კეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა
კატარაქტა – თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა
კატარაქტა
განმარტება: კატარაქტა თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა. როგორც წესი, კატარაქტა მოხუცებულობის ასაკში ვლინდება, თუმცა თანდაყოლილი შემთხვევებიც გვხვდება. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტრამვას, ანთებას და ა.შ.
გავრცელება: სიბრმავის 51%-ის მიზეზი სწორედ კატარაქტა გახლავთ. ეს კი 20 მლნ ადამიანს შეადგენს (2010). ამრიგად, მას ამ მიმართულებით წამყვანი ადგილი უჭირავს. სიბრმავის მიზეზის დანარჩენი ნაწილი დაკავშირებულია გლაუკომისთან, ონქოცერკოზსა და ბავშვთა დაავადებებთან.
კატარაქტის მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული გზით. კატარაქტა მხედველობის დაქვეითების მიზეზს წარმოადგენს, როგორც განვითარებად, ისევე განვითარებულ ქვეყნებში. გასაკვირი არაა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად, მატულობს კატარაქტით დაავადებულთა რიცხვიც.
პრევენცია: დადგენილია, რომ ულტრიისფერი სხივებით ექსპოზირებისა და თამბაქოს მოხმარების შემცირება ერთმნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტით ავადობის რისკს. ცნობილია,, რომ შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონა ხელს უწყობს კატარაქტას განვითარებას.
მკურნალობა: როგორც წესი, ქირურგიული მკურნალობა, რომელიც თავის მხრივ დაზიანებული ბროლის ხელოვნული ბროლით ჩანაცვლებას გულისხმობს, საკმაოდ წარმატებით გამოიყენება, მხედველობის აღდგენის მიზნით.
სიბრმავე
მსოფლიოში დღესდღეობით 180 მილიონ ადამიანს მხედველობის პრობლემა აქვს.
აქედან, 40-დან 45 მილიონამდე ადამიანი ბრმაა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. სიბრმავის დაახლოებით 50% კატარაქტითაა გამოწვეული. სიბრმავის შემთხვევაში, ადამიანები, როგორც წესი, პროფესიულ ან/და სოციალურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მხედველობის დაკარგვა მძიმე ტვირთად აწვება როგორც დაავადებულ ადამიანს, ისე მათ ოჯახებს. ის ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც მსოფლიოს ყოველი 10 უსინათლო ადამიანიდან 9 ცხოვრობს. ფაქტიურად, მათგან დაახლოებით 60% აფრიკაში საჰარის სამხრეთით, ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი:
თვალის მოვლის ხელმისაწვდომობის ბარიერების აღმოფხვრაზე ადვოკატირება, თვალის მოვლის კომპლექსური სისტემების სრულყოფისათვის ტექნიკური მხარდაჭერა კატარაქტისა და თვალების სხვა ქრონიკული დაავადებების ტვირთის აღმოფხვრის მიზნით.
მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
http://who.int/blindness/causes/priority/
https://www.cdc.gov/visionhealth/basics/ced/index.html
კამპილობაქტერიოზი
კამპილობაქტერიოზი
ზოგადიმიმოხილვა (გავრცელება): კამპილობაქტერიოზი მწვავე ზოონოზური დაავადება, რომელიც უმეტესად დიარეითა და მუცლის ტკივილით მიმდინარეობს. კამპილობაქტერიები დიარეული დაავადების ოთხ ყველაზე ხშირ გამომწვევებს შორისაა. აშშ CDC-ის მონაცემებით, ყოველწლიურად სავარაუდოდ 1.8 მილიონი ადამიანი ავადდება კამპილობაქტერიოზით, თუმცა დადასტურებული შემთხვევები გაცილებით მცირე რაოდენობითაა. შემთხვევათა დიდი ნაწილი ასიმპტომურია და ზოგჯერ თვით-ლიმიტირებადიც. საქართველოში, გაძნელებული ლაბორატორიული დიაგნოსტირების მიზეზით, კამპილობაქტერიოზის მხოლოდ ერთეული შემთხვევბია აღწერილი.
გამომწვევიაგენტი: Campylobacter-ის გვარი სპირალური, მოძრავი, გრამ-უარყოფიტი ბაქტერიებია. ადამიანში დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადებებს ხშირად Campylobacter jejuni იწვევს, თუმცა აღწერილია C. coli, C. Lari და C. Fetus-ით გამოწვეული დიარეებიც. კამპილობაქტერიები ცნობილია, როგორც გასტროენტერიტული დიარეების გამომწვევი პათოგენები. როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში კამპილობაქტერიები საკვებისმიერი დიარეების სალმონელებზე უფრო ხშრად იწვევენ გასტროენტერიტებს. სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით მათი მნიშვნელობა დიდია. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ფართო გავრცელების მიუხედავად ხასიათდება მსუბუქი კლინირი მიმდინარეობით და ძალიან იშვიათად დაავადება მთავრდება გარდაცვალებით. კამპილობაქტერიების ზრდისთვის მიკროაერობული ნიადაგები და გარემოა საჭირო.
მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები: დაავადების განვითარება ასოცირებულია თერმულად არასაკმარისად დამუშავებელი ხორცის (განსაკუთრებით ფრინველის ხორცის) ან ამ პროდუქტებთან შეხებაში მყოფ სხვა საკვების მიღებასთან. დაავადების შემთხვევები დაკავშირებულია არაპასტერიზებული რძის და რძის ნაწარმთან, ასევე დაბინძურებულ წყალთან. გარკვეულ რისკს წარმოადგენს დაინფიცირებულ შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით კნუტებთან და ლეკვებთან, ახლო კონტაქტი.
რეზერვუარი: ბუნებრივ რეზერვუარს ფრინველები და თბილსისხლიანი ცხოველები წარმოადგენენ, რომელთა ნაწლავებშიც კამპილობაქტერიები ცხოვრობენ და მრავლდებიან. ცხოველებში დაავადება კლინიკურად არ ვლინდება. კამპილობაქტერიების ფართოდ გავრცელება პრობლემებს ქმნის კონკრეტული პრევენციული ღონისძიებების ჩამოყალიბებისა და განხორციელებისთვის. ქვეყნებში სადაც შინაურ ფრინველებში კამპილობაქტერიოზის პროფილაქტიკისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება, ადამიანებში დაავადების შემთხვევბმაც მნიშვნელოვნად მოიკლო.
გადაცემისგზები ფეკალურ-ორალურია, თუმცა შეიძლება გადაეცეს ასევე კონტაქტურ გზითაც, მაგ. ცხოველების მოვლის დროს. დამაინფიცირებელი დოზა დაბალია (1000-10,000 მიკრ. ერთეული). ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემის ალბათობა უმნიშვნელოა.
ინკუბაციურიპერიოდი 1-დან 10 დღემდეა (საშუალოდ 2-5) და დამოკიდებულია მიღებული გამომწვევის რაოდენობაზე (დოზაზე). დაავადება ჩვეულებრივ მსუბუქი და/ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს ჩვილებში, მოხუცებულებში და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში. დაავადება როგორც წესი დიარეით (ხშირად სისხლიანი) გამოვლინდება. პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატუროის მომატება. დაავადება 6 დღემდე გრძელდება და როგორც წესი თვითგანკურნებით სრულდება. მკურნალობაში მთავარია დიარეით გამოწვეული ელექტროლიტების დეფიციტის შევსება. დიაგნოზის დადასტურებისთვის გამოიყენება ბაქტერიოლოგია (მიკრობი ძნელად კულტივირდებადია და გამოიყენება უჟანგბადო არე), ასევე შესაძლებელია PCR და ELISA მეთოდების გამოყენებაც. განავალში ანტიგენის აღმოსაჩენად მხოლოდ სწრაფი ტესტის გამოყენება საკამათოა. უმრავლესი შემთხვევები არ საჭიროებენ სპეციფიურ მკურნალობას ანტიბიოტიკებით.
გადამდებლობისპერიოდი: ავადმყოფი გადამდებია ინფექციის მთელი მიმდინარობის განმავლობაში. ანტიბიოტიკით არა ნამკურნალევი პაციენტი ბაქტერიებს 2-დან 7 კვირამდე გამოყოფენ. ბაქტერიამტარებლობას არ აქვს ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა, რადგან დაავადების ძირითად წყაროს ინფიცირებული ფრინველები და ცხოველები წარმოადგენენ.
მიმღებლობა პრაქტიკულად საყოველთაოა, თუმცა ბავშვთა ასაკში დაავადება გაცილებით ხშირია ვიდრე მოზრდილებში. ცნობილია, რომ დაავადების გადატანის შემდეგ გამომუშავდება ტიპოსპეციფიური ხანგრძლივი იმუნიტეტი, თუმცა იმუნური მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი.
კონტროლისღონისძიებები:
a. პრევენციული ღონისძიებები: კამპილობაქტერიოზის პრევენცია გულისხმობს საკვების წარმოების და მომზადების სრული პროცესის (ფერმიდან-თეფშამდე) კონტროლს, როგორც კომერციულ დაწესებულებებში, ასევე ოჯახურ პირობებში. მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის წესების განუხრელად დაცვა.
პრევენციის ძირითადი პრინციპებია:
• ყოველთვის მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი, რძე და კვერცხი;
• კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;
• დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;
• კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;
• გამოიყენეთ ხარისხიანი წყალი;
• დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
• განცალკევებიულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები;
• დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს;
• დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ.
კამპილობაქტერიოზის შემთხვევების შემცირებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციფიური ღონისძიებების გატარება ფერმებში და სასაკლაოებში.
b. პაციენტის და კონტაქტების კონტროლი:
– სიმპტომების (დიარეის) მქონე პირები არ დაიშვებიან სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია საკვების მომზადებასთან, ბავშვების, ავადმყოფების, და მოხუცებულების მოვლასთან;
– კონტაქტების მიკრობიოლოგიური კვლევა მიზანშეწონილია აფეთქებების გამოსავლენად.
c. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: ეპიაფეთქებების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება წყაროს გამოვლენის და ლიკვიდაციის მიზნით .
d. ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა დადასტურებული არაა.
e. საერთაშრისო ღონისძებები:WHO პარტნიორ ორაგანიზაციებთან ერთად (FAO) მუშაობს დეტალური პრევენციული ღონისძიებების შესამუშუშავებლად. ძირითადი აქცენტი კეთდება ფრინველებისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობის მიმართებით. ესაა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე პროდუქტის ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე. ასევე მნიშვნელოვანი ჯანმოს ,,სურსათის უსაფრთხოების ხუთი ძირითადი პრინციპის“ დაცვა.
http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs255/ru/
კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში
კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში
მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებს შეუძლიათ ინსულტის თავიდან აცილება კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო კოლეჯის (ბრონქსი) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ინსულტის და ამ მიზეზთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდება. ამ კვლევის შედეგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობას, რადგან ეს პროდუქტები კალიუმის წყაროს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ კალიუმის მიღება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში არა მარტო ინულტის, არამედ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკსაც ამცირებს.
ადრე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კალიუმის მოხმარება ამცირებს სისხლის წნევას, მაგრამ შეუძლია თუ არა კალიუმის მიღებას ინსულტისა და სიკვდილიანობის პრევენცია, აქამდე გაურკვეველი იყო.
კვლევაში ჩართული იყო 50-79 წლის ასაკის პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი 90,137 ქალი. პოსტმენოპაუზის საშუალო ხანგრძლივობა 11 წელს შეადგენდა. კვლევისას აღირიცხებოდა ქალების მიერ კალიუმის მოხმარების დონე, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტის და გარდაცვალების შემთხვევები.
კვლევის დაწყებისას არცერთ მონაწილეს არ აღენიშნებოდა ინსულტი. კალიუმის საკვებისმიერი მიღების საშუალო მაჩვენებელი დღეში 2,611 მილიგრამს შეადგენდა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კალიუმის საშუალოზე მაღალი მოხმარებისას ინსულტის განვითარების ზოგადი რისკი 12%-ით და იშემიური ინსულტის განვითარების რისკი 16%-ით მცირდება. დადგინდა, რომ კალიუმის მაქსიმალური რაოდენობის მოხმარების პირობებში ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი 10%-ით მცირდებოდა.ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა შორის კალიუმის მაღალი მოხმარება დაკავშირებული იყო ნაადრევი სიკვდილიანობის განვითარების რისკის შემცირებასთან, იშემიური ინსულტის რისკის 27%-ით და ზოგადად ინსულტის რისკის 21%-ით დაბალ რისკთან.
ამ კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საჭირო რაოდენობით კალიუმის საკვებისმიერი მიღება უფრო ეფექტურია ჰიპერტონული დაავადების დაწყებამდე. დღეისათვის აშშ-ში რეკომენდებულია 4.7 მილიგრამი კალიუმის მიღება ყოველდღიურად.
კვლევების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციით ქალებმა აუცილებლად უნდა მიიღონ კალიუმით მდიდარი საკვები. კალიუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა თეთრიკარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, ბანანი, თეთრი პარკოსნები (ლობიო) და სხვა.
American Heart Association’s Journal Stroke
კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის
კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის
სიმსუქნის დროს, ორგანიზმში ცხიმის ჭარბად დაგროვება ხდება.
თირკმლის დაავადებებისაკენ უფრო მეტად მსუქანი, მათ შორის დიაბეტითა და ჰიპერტონული დაავადებების მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი.
თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, მთელ მსოფლიოში, 2025 წელს სიმსუქნით, მამაკაცების 18% და ქალების 21% იქნება დაავადებული.
ზოგიერთ ქვეყანაში, ჭარბი წონა ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედს აქვს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და წლიურ სამედიცინო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ზოგად მოსახლეობაში, სიმსუქნე ხელს უწყობს გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ოსტეოართროზის, კიბოს, ფსიქიკური დარღვევების, ღვიძლის გაცხიმოვნების განვითარებას, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას, იწვევს ძილის აპნოეს (სუნთქვის შეწყვეტა).
გარდა ამისა, სიმსუქნე ცხოვრების ხარისხს აქვეითებს და ზრდის სიკვდილიანობის რისკს.
არსებული მონაცემებით, სიმსუქნე ასევე თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების უდიდეს რიკს- ფაქტორს წარმოადგენს.
მსუქანი და ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, (ნორმალური წონის მქონე ადამიანებთან შედარებით), თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების 2-დან 7-მდე მეტი შანსი აქვთ.
სიმსუქნეს – ჰიპერტონიის, დიაბეტი 2-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების „ხარჯზე“, ირიბი გზით მივყავართ თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარებამდე; თირკმელების გაძლიერებული მუშაობა კი, მათი პირდაპირ გზით დაზიანებას იწვევს.
წონის კონტროლმა, შესაძლებელია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარება შეაფერხოს.
თირკმლის მწვავე დაზიანება ძირითადად სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს ემართებათ.
თირკმლის მწვავე დაზიანება უეცრად ვითარდება, ხშირად ხანმოკლე მიმდინარეობა ახასიათებს და ძირითადი მიზეზის აღკვეთის შემთხვევაში სრული გამოჯანმრთელებით სრულდება; თუმცა, შესაძლებელია მძიმე შორეული შედეგები და შესაბამისად, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
http://www.who.int/life-course/news/events/world-kidney-day-2017/en/#
იცოდე შენი წნევის შესახებ!
იცოდე შენი წნევის შესახებ!
ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი წნევა, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო, და სხვა.
ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, გულის უკმარისობა, თირკმლისდაავადება, სიბრმავე და სხვა გართულებები.
140/90 მმ.ვწყ.სვ. და მეტი მაჩვენებელი მაღალ წნევად ანუ ჰიპერტენზიად ითვლება.
უნდა იცოდეთ წნევის ციფრები, რათა ადრეულად გამოავლინოთ ჰიპერტენზია.
თუ თქვენი წნევის ციფრები არ იცით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
წნევის სწორი გაზომვა მოითხოვს სათანადო წესების მკაცრად დაცვას და შემოწმებულ წნევის აპარატს.
ექიმი ან ექთანი გასწავლით როგორია წნევის გაზომვის ტექნიკა. ასევე მოახდენს საზომი აპარატის სტანდარტიზაციას იზომეთ წნევა სახლშიც რეგულარულად დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში.
მაღალი წნევის მომატების თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მკურნალობაც.
მაღალი წნევის თავიდან ასაცილებლად მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს:
– ნაკლებად მოიხმარეთ მარილი და მლაშე საკვები.
– მირთვითმეტი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ტკბილეულს, ცომეულსა და ცხოველურ ცხიმს.
– ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას.
– იმოძრავეთ მეტი, ივარჯიშეთ რეგულარულად.
– თავი დაანებეთ თამბაქოს წევას, ერიდეთ მის კვამლს.
მაღალ წნევის მკურნალობისთვის:
1. დაიწყეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
ბევრისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესით შეცვლა საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად.
2. უმეტესობას ცხოვრების ჯანსაღი წესთან ერთად მედიკამენტურიმკურნალობაცსჭირდება.
მედიკამენტები ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.
მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა ჯანმრთელობის გართულების საფრთხეს ზრდის.
ისეთი წესით მიიღეთ მედიკამენტები,როგორითაც ექიმმა დაგინიშნათ.
წნევის გაკონტროლება და მისი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ იცხოვრებთ ჯანსაღი წესით და მედიკამენტებს ექიმის დანიშნულებით რეგულარულად მიიღებთ წნევის კონტროლი გულისხმობს მისი მაჩვენებლების 140/90 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას და სხვა რისკფაქტორების შემცირებას.
მნიშვნელოვანი მიღწევა – ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრება შეცვალოს
ბრიტანელმა მეცნიერებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან მიღწევას ნაწლავის ანთებითი დაავადების გამოკვლევისას, რამაც შეიძლება შეცვალოს ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
ამ აღმოჩენის გამო, აღარ არის „გაურკვეველი“ რა იწვევს ამ მდგომარეობას.
ამ აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს IBD-ით (ნაწლავის ანთებითი დაავადება) დაავადებულთა ცხოვრება.
ეს მდგომარეობა იწვევს დისკომფორტს, შებერილობას, ტკივილს მუცლის არეში და ასევე შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, თუ მიირთმევთ გარკვეულ საკვებს.
დოქტორი ლი იმედოვნებს, რომ კლინიკური კვლევები ხუთ წელიწადში ჩატარდება.
ახლა მათ სურთ შექმნან ადამიანებზე კვლევები მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ უკვე არსებული წამლები, როგორც ჩანს, აბრუნებს დაავადებას ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში.
NHS ვებსაიტის თანახმად, „გაურკვეველია“ რა იწვევს დაავადებას, მაგრამ „ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი იმუნური სისტემა თავს დაესხმება თქვენს ნაწლავებს, რაც იწვევს მის ანთებას“.
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?
რა არის რეაბილიტაცია?
მოტივაციის არსის გაგება “გააკეთე შენი მაქსიმუმის 110%!”
მოტივაციის არსის გაგება “გააკეთე შენი მაქსიმუმის 110%!”,
“იბრძოლე ბოლომდე ან წადით სახლში!” მსგავს მოწოდებებს ხშირად იყენებენ მწვრთნელები სპორტსმენების მოტივაციისთვის. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები ასევე ცდილობენ არააქტიური ბავშვების მოტივირებას, რომლებსაც უფრო მეტად იზიდავთ კომპიუტერული თამაშები, ვიდრე ფრენბურთი.
მიუხედავად იმისა, რომ მოტივაცია აუცილებელია ყველა ამ სპეციალისტის წარმატებისთვის, ბევრ მათგანს, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ესმის მოტივაციის არსი. მასწავლებლის, მწვრთნელის ეფექტური მუშაობა დიდწილად განისაზღვრება მოტივაციის არსის გაგებით, მასზე გავლენის ფაქტორების ჩათვლით, ასევე მისი გაუმჯობესობის მეთოდებით. ძალიან ხშირად, სწორედ ეს უნარი განასხვავებს კარგ სპეციალისტს საშუალო დონის სპეციალისტისგან.
რა არის მოტივაცია?
მოტივაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც პიროვნების ძალისხმევის მიმართულება და ინტენსივობა (Sage, 1977, Ames, 1995).
ძალისხმევის მიმართულება:
ძალისხმევის მიმართულება ნიშნავს, რომ ადამიანი ეძებს ან მიისწრაფვის გარკვეული სიტუაციებისკენ, ან რომ გარკვეული სიტუაციები იზიდავს მას. მაგალითად, საშუალო სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოტივირებული, რომ ითამაშოს ჩოგბურთის გუნდში, ან სპორტსმენმა რომელმაც მიიღო ტრავმა შეიძლება მოტივირებული იყოს საუკეთესო ექიმის პოვნაში, რომ მალე დაუბრუნდეს თავის საქმიანობას.
სიტუაციაში მონაწილეობის სურვილი: ძალისხმევის ინტენსივობა განაპირობებს შედეგის ხარსხს . მაგალითად, სტუდენტს შეუძლია დაესწროს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილს (მონაწილეობა მიიღოს სიტუაციაში), მაგრამ არ გამოიყენოს დიდი ძალისხმევა.
ძალისხმევის მიმართულებასა და ინტენსივობას შორის ურთიერთობა ადამიანების უმეტესობისთვის მჭიდრო კავშირია.
მაგალითად, სტუდენტები და სპორტსმენები, რომლებიც იშვიათად აცდენენ გაკვეთილებს და ვარჯიშებს, ყოველთვის ადრე მოდიან, უფრო მეტ ინტერესს იჩენენ გაკვეთილებისა და ვარჯიშების დროს.
ხოლო ისინი, ვინც მუდმივად აცდენენ გაკვეთილებს და ვარჯიშებს და ხშირად აგვიანებენ, ნაკლებად შრომობენ.
მოტივაციის დაქვეითების მიზეზები შეიხლება იყოს განპირობებული როგორც გარე, ისევე შიდა ფაქტორებით.
გარე ფაქტორები მიეკუთვნება გარემოს,სიტუაციებს და სოციალური ინჰიბირების შიშს
შიდა ფაქტორები: ფრუსტრაციის შიში, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა, არამდგრადობა, მიზნის გაუფასურება, და მიზნის დასახვის არასწორი პატერნები.
როგორც წესი შიდა და გარე ფაქტორები ყოველთვის იკვეთებიან როგორც მოტივაციის ასევე დემოტივაციის შემთხვევაში.
მაგალითად ადამიანი რომელიც დაკავდა სპორტით მშობლების ზეწოლის შედეგად, არ ცხოვრობს საკუთარი მიზნით, ის მშობლების მიზნებით ხელმძღვანელობს, აქედან ჩნდება წაგების შიში, განსჯის შიში, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა და შემდგომ ან საკუთარი თავის ან მიზნის გაუფასურება. ჭეშმარიტი მოტივაცია პირველ რიგში მოითხოვს არამხოლოდ მიზნების ან მიზნის არსებობას არამედ ამ მიზნის სწორ პატერნებს.
(უპასუხეთ ამ კითხვებს)
- რატომ მსურს ამ მიზნის მიღწევა
2) ვისთვის ვაღწევ ამ მიზანს
3) რა შეიცვლება ჩემში და ჩემს გარშემო როცა ამ მიზანს მივაღწევ
4) რა შეიცვლება ჩემში და ჩემს გარშემო თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევ
5) იმოქმედებს თუ არა ჩემი მიზნების მიღწევა ჩემს გარემოცვაზე
6) მაბედნიერებს თუ არა გზა ჩემს მიზნამდე
ზოგჯერ ჩვენ ვერ ვასხვავებთ ჩვენს ჭეშმარიტ სურვილებს ფსევდო სურვილებისგან, რომელსაც გვახვევენ რეკლამები, სოც ქსელები, ამხანაგები. ხშირად ფსევდო სურვილის მოტივაცია ძალიან ძლიერია, მაგრამ როცა თქვენ იღებთ იმას რაც გინდოდათ, შიგნით გებადებათ სიცარიელეს გრძნობა.
ჭეშმარიტი მოტივაციისთვის სირთულეები საშუალებაა მიზანთან მისაახლოებლად
მოტივირებული სპორტსმენისთვის-წაგება არის ახალი გამოცდილების შეძენა და შეცდომების გამოსწორების მანიშნებელი ფაქტორი.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ სპორტსმენი არ იქნება ფრუსტრირებული ან ემოციურად გამოფიტული. რა თქმა უნდა გარე ფაქტორები ძალიან მოქმედებენ მყარ მოტივაციაზეც კი, მაგრამ როცა მოტივაციის პატერნები სწორია, სპორტსმენი არ ცვლის გეზს ის უბრალოდ ეძებს სხვა ხერხს, რომ მიაღწიოს მიზანს.
მოვარჯიშეს ან პროფესიონალი სპორტსმენის მოტივაცია დამოკიდებულია ასევე მის პიროვნული თვისებებზე, და მწვრთნელის მიდგომაზე.
ბევრ შემთხვევაში მწვრთნელის მიდგომამ შეიძლება დემოტივირება მოახდინოს სპორტსმენის მენტალური შეუთავსებლობის გამო.
1) ავტორიტარული მიდგომა
2) სპორტსმენის პიროვნული თვისებების არგათვალისწინება
3) გადაჭარბებული სიმკაცრე
4) მიზნის მიღწევისადმი ინტერესის ნაკლებობა
კვლევებმა აჩვენა
გუნდურ სპორტში მონაწილე სპორტსმენებს ხშირ შემთხვევაში ნაკლები პასუხისმგებლობის განცდა აქვთ შედეგზე ვიდრე ინდივიდუალური სპორტის სახეობაში მონაწილე სპორტსმენებს.
მაგრამ ორივე ამ მიმართულების სპორტსმენებს გააჩნიათ მახასიათებელი ატრიბუციები
არასასურველი შედეგის შემთხვევაში,წაგებული სპორტსმენი მიზეზად ასახელებს გარე ფაქტორებს,და არ აანალიზებს საკუთარ შეცდომებს ასპარეზის დროს. ამას ჰქვია გარე ატრიბუციების გამოყენება წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს მიუთითებს სპორტსმენის პიროვნულ თვისებებზე რომელიც მას ხელს აუშლის განვითარებაში.
წარმატებული სპორტსმენები წაგებისას ხაზს უსვამენ შიდა ფაქტორებს და აანალიზებენ საკუთარ შეცდომებს, რათა მომავალში უფრო ხარისხიანად იასპარეზონ
ვალიტა გორელჩანიკი
მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. მინისტრის განცხადებით, სექტორი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, სამინისტრო კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და უახლოეს პერიოდში, სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო ცვლილებებს შეიმუშავებს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი და დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ.










