ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე შეეძლებათ

ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე შეეძლებათ
#post_seo_title

ექთნებს და მეან-ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობის უფლება 2026 წლის 1 სექტემბრამდე –  ცვლილებები

2024 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებებს, რომლებიც ექთნებს და მეან-ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობის უფლების მიღების ვადა 2025 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად 2026 წლის 1 სექტემბრამდე იქნება. ამ ცვლილებების შედეგად, ექთნებს და მეან-ექთნებს ეძლევათ დამატებითი დრო, რათა გაიარონ საჭირო გადამზადება და სერტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებისა და სამედიცინო სფეროსთვის აუცილებელი საკანონმდებლო აქტების გამართვას.

კანონის ცვლილებების მიზნები

პირველ ეტაპზე, ცვლილებების მიზანი არის ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის რეგულირება და მათი პროფესიული განათლების, გადამზადების და სერტიფიცირების სისტემის გაძლიერება. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება დროში ვერ მოესწრო და აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება, რათა სამედიცინო სექტორის პროფესიონალების მომზადება და მათი ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს უფრო ეფექტურად.

რეგისტრაცია და სერტიფიცირება

ახალი კანონის მიხედვით, 2025 წლის 1 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს რეგისტრირებული და სერტიფიცირებული ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონული მოდული. 2026 წლის 1 იანვრიდან, ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია იქნება სავალდებულო დამოუკიდებელი საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობისთვის.

დამატებითი ცვლილებები

გარდა ამისა, კანონში ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის 1 სექტემბრამდე ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია უნდა განხორციელდეს, და სახელმწიფო სერტიფიკატი ან რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა უგამოცდოდ. გამოვდივართ ინიციატივით გადავადდეს მისი ამოქმედება. სრული მზაობა ამისთვის დამატებით დროს მოითხოვს, რისთვის ვალდებულებები განისაზღვროს 2025 წლის 1 ივლისით, ნაცვლად 2024 წლის 1 აპრილისა, და 2025 წლის 1 იანვრისა. ხოლო სხვა ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს 1 წლით – ბაზაში სავალდებულო ავტორიზაცია 2026 წლის 1 იანვრამდე ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა. უგამოცდო საქმიანობის უფლების მოპოვება 2026 წლის 1 სექტემბრამდე, ნაცვლად 2025 წლის 1 სექტემბრისა. ამისთვის სფეროს და ჩვენს მეან-ქთნებს და ექთნებს საშუალება მიეცემათ, რომ ამ პერიოდისთვის კიდევ გასწიონ დამატებითი ღონისძიებები, რათა არ შეიქმნას ექთნების და მეან-ექთნების დეფიციტი მათი სერტიფიცირების, გადამზადების პრობლემის გამო

ჯარიმები და კონტროლი

რაც შეეხება სერტიფიკატის გარეშე საქმიანობას, ცვლილებების მიხედვით, ექთანს და მეან-ექთანს, რომლებიც არ გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატი ან რეგისტრაციის მოწმობა, დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ცვლილების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა მოამზადოს რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონული მოდული. 2026 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია.

ასევე, ცვლილებების თანახმად 2026 წლის 1 სექტემბრამდე ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია უნდა განხორციელდეს და სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა გაიცეს უგამოცდოდ.

ექთანს და მეან-ექთანს დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე საქმიანობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

დასკვნა

ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მათი პროფესიული მომზადების და განვითარების სრულყოფას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე.

ტესტირება ადამიანებზე უკვე დაწყებულია – პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი

ტესტირება ადამიანებზე უკვე დაწყებულია - პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი
#post_seo_title

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს.  კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს. ტესტირება ადამიანებზე უკვე დაწყებულია

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ქიმიოთერაპიის ეფექტურობას. კვლევა, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ გამოაქვეყნა, ეხება პრეპარატს სახელად ATI-450, რომელიც ხელს უწყობს კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ქიმიოთერაპიულ პრეპარატებზე.

ATI-450 – ახალი პრეპარატი პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ

ATI-450 უკვე თაგვებზე წარმატებით გამოცადეს, თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა. ეს პრეპარატი ქიმიოთერაპიასთან ერთად შესაძლოა აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი პანკრეასის კიბოს ეფექტური მკურნალობის მიმართულებით.

პანკრეასის კიბო – საზიანო დაავადება

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და ყოველწლიურად 180,000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. პანკრეასის კიბოს პროგნოზი, სამწუხაროდ, ხშირად უარყოფითია, რადგან მისი აღმოჩენა ჩვეულებრივ ძალიან გვიან ხდება.

პრეპარატის ტესტირება და მომავალი იმედები

ამჟამად ATI-450-ის ტესტირება მიმდინარეობს ადამიანებზე, და მისი პოტენციალი გამოჩენილი წარმატებების საფუძველზე ახალ იმედებს იძლევა პანკრეასის კიბოს მკურნალობაში.

#drpkhakadze

ფსიქო-სოციალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

ფსიქო-სოციალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა

სენსორული აღქმა
ამ თავის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ:
1. მგრძნობელობითი აღქმის კომპონენტების განხილვა;
2. იმ ფაქტორების აღწერა, რომელიც მგრძნობელობით ფუნქციაზე ახდენს გავლენას;
3. სენსორული დეპრივაციისა და სენსორული გადატვირთვის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების ამოცნობა;
4. პაციენტის მგრძნობელობითი აღქმის შეფასების ძირითადი კომპონენტების აღწერა;
5. იმ ფაქტორების განხილვა, რომელიც პაციენტს მგრძნობელობითი (სენსორული)
აშლილობების რისკს ზრდის;
6. მგრძნობელობის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში ჩამოაყალიბოთ
საექთნო დიაგნოზები და გამოსავალის კრიტერიუმები;
7. განიხილოთ სენსორული ფუნქციის შესანარჩუნებელი საექთნო ჩარევები;
8. მწვავე კონფუზიის/დელირიუმის მქონე პაციენტებისთვის თერაპიული გარემოს
შექმნისთვის საჭირო სტრატეგიების იდენტიფიცირება;

202306075642-232საექთნო-საქმის-საფუძვლები-iii-ტომი-1-salome

#drpkhakadze

საექთნო საქმის საფუძვლები – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

საექთნო საქმის საფუძვლები

მოვლა

ამ თავის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
1. მოვლის მნიშვნელობაზე მსჯელობას;
2. საექთნო თეორიების გაცნობას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საექთნო
მოვლაზე;
3. საექთნო პრაქტიკაში სხვადასხვა სახის ცოდნის მნიშვნელობის გაანალიზებას;
4. საექთნო მოვლის დემონსტრირების აღწერას;
5. თვითმოვლის მნიშვნელობის შეფასებას პროფესიონალი ექთნისთვის;
6. რეფლექსური პრაქტიკის ღირებულების განსაზღვრა;

პროფესიული მოვლა
მოვლის პრაქტიკა მოიცავს პაციენტსა და ექთნის მჭიდრო ურთიერთობებს, ორმხრივ აღიარებას, პროცესში ჩართულობას. მოვლის მაგალითები, რომელიც წარმოშობილია საექთნო მოვლის სიტუაციების დროს, შემდეგია:
-პაციენტი განიცდის ოპერაციის შემდგომ ტკივილს. მას მისცეს მედიკამენტი ამ
სიმპტომების აღმოსაფხვრელად, შემდეგ ექთანი მშვიდად ესაუბრება და იჭერს
მის ხელს, სანამ ტკივილი არ გაუვლის. ექთნის გვერდით ყოფნა, თავის მხრივ,
კომფორტს უქმნის პაციენტს;
-მას შემდეგ, რაც სტუდენტი ექთანი პაციენტს ბანს თმას და უკეთებს მაკიაჟს
მოხუც ქალს, რომელსაც შეზღუდული აქვს გარკვეული უნარები, ეხმარება ასევე
სავარძელში მყოფს მიესალმოს თავის ქალიშვილს და შვილიშვილებს, ქალს
უჩნდება უდიდესი მადლიერების გრძნობა და ღირსების შეგრძნებაც.

202306075917-242საექთნო-საქმის-საფუძვლები-ii-ტომი-1-salome

 

რა არის ერექციული დისფუნქცია და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები?

#post_seo_title

ერექციული დისფუნქცია

რა არის ერექციული დისფუნქცია და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები?
#ხშირად #დასმულ #კითხვებს პასუხობს უროლოგი, ონკოუროლოგი, ბავშვთა უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – გიორგი (გოგი) ბოჭორიშვილი.

გამოფიტვა – წონაში კლება/ გამოფიტვა უკავშირდება კვების სფეროში სხვა გლობალურ სამიზნეებს

გამოფიტვა - წონაში კლება/ გამოფიტვა უკავშირდება კვების სფეროში სხვა გლობალურ სამიზნეებს
#post_seo_title

გამოფიტვა

რა მნიშვნელობა აქვს

ბავშვები გამოიფიტვა ხდება დიეტის გამო, სწრაფად იკლებენ წონაში და არ ხდება მათი კვებითი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა

წონაში კლება, გამოფიტვა

იწვევს ზრდაში ჩამორჩენას, კოგნიტური განვითარების შეფერხებას, ზრდასრულ ასაკში კი არაგადამდები დაავადებების რისკს

წონაში კლება/ გამოფიტვა უკავშირდება კვების სფეროში სხვა გლობალურ სამიზნეებს:

• ზრდაში ჩამორჩენა

• ანემია ქალებში

• ძუძუთი კვება

• დაბალი წონა

• ჭარბი წონა ბავშვებში

გამოფიტვა

„ტუბერკულოზისთვის აუცილებელია განსაზღვრული კლიმატური პირობები“

ტუბერკულოზის მართვა
#post_seo_title

ანაქრონიზმი თუ მომავლის მედიცინა.

იდეები – კურორტოლოგიაში.
მანანა ტაბიძე სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან.
ჰიპოკრატე ტუბერკულოზს მკლურნალობდა სუფთა ჰაერით და თვლიდა, რომ ტუბერკულოზისთვის აუცილებელია განსაზღვრული კლიმატური პირობები.
კლიმატური მკურნალობის დროს, პირველ რიგში წესრიგდება ადამიანის ორგანიზმის რეაქტიულობა…“

გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი

გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი
#post_seo_title

გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი

1982  წლის 24 მარტს, გერმანელი მეცნიერის რობერტ კოხის მიერ გაკეთებული უდიდესი აღმოჩენიდან 100 წლისთავზე  პირველად და მას შემდეგ  ყოველწლიურად 24 მარტს  აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე.  ამ დღის  აღნიშვნა მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

პარტნიორობა – „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“, რომელიც არის ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციებისა და ქვეყნების ქსელი,  ამ დღეს აღნიშნავს იმ მიზნით, რომ ყურადღება გამახვილდეს დაავადების მასშტაბებზე, მისი პრევენციის გზებსა და მკურნალობის საშუალებებზე.

1882 წლის 24 მარტს გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა აღმოაჩინა. ეს იყო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით პირველი წინგადადგმული ნაბიჯი. ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. იგი ვრცელდება ფილტვის ფორმით დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის და ცემინების დროს.

ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირის  სასუნთქ გზებში მოხვედრა დაავადებასა და ინფიცირებას ყოველთვის არ იწვევს. თუ გამომწვევი ჩხირი ფილტვის ქსოვილამდე მაინც მიაღწევს, მას უხშირესად ორგანიზმის დაცვითი ძალები აუვნებლებენ ან ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია,  მაგრამ არა დაავადებული. ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ ორ განსხვავებულ მდგომარეობას: ინფიცირებას და დაავადებას. ინფიცირებული ადამიანების დიდი უმრავლესობა – დაახლოებით 90%- მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება ინფიცირებულად კლინიკურად გამოხატული ნიშნების გარეშე. ტუბერკულოზური დაავადება ინფიცირებულთა დაახლოებით 10%-ს უვითარდება. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს დაავადების ჩამოყალიბებას, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იმუნური სისტემა ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს ორგანიზმში მიკობაქტერიის არსებობაზე. ტუბერკულოზური დაავადება ვითარდება იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხის პირობებში.

იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხი შეიძლება დაკავშირებული იყოს მთელ რიგ ფაქტორებთან, კერძოდ:

სოციალური ფაქტორები: არასაკმარისი კვება, ნერვული სტრესი, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, მძიმე ფიზიკური შრომა, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ანუ ყველა ის გარეგანი მიზეზი, რაც ზოგადად ორგანიზმის დაავადებებთან ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს.

სამედიცინო ფაქტორები: ყველა ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი. ესენია: აივ ინფექცია, შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადება, რევმატული დაავადებები. ტუბერკულოზისაგან ნაკლებად არიან დაცული აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ჰორმონულ მკურნალობაზე იმყოფებიან ან ქიმიოთერაპიის, ან სხივური  თერაპიის კურსს იტარებენ.

ტუბერკულოზის დადგენის შემთხვევაში დაავადებულს,  I რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით უფასო მკურნალობა უტარდება მედპერსონალის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ, 6-8 თვის განმავლობაში. თუ დაავადების გამომწვევი I რიგის პრეპარატებიდან რომელიმე ან რამოდენიმე წამლის მიმართ გამძლე აღმოჩნდება, ისმება წამალგამძლე, ანუ რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზი და დაავადებულს  II რიგის პრეპარატებით უფასო მკურნალობა უტარდება 18-24 თვის მანძილზე. განსაკუთრებულ პრობლემას  მკურნალობის ბოლომდე მიყვანის თვალსაზრისით რეზისტენტული ფორმები ქმნის, რომლებიც გვხვდება როგორც ახალ შემთხვევებში, ასევე წარსულში ნამკურნალევ შემთხვევებში.

პენიტენციური სისტემა ყველა სახელმწიფოში მოიაზრება, როგორც ტუბერკულოზის რისკის მატარებელი. ციხეებში დაავადების გავრცელების რისკს ზრდის დახურულ სივცეში თანაცხოვრება, ციხეების გადატვირთვა, რასაც ემატება პატიმრების სტრესული მდგომარეობა, რაც  იმუნიტეტის დაქვეითებას უწყობს ხელს.

ბოლო მონაცემებით ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 100 000 მოსახლეზე შეადგენს 110-ს, ახალი შემთხვევების კი – 84-ს.

ათასწლეულის განვითარების მიზნების თანახმად, ტუბერკულოზის გავრცელებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 2015 წლისთვის ორჯერ უნდა შემცირდეს.

ტუბერკულოზის კონტროლის გაძლიერების მიზნით 2013 წლის სახელმწიფო პროგრამაში  დაავადებულთა მკურნალობის გარდა, გათვალისწინებულია კონტაქტირებულთა აქტიური ეპიდკვლევა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტუბერკულოზის ინფექციის კონტროლის გატარებას ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც მოიცავს კონტროლს სამი მიმართულებით: ადმინისტრაციული კონტროლი, გარემოს კონტროლი და პირადი უსაფრთხოების დაცვა.

დაავადების დროულად აღმოჩენისა და მისი გავრცელების შესამცირებლად თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს:

  • თუ  გაქვს ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, უმადობა, მაღალი ტემპერატურა,  მკვეთრი კლება  წონაში და ეს სიპტომები გრძელდება 2-3 კვირაზე მეტ ხანს, აუცილებლად მიმართე ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებას
  • თუ ხარ ტუბერკულოზით ავად, მაშინ დროულად   და  სრულად  ჩაიტარე მკურნალობა, რათა გაიუმჯობესო ჯანმრთელობა და ამავე დროს სხვის ჯანმრთელობას არ შეუქმნა საფრთხე
  • თუ ხარ ტუბერკულოზით ავად, იმისათვის რომ გარშემომყოფი ადამიანები არ დაასნებოვნო,დაიცავი ხველის ეტიკეტი და სუნთქვის ჰიგიენა
  • ხშირად გაანიავე დახურული სივრცე
  • ებრძოლე ტუბერკულოზთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციას
  •  გახსოვდეს, ტუბერკულოზი სწორი მკურნალობის შემთხვევაში იკურნება!

მეცნიერებმა სიმსივნის განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს – ეს აღმოჩენა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ გზებს ხსნის

მეცნიერებმა სიმსივნის განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს - ეს აღმოჩენა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ გზებს ხსნის
#post_seo_title

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი, ინოვაციური მეთოდი აღმოაჩინა. მათ სიმსივნის უჯრედებზე ინფრაწითელი სხივი დააპროგრამირეს, რის შედეგადაც მოლეკულებმა სინქრონულად ვიბრირება დაიწყეს და მათი მემბრანები განადგურდა. ეს აღმოჩენა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ გზებს ხსნის.

რასისის და ტეხასის უნივერსიტეტების კვლევა

სამართლიანი დასკვნა იმის შესახებ, რომ ამ მეთოდმა მოლეკულური მანქანის გაუმჯობესებული ვერსია გაამართლა, გამოიტანეს რასისის უნივერსიტეტის და ტეხასის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა. მათი განაცხადით, აღნიშნული მეთოდი ეხმარება ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების სტრუქტურის განადგურებაში, რაც კიბოს ეფექტურ ამარცხს საშუალებას იძლევა.

სიმსივნური უჯრედების განადგურება 99%-ით

კვლევის პროცესში მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში სიმსივნური უჯრედების 99%-ის განადგურება შეძლეს. ექსპერიმენტების გასამართად გამოიყენეს თაგვები, რომელთა 50%-ს სიმსივნური დაავადება მოსწყვიტეს და განკურნეს.

ერთ-ერთი სფეროა ნარკომანია, რომელიც, სიმსუქნისა და დიაბეტის მსგავსად, მატულობს

ერთ-ერთი სფეროა ნარკომანია, რომელიც, სიმსუქნისა და დიაბეტის მსგავსად, მატულობს,
#post_seo_title

დამოკიდებულება კიდევ ერთი არეალია, სადაც შესაძლოა GLP-1-ები ეფექტური იყოს. წინასწარი მტკიცებულება დამაიმედებლად გამოიყურება, მაგრამ კითხვები რჩება. გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ 1 რეცეპტორის აგონისტის (GLP-1) რეცეპტები დიაბეტისა და სიმსუქნის მკურნალობისთვის იზრდება, ისევე როგორც ინტერესი მათი პოტენციალის მიმართ მრავალი სხვა მდგომარეობის სამკურნალოდ. განსაკუთრებით, ერთ-ერთი სფეროა ნარკომანია, რომელიც, სიმსუქნისა და დიაბეტის მსგავსად, მატულობს, როგორც შემთხვევების რაოდენობის, ასევე ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებისა და თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით.

ჯერჯერობით, დამოკიდებულების დროს GLP-1 გამოყენების მონაცემები შემოიფარგლება პრეკლინიკური კვლევებით, ანეკდოტური მტკიცებულებებით, რამდენიმე კოჰორტის ანალიზით და რანდომიზებული კლინიკური კვლევებით. 

„წინასწარი მტკიცებულებები ძალიან საინტერესოა“, – განუცხადა Medscape Medical News-ს ნორა დ. ვოლკოვმა, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ეროვნული ინსტიტუტის (NIDA) დირექტორმა. ”კვლევები ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა GLP მედიკამენტების ეფექტებზე, ძირითადად პირველი თაობის და უპირატესად მღრღნელებზე,” – თქვა მან.

GLP „ნარკოტიკები, როგორიცაა ეგზენატიდი და ლირაგლუტიდი, ყველა ამცირებს ნიკოტინის, ალკოჰოლის, კოკაინის მოხმარებას და რეაგირებას ოპიოიდებზე“, – თქვა ვოლკოვმა.

კლინიკური, რეალური სამყაროს მონაცემების პერსპექტივები
მეორე თაობის აგენტები, როგორიცაა სემაგლუტიდი, უფრო მეტ დაპირებას იძლევა, ვიდრე მათი პირველი თაობის კოლეგები. ვოლკოვმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ სემაგლუტიდი არის „ბევრად ძლიერი წამალი“, არამედ მან მიუთითა ბოლო აღმოჩენებზე, რომლებშიც ალკოჰოლის მოხმარების აშლილობის მქონე პაციენტებში (AUD) მძიმე სასმელის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება იყო.

გაურკვეველი მექანიზმები, მრავალი თეორია
ბოლომდე არ არის ნათელი, თუ როგორია სემაგლუტიდი გზა ნარკომანებისთვის, რათა შეამცირონ მათი ლტოლვა.

პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ GLP-1 რეცეპტორები გამოხატულია მეზოლიმბურ დოფამინურ სისტემაში და დოფამინს გადასცემენ უშუალოდ წინა ტვინის ჯილდოს ცენტრებში, მაგალითად, ბირთვის ბირთვში. როგორც ჩანს, წამლები ამცირებენ დოფამინის გამოყოფას და გადაცემას ამ ჯილდოს ცენტრებში, ასევე იმ უბნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმპულსების კონტროლზე.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის წინააღმდეგობრივი მექანიზმები, რომლებიც თვითრეგულირების საშუალებას მოგცემთ, ასევე ჩართულია დამოკიდებულებაში, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს წამლები დაეხმაროს ამის გაძლიერებას“, – თქვა ვოლკოვმა.

ჰენრი კრანცლერი, მედიცინის დოქტორი, ფსიქიატრიის პროფესორი და პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის დირექტორი პენსილვანიის უნივერსიტეტში, თავის ნაშრომში აღნიშნავს, სხეულის მასის ინდექსს (BMI) და AUD-ს შორის გენეტიკურ კორელაციას. ”გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბევრი ერთი და იგივე გენი მუშაობს ორივე აშლილობაზე, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით,” – თქვა მან.

დასკვნა ის არის, რომ „ისინი იზიარებენ გენეტიკას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არიან იგივე; ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ GLP-1 შეიძლება იყოს მომგებიანი სიმსუქნის დროს, მაგრამ არც ისე სასარგებლო დამოკიდებულების სამკურნალოდ,” – თქვა კრანცლერმა.

წყარო:

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights