რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?
მოტივაციის არსის გაგება “გააკეთე შენი მაქსიმუმის 110%!”
მოტივაციის არსის გაგება “გააკეთე შენი მაქსიმუმის 110%!”,
“იბრძოლე ბოლომდე ან წადით სახლში!” მსგავს მოწოდებებს ხშირად იყენებენ მწვრთნელები სპორტსმენების მოტივაციისთვის. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები ასევე ცდილობენ არააქტიური ბავშვების მოტივირებას, რომლებსაც უფრო მეტად იზიდავთ კომპიუტერული თამაშები, ვიდრე ფრენბურთი.
მიუხედავად იმისა, რომ მოტივაცია აუცილებელია ყველა ამ სპეციალისტის წარმატებისთვის, ბევრ მათგანს, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ესმის მოტივაციის არსი. მასწავლებლის, მწვრთნელის ეფექტური მუშაობა დიდწილად განისაზღვრება მოტივაციის არსის გაგებით, მასზე გავლენის ფაქტორების ჩათვლით, ასევე მისი გაუმჯობესობის მეთოდებით. ძალიან ხშირად, სწორედ ეს უნარი განასხვავებს კარგ სპეციალისტს საშუალო დონის სპეციალისტისგან.
რა არის მოტივაცია?
მოტივაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც პიროვნების ძალისხმევის მიმართულება და ინტენსივობა (Sage, 1977, Ames, 1995).
ძალისხმევის მიმართულება:
ძალისხმევის მიმართულება ნიშნავს, რომ ადამიანი ეძებს ან მიისწრაფვის გარკვეული სიტუაციებისკენ, ან რომ გარკვეული სიტუაციები იზიდავს მას. მაგალითად, საშუალო სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოტივირებული, რომ ითამაშოს ჩოგბურთის გუნდში, ან სპორტსმენმა რომელმაც მიიღო ტრავმა შეიძლება მოტივირებული იყოს საუკეთესო ექიმის პოვნაში, რომ მალე დაუბრუნდეს თავის საქმიანობას.
სიტუაციაში მონაწილეობის სურვილი: ძალისხმევის ინტენსივობა განაპირობებს შედეგის ხარსხს . მაგალითად, სტუდენტს შეუძლია დაესწროს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილს (მონაწილეობა მიიღოს სიტუაციაში), მაგრამ არ გამოიყენოს დიდი ძალისხმევა.
ძალისხმევის მიმართულებასა და ინტენსივობას შორის ურთიერთობა ადამიანების უმეტესობისთვის მჭიდრო კავშირია.
მაგალითად, სტუდენტები და სპორტსმენები, რომლებიც იშვიათად აცდენენ გაკვეთილებს და ვარჯიშებს, ყოველთვის ადრე მოდიან, უფრო მეტ ინტერესს იჩენენ გაკვეთილებისა და ვარჯიშების დროს.
ხოლო ისინი, ვინც მუდმივად აცდენენ გაკვეთილებს და ვარჯიშებს და ხშირად აგვიანებენ, ნაკლებად შრომობენ.
მოტივაციის დაქვეითების მიზეზები შეიხლება იყოს განპირობებული როგორც გარე, ისევე შიდა ფაქტორებით.
გარე ფაქტორები მიეკუთვნება გარემოს,სიტუაციებს და სოციალური ინჰიბირების შიშს
შიდა ფაქტორები: ფრუსტრაციის შიში, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა, არამდგრადობა, მიზნის გაუფასურება, და მიზნის დასახვის არასწორი პატერნები.
როგორც წესი შიდა და გარე ფაქტორები ყოველთვის იკვეთებიან როგორც მოტივაციის ასევე დემოტივაციის შემთხვევაში.
მაგალითად ადამიანი რომელიც დაკავდა სპორტით მშობლების ზეწოლის შედეგად, არ ცხოვრობს საკუთარი მიზნით, ის მშობლების მიზნებით ხელმძღვანელობს, აქედან ჩნდება წაგების შიში, განსჯის შიში, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა და შემდგომ ან საკუთარი თავის ან მიზნის გაუფასურება. ჭეშმარიტი მოტივაცია პირველ რიგში მოითხოვს არამხოლოდ მიზნების ან მიზნის არსებობას არამედ ამ მიზნის სწორ პატერნებს.
(უპასუხეთ ამ კითხვებს)
- რატომ მსურს ამ მიზნის მიღწევა
2) ვისთვის ვაღწევ ამ მიზანს
3) რა შეიცვლება ჩემში და ჩემს გარშემო როცა ამ მიზანს მივაღწევ
4) რა შეიცვლება ჩემში და ჩემს გარშემო თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევ
5) იმოქმედებს თუ არა ჩემი მიზნების მიღწევა ჩემს გარემოცვაზე
6) მაბედნიერებს თუ არა გზა ჩემს მიზნამდე
ზოგჯერ ჩვენ ვერ ვასხვავებთ ჩვენს ჭეშმარიტ სურვილებს ფსევდო სურვილებისგან, რომელსაც გვახვევენ რეკლამები, სოც ქსელები, ამხანაგები. ხშირად ფსევდო სურვილის მოტივაცია ძალიან ძლიერია, მაგრამ როცა თქვენ იღებთ იმას რაც გინდოდათ, შიგნით გებადებათ სიცარიელეს გრძნობა.
ჭეშმარიტი მოტივაციისთვის სირთულეები საშუალებაა მიზანთან მისაახლოებლად
მოტივირებული სპორტსმენისთვის-წაგება არის ახალი გამოცდილების შეძენა და შეცდომების გამოსწორების მანიშნებელი ფაქტორი.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ სპორტსმენი არ იქნება ფრუსტრირებული ან ემოციურად გამოფიტული. რა თქმა უნდა გარე ფაქტორები ძალიან მოქმედებენ მყარ მოტივაციაზეც კი, მაგრამ როცა მოტივაციის პატერნები სწორია, სპორტსმენი არ ცვლის გეზს ის უბრალოდ ეძებს სხვა ხერხს, რომ მიაღწიოს მიზანს.
მოვარჯიშეს ან პროფესიონალი სპორტსმენის მოტივაცია დამოკიდებულია ასევე მის პიროვნული თვისებებზე, და მწვრთნელის მიდგომაზე.
ბევრ შემთხვევაში მწვრთნელის მიდგომამ შეიძლება დემოტივირება მოახდინოს სპორტსმენის მენტალური შეუთავსებლობის გამო.
1) ავტორიტარული მიდგომა
2) სპორტსმენის პიროვნული თვისებების არგათვალისწინება
3) გადაჭარბებული სიმკაცრე
4) მიზნის მიღწევისადმი ინტერესის ნაკლებობა
კვლევებმა აჩვენა
გუნდურ სპორტში მონაწილე სპორტსმენებს ხშირ შემთხვევაში ნაკლები პასუხისმგებლობის განცდა აქვთ შედეგზე ვიდრე ინდივიდუალური სპორტის სახეობაში მონაწილე სპორტსმენებს.
მაგრამ ორივე ამ მიმართულების სპორტსმენებს გააჩნიათ მახასიათებელი ატრიბუციები
არასასურველი შედეგის შემთხვევაში,წაგებული სპორტსმენი მიზეზად ასახელებს გარე ფაქტორებს,და არ აანალიზებს საკუთარ შეცდომებს ასპარეზის დროს. ამას ჰქვია გარე ატრიბუციების გამოყენება წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს მიუთითებს სპორტსმენის პიროვნულ თვისებებზე რომელიც მას ხელს აუშლის განვითარებაში.
წარმატებული სპორტსმენები წაგებისას ხაზს უსვამენ შიდა ფაქტორებს და აანალიზებენ საკუთარ შეცდომებს, რათა მომავალში უფრო ხარისხიანად იასპარეზონ
ვალიტა გორელჩანიკი
მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. მინისტრის განცხადებით, სექტორი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, სამინისტრო კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და უახლოეს პერიოდში, სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო ცვლილებებს შეიმუშავებს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი და დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ.
“შეიძლება ვირუსები იყოს ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი”
“შეიძლება ვირუსები იყოს ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი”
პროტეინის ფხვნილების ფარული რისკები: მკაცრი რეგულაციის აუცილებლობა საქართველოში
პროტეინის ფხვნილების ფარული რისკები: მკაცრი რეგულაციის აუცილებლობა საქართველოში
ოფიციალურად დადასტურდა: ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!
ოფიციალურად დადასტურდა: ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!
Mpox-ის ახალი ვარიანტი: მთავარი გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის – სამწუხაროდ, ახალი ვირუსი ვრცელდება – Mpox-ის ახალი ვარიანტი მთავარი საფრთხეა
სამწუხაროდ, ახალი ვირუსი ვრცელდება – Mpox-ის ახალი ვარიანტი მთავარი საფრთხეა
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
იმუნიზაცია
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან, მაღალი მოცვის და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფით (გლობალური და რეგიონული მიზნების გათვალისწინებით). პროგრამის ფარგლებში იფარება:
– გეგმიური იმუნიზაციისთვის ვაქცინების შესყიდვა
– ინფექციური დაავადებების (ყვითელი ცხელება, ცოფი, ტეტანუსი, ბოტულიზმი, გველის შხამი და მალარია) პრევენციისა და მკურნალობისათვის საჭირო ვაქცინების, შრატებისა და იმუნოგლობულინების შესყიდვა
– ასაცრელი მასალების მიღება, შენახვა და განაწილება და ცივი ჯაჭვის სისტემის
საჭიროებების მონიტორინგი.
იმუნიზაცია საქართველოს მთავრობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ ერთერთი მაღალი პრიორიტეტული საკითხია, რომლის დასტურია პროგრამის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა ბოლო წლებში 4 მილიონი ლარიდან (2012წ.) 16 მილიონამდე (2017წ).
თირკმლის დაავადებები მომატებული არტერიული წნევის მქონე პაციენტებში
თირკმლის დაავადებები მომატებული არტერიული წნევის მქონე პაციენტებში
როგორ მოქმედებს მომატებული წნევა თირკმლის ფუნქციაზე?
მაღალი არტერიული წნევის გამო ზიანდება ორგანიზმის მთელი სისხლძარღვოვანი სისტემა, მათ შორის თირკმლის სიხლძარღვები, რის გამოც თირკმლის გამომყოფი ფუნქცია უარესდება, ორგანიზმში რჩება სითხის დიდი რაოდენობა, რაც, თავის მხრივ კიდევ უფრო მაღლა წევს წნევას და ასე იქმნება ე.წ.მანკიერი წრე.
მაღალი არტერიული წნევა არის რიგით მეორე მიზეზი, თირკმლის უკმარისობისას
რა არის სისხლის მაღალი წნევა ?
არტერიული წნევა არის სისხლძარღვებზე ზეწოლის ძალა, გულის, როგორც ტუმბოს მუშაობის პროცესში. მაღალი წნევა ანუ ჰიპერტენზია წარმოადგენს აღნიშნული ძალის მომატებას ორგანიზმში სისხლის მოძრაობისას.
იმ ფაქტორებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წნევის მომატებას, მიეკუთვნება მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდა სითხის შეკავების გამო ორგანიზმში და ასევე შევიწროვებული, ხისტი ან დახშული სისხლძარღვების გამო. არტერიული წნევის გაზომვის შედეგი გამოისახება ორი ციფრით, რომელთაგან პირველი არის სისტოლური არტერიული წნევა და გამოხატავს გულის შეკუმშვასა და სისხლძარღვებში სისხლის გადასროლის წნევას და მეორე ანუ დიასტოლური წნევა – გულის შეკუმშვათა შორის, სისხლძარღვთა გაფართოვებისას წარმოშობილ წნევას. ნორმალური არტერიული წნევა არის 120/80 მმ ვერცხლისწყლის სვეტისა, პრეჰიპერტენზიად მოიაზრება წნევის მაჩვენებლები 120/80-139/89 მმ.ვწყ.სვეტისა. არტერიული წნევა 140/90 მმ.ვწყ.სვ. და მეტი ითვლება მაღალ წნევად ანუ ჰიპერტენზიად.
მომატებული არტერიული წნევის მქონე პირებმა უნდა განიხილონ მათი წნევის ციფრები, მკურნალობისას მისაღწევი სამიზნე წნევა და წნევის კონტროლის გეგმა სამედიცინო პერსონალთან ერთად.
რა არის თირკმლის ფუნქცია?
თირკმელი ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა, რომლებიც განლაგებულია გულმკერდის ღრუს ქვევით, ხერხემლის ორივე მხარეს. ყოველდღიურად თირკმელებში იფილტრება 120-150 ლიტრი სისხლი, საბოლოოდ 1-2 ლიტრი შარდის სახით (ნარჩენები და დამატებითი სითხე) გამოიყოფა.
თირკმელები ფუნქციონირებენ მიკროსკოპულ დონეზე. თირკმელი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთი მთლიანი ფილტრი, თითოეული თირკმელი შედგება მილიონამდე ნეფრონისაგან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფილტრაციის პროცესში და ამ პროცესში საბოლოო პროდუქტი არის შარდი.
როგორია სიმპტომატიკა მაღალი არტერიული წნევისა თირკმლის დაავადების დროს?
ადამიანების უმრავლესობას, რომელსაც აქვთ მაღალი წნევა, არ აქვთ სიმპტომები ანუ ჩივილები. ასევე პაციენტს, თირკმლის დაავადებით, ადრეულ სტადიაზე შესაძლოა არ ჰქონდეს სიმპტომატიკა. შეშუპების საფუძველი (რომელიც განიხილება, როგორც ერთ-ერთი პირველი სიმტომთაგანი) თირკმლის უნარის დაქვეითებაა, გამოყოს ზედმეტი სითხე და მარილი. შეშუპება უხშირესად ვითარდება ქვემო კიდურების, ტერფის, კოჭის და უფრო იშვიათად, ხელისა და სახის მიდამოში. შემდგომში, სიმპტომები ვითარდება უფრო სწრაფად და მოიცავს:
- უმადობას
- გულისრევას
- პირღებინებას
- ადვილად დაღლასა და საერთო სისუსტეს
- კონცენტრაციის პრობლემებს
- ძილის დარღვევებს
- შარდვის პრობლემებს
- ქავილს
- კანის სიმშრალეს
- თავის ტკივილს
- წონაში დაკლებას
- კუნთების ტკივილს
- სუნთქვის პრობლემებს
- ტკივილს გულმკერდში
როგორ ხდება მაღალი არტერიული წნევისა და თირკმლის დაავადების დიაგნოსტირება?
ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ დაისმება არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი, როდესაც სხვადასხვა ვიზიტებზე, წნევის რამდენიმე გაზომვისას დაფიქსირდება ციფრები ≥140/90 მმ.ვწყ.სვ.-სა. თირკმლის დაავადების დიაგნოზი დაისმება შარდისა და სისხლის ლაბორატორიული ტესტის საფუძველზე.
შარდში ალბუმინ/კრეატინინის თანაფარდობა
კრეატინინი თირკმელში სისხლის ფილტრაციის პროდუქტია და ამ თანაფარდობის მაჩვენებელი >30/მგ/გრ, მიანიშნებს თირკმლის პათოლოგიის არსებობას.
თირკმლის დაავადებების პრევენცია მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში
მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში თირკმლის დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და გართულებათა თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია რეგულარული სკრინინგი (სისხლის ტესტი, შარდში ალბუმინის განსაზღვრა).
თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში მედიკამენტების რეგულარული გამოყენებითა და ჯანსაღი კვებით, ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაციით, კვების საკითხების მოგვარებით შესაძლებელია პროცესების პროგრესირების თავიდან აცილება.
ჯანდაცვის პროფესიონალები რეკომენდაციას იძლევიან ე.წ. DASH დიეტის, ანუ ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო კვებითი რჩევების სასარგებლოდ.
აღნიშნული დიეტის ძირითადი მახასიათებლებია:
- ცხიმისა და ქოლესტეროლის დეფიციტი
- დაბალცხიმიანი ან უცხიმო რძის პროდუქტები, თევზი, ფრინველის ხორცი
- ნაკლები წითელი ხორცი, ტკბილეული, შაქარი და ტკბილი სასმელები
- ნუტრიენტების, ცილისა და უჯრედისის სიჭარბე
თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტებისათვის დიეტოლოგების რეკომენდაციები მიმართულია სითხისა და მარილის, ასევე ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტეროლის შეზღუდვისკენ.
ფიზიკური აქტივობა
ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია გულისხმობს 30-60 წთ-ის განმვლობაში აქტივობებს, კვირის უმეტეს დღეებში ან ყოველდღიურად.
სხეულის წონა
ჭარბი წონა გულისხმობს სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელს (წონა გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე) 25-29-ის ფარგლებში, ხოლო 30-ზე მარალი არის სიმსუქნე. ჰიპერტენზიის კონტროლის მიზნით სხეულის მასის ინდექსის სამიზნეს წარმოადგენს მისი მნიშვნელობა 25-ზე ქვევით.
თამბაქოზე უარის თქმა
ჰიპერტენზიის მკურნალობა და კონტროლი წარმოუდგენელია ამ რეკომენდაციის გარეშე.
სტრესის მართვა
- ვარჯიში
- მუსიკის მოსმენა
- კონცენტრირება მშვიდ გარემოზე
ლიტერატურა:
National Kidney and Urologic Diseases Information Clearinghouse












