შაბათი, ივნისი 20, 2026

ენდოკრინული დაავადებები – რას წარმოადგენს ენდოკრინოლოგიური დაავადებები?

უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია.
#post_seo_title

ენდოკრინული დაავადებები

1) რას წარმოადგენს ენდოკრინოლოგიური დაავადებები?

ენდოკრინული დაავადებები დაავადებათა კლასია გამოწვეული ერთი ან რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით. მათ საფუძვლად უდევთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჰიპერფუნქცია,  ჰიპოფუნქცია ან დისფუნქცია.

ენდოკრინული დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის  (მაგ.  ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი), კუჭქვეშა ჯირკვლის (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ინსულინომა), ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის (მაგ. აკრომეგალია, იცენკო-კუშინგის დაავადება), თირკმელზედა ჯირკვლის  დარღვევები.

ენდოკრინული სისტემის ნებისმიერი დაავადების საფუძველს აქვს ერთი ან რამდენიმე ძირითადი მიზეზი:

  • ამა თუ იმ ჰორმონის უკმარისობა ან სიჭარბე
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის მიერ ანომალური ჰორმონის წარმოება
  • რეზისტენტობა ჰორმონის მოქმედების მიმართ
  • ჰორმონის მეტაბოლიზმის, მიწოდებისა და სეკრეციის რითმის დარღვევა
  • ზოგიერთი ჰორმონალური სისტემის ერთმომენტური დარღვევა და სხვ.

ჰორმონების დეფიციტის მიზეზები უმეტეს შემთხვევაში ცნობილია. მათ მიეკუთვნება:

  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ინფექციური დაზიანებები (კორტიზოლის დაბალი დონე თირკმელზედა ჯირკვლის ტუბერკულოზის დროს)
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების თანდაყოლილი განუვითარებლობა (ჰიპოპლაზია), მაგ. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში სისხლჩაქცევა ან არასაკმარისი სისხლმომარაგება (მშობიარობის შემდგომი ჰიპოპიტუიტარიზმი)
  • ანთებითი პროცესი (შაქრიანი დიაბეტის ან პანკრეატიტის გამო)
  • აუტოიმუნური დაზიანება (აუტოიმუნური თირეოიდიტი), სიმსივნეები (ჰიპოპიფიზის ადენომა)
  • ორგანიზმში ჰორმონწარმომქმნელი ნივთიერებების არასაკმარისი მიწოდება (იოდის დეფიციტის გამო ჰიპოთირეოზი)
  • სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებების გავლენა და დასხივება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე
  • იატროგენული მიზეზები (ფარისებრახლო ჯირკვლების ამოკვეთა გრეივსის დაავადების დროს)

www.endocrinology.org

www.who.int/diabets.

McGraw-Hill: Harrison’s Endocrinology, Second Edition : Bookwww.mhprofessional.com/product

2)  რატომ არის საყურადღებო ენდოკრინული  დაავადებები?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ბოლო წლებში  ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით გამოწვეული ავადმყოფობების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება. ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები  და  იოდდეფიციტი წარმოადგენს.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები  საქართველოსთვის ყოველთვის განეკუთვნებოდა სამხარეო პათოლოგიას, ხოლო მისი მაღალმთიანი რაიონები ოდითგანვე ჩიყვის  ენდემიის კერებად იყო ცნობილი. 1996 წელს იოდდეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლამ პრიორიტეტული ადგილი დაიკავა და დამტკიცდა იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა (1997-2007 წ), რომლის მიზანი იყო საქართველოში კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით იოდდეფიციტური დაავადებების  ეფექტური მართვა, რაც უზრუნველყოფდა მათ შემცირებას, ხოლო მომავალში მინიმუმამდე დაყვანას.

2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე მიღებული იქნა კანონი „იოდის, სხვა მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“. ეს კანონი კრძალავს არაიოდირებული მარილის იმპორტსა და გაყიდვას და ქვეყანაში საკვების ფორტიფიკაციის პოლიტიკის განხორციელების მექანიზმს აწესებს.

2006-2012 წლებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა შორის აღსანიშნავია სუბკლინიკური და სხვა ფორმის ჰიპოთირეოზის პრევალენტობის მაჩვენებლები. ყველაზე მაღალი შედეგები იყო 2006 წელს, შემდეგ წლებში ადგილი აქვს პრევალენტობის კლებას, და მხოლოდ 2012 წელს წინა წლებთან შედარებით აღსანიშნავია მკვეთრი მატება. აღნიშნული შეიძლება აიხსნას, რომ 2006 წლამდე ქვეყანაში მოქმედებდა „იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაუქმდა 2007 წელს. პროგრამის ფარგლებში ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფილაქტიკური გასინჯვები, რაც ხშირად და უკეთესად სუბკლინიკური და სხვა ფორმის ჰიპოთირეოზის გამოვლენის საშუალებას იძლეოდა.  მას შემდეგ ქვეყანაში არ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რაც შეეხება 2012 წელს პრევალენტობის მკვეთრი მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს ქვეყანაში სადაზღვეო სისტემების სერვისის გაუმჯობესებით.

http://www.ncdc.ge/index.

 3) ენდოკრინული დაავადების ძირითადი სიმპტომები

ენდოკრინული დაავადებებით ავადმყოფთა ჩივილები მრავალმხრივია: მათ მიეკუთვნება მაგ, წონაში კლება ან მატება, გულისცემის აჩქარება, ციებ-ცხელება, სიმხურვალის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, აგზნებულობა, ფაღარათი (დიფუზური ტოქსიური ჩიყვის დროს), არტერიული წნევის მომატებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი (ჰიპერკორტიციზმი, ფეოქრომოციტომა), კუნთოვანი ადინამია და მკვეთრად გამოხატული სისუსტე (თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის დროს), ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება (ჰიპოთირეოზის დროს), წყურვილის მომატებული გრძნობა (შაქრიანი დიაბეტის დროს), გაძლიერებული შარდვა (შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის დროს) და სხვ.

www.endocrinology.org/

 4) რა უნდა გავაკეთო თუ ეს სიმპტომები მაწუხებს?

აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ენდოკრინული სისტემის ორგანოებზე ნეგატიურად მომქმედი ინფექციური და სხვა ბუნების დაავადებების თანამედროვე მკურნალობა, გარემო მავნე ფაქტორების (დასხივება, სხვადასხვა ქიმიური ნაერთები) მოქმედების შემცირება, ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა და სხვ.

საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის/უახლოესი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმს, რომელიც გაუწევს შესაბამის რეკომენდაციებს.

5)    რისი გაკეთება შემიძლია ენდოკრინული დაავადებების თავიდან ასაცილებლად an რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად?

იოდდეფიციტურ დაავადებათა დაძლევა უმნიშვნელოვანეს სამედიცინო-სოციალურ ამოცანას წარმოადგენს. იოდდეფიციტს ადამიანის განვითარების კრიტიკულ ეტაპებზე, კერძოდ ორსულობის და ადრეული  ბავშვთა ასაკში,  შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის განვითარების  შეფერხება და, შესაბამისად  ფსიქიკური  დარღვევები. იოდდეფიციტის დაავადებათა სპექტრი მრავალმხრივია და მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს:

  • მუცლადყოფნის პერიოდი: აბორტი, მკვდრადშობადობა, განვითარების თანდაყოლილი მანკები, მაღალი პერინატალური სიკვდილიანობა, ნევროლოგიური და მიქსემატოზური კრეტინიზმი, ფსიქომოტორული განვითარების პათოლოგია;
  • ახალშობილი: ნეონატალური ჰიპოთირეოზი;
  • ბავშვები და მოზარდები: გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევა;
  • მოზრდილები: ჩიყვი და მისი გართულებები, იოდინდუცირებული თირეოტოქსიკოზი;
  • ყველა ასაკი: ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, კოგნიტური ფუნქციის დარღვევა, რადიოაქტიური იოდის შთანთქმის ზრდა.

იოდის დეფიციტი ორსულობის და ადრეული  ბავშვთა ასაკში წარმოადგენს თავის ტვინის დაზიანების მიზეზს, რომლის პრევენცია მსოფლიო მასშტაბით სავსებით შესაძლებელია. იოდდეფიციტით დაზიანებული რეგიონის მოსახლეობას შესაძლებელია ქონდეს  13,5 პუნქტით უფრო დაბალი გონებრივი განვითარების კოეფიციენტი (IQ),  ვიდრე იოდდეფიციტისგან თავისუფალი რეგიონის მოსახლეობას.  ამავე დროს, სხვა დაავადებისგან განსხვავებით, იოდდეფიციტური დაავადებები არის ძალზე ადვილი და იაფი პროფილაქტიკისათვის. მათი დაძლევისთვის და აღკვეთისათვის საჭიროა სულ მცირე ოდენობის იოდის სისტემატური დამატება მოსახლეობის მიერ მოხმარებულ მარილში.

დღეისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია,  გაეროს ბავშვთა ფონდი და იოდდეფიციტური დაავადებების კონტროლის საერთაშორისო საბჭო რეკომენდაციას უწევენ იოდის ყოველდღიური მოხმარების შემდეგ ნორმებს:

  • 90  მკგ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (0-59 თვის);
  • 120 მკგ დაბალი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (6-12 წელი);
  • 150 მკგ მოზრდილებისათვის (12 წელზე ზემოთ);
  • 250 მკგ ორსული და მეძუძური ქალებისთვის

http://www.ncdc.ge/index

ელიმინაციის პროცესში არსებული დაავადებები

ელიმინაციის პროცესში არსებული დაავადებები
#post_seo_title

ელიმინაციის პროცესში არსებული დაავადებები

საერთაშორისო მოთხოვნებისა და თანამედროვე გამოწვევების რეალიზაციის მიზნით, შესაბამისი სტანდარტების მიხედვით წარმოებს საელიმინაციო დაავადებების მართვა.
დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაცია:
აივ ინფექციისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის (EMTCT)
ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები. ამჟამად სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს ორსულთა ტესტირებას აივ ინფექციაზე, სიფილისზე, B და C ჰეპატიტებზე. საქართველოში ელიმინაციის გეგმის მიზანია დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის მიღწევა 2020 წლისათვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების შესაბამისად.
წითელა, წითურა, თანდაყოლილი წითურა:

2004 და 2013 წლებში ქვეყანაში ადგილი ქონდა წითელას ორ დიდ ეპიაფეთქებას. 2008 წელს დაგეგმილი წითელა-წითურას საწინააღმდეგო მასიური იმუნიზაციის კამპანიის ფარგლებში მოხერხდა სამიზნე პოპულაციის მხოლოდ 50%-ის აცრა. წარუმატებელი მასიური იმუნიზაციის კამპანიის გამოცდილების გამო, 2013 წელს დაწყებული წითელას ეპიდაფეთქების კონტროლის მიზნით, ქვეყანამ გადაწყვიტა, აეცრა მხოლოდ ის პირები, რომლებსიც არ იყვნენ იმუნიზირებულნი წითელას წინააღმდეგ. ამჟამად, დამატებით 181 000-ზე მეტი პირია აცრილი წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით, და აცრები ახლაც გრძელდება.

ელიმინაციის პროცესში მყოფი დაავადებები

ახალი კვლევა – მიღწევა თმის ცვენასთან ბრძოლაში

ახალი კვლევა - მიღწევა თმის ცვენასთან ბრძოლაში
#post_seo_title

მეცნიერები წააწყდნენ მემკვიდრეობითი თმის ცვენის პოტენციურ ახალ მკურნალობას, რომელიც თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

ყველაფერი დაიწყო შაქრის შესწავლით, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში და ხელს უწყობს დნმ-ის ფორმირებას. კვლევის პროცესში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ ამოჰყავდა შაქარს ბეწვი თაგვებში ადგილობრივი ხმარებისას. მათ შენიშნეს, რომ დაზიანებების ირგვლივ ბეწვი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე თაგვებში, რომლებსაც მკურნალობა არ მიუღიათ, წერს Sciencealert.

მეცნიერთა გაკვირვებულმა ჯგუფმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა კვლევა. მათ შეიმუშავეს ბიოდეგრადირებადი, არატოქსიკური დეზოქსირიბოზის გელი. სამუშაოდ აიყვანეს მამრი თაგვები ტესტოსტერონით გამოწვეული თმის ცვენით და ამოიღეს თმა ზურგიდან. ყოველ დღე, მკვლევრები უსვამდნენ შაქრის გელის მცირე დოზას დაუცველ კანზე და ბეწვი „სტაბილურად” იზრდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.

მკვლევრებმა ვერ გაიგეს, რატომ ასტიმულირებდა დეზოქსირიბოზის გელი თაგვებში გრძელი, სქელი თმის ზრდას, მაგრამ ჯგუფმა შეამჩნია სისხლძარღვების და კანის უჯრედების ზრდა დამუშავებულ ზონაში.

თუ დეოქსირიბოზის გელი ეფექტური იქნება ადამიანებში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ალოპეციის სამკურნალოდ ან თუნდაც თმის, წამწამების და წარბების ზრდის სტიმულირებისთვის ქიმიოთერაპიის შემდეგ.

„ჩვენი კვლევა ძალიან ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ შედეგები იმედის მომცემია და შემდგომ შესწავლას საჭიროებს“, – თქვა მეცნიერმა.

კვლევა გამოქვეყნდა Frontiers in Pharmacology-ში.

არსებული მტკიცებულებებით, ბევრ სხვა უარყოფით ეფექტთან ერთად, ულტრა პროცესირებული საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნად აქვეითებს კოგნიტურ, ანუ შემეცნების ფუნქციას

არსებული მტკიცებულებებით, ბევრ სხვა უარყოფით ეფექტთან ერთად, ულტრა პროცესირებული საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნად აქვეითებს კოგნიტურ, ანუ შემეცნების ფუნქციას
#post_seo_title

არსებული მტკიცებულებებით, ბევრ სხვა უარყოფით ეფექტთან ერთად, ულტრა პროცესირებული საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნად აქვეითებს კოგნიტურ, ანუ შემეცნების ფუნქციას! და ეს არის ის, რისი კონტროლი და შეცვლაც ჩვენ შეგვიძლია. იმის გარდა, რომ გამოვრიცხოთ ულტრა პროცესირებული საკვები, ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ ზოგიერთი კონკრეტული საკვები ჩვენს დიეტაში იმისათვის, რომ გავიუმჯობესოთ კოგნიტური ჯანმრთელობა.

მაგალითად, კვლევების მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ფლავონოლების (ანტიოქსიდანტის ერთგვარი ტიპი) ყველაზე მაღალი შემცველობა აქვთ, უფიქსირდებათ კოგნიტური დაქვეითების საკმაოდ ნელი ტემპი.
ერთი კონკრეტული კვლევა აღწერს ფლავონოლის ოთხ კომპონენტს: კემპფეროლი, კვერცეტინი, მირიცეტინი და იზორჰამნეტინი, რომლებიც გვხვდება საკვებში, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. ისეთ საკვები, როგორიცაა კალე, ლობიო, ჩაი, ისპანახი და ბროკოლი შეიცავს კემპფეროლს; პომიდორი, კალე, ვაშლი და ჩაი შეიცავს კვერცეტინს; ჩაი, ღვინო, კალე, ფორთოხალი და პომიდორი შეიცავს მირიცეტინს; ხოლო მსხალი, ზეითუნის ზეთი, ღვინო და ტომატის წვენი შეიცავს იზორჰამნეტინს.
Multiple studies have demonstrated a strong correlation between a higher consumption of ultra-processed foods and a decline in cognitive function. However, the good news is that we have the ability to control and alter this situation. By eliminating unhealthy food choices from our diets, we can positively impact our cognitive health.
We can incorporate specific foods into our diets to enhance cognitive function. For instance, individuals who consume higher amounts of flavonols, a type of antioxidant, have been found to experience slower rates of cognitive decline.
A study further identified four flavonol constituents, namely kaempferol, quercetin, myricetin, and isorhamnetin, which are commonly found in various foods. Examples of foods rich in these constituents include kale, beans, tea, spinach, and broccoli (kaempferol); tomatoes, kale, apples, and tea (quercetin); tea, wine, kale, oranges, and tomatoes (myricetin); and pears, olive oil, wine, and tomato sauce (isorhamnetin). It is encouraging to see that many of the foods we already enjoy on a daily basis offer significant benefits to brain health.
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

მიკრო და ნანოპლასტიკების გავლენა ჯანმრთელობაზე

მიკრო და ნანოპლასტიკების გავლენა ჯანმრთელობაზე
#post_seo_title

პლასტიკური დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული საერთაშორისო ხელშეკრულების მოსამზადებლად, საფრანგეთის პარლამენტის სამეცნიერო და ტექნოლოგიური არჩევანის შეფასების ოფისმა წარმოადგინა საჯარო მოსმენის დასკვნები პლასტმასის ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტზე.

გაიზარდა პლასტმასის გლობალური წარმოება
ფილიპ ბოლომ, საფრანგეთის დემოკრატიული პარტიის წევრმა და პლასტმასის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ საზოგადოებრივი მისიის მომხსენებელმა ისაუბრა სახელშეკრულებო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, რომელიც გაიმართა 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე სამხრეთ კორეაში, რომელსაც ესწრებოდნენ წამყვანი ფრანგები და მსოფლიო ექსპერტები პლასტმასის გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მოსმენამ ხაზი გაესვა პლასტმასის წარმოების მკვეთრ ზრდას. „ბოლო 20 წლის განმავლობაში ის გაორმაგდა და მოსალოდნელია, 2024 წელს 500 მილიონ ტონას გადააჭარბოს“, – თქვა ბოლომ. ეს არის დაახლოებით 60 კგ ადამიანზე. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზების თანახმად, მისი ამჟამინდელი ტრაექტორიით, პლასტმასის წარმოება 2040 წლისთვის 750 მილიონ ტონას მიაღწევს და 2050 წლამდე 1 მილიარდ ტონას გადააჭარბებს, თქვა მან.

პლასტიკური ნარჩენების მინიმალური გადამუშავება
პლასტმასის დაახლოებით მესამედი (32%) გამოიყენება შესაფუთად. „აქედან გამომდინარე, პლასტმასის წარმოების უმეტესობა კვლავ ერთჯერადი მიზნებისთვისაა განკუთვნილი“, – თქვა მან. პლასტიკური ნარჩენები ზრდის მსგავს ტრაექტორიას მიჰყვება, რომლის მოცულობა 2020 წელს 360 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის 617 მილიონ ტონამდე გაიზრდება, თუ ზომები არ იქნება მიღებული. ამ ნარჩენების ძალიან მცირე რაოდენობა გადამუშავდება, თუნდაც უმეტეს ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე განვითარებულნი არიან შეგროვების, დახარისხებისა და გადამუშავების თვალსაზრისით.

მაგალითად, საფრანგეთში, 2018 წელს, წარმოებული 3,6 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენიდან მხოლოდ 0,6 მილიონი ტონა იყო ჭეშმარიტად გადამუშავებული. ეს არის ერთ მეხუთედზე ნაკლები (17%). მსოფლიოში პლასტმასის ნარჩენების 10%-ზე ნაკლები რეციკლირებულია. 2020 წელს პლასტმასის ნარჩენები, რომლებიც გარემოში მოხვდნენ, შეადგენდა 81 მილიონ ტონას, ანუ მთლიანი რაოდენობის 22%-ს. “ნარჩენების გარდა, ეს იწვევს მიკროპლასტიკებითა და ნანოპლასტიკებით დაბინძურებას, რაც გამოწვეულია მათი ფრაგმენტაციის შედეგად. ყველა გარემო ზემოქმედებს: ზღვები, მდინარეები, ნიადაგი, ჰაერი და ცოცხალი ორგანიზმებიც კი”, – თქვა ბოლომ.

მეთოდოლოგიური გამოწვევები
თუმცა, პლასტმასის ზემოქმედების გაზომვა ჯანმრთელობაზე მეთოდოლოგიურ სირთულეებს პლასტმასის შემადგენლობის ზრდას იწვევს, ზომისა და ფორმის მრავალფეროვნების გამო. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის სტანდარტიზაციის ასოციაციამ (Association Française de Normalisation) ჩაატარა სამუშაოები წყალში მიკროპლასტმასის დამახასიათებელი სტანდარტის დადგენის მიზნით, რომელიც ემსახურება როგორც საერთაშორისო მითითებას.

”ასევე ძალიან რთულია იმის ცოდნა, თუ რას ვჭამთ”, – თქვა ბოლომ. „2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ საშუალოდ ადამიანი კვირაში 5 გრამ პლასტმასს შთანთქავს, რაც საკრედიტო ბარათის ტოლფასია. მას შემდეგ სხვა კვლევებმა შეცვალეს ეს შეფასება ქვევით, მაგრამ კონსენსუსი არ იქნა მიღწეული.

ბოლოდროინდელმა კვლევამ 109 ქვეყანაში, როგორც ინდუსტრიულ, ისე განვითარებად, აღმოაჩინა მნიშვნელოვანი ზემოქმედება, შეფასებული 500 მგ/დღეში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, სადაც ეს ძირითადად ზღვის პროდუქტების მოხმარებით იყო განპირობებული.

კვლევამ დაასკვნა, რომ პლასტმასის წყლის ბოთლები შეიცავს 240 000 ნაწილაკს ლიტრზე, რომელთა 90% ნანოპლასტიკაა. ამ ნანონაწილაკებს შეუძლიათ გაიარონ ნაწლავის ბარიერი, რათა შევიდნენ სისხლში და მიაღწიონ რამდენიმე ორგანოს, მათ შორის გულს, ტვინსა და პლაცენტას, ისევე როგორც ნაყოფს.

წყარო: 

კვლევა – ღვიძლის მჟავა, შესაძლოა, სიცოცხლის გახანგრძლივების „ელიქსირი“ გახდეს

კვლევა - ღვიძლის მჟავა, შესაძლოა, სიცოცხლის გახანგრძლივების „ელიქსირი“ გახდეს
#post_seo_title

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ნაღვლის ტიპს აქვს კალორიების შეზღუდვის საერთო მეთოდის მსგავსი ეფექტი.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეაფასეს ლითოქოლის მჟავის (LCA) ეფექტი გენეტიკურად ინჟინერიის მქონე თაგვებზე ადამიანის ქსოვილში.

მათ აღმოაჩინეს, რომ LCA-ს შეუძლია გააძლიეროს კუნთების რეგენერაცია და გააუმჯობესოს დაჭერის ძალა და სირბილის უნარი.

The Independent- ის თანახმად, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ძუძუმწოვრები აგროვებენ LCA-ს კალორიების შეზღუდვის დროს. ის ააქტიურებს მეტაბოლიზმში ჩართულ ძირითად მოლეკულას, სახელწოდებით AMP-აქტივირებული პროტეინ კინაზა (AMPK).

AMPK აქტიურდება გლუკოზის დონის ვარდნისას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბერებაში, რადგან არეგულირებს ისეთ პროცესებს, როგორიცაა ანთება და ნერვის დეგენერაცია.

ცხოველებში AMPK-ის გამომუშავების უნარის ჩამორთმევამ გამოიწვია LCA-ს ეფექტის დაკარგვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ღვიძლის მჟავა მოქმედებდა „AMPK-დამოკიდებული წესით”.

მეცნიერებმა აიღეს სისხლის შრატი თაგვებისგან, რომლებსაც ოთხი თვის განმავლობაში კალორიების შემცველობა ჰქონდათ შეზღუდული და გაუკეთეს ის მღრღნელებს, რომლებიც ნორმალურად იკვებებოდნენ. მათ დაინახეს, რომ ინექციურმა შრატმა გამოიწვია AMPK-ის გააქტიურება თაგვების ღვიძლსა და კუნთებში.

მეცნიერების კვლევის მიხედვით, LCA-ს დანერგვამ ნემატოდების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 22-დან 27 დღემდე გაზარდა.

„მხოლოდ ერთი გააქტიურებული LCA მეტაბოლიტის მიღებას შეიძლება ჰქონდეს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი“,- დაასკვნეს მეცნიერებმა.

სამხედრო პირების შრომისუნარიანობის გაუმჯობესების გარდა, სიმძიმეებით ვარჯიშებს ბევრი სარგებელი მოაქვს მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც

სამხედრო პირების შრომისუნარიანობის გაუმჯობესების გარდა, სიმძიმეებით ვარჯიშებს ბევრი სარგებელი მოაქვს მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც.
#post_seo_title

შესავალი:

აშშ-ის არმია ყოველთვის დაინტერესებულია ჯარისკაცების ფიზიკური შრომისუნარიანობის გაუმჯობესებით, იმ პირობით, რომ ამისათვის გამოყენებული მეთოდები ეთიკურია.

ამ მიზნის მისაღწევად მრავალი არსებული გზიდან, მხოლოდ რამდენიმე აუმჯობესებს მნიშვნელოვნად ფიზიკურ მაჩვენებლებს ისე, როგორც კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშები.

სამხედრო პირების შრომისუნარიანობის გაუმჯობესების გარდა, სიმძიმეებით ვარჯიშებს ბევრი სარგებელი მოაქვს მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც. კერძოდ, ისინი აუმჯობესებენ სხვადასხვა,პროფესიულ და სპორტულ შესაძლებლობებს.

ამიტომ ძალის მაჩვენებლის  მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობების შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც ჯარისკაცების, ისე სამოქალაქო პირებისთვის.

ამ მიმოხილვის კონტექსტში, „კლასიკური“ მძიმე ძალისმიერი ვარჯიშები გულისხმობს ვარჯიშებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ასრულებენ ფიტნეს დარბაზებსა და სარეაბილიტაციო კლინიკებში; ანუ ეს არის გარე დატვირთვის დაძლევა (თავისუფალი წონის ან ტრენაჟორების გამოყენებით) . “მძიმე“ ძალისმიერ ვარჯიშებში ვგულისხმობთ ვარჯიშებს დამატებითი წონის გამოყენებით, რაც საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ 1-5 გამეორება თითო მისვლაზე, ძალისხმევის მაქსიმალური დონის პირობებში, რადგან წინა კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ასეთი დატვირთვები უზრუნველყოფს ძალის მაქსიმალურ ზრდას.

“ძალაში“ ვგულისხმობთ თავისუფალი ძალის ან მგრეხი მომენტის მაქსიმალურ დონეს, რომელიც წარმოიქმნება როგორც მარტივი (მაგალითად, მუხლის გაშლისას), ისე რთული მოძრაობების შესრულების ერთი მცდელობის დროს, რომლებიც საჭიროებენ კუნთების შერჩევით ჩართულობას და ზუსტ კოორდინაციას (მაგალითად, ჩაჯდომები და ა.შ.).

ამ მიმოხილვაში ნახსენები კვლევების უმეტესობაში, ძალის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის გამოყენებულია 1 ზღვრული  მაქსიმუმი  (ანუ მაქსიმალური წონა, რომლის უსაფრთხოდ აწევა შესაძლებელია მოძრაობის სრული სპექტრითა და სათანადო ტექნიკით), რადგან ეს მაჩვენებელი ყველაზე ზუსტად ასახავს კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშების შედეგს.

ამასთან, ზოგ ციტირებულ კვლევაში გამოყენებული იყო ძალის შეფასების სხვა მეთოდები, როგორიცაა იზომეტრიული ძალის შეფასება (სხეულის ფიქსირებულ პოზიციაზე განვითარებული მაქსიმალური ძალა უძრავი წონის მიმართ) ან იზოკინეტიკური ძალა (მაქსიმალური ძალა, რომელიც ვითარდება სპეციალური სპორტული იზოლირებული აღჭურვილობის გამოყენებით).

გამოყენების სფერო და შეზღუდვები:

ძალის გაზრდის მაქსიმიზაციის შესაძლებლობების განხილვისათვის, პირველ რიგში, ჩვენ განვსაზღვრავთ მის გამომწვევ სტიმულებს. არსებული სამეცნიერო მიმოხილვები უზრუნველყოფს ძალის გაზრდის გარე სტიმულების დეტალურ გაგებას, როგორიცაა სამუშაო წონა, მისვლების რაოდენობა და ა.შ. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პრაქტიკოსს აწვდის ძალის გაზრდის მეცნიერულად დასაბუთებულ შესაძლებლობას.

თუმცა, ჩვენს სტატიაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია შიდა სტიმულებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ის ფაქტორები, რომლებიც გარე გავლენას (წონებით ვარჯიში) უკავშირებენ სასურველ საბოლოო შედეგს (ძალის მომატება). პირველ რიგში, ჩვენ განვსაზღვრავთ შიდა სტიმულებს, რომელიც იწვევს ძალის მატებას.

ძალის გაზრდის სტიმულები:

ჩვენ მიერ შემოთავაზებული პარადიგმის მიხედვით, რომელიც შექმნილია კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშების კონცეპტუალური ანალიზის გზით, ძალის მატება სტიმულირდება მოვლენების გარკვეული თანმიმდევრობით, კერძოდ:

  • მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევით, რაც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის მხრიდან კუნთების მაქსიმალურ გააქტიურებას, რათა ისინი ინტენსიურად შეკუმშოს წონის აწევისა და დაწევის ფაზაში (კონცენტრული და ექსცენტრული ფაზები);
  • მოძრაობების სრული სპექტრით მუშაობა;
  • და (პოტენციურად) კუნთების მუშაობით გამოწვეული მეტაბოლური სტრესით.

 მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევა :

ვარჯიშისა და ზოგადად ნებისმიერი თავისუფალი მოძრაობის შესრულების სიგნალი მოდის ტვინიდან, კერძოდ, დიდი ნახევარსფეროების მოტორული ქერქიდან.

გრძელვადიან პერსპექტივაში ძალისმიერი ვარჯიშები იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის გაზომვად ადაპტაციას, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ძალის მატებაში: ეს არის ნეირონების აქტივობის ზრდა, ანტაგონისტური კუნთების კოაქტივაციის (ერთდროული გააქტიურების) შესუსტება აგონისტი კუნთების გააქტიურების დროს და ა.შ.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ძალისმიერი ვარჯიშების შესრულებასთან დაკავშირებული გონებრივი ძალისხმევა, როგორც ჩანს, თავისთავად ძალის მატების სტიმულია.

დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ იდეომოტორული ვარჯიში — წარმოსახვითი კუნთოვანი შეკუმშვა რეალური შეკუმშვის გარეშე — ეფექტურად ზრდის ძალას დროთა განმავლობაში.

უფრო მეტიც, ასეთ ზრდას თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური ცვლილებები (ადაპტაცია), რაც საბოლოოდ იწვევს ტვინიდან კუნთებამდე დაღმავალი იმპულსის ზრდას.

და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ძალის მატება აიხსნება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ან სამოტივაციო ფაქტორებით და იგივე მეტაანალიზი აჩვენებს, რომ იდეომოტორული ვარჯიშის დროს გონებრივი ძალისხმევის უფრო მაღალი ინტენსივობა იწვევს ძალის შემდგომ ზრდას.

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შედარებით უფრო მნიშვნელოვანი გონებრივი ძალისხმევით შესრულებული დაბალი დატვირთვით ვარჯიში დროთა განმავლობაში იწვევს ძალის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე ვარჯიში ნაკლები გონებრივი ძალისხმევით, მიუხედავად იგივე სამუშაო წონისა და კუნთების შეკუმშვის ხანგრძლივობისა.

ეს დასკვნები ცხადყოფს, რომ გონებრივი ძალისხმევა თავისთავად თანდათან ახდენს ძალის მატების სტიმულირებას.

როგორ აინფიცირებს ვირუსი უჯრედებს – ვიდეო

როგორ აინფიცირებს ვირუსი უჯრედებს - ვიდეო
#post_seo_title

ვიცით, რომ ჩვენს ორგანიზმში შემოჭრისას ვირუსი უჯრედებს აინფიცირებს, მაგრამ როგორ გამოიყურება ეს პროცესი? ასეთი მიკროსკოპული „სანახაობის” გადაღება მარტივი არაა, მაგრამ ტოკიოს მეცნიერებათა უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა მისი დაფიქსირება მაინც შეძლეს.

ამისთვის მათ გიგანტური პათოგენი გამოიყენეს, რომლის აღბეჭდვაც შედარებით მარტივია, რადგან სხვა ვირუსები ზედმეტად პატარა ზომისაა. მას მიმივირუსი ეწოდება და დაახლოებით 750 ნანომეტრი დიამეტრი აქვს. რა თქმა უნდა, ამგვარ ნაწილაკს შეუიარაღებელი თვალით ვერ დავინახავთ, მაგრამ ოპტიკური მიკროსკოპით კარგად ჩანს.

იმის გადასაღებად, თუ როგორ აინფიცირებს ის უჯრედს, მეცნიერებმა მიმივირუსის სამიზნედ ამება Acanthamoeba castellanii აირჩიეს. ეს და სხვა მსგავსი სახეობები გარემოში საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მათი გადაღებაც არაა მარტივი, რადგან სითხეში მოთავსებისას სულ მოძრაობაში არიან.

ამ დაბრკოლების გადასალახად სპეციალისტებმა ისინი აგარში გაზარდეს, რომელიც ჟელეს მსგავსი სქელი სტრუქტურისაა და მიკრობიოლოგიური კვლევებისთვისაც ხელსაყრელია. შედეგად, მეცნიერებმა უჯრედზე ვირუსის შეტევის კადრები მიკროსკოპით რეალურ დროში წარმატებით აღბეჭდეს.

„მსოფლიოში პირველად, წარმატებით შევძელით უწყვეტი ვიზუალიზაციით გვეჩვენებინა ის, თუ რა ხდება ვირუსული დაინფიცირებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მათ შორისაა ვირუსის გავრცელება, უჯრედიდან მისი გამოყოფა და ამ პროცესში უჯრედის სიკვდილი”, – აცხადებენ ავტორები.

ისინი იმედოვნებენ, რომ ამ კადრებს სასწავლო დაწესებულებებში გამოიყენებენ, რათა მოსწავლეებს აღნიშნული მიკრობიოლოგიური პროცესი და ვირუსების მახასიათებლები უკეთ გააცნონ. მათი ნაშრომი გამოცემაში Microbiology & Biology Education გამოქვეყნდა.

 

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

საექთნო შეფასება

z კომუნიკაციის ხელშეწყობა გამოასწორებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს ლარინგექტომიის შემდეგ.
z გამოიყენეთ აიპედი ან მობილური და ჩამოტვირთეთ ტექსტი-მეტყველება აპლიკაცია. ეს აპლიკაციები საშუალებას აძლევს პაციენტს დაბეჭდოს ტექსტი და შემდეგ კომპიუტერმა თქვას ტექსტი ხმამაღლა.
z პაციენტმა შესაძლებელია მოიძიოს ტექნიკა, თუ როგორ შეიძლება ისწავლოს
კლავიატურაზე დაფუძნებული საკომუნიკაციო პროგრამა. პაციენტი ბეჭდავს ჩვეულებრივ კლავიატურაზე და წარმოიქმნება მეტყველება, რაც გადაეცემა ხელით მართულ სფიქერებს.
დეკანულაცია
როდესაც პაციენტს აქვს უნარი ადეკვატურად ისუნთქოს და მოახდინოს ადეკვატური
ხველა ნახველის მეშვეობით, დგება ტრაქეოსტომიის მილის ამოღების საკითხი. სტომის
ამოღების შემდგომ ხდება ნახვევის დადება. ნახვევი უნდა შეიცვალოს დასველების შემთხვევაში. ასწავლეთ პაციენტს დაიდოს სტომაზე თითები ხველების, ყლაპვის ან საუბრის დროს. ეპითელური ქსოვილი იწყებს ფორმირებას 24-48 სთ-ში და ხვრელი იხურება 4-5 დღეში. ქირურგიული ჩარევა ტრაქეოსტომის დასახურად არ არის აუცილებელი.
ლარინგიული პოლიპები
ლარინგიული პოლიპები ვითარდება ხმოვან იოგებზე გამღიზიანებლის ჭარბად ზემოქმედების შემთხვევაში (მაგ., ჭარბი საუბარი, სიმღერა) ან გაღიზიანებისას (მაგ., ინტუბაცია, თამბაქოს მოხმარება). ყველაზე ხშირი სიმპტომებია ხმის ჩახლეჩა. პოლიპებს მკურნალობენ კონსერვატიულად ხმის დასვენებით და ადეკვატური ჰიდრაციით. დიდი პოლიპებისთვის შესაძლოა ნაჩვენები იყოს ოპერაციული ჩარევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დისფაგია, დისპნეა და სტრიდორი. პოლიპები ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია, მაგრამ შესაძლოა მოცილდეს მათი ავთვისებიანი ფორმაში გადასვლის რისკის გამო.

შეფასება–350-731

#drpkhakadze #აქხარისხია

მხედველობის სისტემის სტრუქტურები და ფუნქციები – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

მხედველობის სისტემის სტრუქტურები და ფუნქციები - სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

საექთნო შეფასება

მხედველობისა და სმენის სისტემები

ამ თავში თქვენ შეისწავლით:
1. მხედველობისა და სმენის სისტემების სტრუქტურებისა და ფუნქციების აღწერას;
2. მხედველობასა და სმენაში მონაწილე ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების
ახსნა-განმარტებას;
3. მხედველობისა და სმენის სისტემებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სუბიექტური და ობიექტური მონაცემების შეფასებას;
4. მხედველობისს და სმენის სისტემების ფიზიკალური შეფასებისთვის სათანადო
ტექნიკების შერჩევას;
5. მხედველობისა და სმენის სისტემების შემოწმებისას გამოვლენილი ნორმალური
და გავრცელებული პათოლოგიური ნიშნების ერთმანეთისგან განსხვავებას;
6. მხედველობისა და სმენის სისტემების ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების
დაკავშირებას პაციენტის შემოწმებისას მიღებულ მონაცემებთან;
7. მხედველობისა და სმენის სისტემების სადიაგნოსტიკო კვლევების მიზნის, მიღებული შედეგების მნიშვნელობისა და მათთან დაკავშირებული საექთნო პასუხისმგებლობების აღწერას;

მხედველობის სისტემა
მხედველობის სისტემის სტრუქტურები და ფუნქციები
მხედველობის სისტემა თვალის ირგვლივ არსებული გარეთა ქსოვილებისა და
სტრუქტურების, თვალის გარეთა და შიგნითა სტრუქტურების, სინათლის გარდამტეხი
გარემოსა და მხედველობის ნერვული გზისგან შედგება. გარე სტრუქტურებია: წარბები,
ქუთუთოები, წამწამები, საცრემლე სისტემა, კონიუნქტივა, რქოვანა, სკლერა და თვალის გარეთა კუნთები. შიგნითა სტრუქტურებია: ფერადი გარსი, ბროლი, წამწამოვანი
სხეული, სისხლძარღვოვანი გარსი და ბადურა. მხედველობისთვის მნიშვნელოვანია
მთელი მხედველობითი სისტემა. მხედველობის ველში არსებული საგნიდან არეკლილი
სინათლე თვალის გამჭვირვალე სტრუქტურებში გაივლის და ამ დროს იგი გარდატყდება, რათა ბადურაზე მკაფიო გამოსახულება აღიბეჭდოს. ბადურიდან მხედველობითი
გამღიზიანებლები მხედველობის ნერვული გზის მეშვეობით მიაღწევს კეფის წილის ქერქამდე, სადაც ისინი გამოსახულებად აღიქმება.

შეფასება-1-350

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights