როგორ შეიძლება გადაიჭრას ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემა?
როგორ მივიღოთ გეგმური ამბულატორიული მომსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და საინფორმაციო სააგენტო „პრაიმთაიმი“ წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას – „თქვენი ჯანმრთელობისთვის“. რუბრიკის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს და მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია #თქვენიჯანმრთელობისთვის.
გეგმური ამბულატორიული მომსახურება და მისი მიღების პირობები
თუ ხართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ჯანდაცვის სოციალური სტატუსის შესაბამისად, გიფინანსდებათ გეგმური ამბულატორიული მომსახურება.
რას არის ამბულატორიული მომსახურება?
გეგმური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება არის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში, დაავადების დიაგნოსტიკა და მართვა, სტაციონარში მოთავსების გარეშე.
გეგმური ამბულატორია მოიცავს, ოჯახის/სოფლის ექიმის დანიშნულებით:
- ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას;
- ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
- პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:
- როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით მოსარგებლე,
- რეგისტრირებული უნდა იყოთ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში;
- მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება უცილებელია.
ოჯახის/სოფლის ექიმთან კონსულტაცია უფასოა.
რეგისტრაციის წესი:
პროგრამის მოსარგებელს, თავისუფალი არჩევანის საფუძველზე, შეუძლია დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, რისთვისაც საჭიროა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.ანუ პირს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სასურველი სამედიცინო დაწესებულება.
არასრულწლოვნის ან შშმ პირის რეგისტრაციის შემთხვევაში – ნდობით აღჭურვილმა პირმა, უნდა წარადგინოს წარმომადგენლობისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთები;
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შეცვლა შესაძლებელია პირველადი რეგისტრაციიდან 2 თვის გასვლის შემდეგ;
დაუშვებელია, პროგრამის მოსარგებლე პირი ერთდროულად რეგისტრირებული იყოს ერთზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.
რეგისტრირებულ პირს შეუძლია მიიღოს გეგმური ამბულატორიული პაკეტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება, თანაგადახდით ან მის გარეშე;
თანაგადახდის ოდენობა დამოკიდებულია ბენეფიციარის მიმდინარე ჯანდაცვის სოციალურ სტატუსზე, ხოლო მომსახურების ნუსხა განსაზღვრულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე https://nha.moh.gov.ge/ge/news/gegmuriambulatoria2024
ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!
დიაბეტის სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
დიაბეტი 2 ტიპი სისხლში შაქრის მაღალი დონის გამო სერიოზულ გართულებებს იწვევს. ექსპერტები ასახელებენ სამ ძირითად სიმპტომს, რომლებიც განსაკუთრებით საღამოს ან ღამის საათებში ვლინდება და შესაძლოა, ამ მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.
დიაბეტის 2 ტიპის ძირითადი ნიშნები
ეს ქრონიკული დაავადება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ფორმად ითვლება. მისი გამომწვევი მიზეზებია ორგანიზმის მიერ ინსულინის არასათანადოდ გამოყენება ან კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ არასაკმარისი ინსულინის გამომუშავება.
რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად არიან:
- ისინი, ვისაც ოჯახში დიაბეტის ისტორია აქვთ, ჭარბწონიანები, დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე პირები
- ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს, ცხიმსა და მარილს იღებენ, სისხლში შაქრის მაღალი დონე სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, თუმცა სამი ნიშანი განსაკუთრებით ღამით ხშირდება ან მძაფრდება.
ღამის 3 სიმპტომი, რომელიც უნდა იცოდეთ
ხშირი შარდვა – მაღალი შაქრის დონე თირკმელებს აიძულებს, ზედმეტი შაქარი ორგანიზმიდან შარდის სახით გამოდევნოს, რის გამოც ღამით ხშირად იღვიძებთ და ტუალეტში გასვლა გჭირდებათ.
თავის ტკივილი გაღვიძებისას – ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე) შეიძლება დილით გაღვიძებისთანავე ძლიერი თავის ტკივილით გამოვლინდეს.
გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება – როცა ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე იკარგება შარდის გზით, ეს გაუწყლოებას იწვევს, რის გამოც ადამიანს მუდმივად წყურვილის შეგრძნება აწუხებს.
შაქრის მაღალი დონე ასევე ძილის დარღვევებსაც იწვევს, რაც გამოიხატება:
დაძინების გაძნელებითგაღვიძების შემდეგ დაღლილობის, გაღიზიანებისა და დაბნეულობის შეგრძნებითმოულოდნელად გახშირებული ან შენელებული სუნთქვითგულისცემის აჩქარებით
წონაში დაკლების შემდეგ, რატომ ბრუნდება კილოგრამები?
წონაში დაკლების შემდეგ, რატომ ბრუნდება კილოგრამები?
“თქვენი გული – სიცოცხლის უსაზღვრო ენერგია”
“თქვენი გული – სიცოცხლის უსაზღვრო ენერგია”

ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა, 45-წუთიანი რეანიმაციის შედეგად, ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა
“ბათუმის №4412 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით “ტკივილი მუცლის არეში” მიიღო.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი დახვდა, რომელსაც იმ მომენტისთვის ჩივილები აღარ აღენიშნებოდა.
პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ანამნეზის შეკრების პროცესში ეჭვი გულის პრობლემაზე მიიტანა, რაც კარდიოგრამაზე ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტით დადასტურდა.
პარამედიკოსმა დაუყოვნებლივ დაიწყო საჭირო პრეპარატების მიწოდება. პროცესში მოულოდნელად ქალბატონმა გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა, მაგისტრალურ არტერიაზე გაქრა პულსი. სამედიცინო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, მონაცვლეობით ფიქსირდებოდა ასისტოლია და ფიბრილაცია. პარალელურად უტარდებოდა ადეკვატური ვენტილაცია ამბუს პარკით. ამ დროს წამოვიდა სინუსური რითმიც.
ბრიგადას წევრებმა სასწრაფოდ დაიწყეს პაციენტის გადაყვანა საკაცით. გადაყვანის პროცესში სადარბაზოში ისევ გაჩერდა გული, თავიდან დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც მეორედ აღდგა გულის მუშაობა.
კლინიკაში გადაყვანის დროსაც იგივე განმეორდა, პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ამჯერადაც წარმატებით შეძლო გულის მუშაობის აღდგენა.
რეანიმაციული ღონისძიებები ჯამში 45 წუთამდე გაგრძელდა, პარამედიკოსს 7-ჯერ დასჭირდა ელექტოშოკის გამოყენება.
პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც გონს მალევე მოვიდა. ნევროლოგიური დეფიციტი არ დაფიქსირდა. ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა – კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით. ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე და თავს კარგად გრძნობს. გვეამაყება: პარამედიკოსი დავით ჩახვაძე, ექთანი ნანა ცინცაძე, მძღოლი ირაკლი ტარიელაძე”, – წერს გვერდი “შენი სიცოცლის გადასარჩენად”.
CDC-ის თანამშრომლებს WHO-სთან კომუნიკაციის შეწყვეტა უბრძანეს ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ
CDC-ის თანამშრომლებს WHO-სთან კომუნიკაციის შეწყვეტა უბრძანეს ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ
კიბოს ვაქცინები – ახალი ეპოქის დასაწყისი მედიცინაში
კიბოს ვაქცინები – ახალი ეპოქის დასაწყისი მედიცინაში
იცით თუ არა, რომ ჩვენს სხეულში ოქროა? – ჩვენს სხეულში ოქრო: საინტერესო ფაქტები ადამიანის ბიოლოგიაზე
ჩვენს სხეულში ოქრო: საინტერესო ფაქტები ადამიანის ბიოლოგიაზე










