სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ფიტნესიძალის მაქსიმიზაცია: ძალის პროგრესის სტიმულები, მედიატორები და მათი გამოყენება ვარჯიშის დროს და...

ძალის მაქსიმიზაცია: ძალის პროგრესის სტიმულები, მედიატორები და მათი გამოყენება ვარჯიშის დროს და რეაბილიტაციისას

ძალის მაქსიმიზაცია:

ძალის პროგრესის სტიმულები, მედიატორები და მათი გამოყენება ვარჯიშის დროს და რეაბილიტაციისას.

ანოტაცია:

კლასიკური სტილით, მძიმე წონით ვარჯიში (ან ძალისმიერი ვარჯიში) ზრდის მაქსიმალურ ძალას, რაც, მრავალი თვალსაზრისით, ღირებული ადაპტაციაა.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ზოგი ჯგუფი — მაგალითად, სპორტსმენები და სამხედრო პირები — ეძებენ ახალ შესაძლებლობებს ძალის მატების ზედა ზღვრის ასამაღლებლად.

ამავე დროს, მოსახლეობის სხვა ჯგუფებს სურთ გაზარდონ ან შეინარჩუნონ ძალა, მაგრამ ამავე დროს მათ არ შეუძლიათ მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება, მაგალითად, სახლში ვარჯიშის პირობებში, სამხედრო ნაწილის დისლოცირების დროს, ტრავმის ან ავადმყოფობის შემდეგ.

ამიტომ ამ აღწერილობითი მიმოხილვის მიზანია:

ა) ამჟამად ცნობილი იმ სტიმულების განსაზღვრა, რომელიც იწვევს ძალის მატებას;

ბ) დღეისთვის ცნობილი იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც გავლენას ახდენს ამ სტიმულების ეფექტიანობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში;

გ) განიხილოს (და ზოგიერთ შემთხვევაში, ივარაუდოს) პოტენციური შესაძლებლობები არსებულ საზღვრებს მიღმა ძალის მაქსიმალური ზრდისათვის;

დ) განიხილოს ძალის გაზრდის ან შენარჩუნების პრაქტიკული ასპექტები, როდესაც შეუძლებელია კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გავაანალიზებთ კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების კონცეფციას და ვაჩვენებთ, რომ ძალის მატება სტიმულირებულია მოვლენების გარკვეული თანმიმდევრობით, რომელიც მოიცავს:

  • გონების მაქსიმალურ ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის კუნთების მაქსიმალურ გააქტიურებას და იწვევს მათ ინტენსიურ შეკუმშვას წონის აწევისა და დაშვების (კონცენტრულ და ექსცენტრულ) ფაზაში;
  • მუშაობას მოძრაობების სრული დიაპაზონით;
  • და (პოტენციურად) მეტაბოლურ სტრესს, რომელიც გამოწვეულია კუნთების მუშაობით.

შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ამ სტიმულების გრძელვადიან ეფექტურობას, კერძოდ:

  • ვარჯიშის დროს დატვირთვის მოცულობის ოპტიმიზაციას;
  • ძალისმიერი ვარჯიშის ყოველი მისვლის დასაწყისს მინიმალური დაღლილობის მდგომარეობაში;
  • ვარჯიშებს შორის აღდგენის ოპტიმიზაციას;
  • და (პოტენციურად) ვარჯიშის დატვირთვის პერიოდიზაციას.

ამ ცოდნით შეიარაღებულნი, ჩვენ განვსაზღვრავთ პოტენციურ შესაძლებლობებს ძალის მაქსიმალური განვითარებისთვის.

და ბოლოს, განვსაზღვრავთ ძალების გაზრდის ან შენარჩუნების შესაძლებლობებს, როდესაც მოვარჯიშეს კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება შეუძლებელია.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights