პარასკევი, ივნისი 12, 2026

ფრთხილად ჯილეხი (ციმბირული წყლული)

ადამიანში ჯილეხის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის მრავალმხრივი შესწავლა ეფექტური ვაქცინის შექმნის მიზნით
#post_seo_title

ფრთხილად ჯილეხი (ციმბირული წყლული)

ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი  ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა. ინფიცირებული ცხოველი გარემოში შარდითა და ფეკალიებით გამოყოფს გამომწვევს, ნიადაგში სპორებად გარდაიქმნება და ათეული წლობით ინარჩუნებს დაავადების გამოწვევის უნარს.

ჯილეხი ადამიანს ძირითადად გადაეცემა :

  • კონტაქტური გზით – ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, ხორცის დამუშავების, მოვლის დროს; პირუტყვის ტყავის, მატყლისა და ძვლის დამუშავებით.  მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა, ცხოველთა სამარხებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (ვითარდება ჯილეხის კანის ფორმა);
  • საკვებით – ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (უმი, არასრულად  შემწვარი ან მოხარშული) ხორცის გამოყენებით. სპორას ვერ ანადგურებს  ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები (ვითარდება ჯილეხის ოროფარინგული და გასტროინტესტინური ფორმები);
  • ასპირაციული  გზით –  ჯილეხის სპორით დაინფიცირებული ტყავის ან ბეწვის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვით, იშვიათად ნიადაგის დამუშავებისას (ვითარდება ინჰალაციური ფორმა).

ადამიანიდან ადამიანზე  ჯილეხი, როგორც წესი,  არ გადადის

როგორ მივიტანოთ ეჭვი ჯილეხზე?

ადამიანი შეიძლება დაავადდეს ჯილეხის რამდენიმე ფორმით:

  • კანის ფორმა – ვითარდება დაზიანებულ კანში მიკრობის მოხვედრით. თავდაპირველად, კანის ზედაპირზე ვითარდება მცირე ზომის ბუშტუკი, რომელიც მწერის ნაკბენს წააგავს,  ხშირად ქავილიც ახლავს. ბუშტუკი თანდათან  იზრდება და წყლულდება. წყლულს აქვს შავი ფერი და არ არის მტკივნეული. მის გარშემო შესაძლებელია მოხდეს კანისა და ახლომდებარე ლიმფური  კვანძების შეშუპება.

საქართველოში ძირითადად გვხვდება ჯილეხის კანის ფორმა

  • გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, სისხლიანი ფაღარათი და ღებინება. მუცლის ღრუში დგება სითხე (ასციტი). 
  • ოროფარინგული (ხახის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის  ძლიერი ტკივილი, წყლული პირის ღრუში ენაზე ან ხახაში, შეშუპება კისრის არეში, შესაძლებელია სასუნთქი გზების სრული ან ნაწილობრივ დახშობა.
  • ინჰალაციური (ფილტვის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, მშრალი ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, შოკი და სხვა.

თუ ფიქრობთ, რომ ჯილეხი გაქვთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს –

ჯილეხის მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს!   

დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია

გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.

ცხოველებში ჯილეხით დაავადების  საეჭვო ნიშნებია: მადის დაკარგვა, ქოშინი, წყურვილი, ცხვირიდან, პირიდან და სწორი ნაწლავიდან  სისხლიანი, ქაფისებური გამონადენი, მაღალი ტემპერატურა. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება. ცხოველებში დაავადების ყველა შემთხვევა სრულდება სიკვდილით.

თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს შინაურ ცხოველს ჯილეხი დაემართა –

სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჯილეხით ინფიცირება?

ü  აუცილებელია ცხოველების დროული ვაქცინაცია! . თუ შინაური პირუტყვი აცრილია ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით დაავადების საშიშროება პრაქტიკულად აღარ არსებობს;

ü  ავადმყოფი ცხოველის გამოვლენისას დაუყოვნებლივ განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და მიმართეთ ვეტერინარს;

ü  ინფიცირებული ცხოველი გაანადგურეთ სპეციალური წესით, რომელიც უნდა განახორციელოს ვეტერინარულმა სამსახურმა. ნუ გადააგდებთ პირუტყვის ლეშს. გადაგდება იწვევს ჯილეხის ახალი კერის წარმოქმნას;

ü  დაიცავით პირადი უსაფრთხოება და გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი (რეზინის ხელთათმანი, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი) ცხოველების მოვლის, დაკვლა-დამუშავების, ლეშთან შეხების, სადგომის დასუფთავების,  მატყლის დამზადების, ხორცის დამუშავების დროს.

დაუშვებელია!  ჯილეხით  ინფიცირებული  ცხოველის  დაკვლა ხორცის  საკვებად გამოყენება და გაყიდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნით არა მარტო  თქვენს არამედ  მრავალი  ადამიანის  ჯანმრთელობასა და  სიცოცხლეს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

ფიზიკური აქტივობა – ხალისი და ჯანმრთელობა!

ფიზიკური აქტივობა-გული
#post_seo_title

ფიზიკური აქტივობა – ხალისი და ჯანმრთელობა!

•  მართალია: სწავლას დიდი დრო სჭირდება,

•  მართალია: კარგად სწავლა და კარგი აკადემიური მოსწრება (მაღალი ქულები) ძალიან მნიშვნელოვანია,

•  მართალია: კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები კარგად უნდა იცოდე, ამას კი დღის განმავლობაში არც თუ ისე მცირე ხნით ჯდომა სჭირდება,

•  ისიც მართალია: რომ ფიზიკური აქტივობა დადებით გავლენას ახდენს შენს აკადემიურ მოსწრებაზე და  ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებაზე.  ფიზიკური აქტივობის გარეშე არცერთი დღის დაკარგვა არ შეიძლება, სთხოვე მშობლებს დღეში არანაკლებ ერთი საათი მოგცენ მსუბუქი თამაშებისა და ვარჯიშისათვის (მაგ: სწრაფი სიარული, ბანდმიქტონით ან ბურთით ნებისმიერი თამაში, რომელიც მოძრაობას საჭიროებს) ან კვირაში  რომელიმე სამი დღე გამოგიყონ ერთი საათი აერობიკის, ცეკვის,  სირბილის, ბურთით თამაშის, ლახტით ხტუნვის, იატაკიდან აზიდვების გასაკეთებლად, რათა ახლაც და მომავალში დაცული იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან.

და ბოლოს:

აიყოლიე თანატოლები: ირბინეთ, ითამაშეთ ბურთით, იხტუნეთ ლახტით, ისეირნეთ ველოსიპედით, იარეთ ლაშქრობებზე და მუდმივად იყავით ფიზიკურად აქტიურნი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“
#post_seo_title

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში:

  • 24 აპრილი: სიმძიმის ამოწევა „სთროგმენის“ წესებით (80კგ, 90კგ, 105კგ, 120კგ, და +120კგ)
  • 25 აპრილი: მას-რესლინგი (ჯოხით ჭიდაობა). კაცებს (70 კგ, 80 კგ, 90 კგ, 105 კგ, +105 კგ) და ქალებს (65კგ, +65 კგ) შორის.

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, თასები, მედლები და სიგელები.

ასევე, ორივე დღეს გაიმართება სტუდენტებს შორის სამოყვარულო შეჯიბრი შესაბამის წონით კატეგორიებში, სადაც აუცილებელი იქნება წინასწარი რეგისტრაცია (ბმული დაიდება)

ორგანიზატორები:

  1. საქართველოს გირის სპორტის, მას-რესლინგის, ბაგირის გადაძალვის და კროსფიტის (ძალისმიერი ფიტნესის) ეროვნული ფედერაცია- facebook.com/MaswrestlingPowerFitness
  2. საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია – facebook.com/GeorgianStrongman
  3. ევროპის მას-რესლინგის ფედერაცია – facebook.com/profile.php?id=61567454518306

მასპინძელი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი: https://www.facebook.com/gruni.ge

15 აპრილს ამავე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტურნირის ორგანიზატორები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან, სადაც ფედერაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ როგორც სპორტის ამ ორი სახეობის შესახებ, ასევე გააცნობენ საქართველოში არსებულ საერთაშორისო და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე შპს პირველი ფიტნეს აკადემიის (www.facebook.com/profile.php?id=100064573488587) და შპს ევროპული ფიტნეს აკადემიის www.facebook.com/fitnessacademyeurope.edu.ge ერთობლივ

სერვისებს ამ სფეროში დასაქმების პერსპექტივით.

„არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი“ – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეში „აფლატოქსინის” აღმოჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა

ელემენტის ამოღება: საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“ საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“
#post_seo_title

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეში „აფლატოქსინის” აღმოჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

ზურაბ ჩეკურაშვილი განმარტავს, რომ პროდუქტი სადაც დარღვევა გამოვლინდა, ქსელიდან დაუყონებლივ ამოიღეს.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საბაჟო სამსახურმა იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე კონტროლიც გაამკაცრა.

“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობა, საზოგადოების ინფორმირება, მასთან კომუნიკაცია, როგორც მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, ჩვენი,  სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია.

პირველი და მნიშვნელოვანი – კომპანია “სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტის და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლა კომპანიამ. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა ის პარტია, სადაც დარღვევა იყო, სააგენტოს ზედამხედველობით, სრულად არის ამოღებული ქსელიდან.

სააგენტოს მისამართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ – არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი.

სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები.

ორიოდე სიტყვით შევეხები რძის და რძის პროდუქციის წარმოებაში არსებულ ვითარებას. ეს ის სექტორია, რომელიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ მომხმარებლის ინტერესები უმთავრესი პრიორიტეტია”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმპორტირებულ რძეში დარღვევა გამოვლინდა და, საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით, კონტროლი გამკაცრდება.

ზურაბ ჩეკურაშვილმა, კიდევ ერთხელ, გააკეთა განმარტება “სოფლის ნობათის” რძის პარტიის ამოღებასთან დაკავშირებით, სადაც აფლატოქსინები იქნა აღმოჩენილი. მისი თქმით, პარტია სრულად არის ამოღებული და იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რაც ახლა იყიდება, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

“კომპანია “სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და კომპანიასთან ერთად სააგენტომ დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაზარზე განთავსებული ამ პარტიის პროდუქციის ამოღება. დღეისათვის, ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არის ამოღებული. დღეს არსებული პროდუქცია, რომელიც არის დახლებზე განთავსებული, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული, არის სრულად შესაბამისობაში სტანდარტებთან, არის უვნებელი. ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული იქნება, არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, იქნება შემოწმებული”, – აცხადებს ზურაბ ჩეკურაშვილი.

პრესკონფერენციას დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა ალფატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება – რეალიზაციაში არსებული რძის პროდუქტები უსაფრთხოა

#post_seo_title

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეში „აფლატოქსინის” აღმოჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

ზურაბ ჩეკურაშვილი განმარტავს, რომ პროდუქტი სადაც დარღვევა გამოვლინდა, ქსელიდან დაუყონებლივ ამოიღეს.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საბაჟო სამსახურმა იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე კონტროლიც გაამკაცრა.

 

სამედიცინო რევოლუცია: პირველად მსოფლიოში — 3D-ბეჭდვითი ძვლებით შუა ყურის ტრანსპლანტაცია ჩატარდა და სმენა აღდგა!

სამედიცინო რევოლუცია: პირველად მსოფლიოში — 3D-ბეჭდვითი ძვლებით შუა ყურის ტრანსპლანტაცია ჩატარდა და სმენა აღდგა!
#post_seo_title

სამედიცინო რევოლუცია: პირველად მსოფლიოში — 3D-ბეჭდვითი ძვლებით შუა ყურის ტრანსპლანტაცია ჩატარდა და სმენა აღდგა!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
სმენადობის დაბრუნება 3D-ტექნოლოგიით? ახლა უკვე რეალობაა!
პროფესორ მაშუდუ ჩიფულაროს (Mashudu Tshifularo) ხელმძღვანელობით სამხრეთ აფრიკაში, პრეტორიის უნივერსიტეტში, ჩატარდა მსოფლიოში პირველი შუა ყურის ტრანსპლანტაცია 3D-ბეჭდვითი ძვლებით — ეს არის უდიდესი გარღვევა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს კონდუქტიური სმენადობის დაქვეითება.
რა ხდება ოპერაციის დროს?
ოპერაციის დროს პაციენტს 3D-ბეჭდვითი ბიოშეთავსებადი ტიტანისგან დამზადებული სამივე შუა ყურის ძვალი (ლურსმანი, სახერხი და ბაჯაღლო) უყენდება.
ოპერაცია ხორციელდება ენდოსკოპით, რაც ნიშნავს, რომ ეს პროცედურა:
• არის მინიმალურად ინვაზიური
• ამცირებს ნერვის დაზიანების (მაგ. სახის პარალიჩის) რისკს
• ტოვებს უმნიშვნელო ნაწიბურს
ვის შეუძლია ეს პროცედურა დაეხმაროს?
ეს ინოვაციური მეთოდი შეიძლება გამოსადეგი იყოს იმ პაციენტებისთვის, ვისაც სმენა დაუქვეითდა შემდეგი მიზეზებით:
  • თანდაყოლილი დეფექტები
  • ტრავმა (ზეწოლის ან ძვლის დაზიანება)
  • გადატანილი ინფექცია
  • მეტაბოლური დაავადებები
ერთი პაციენტი, რომელსაც გაუკეთდა ოპერაცია, დაიბადა შუა ყურის განუვითარებელი სტრუქტურით და დღეს უკვე სრულად აღდგენილი აქვს სმენა.
პროფესორი მაშუდუ ჩიფულარო ამბობს:
„3D-ტექნოლოგიამ მოგვცა ის შესაძლებლობა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ახლა უკვე შეგვიძლია სმენის სრულყოფილი აღდგენა ოპტიმალური გზით — ეს არის გარღვევა სამედიცინო პრაქტიკაში.“
როგორ უნდა განვითარდეს ეს ინოვაცია?
პროფესორი ჩიფულარო ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია დაფინანსება და სპონსორების მხარდაჭერა, რათა ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახდეს არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც.
დასკვნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან
პროფესორი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს:
„მსგავსი ინოვაციები ცვლის სიცოცხლის ხარისხს. სმენის პრობლემები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ბავშვებში კომუნიკაციის, სწავლების და ფსიქოსოციალური განვითარების შეფერხებისა. ასეთი ტექნოლოგიების განვითარება და ხელმისაწვდომობა იქნება მომავლის მედიცინის სტანდარტი.“
წყარო:
UP News. UP academic pioneers world’s first middle ear transplant using 3D-printed bones. University of Pretoria. March 2019.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD); საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

შვეიცარიული გარღვევა მედიცინაში: როგორ შეძლეს მეცნიერებმა წამლის მიზანმიმართული მიტანა ტვინამდე სისხლძარღვების საშუალებით

შვეიცარიული გარღვევა მედიცინაში: როგორ შეძლეს მეცნიერებმა წამლის მიზანმიმართული მიტანა ტვინამდე სისხლძარღვების საშუალებით
#post_seo_title

შვეიცარიული გარღვევა მედიცინაში: როგორ შეძლეს მეცნიერებმა წამლის მიზანმიმართული მიტანა ტვინამდე სისხლძარღვების საშუალებით

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ETH Zürich-ის მეცნიერებმა პირველებმა დაათვალიერეს, როგორ ხსნის ულტრაბგერით გააქტიურებული მიკრობუშტები ტვინის სისხლტვინოვან ბარიერს (BBB) — ეს უდიდესი მიღწევაა ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ალცჰაიმერის, პარკინსონის და ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ.
რა არის სისხლ-ტვინის ბარიერი?
ეს არის ძლიერი ბიოლოგიური ბარიერი, რომელიც იცავს ტვინს ტოქსინებისგან, მაგრამ ამავდროულად აბრკოლებს ბევრი მედიკამენტის შეღწევას, რაც მკურნალობას ამცირებს.
შვეიცარიული ინოვაცია — როგორ მუშაობს?
1. პაციენტს შეჰყავთ სპეციალური მიკრობუშტები სისხლში.
2. ტვინის გარშემო ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით, ეს ბუშტები აქტიურდება.
3. აქტივაციის შედეგად, ისინი დროებით ხსნიან სისხლ-ტვინის ბარიერს, რის შედეგადაც წამლები პირდაპირ ტვინში აღწევენ.
4. პროცესი სრულად კონტროლირებადია და არ აზიანებს ქსოვილს.
რა სარგებელი აქვს ამ ტექნოლოგიას?
• ალცჰაიმერის დაავადება – უკეთესი მედიკამენტების პირდაპირი მიწოდება დაზიანებულ უბნებში
• პარკინსონის დაავადება – დოპამინის შემცვლელების უფრო ეფექტური მიწოდება
• ტვინის სიმსივნეები – ქიმიოთერაპიის პირდაპირი მიტანა სიმსივნურ კერაზე
• არაინვაზიური ალტერნატივა ტრადიციულ ოპერაციებზე
სტატისტიკა
• მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება დემენციით
• მხოლოდ 2023 წელს 12 მილიონი ახალი ნეიროდეგენერაციული შემთხვევა დაფიქსირდა
• მიმდინარე მედიკამენტების 98% ვერ გადის სისხლ-ტვინის ბარიერს
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს აღმოჩენა უზარმაზარი პროგრესია ტვინის დაავადებების მკურნალობაში. სუსტი მედიკამენტური ეფექტიანობა ხშირად გამოწვეულია სწორედ ბარიერის გადაულახაობით. ახლა კი, ჩვენ გვეძლევა შანსი დავამუშაოთ მკურნალობა ტვინში პირდაპირ, დაზიანებულ უბნებში — რაც პაციენტის გადარჩენის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.“
წყარო:
ETH Zürich – Swiss Federal Institute of Technology.
Visualizing microbubble opening of the blood-brain barrier for drug delivery.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „MEDTECH MEDTECH Swiss Innovation Enables Targeted Drug Delivery to the Brain via the Bloodstream“ გამოსახულება

ფიზიკური აქტივობა, ფიზიკური აქტივობის სარგებელი, დაიცავით თქვენი გული

ფიზიკური აქტივობა-გული
#post_seo_title

ფიზიკური აქტივობა

გულის მსოფლიო დღე  ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება.  ეს დღე  გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც   მონაწილეობა  ყველას შეუძლია. 

ამ დღის პოპულარიზაცია უზრუნველყოფს გულისთვის ჯანმრთელი გარემოს შექმნას, ყველა ჩვენთაგანს   აძლევს შანსს გააკეთოს არჩევანი ჯანმრთელი გულის სასარგებლოდ    და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების შემცირებას.

გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ზეიმის აქციაში ჩართვა მარტივია!!!

გააზიარე  ჯანმრთელი გულის „სელფები“ – გადაიღე ჯანმრთელი გულის ამსახველი ფოტო,  როგორც კამპანიის სიმბოლო და გააგზავნე სოციალურ ქსელში.

დაიცავით თქვენი გული

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია. აუცილებელია გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა, თუ როგორ აკონტროლო / მართო ეს რისკები და დაიცვა საკუთარი გული:

გახდი აქტიური

დღეში 30 წუთიან ფიზიკურ აქტივობას შეუძლია გულის შეტევებისა და ინსულტის თავიდან აცილება. ეცადე  ვარჯიში აქციო შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად: ისარგებლო კიბეებით ლიფტის მაგივრად, ჩამოხვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და  გზა ფეხით განაგრძო.

ფიზიკური აქტივობის სარგებელი

  • გულს  უნარჩუნებს ჯანმრთელობას;
  • მნიშვნელოვნად ამცირებს გსდ და  და ინსულტის რისკს;
  • ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალური ნიშნულის შენარჩუნებას;
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში;
  • ხელს უწყობს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, სტრესის შემცირებას;
  • ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • იწვევს ძილის გაუმჯობესებას;
  • აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას;
  • დატვირთული გრაფიკის შემთხვევაშიც კი ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდა შესაძლებელია.დავიწყოთ იმით, რომ ფიზიკური აქტივობა არ შემოიფარგლება სპორტით! შესაძლოა უკვე ხარ იმაზე მეტად აქტიური, ვიდრე ფიქრობ: ფიზიკური აქტივობა მოიცავს ფეხით სიარულს, ცეკვას, თამაშს, საყოფაცხოვრებო საქმიანობას და ა.შ.

     

    • ჩართე ფიზიკური აქტივობა შენ ყოველდღიურ საქმიანობაში: ეცადე იარო ფეხით რაც შეიძლება ხშირად და ყოველთვის ისარგებლო კიბეებით! თუ მანქანით დადიხარ, სცადე პარკირების ადგილი ოდნავ წინ უსწრებდეს დანიშნულების ადგილს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში ეცადე  რამდენიმე გაჩერებით ადრე ჩამოხვიდე.
    • სიარული წარმოადგენს მარტივ და ხარჯთ-ეფექტურ გზას (საშუალებას) ფიტნეს აქტივობების დასაწყებად: დღეში სულ რაღაც 30 წუთის განმავლობაში სიარული გულის დაავადების რისკს 50%-ით ამცირებს. სიარული წარმოადგენს სასიამოვნო, თავისუფალ, სოციალურ და შესანიშნავ ვარჯიშს.

     

    გაამახვილე ყურადღება  ფიზიკური აქტივობების ისეთ სახეობაზე, რომლიც

    • …სახალისოა: არსებობს ფიზიკური აქტივობის უამრავი ვარიანტი, რომელიც განიჭებს სიამოვნებას, შეუერთდი სპორტულ გუნდს, ივარჯიშე იოგა, შესვენებისას ისეირნე თანამშრომელთან ერთად ან ითამაშე ფეხბურთი.
    • …სოციალურია: აიყოლიე მეგობარები და/ან ოჯახის წევრები.
    • …ადვილია: არსებობს ფიზიკური აქტივობის მრავალი ვარიანტი, დაიწყე მცირედით და თანდათანობით გაზარდე ხანგრძლივობა და ინტენსივობა.

     

    ქალები და ფიზიკური აქტივობა: გენდერული პრობლემა

    მიუხედავად იმისა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველი მესამე ქალი იღუპება,  ბევრმა არც კი იცის, რომ იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ და არაფერს არ აკეთებს საკუთარი გულის დასაცავად.

    იყო მეტად აქტიური,  ეს უკვე კარგი დასაწყისია!

    ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან. ქალების დაბალ ფიზიკურ აქტივობას განაპირობებს  რამოდენიმე ფაქტორი:

    დატვირთული გრაფიკის… მიუხედავად ზოგიერთი ქალი ცდილობს გამონახოს დრო ვარჯიშისთვის. სცადე,  დღის განმავლობაში საოჯახო საქმიანობას შეუთავსო ფიზიკური აქტივობაც: არ ისარგებლო სატრანსპორტო საშუალებებით ბავშვების სკოლიდან გამოყვანის დროს, გაატარე მეტი დრო  ბუნებაში ოჯახთან ერთად.

    ხელმისაწვდომობა ფიზიკურ აქტივობაზე-ფული… ქალებს, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ ექმნათ ბარიერი ამ თვალსაზრისით. არსებობს უამრავი საშუალება ოყო აქტიური, დაიწყე ფიზიკური აქტივობა, თუნდაც  სეირნობით, ცეკვით.

    მიდგომა … კულტურულმა ტრადიციებმა  შესაძლოა შეზღუდოს ქალების მონაწილეობა სპორტის ამა თუ იმ  სახეობაში. მაშინაც კი, როცა  გარემო  სპორტის კონკრეტულ სახეობაში ჩართვაში ხელს გიშლის, გადალახე ეს ბარიერი.

    • ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებას, რითიც უზრუნველყოფს საზოგადოებაში ქალების სოციალურ ინტეგრაციასა და თანასწორობას;

       რა ინტენსივობით უნდა ვივარჯიშო?

       

      სისხლის მაღალი წნევის, გულის კორონარული დაავადების, ინსულტის და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკის შესამცირებლად ზრდასრული ქალისათვის საჭიროა კვირაში მინიმუმ 150 წუთი ზომიერი ინტენსივობის ან 75 წუთი ენერგიული ფიზიკური აქტივობა (ან ამ ორის კომბინაცია).

      სცადე ივარჯიშო სულ რაღაც 30 წუთი დღეში, ან 15 წუთი –  2-ჯერ დღეში!

      5-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია ვარჯიში დღეში მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში.

      ზომიერი ფიზიკური აქტივობა

      ზომიერი ფიზიკური აქტივობა მოიცავს ჩქარი ნაბიჯით სიარულს, ცეკვას, საოჯახო და ბაღში საქმიანობას. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ზრდის გულისცემის სიხშირეს, მაგრამ არ უნდა იწვევდეს ჰაერის უკმარისობას და ლაპარაკის გაძნელებას.

      ინტენსიური ფიზიკური აქტივობა

      მოიცავს სირბილს, ველოსიპედით სეირნობას, ცურვას და სპორტის სხვადასხვა სახეობასა და თამაშებს. ინტენსიური ფიზიკური აქტივობა ზრდის გულისცემის და სუნთქვის სიხშირეს, იწვევს  ქოშინს და ლაპარაკის გაძნელებას.

  • იცოდი?

     

    • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა გსდ-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მე-4 წამყვანი რისკ-ფაქტორია; 
    • მსოფლიოში ყოველწლიურად 3.2 მილიონი სიკვდილის შემთხვევა არასაკმარის ფიზიკურ აქტივობასთანაა დაკავშირებული;
    • უმოძრაო ცხოვრების წესი ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს 20-30%-ით  ზრდის;
    • კვირის განმავლობაში 150 წუთი ზომიერ ფიზიკური აქტივობა გულის დაავადების რისკს  30%-ით, დიაბეტის რისკს კი –27%-ით ამცირებს;
    • ურბანიზაცია და ურბანული გარემო აბრკოლებს ფიზიკურ აქტივობას და ხელს უწყობს   უმოძრაო ცხოვრების წესს;
  • როგორ უნდა გახდე ფიზიკურად აქტიური

    დაბალი ფიზიკური აქტივობა და კარდიოვასკულური დაავადებები

    ფიზიკური უმოქმედობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წამყვანი რისკ-ფაქტორია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3.2 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. ევროპაში მცხოვრები ქალების 50%-ზე მეტი ფიზიკურად აქტიურია – ე.ი მათი ფიზიკური დატვირთვა შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ფიზიკური დატვირთვის ნორმირებულ დონეს, კერძოდ: 30 წუთიანი ზომიერი დატვირთვა არანაკლებ 5-ჯერ კვირაში ან 20 წუთიანი ენერგიული დატვირთვა არა ნაკლებ სამჯერ კვირაში.

    იყო ფიზიკურად აქტიური ნიშნავს გულის დაავადებებისა და  ინსულტის რისკის შემცირებას!!!.

     ბავშვები დადაბალი ფიზიკური აქტივობა

    გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელ რისკის ფაქტორებს შორის დაბალი ფიზიკური აქტივობა ყველაზე მოდიფიცირებადი რისკის ფაქტორია. ადრეულ ასაკში ჯანსაღი ჩვევების რეგულაცია  ჯანმრთელად ცხოვრების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ურბანიზაციას  ფიზიკური აქტივობის შემცირება მოყვება, რის გამოც დაბალშემოსავლიან ურბანულ უბნებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის შემუშავდა ფიზიკური აქტივობის წამახალისებელი  პროგრამები.

ფაქტები სისხლის გადასხმის შესახებ – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია სისხლის გადასხმით

ფაქტები სისხლის გადასხმის შესახებ
#post_seo_title

ფაქტები სისხლის გადასხმის შესახებ

ფაქტი 1

ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია სისხლის გადასხმით.

ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სისხლის საკმარისი რაოდენობა, რომელიც შემოწმებული იქნება აივ, ჰეპატიტის ვირუსსა და სხვა ინფექციებზე, რომელიც შეიძლება პაციენტს არაუსაფრთხო ტრანსფუზიით გადაეცეს.

ფაქტი 2

სისხლის გადასხმა გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის დროს. მაღალი შემოსავლების ქვეყანებში სისხლის გადასხმას ძირითადად მიმართავენ თანამედროვე მეთოდებით მიმდინარე მკურნალობისა და რთული ოპერაციების დროს, როგორიცაა მაგალითად: გულის ღია  და ტრამვატოლიგიური ოპერაციები. დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ტრანსფუზია ხშირად გამოიყენება მშობიარობასთან, მალარიასა და ანემიასთან დაკავშირებული გართულებების დროს.

ფაქტი 3

სისხლის საჭირო მარაგის უზრუნველყოფა მხოლოდ ნებაყოფლობითი, უანგარო და რეგულარული დონაციით არის შესაძლებელი. დონორებს შორის ტრანსფუზიის გზით გადამცემი ინფექციების პრევალენტობა ყველაზე დაბალია. ეს მაჩვენებელი მაღალია იმ დონორებს შორის, რომლებიც სისხლს ნათესავებისათვის ან ფულადი და სხვა სახის ანაზღაურებისათვის აბარებენ.

ფაქტი 4

62 ქვეყანაში ნებაყოფლობითი და უანგარო დონორები 100%-ით უზრუნველყოფენ სისხლის სარეზერვო მარაგს, ხოლო  40 ქვეყანაში -25%-ით.

ფაქტი 5

მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 92 მილიონი დონაცია ხორციელდება. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სისხლის დონაციის საშუალო მაჩვენებელი 13-ჯერ აღემატება დაბალი შემოსავლების ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს.

ფაქტი 6

სისხლის შეგროვების მაჩვენებელი  სხვადასხვა ქვეყანაში ვარირებს შემოსავლების შესაბამისად. 159 ქვეყნის 8,000 სისხლის ცენტრი ახორციელებს სისხლის დონაციას. მაღალი შემოსავლების ქვეყანაში ყოველწლიურად – 30,000, ხოლო დაბალი შემოსავლების ქვეყანაში- 3,700 სისხლის ჩაბარების შემთხვევა ფიქსირდება.

 ფაქტი 7

ადამიანები მაღალი შემოსავლების ქვეყნიდან უფრო ხშირად აბარებენ სისხლს ვიდრე ადამიანები დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებიდან. სისხლის უამგარო დონაციის საშუალო მაჩვენებული მაღალი შემოსავლების ქვეყნებში 1,000 ადამიანზე შეადგენს 36,4 დონაციას, საშუალო შემოსავლების ქვეყანაში -11,6 დონაციას, ხოლო დაბალი შემოსავლების ქვეყანაში- 2,8 დონაციას.

ფაქტი 8

დონორის სისხლი გადასხმამდე აუცილებლად უნდა შემოწმდეს შიდსზე, B და C ჰეპატიტსა და სიფილისზე. 39 ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ხდება ყველა დონორის სისხლის ტესტირება ერთ ან მეტ ინფექციაზე. ბევრ ქვეყანაში ჩატარებული ტესტირება სანდო არ არის პერსონალის ნაკლებობის, ტესტირებისათვის საჭირო კომპლექტების დაბალი ხარისხისა და საბაზისო ლაბორატორიული სამსახურების არარსებობის გამო.

ფაქტი 9

სისხლის ერთი ერთეული, სხვადასხვა კომპონენტებად დაყოფის შედეგად შეიძლება რამდენიმე პაციენტისათვის იქნას გამოყენებული. სისხლის დაახლოებით 91%-ს საშუალებით ხდება სისხლის კომპონენტებად დაყოფა.

ფაქტები სიმსუქნეზე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით „სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს“

საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა
#post_seo_title

ფაქტები სიმსუქნეზე

1.    რა არის სიმსუქნე?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით „სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს“. სიმსუქნეს ყველაზე ხშირად სხეულის მასის ინდექსით (სმი) ზომავენ; თუმცა, სხვა მეთოდების გამოყენება, როგორიცაა წელისა და სიმაღლის შეფარდება სმის-თან ერთად  უფრო ზუსტია.

2.    სიმსუქნე დაავადებაა

სიმსუქნის განვითარებაზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, მათ შორის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური და გარემო ფაქტორები, ჯანდაცვაზე და  დამუშავებულ საკვებზე წვდომა. სიმსუქნე მხოლოდ ნებისყოფის ნაკლებობის შედეგი არ არის.

3.    სიმსუქნე სხვადასხვა დაავადების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია
მსუქან ადამიანებში მომატებულია ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო. სიმსუქნე, ასევე, წარმოადგენს COVID-19-ის გართულებების რისკ-ფაქტორს.

4.    „ჭამე ნაკლები და იმოძრავე მეტი“ არ წარმოადგენს სიმსუქნის პრობლემის მოგვარების საშუალებას
“ნაკლები საკვები, მეტი მოძრაობა” გულისხმობს, რომ წონის დაკლება მხოლოდ სწორი კვების რეჟიმით და ოპტიმალური ფიზიკური აქტივობითაა შესაძლებელი, რაც სიმსუქნის გამომწვევი სხვა ფაქტორების იგნორირებაა. სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია! თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც.

5.    წონასთან დაკავშირებული სტიგმა საშიშია
ბევრ ქვეყანაში სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს რეგულარულად ადანაშაულებენ ამ მდგომარეობის გამო. სიმსუქნესთან/ჭარბ წონასთან დაკავშირებული სტიგმა ამყარებს არასწორ მოსაზრებას, რომ სიმსუქნე მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ხელი შეუშალოს სამედიცინო დახმარების ძიების სურვილს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია სიმსუქნესთან დაკავშირებული სტიგმა; თუმცა, სტიგმა ყველგან უშლის ხელს ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

6.    ადამიანები არ არიან დამნაშავენი საკუთარ სიმსუქნეში
ხშირად, სიმსუქნე პიროვნებისგან დამოუკიდებელი გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს;  ფიზიკური და სოციალური გარემო კი გავლენას ახდენს ცხოვრების წესის არჩევანზე და არაჯანსაღი საკვების მოხმარებაზე. ამგვარად, სიმსუქნე რთული ბიოლოგიური, გენეტიკური და გარემო ფაქტორების შედეგია.

7.    სიმსუქნე არ გულისხმობს მხოლოდ  „წონას“
წონა სიმსუქნის ერთ-ერთი ინდიკატორია. თუმცა, სიმსუქნის მკურნალობა არა მხოლოდ წონის დაკლებას, არამედ ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას გულისხმობს. მაღალი სმი-ის მქონე პირებს შეუძლიათ საკუთარი დაავადებების მართვა და  “ჯანსაღი წონით” ცხოვრება.

8.    სიმსუქნე არ არის მხოლოდ მდიდარი ქვეყნების დაავადება
სიმსუქნის გავრცელება სწრაფად იზრდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც, სადაც სიმსუქნე/ჭარბ წონასთან ერთად პრობლემას წარმოადგენს არასრულფასოვანი კვება. სიმსუქნის გავრცელება განსაკუთრებით მაღალია  ღარიბ და  მოწყვლად თემებში.

9.    ბავშვთა სიმსუქნის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელი და აუცილებელია
ყოველ 10 წელიწადში ბავშვთა სიმსუქნე თითქმის ორმაგდება. ეს უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობასა და თვითშეფასებაზე. სიმსუქნესთან დაკავშირებულია ცუდი აკადემიური მოსწრება და ცხოვრების დაბალი ხარისხი. ხშირად ეს პრობლემები ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება.  ამიტომ, სიმსუქნის გლობალური ზრდის შესაჩერებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი პრევენცია და მკურნალობა. ბავშვთა ასაკში სათანადო კვების მხარდასაჭერად საჭიროა ცნობიერების ამაღლება.

•    COVID-19-ით ინფიცირებულებში სიმსუქნე ორჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციის რისკს
•    მომდევნო ათწლეულში მოსალოდნელია ბავშვთა სიმსუქნის გავრცელების 60%-ით ზრდა; 2030 წლისთვის 250 მილიონ ბავშვი იქნება მსუქანი.
•    2025 წლისთვის სიმსუქნესთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობების  დანახარჯები 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს
•    მსოფლიოში 800 მილიონი ადამიანს აქვს სიმსუქნე

წყარო:
https://www.worldobesityday.org/assets/downloads/Obesity_factsheet_one_pager.pdf

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights