატოლოგი ფიქრობს, რომ ბაქტერია სტომატოლოგიურ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა ღრუს ან ღრძილების დაავადება, უნდა გაირკვეს რომელი ბაქტერიაა დამნაშავე.

ეს ბაქტერიების ლაბორატორიაში დათესვას მოითხოვს. არის კიდევ ერთი საშუალება, რა დროსაც უშუალოდ პირის ღრუში იკვლევენ ბაქტერიების სპეციფიკურ ნიშნებს. თუმცა, არცერთია მარტივი, ამიტომ მკვლევრებს უფრო მარტივი გზის გამონახვა სურდათ.

მათ სურდათ შეექმნათ სენსორების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბაქტერიების ერთდროულად გამოვლენას შეძლებდა.

მკვლევრებმა ამისთვის პაწაწინა ნაწილაკები, ნანოზიმები გამოიყენეს. ნანოზიმი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფერმენტი. როდესაც ნანოზიმებს სპეციალური სითხე და ფერის შემცვლელი საღებავი დაამატეს, ნანოზიმებმა სითხე ლურჯად აქციეს.

თუმცა, თუ ბაქტერია ნანოზიმების დნმ-ს დაფარავდა, სითხე ლურჯი აღარ ხდებოდა. შესაბამისად, ნანოზიმების სხვადასხვა ტიპის დნმ-ით დაფარვამ ბაქტერიების გამოვლენას შეიძლება შეუწყოს ხელი. რაც მთავარია, სხვადასხვა ტიპის ბაქტერია განსხვავებულ ფერს იძლევა.

მკვლევრებმა ეს სისტემა პირის ღრუს 11 ტიპის ბაქტერიაზე გამოცადეს. კვლევამ წარმატებით ჩაიარა და მკვლევრებმა ბაქტერიების დაფიქსირებასთან ერთად, მათი ტიპებიც გაარჩიეს.

რაც შეეხება ბაქტერიების განადგურებას: მკვლევრებმა აღმოჩინეს, რომ ნანოზიმების ბაქტერიების შემცველ ხსნარებში დამატება სამი გავრცელებული ტიპის ბაქტერიას ანადგურებს.

როდესაც მკვლევრებმა ბაქტერიები მძლავრი მიკროსკოპის გამოყენებით შეისწავლეს, დაინახეს, რომ ნანოზიმებმა დააზიანა მათი გარე შრეები. ეს ნიშნავს, რომ ახლად შემუშავებული სისტემა გამოსადეგია როგორც ბაქტერიების მიერ გამოწვეული სტომატოლოგოიური პრობლემების აღმოსაჩენად, ისე ამ ბაქტერიების გასანადგურებლად.

ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ მოთავსდება ხელოვნური ენა პირის ღრუში, მაგრამ ამ ინოვაციას ბევრი პრობლემის გადაჭრის პოტენციალი აქვს.

კვლევა ჟურნალ ACS Applied Materials & Interfaces-ში გამოქვეყნდა.

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აივ ინფექცია/შიდსისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კამპანიაა მსოფლიოში
#post_seo_title

აივ ინფექცია/შიდსი – არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:

1) რა არის აივ ინფექცია/შიდსი?

აივ ინფექცია არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია, რომლის  ბოლო კლინიკურ სტადიასაც წარმოადგენს შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:

ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიცია – სისხლის გადასხმა, აივ-ით ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;
  • ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:

  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
  • დახველებით, ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
  • საცურაო აუზით სარგებლობით;
  • კოღოსა და მწერების ნაკბენით;
  • აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;

2) რამდენად საყურადღებოა აივ ინფექცია/შიდსი?

აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვან  პრობლემად, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 78 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და 39 მილიონი გარდაცვლილი. 2013 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 35 მილიონი აივ ინფიცირებულია.

3) როგორია საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება?

საქართველო  აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება.  2014 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 4646 შემთხვევა (3413 – მამაკაცი, 1233 – ქალი). პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2814 პაციენტს, 966 გარდაიცვალა. 2014 წელს გამოვლინდა 515 ახალი შემთხვევა.

4) როგორ უნდა გავიგო, რომ ვარ ინფიცირებული?

ვინაიდან აივ ინფექციას დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, გადამწყვეტი მის დიაგნოსტიკაში ლაბორატორიული გამოკვლევაა. საჭიროა გამოკვლევების ჩატარება განსაკუთრებით კი სარისკო ქცევის შემთხვევაში.

5) როგორ უნდა მოვიქცე დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში?

დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს,  სადაც ჩაგიტარდებათ აივ ინფექციის გამოვლენის სპეციალური სადიაგნოსტიკო ტესტები.

6) რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ინფიცირების რისკი?

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის რამდენიმე გზა:

  • უსაფრთხო სექსის პრაქტიკა პრეზერვატივების გამოყენებით;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის, ტესტირება და მკურნალობა
  • ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება, მოხმარების შემთხვევაში ახალი და ერთჯერადი ნემსის და შპრიცის გამოყენება;
  • სისხლისა და სისხლის პროდუქტების აივ ინფექციაზე  ტესტირების უზრუნველყოფა;
  • დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია

აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% – მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება: ანტირეტროვირუსული თერაპია, საკეისრო კვეთა, სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.

7) გამოყენებული წყაროები

www.who.int
www.aidscenter.ge

 

„ახალი ვირუსით დაინფიცირებული 26 შემთხვევიდან 8 ფატალურად დასრულდა“

„ახალი ვირუსით დაინფიცირებული 26 შემთხვევიდან 8 ფატალურად დასრულდა“
#post_seo_title

ჯანმო ახალი ვირუსის, მარბურგის, შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

2024 წლის 27 სექტემბერს რუანდას ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მარბურგის ვირუსული დაავადების (MVD) შემთხვევები.

2024 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, დადასტურებულია სულ 26 შემთხვევა, მათ შორის 8 გარდაცვალება. შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის 30 რაიონიდან 7-ში. დადასტურებული შემთხვევებიდან 70%-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკები არიან.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარბურგის ვირუსი რუანდაში დაფიქსირდა.

ამჟამად, არ არსებობს ხელმისაწვდომი მკურნალობა ან ვაქცინა მარბურგის ვირუსისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მარბურგის მსგავსი სიმპტომები, დროულად მიმართონ ექიმს, რათა მიიღონ მხარდამჭერი მკურნალობა, რაც პაციენტთა გადარჩენის შანსს ზრდის.

#drpkhakadze

რატომ ეძახიან ექიმები ქოლესტერინს “ჩუმ მკვლელს” – მნიშვნელოვანია მისი კონტროლი და მკურნალობა დროულად

რატომ ეძახიან ექიმები ქოლესტერინს
#post_seo_title

რატომ ეძახიან ექიმები ქოლესტერინს “ჩუმ მკვლელს”

ქოლესტერინი ხშირად აღინიშნება როგორც “ჩუმი მკვლელი”, რადგან მისი დონის მომატება ორგანიზმში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. თუ ქოლესტერინის დონე მაღალია, ეს შეიძლება გამოიწვეული იყოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებით, როგორიცაა გულის შეტევა, ინსულტი, და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი კონტროლი და მკურნალობა დროულად.

საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია,  “რუსთავი 2”-ის ეთერის ეთერში. იმ ფიზიკურ გამოვლინებებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა ქოლესტერინის მაღალი დონის შედეგი იყოს.

სიმპტომები, როდესაც ქოლესტერინის მომატების საშიშროება არსებობს? როგორ უნდა დავიცვათ თავი ქოლესტერინის ცუდი გავლენისგან და რატომ არ არის მხოლოდ წონის მატება საკმარისი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული დაავადებები?

1. ქოლესტერინის მაღალი დონის შედეგები

ქოლესტერინი არის ცხიმის მსგავსი ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, თუმცა მისი მაღალი დონე შეიძლება ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. ქოლესტერინის მაღალი დონე არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ზრდის გულის შეტევის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. როგორც ზაზა თელია აღნიშნავს, ქოლესტერინი არის “ჩუმი მკვლელი”, რადგან ის შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სანამ სერიოზული პრობლემები არ დაიწყება.

2. როგორ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქოლესტერინი მომატებულია?

ქოლესტერინის დონის მომატება ხშირად არ იწვევს თვალსაჩინო სიმპტომებს, ამიტომ ეს შეიძლება დიდხანს უხილავი დარჩეს. თუმცა, არსებობს გარკვეული ფიზიკური ნიშნები, რომლებიც შესაძლოა აღვნიშნოთ და რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს ქოლესტერინის მომატებაზე:

  • ჭარბი წონა და სიმსუქნე: ხშირად ქოლესტერინის მაღალი დონე დაკავშირებულია ჭარბ წონასთან. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სიმსუქნის პირველი, მეორე ან მესამე სტადია.
  • გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია: ზოგიერთ ადამიანს ქოლესტერინის მაღალი დონე აქვს გენეტიკურად. ეს შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ აქვს ჭარბი წონა. გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია არის სიტუაცია, როდესაც ქოლესტერინის დონე მაღალია უბრალოდ მემკვიდრეობითი მიზეზების გამო.

3. ქოლესტერინის მართვის აუცილებლობა

მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინი უსიმპტომოდ შეიძლება მომატებული იყოს, მასზე მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თვლით, რომ თქვენ ან თქვენი ახლობელი შეწუხებულია ჭარბი წონით ან არსებობს სხვა გართულებები, რომლებიც რისკის ფაქტორებს უკავშირდება, აუცილებელია რეგულარულად შეამოწმოთ ქოლესტერინის დონე.

ქოლესტერინის დონის კონტროლი მოიცავს არა მხოლოდ მედიკამენტებს, არამედ ცხოვრების წესის შეცვლას, –  რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი დიეტა, რომელიც შეიცავს დაბალ ცხიმს, და სტრესის მართვა საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ქოლესტერინის დონის კონტროლი და თავიდან აიცილოთ მისი მომატება.

4. რა უნდა ვიცოდეთ?

  • ფიზიკური აქტივობა: ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის შემოღება თქვენი ცხოვრების წესში. ბალანსირებული აქტივობა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ქოლესტერინის დონე.
  • ჯანსაღი დიეტა: შეინარჩუნეთ დაბალი ცხიმოვანი დიეტა. მეტი ხილი, ბოსტნეული და მეტი მარცვლეული – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას.
  • წონის კონტროლი: თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს დამატებითი კილოგრამები გაქვთ, აუცილებელია მათგან განთავისუფლება, რადგან ზედმეტი წონა პირდაპირ უკავშირდება ქოლესტერინის მომატებას.
  • რეგულარული კონსულტაციები ექიმთან: დაინტერესდით თქვენი ქოლესტერინის დონით. ექიმთან რეგულარული ვიზიტები დაგეხმარებათ გამოვლინდეს ნებისმიერი პრობლემა დროულად.

ზაზა თელიას თქმით, ქოლესტერინის მაღალი დონე, შესაძლოა, ადამიანის კანზეც აისახოს და მას რამდენიმენაირი გამოვლინება ჰქონდეს. ესენია:

1. ქსანთომა – ლოკალიზებული ცხიმოვანი ქსოვილი კანქვეშ ან მყესებზე.
2. ქსანთელაზმა (ბრტყელი ქსანთომა) – მოვარდისფრო ფერის წარმონაქმნები ქუთუთოებზე.

3. ფსორიაზი – ფსორიაზი ქოლესტერინის მატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ მაღალი ხარისხის კვლევებით დადგინდა, რომ არსებობს კავშირი ქოლესტერინის მომატებულ დონესა და ფსორიაზს შორის.
4. ქოლესტერინის ემბოლიზმი – როდესაც ქოლესტერინის კრისტალები ხვდება არტერიებში და ბლოკავს არტერიული სისხლის მიდინებას ქსოვილებისკენ, რის გამოც ვითარდება ქვემო კიდურების წყლულები, კანის ფერის ცვლილება, განგრენა, ლურჯი ფეხის თითები.

5. რეტიკულარული ლივედო – მოლურჯო-მოწითალო ფერის ბადისებრი კანი ქვემო კიდურებზე, გენიტალიების არეში და დუნდულებზე.

ზაზა თელიამ ისაუბრა იმაზეც, თუ რომელი საკვები იწვევს, ხშირ შემთხვევაში, ქოლესტერინის დონის მატებას. მისი თქმით, ეს არის ცხიმიანი ხორცპროდუქტები და ისეთი ხშირად გამოყენებადი საკვები პროდუქტი, როგორიც არის მზესუმზირის ზეთი.

მისივე თქმით, ქოლესტერინის მკურნალობა მედიკამენტებითაც მიმდინარეობს, თუმცა, ამ შემთხვევაში, გამოჯანმრთელების მთავარი და ძირითადი ფაქტორი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა.

დასკვნა

ქოლესტერინის მომატება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ მისი შედეგები გაცილებით სერიოზული და სახიფათოა. “ჩუმი მკვლელი” –  ქოლესტერინი შესაძლოა გახდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის მიზეზი, რაც აშკარად ზრდის სიკვდილის რისკს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის მუდმივი მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას.

#drpkhakadze

ადამიანში ჯილეხის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის მრავალმხრივი შესწავლა ეფექტური ვაქცინის შექმნის მიზნით

ადამიანში ჯილეხის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის მრავალმხრივი შესწავლა ეფექტური ვაქცინის შექმნის მიზნით
#post_seo_title

პროექტის დასახელება: 

ადამიანში ჯილეხის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის მრავალმხრივი შესწავლა ეფექტური ვაქცინის შექმნის მიზნით,  NATO SFP 984208; პროექტის განხორციელების ვადები: 13.02.2013 – 13.02.2016.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: 

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (NATO) „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“(SFP) პროგრამის მიერ 2012 წელს დაფინანსდა საერთაშორისო კვლევა, რომლის მიზანია ჯილეხის საწინააღმდეგო ახალი თაობის ვაქცინისათვის პოტენციური ანტიგენების გამოვლენა და შესწავლა, რაც საფუძველს ჩაუყრის გაუმჯობებსებული, უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართველი მეცნიერები თანამშრომლობენ დიდი ბრიტანეთის, თურქ და ამერიკელ მკვლევარებთან კარდიფის უნივერსტეტის ფარმაკოლოგიის სკოლის პროფესორის, ლეს ბეილის ხელმძღვანელობით. კვლევის ძირითადი ნაწილი შესრულდება საქართველოში, დოქტორ ნინო ტრაპაიძის ლიდერობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  რ. ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.

ბ). განხორციელების გზები: 

კვლევაში გამოყენებული იქნება საქართველოსა და თურქეთში ჯილეხის დადასტურებული დიაგნოზის მქონე მოხალისეთა დაარქივებული სისხლის ნიმუშები. ნიმუშებში იმუნოფერმენტული ანალიზის საშუალებით განისაზღვრება  და შეფასდება ჯილეხის ცნობილი ანტიგენების (დამცავი ანტიგენის (PA), ლეთალური ფაქტორი (LF) და ედემა ფაქტორის (EF)) ცალკეული დომენებისა საწინააღმდეგო ანტისხეულები. გარდა ამისა,   დღეისთვის უცნობი ანტიგენების გამოვლენის მიზნით ამავე  ნიმუშებში განისაზღვრება ჯილეხის სავაქცინე შტამის სპორის ცალკეული ცილოვანი კომპონენტების მიმართ არსებული ანტისხეულები.  შემდეგ  კი, იმუნო-წერტილოვანი (ELISPOT) ანალიზით გამოვლინდება  დომენების იმუნოდომინანტური ეპიტოპები, რომლებსაც ინფიცირებიდან რამოდენიმე წლის შემდეგაც  შეუძლიათ უჯრედული იმუნური პასუხის აღძვრა.

ყოველივე ამის შედეგად, გამოვლინდება არა მხოლოდ ჯილეხის ახალი ანტიგენები, არამედ დადგინდება ცნობილი ანტიგენების უმცირესი იმუნოგენური კომპონენტები/ეპიტოპები, რომლებიც წარმოადგენენ ჯილეხის საწინააღმდეგო ახალი თაობის ვაქცინის პოტენციურ კანდიდატებს.

გ). მოსალოდნელი შედეგები:

  • განისაზღვრება დამცავი ანტიგენის, ლეთალური ფაროტის  და ედემა ფაქტორის იმუნოდომინანტური ეპიტოპები; გამოვლინდება სპორის ზედაპირზე არსებული ახალი იმუნოდომინანტური ცილები;
  • ამ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს და საფუძველს ჩაუყრის ფართო სპექტრის და უსაფრთხო ახალი თაობის ვაქცინის შექმნას, რომლის მცირე დოზებსაც კი ექნება ჯილეხის წინააღმდეგ ადამიანში ძლიერი იმუნური დაცვის გამომუშავების უნარი.
  • ახალგაზრდა ქართველი მეცნიე­რე­ბი აითვისებენ   კვლევის თანამედროვემეთოდებს, რაც აამაღლებს მათ  კვალიფიკაციას  და მიუახლოებს თანამედროვე სტანდარტებს; საქართველოში დაინერგება ეპიდემიოლოგიური და სამეცნიერო კვლევის ახალი შესაძლებლობები და დამყარდება გრძელვადიანი კავშირები ამ სფეროში მომუშავე ქართველ, ბრიტანელ, თურქ და ამერიკელ მეცნიერებს შორის;

#drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights