ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

„ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია“-მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სტამბოლში გამართულ ოჯახის საერთაშორისო ფორუმზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი თურქეთის ოჯახისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და მისი მიზანი, არსებული თანამედროვე, გლობალური გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობაა. მიხეილ სარჯველაძემ მინისტრთა პანელში, თემაზე: „ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის ინტეგრირება: ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რაც საქართველოში ოჯახების გაძლიერების მიზნით ხორციელდება.

ჩვენ, ნათლად გვესმის, რომ ძლიერი საოჯახო პოლიტიკა გადამწყვეტია მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის. სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახის მხარდაჭერას მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობასა და ყველა ოჯახისთვის თანაბარ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია. პროგრამა აფასებს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფს მათზე მორგებულ დახმარებას. სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მნიშვნელოვნად, საწყისი 10 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერას და ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას. პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით დაინერგა.

დემოგრაფიული ზრდის წასახალისებლად დავიწყეთ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, სამი ან მეტი შვილის მქონე ოჯახებისთვის დაბალი შობადობის მქონე რეგიონებში. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახები ყოველ ახალშობილზე იღებენ თვიურ დახმარებას. ეს ზომები დემოგრაფიული გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ოჯახების გაძლიერებას ემსახურება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფორუმზე ხაზი გაესვა, რომ გლობალურად დემოგრაფიულმა ცვლილებებმა საგანგაშო დონეს მიაღწია. ახალგაზრდების წილის შემცირების პარალელურად, იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში ართულებს შრომის ბაზრის ფუნქციონირებას. დემოგრაფიული მაჩვენებლების შემცირება ქმნის ახალ გამოწვევებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ სტაბილურობას და მრავალი ქვეყნისთვის სტიმულია, რომ შეიმუშაონ ოჯახთა გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

ღვიძლის პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს C ჰეპატიტი წარმოადგენს – რა არის ქრონიკული C ჰეპატიტი?

რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?
#post_seo_title

ღვიძლის პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს C ჰეპატიტი წარმოადგენს

რა არის ქრონიკულიჰეპატიტი?

C ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია C ჰეპატიტის ვირუსით. დაინფიცირების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ინფექციის მწვავე ფორმა. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 75-85%–ში მწვავე ფორმა გადადის ქრონიკულ, „მუდმივ“ დაავადებაში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.

დაინფიცირებულთა 15-25%–ის მდგომარეობა პრაქტიკულად დამაკმაყოფილებელ დონეზე დარჩეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქრონიკულმა C ჰეპატიტმა კი შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო.

რა გზებით ხდება C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება?

C ჰეპატიტის გავრცელება ხდება სისხლის მეშვეობით. ადამიანთა დიდი ნაწილი უპირატესად ინფიცირდება საერთო შპრიცების მოხმარების (ნარკომანია), სისხლის გადასხმის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, კოსმეტიკური პროცედურების (მანიკური, ტატუირება და ა.შ.) დროს. ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის დროსაც, თუმცა გადაცემის ეს გზა ნაკლებად ხშირია. ინფიცირების რისკი იმატებს მრავლობითი სქესობრივი პარტნიორის ყოლის დროს.

რა სიმპტომები აქვს C ჰეპატიტს?

ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე ადამიანთა უმეტესობას არ აქვს დაავადების აშკარა ნიშნები. სიმპტომთა გამომჟღავნება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კერძოდ: რამდენი ხანია გასული ვირუსით ინფიცირებიდან, როგორია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, და სხვა. უსიმპტომო პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ინფიცირებიდან ათეული წლების განმავლობაში, სანამ ღვიძლის დაზიანება არ განვითარდება. სიმპტომების გამოვლენა ხშირად მიუთითებს ღვიძლის უკვე არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. ამდენად, მაღალი რისკის მქონე პირებმა, სასურველია ქრონიკული ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით, ჩაიტარონ ტესტირება.

დაავადება კლინიკურად გამოვლინდება შემდეგი ნიშნებით: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო განავალი, სახსრების ტკივილი, სიყვითლე.

როგორ უნდა გავიგოთ, ვართ თუ არა ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით?

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის არსებობს ორი განსხვავებული ტიპის ტესტი:

1.ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტი. მას შემდეგ, რაც ადამიანი ინფიცირდება ვირუსით, მის სისხლში გამომუშავდება ანტისხეულები. C ჰეპატიტის გამოსავლენი საწყისი ტესტი – anti-HCV – სწორედ ანტისხეულებს ეძებს. ტესტზე დადებითი პასუხი მიუთითებს, რომ ადამიანი არის ან ოდესმე ყოფილა ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით.

2.დამადასტურებელი ტესტი. ანტისხეულების განმსაზღვრელ ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დამადასტურებელი ტესტი, რომელიც ეძებს თავად C ჰეპატიტის ვირუსს. ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტისგან განსხვავებით, დამადასტურებელ ტესტზე დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ ადამიანი ამჟამად არის ინფიცირებული ვირუსით.

რატომ უნდა მივაკითხოთ ექიმს?

ექიმი შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი ტესტების ჩატარება:

  • ღვიძლის ფუნქციური ტესტები (აფასებს ღვიძლის მუშაობას. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ტესტია ალტ. ალტ-ს დონე ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, მომატებულია ჰეპატიტით დაადებულებ ადამიანებში)
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა (იძლევა ღვიძლის ვიზუალურ სურათს)
  • ღვიძლის ბიოფსია (გულისხმობს ღვიძლის მცირე ზომის ნაწილის ამოღებასა და გამოკვლევას)
  • გენოტიპის ტესტირება (იკვლევს C ჰეპატიტის ვირუსის ტიპს)
  • ვირუსული დატვირთვის ტესტი (ადგენს ვირუსის რაოდენობას ორგანიზმში)

გამოკლვევების შედეგების საფუძველზე, ექიმი შეარჩევს მკურნალობის ტაქტიკას.

ჰეპატიტის მკურნალობა

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები. მკურნალობა აუცილებლად უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად შესაბამისი სპეციალობის კვალიფიციური ექიმის მიერ.

მკურნალობის კურსი მოიცავს სხვადასხვა ანტივირუსული მედიკამენტების კომბინაციას და გრძელდება 6-12 თვის მანძილზე. ეს მედიკამენტები ეხმარება ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. მკურნალობის შედეგად შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები: გრიპის მსგავსი სიმპტომები, უგუნებობა, წონაში კლება, გამონაყარი, ანემია, უძილობა, თუმცა მათი მართვა შესაძლებელია ექიმის დახმარებით. ზოგჯერ ადამიანები თავს ანებებენ მკურნალობას გვერდითი მოვლენების გამო, რაც დაუშვებელია. დოზის შეცვლა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.ამჟამად ხმარებაშია ახალი მედიკამენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი იქნება გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვის ზრდა და მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება.

ალტერნატიული მკურნალობა

შესაძლოა გსმენიათ „ბუნებრივი“, მცენარეული ან სხვა სახის პროდუქტების შესახებ, რომლებიც იყიდება, როგორც C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები. დღეისთვის არ არსებობს მცენარეული დანამატები, რომელთა სამკურნალო ეფექტი C ჰეპატიტის დროს მეცნიერულად დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს. მეტიც, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი სახიფათოა თქვენი ღვიძლისთვის. ამგვარი პრეპარატების მიღების დაწყებამდე აუცილებლად შეუთანხმდით ექიმ–სპეციალისტს.

შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტის განკურნება?

მკურნალობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს C ჰეპატიტით დაავადებული მრავალი ადამიანისთვის. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ხშირად ვირუსის აღმოჩენა აღარ ხდება. ამას ეწოდება მყარი ვირუსული პასუხი.

დაცულია თუ არა ადამიანი C ჰეპატიტით კვლავ დაინფიცირებისგან მკურნალობის შემდეგ?

არა. წარმატებული მკურნალობის შემდეგაც ადამიანი არ არის დაცული C ჰეპატიტისგან. იგი შესაძლოა კვლავ დაინფიცირდეს C ჰეპატიტით.

დამატებით რისი გაკეთება შეიძლება ღვიძლის დაცვის მიზნით?

  • ნებისმიერი წამლის მიღება, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, საკვები დანამატებისა თუ ვიტამინების, შეუთანხმეთ ექიმს. ზოგიერთმა მედიკამენტმა, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლებმა, შესაძლოა მავნედ იმოქმედოს ღვიძლზე.
  • მოერიდეთ ალკოჰოლს, ვინაიდან იგი დააჩქარებს ღვიძლის დაზიანებას.

შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტის გავრცელება ინფიცირებულისგან ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე?

რამდენადაც C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება სისხლის საშუალებით, უნდა აღვკვეთოთ ისეთი ნივთების საერთო მოხმარება, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ სისხლთან კონტაქტი. ასეთებია: კბილის ჯაგრისი, სამართებელი, ფრჩხილის საჭრელი და ა.შ. მნიშვნელოვანია კანის მთლიანობის დარღვევის დროს დაზიანებული ადგილის დაფარვა, ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტის შემდეგ კანის ზედაპირის დამუშავება.

როგორ ავირიდოთ ჰეპატიტი?

  • უარი თქვით ნარკოტიკებზე

ყოველ შემთხვევაში, ნუ გამოიყენებთ ნახმარ შპრიცს.

  • კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩილების საჭრელი და სხვა პირადი მოხმარების საგნები მხოლოდ და მხოლოდ პირადი მოხმარების საგნებია! მსგავსი პირადი მოხმარების ნივთებით ინფექციის გავრცელება ნაკლებად ხშირია შპრიცებთან შედარებით, თუმცა პირის ღრუსა და კანზე არსებული დაზიანებების წყალობით შესაძლებელია მათი სისხლით დაბინძურება. C ჰეპატიტის ვირუსი კი სწორედ სისხლის საშუალებით ვრცელდება.
  • სქესობრივი კონტაქტისას გამოიყენეთ კონდომი. სქესობრივი კონტაქტი C ჰეპატიტით ინფიცირების ნაკლებად გავრცელებულ გზას წარმოადგენს. თუმცა, ინფიცირების რისკი იმატებს მრავლობითი სქესობრივი პარტნიორის ყოლის დროს.
  • ტატუს და პირსინგის გაკეთებისას ყურადღება მიაქციეთ აღჭურვილობის სტერილობას! თუ აღჭურვილობა არ არის სათანადოდ სტერილიზებული და მანამდე გამოყენებული იყო ინფიცირებულ პირზე, არსებობს აივ ინფექციით, B და С ჰეპატიტით ინფიცირების რისკი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის სტერილობას და ეწვიეთ მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებს.

Referrences:

http://www.ncdc.ge

NCDC&PH

ღვიძლის კიბო განსაკუთრებით დიდ პრობლემას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ქმნის

#post_seo_title

ღვიძლის კიბო

ღვიძლის კიბო განსაკუთრებით დიდ პრობლემას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ქმნის, სადაც, არსებული შეფასების მიხედვით, 2012 წელს მსოფლიოში დიაგნოსტირებული 782 000 ახალი შემთხვევიდან 83% გამოვლინდა. 2012 წელს მამაკაცებში გამოვლენილი 554 000 და ქალებში დიაგნოსტირებული 228 000 ახალი შემთხვევით იგი მამაკაცთა შორის მეხუთე ადგილზეა, ხოლო ქალთა შორის – მეცხრე ადგილზე.

მამაკაცებში მაღალი ინციდენტობის რეგიონებს აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (ასაკსტანდარტიზებული ინციდენტობის მაჩვენებლებია 31.9 და 22.2 შესაბამისად) წარმოადგენს. საშუალო მაჩვენებლები ვლინდება სამხრეთ ვროპაში (9.5) და ჩრდილოეთ ამერიკაში (9.3), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია ჩრდილოეთ ევროპასა (4.6) და სამხრეთ-ცენტრალურ აზიაში (3.7).

ქალებში მაჩვენებლები გაცილებით დაბალია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვლინდება აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის დასავლეთში (10.2 და 8.1 შესაბამისად), ხოლო ყველაზე დაბალი – ჩრდილოეთ ევროპაში (1.9).

liver cancer1

შისტოსომოზი (Shistosomosis) ანუ ბილჰარციოზი – მსოფლიოში და საქართველოში

შისტოსომოზი (Shistosomosis) ანუ ბილჰარციოზი
#post_seo_title

შისტოსომოზი (Shistosomosis) ანუ ბილჰარციოზი

ზოგადი მიმოხილვა მსოფლიოში და საქართველოში: შისტოსომოზი ტროპიკული
ჰელმინთების (ტრემატოდების) ჯგუფს განეკუთვნება და ფართოდაა გავრცელებული ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის რეგიონებში.

ჯანმოს მონაცემებით შისტოსომოზით დაავადებულთა 90% ცხოვრობს აფრიკის
კონტინენტზე, საჰარის უდაბნოს სამხრეთ ქვეყნებში. ჯანმოს 2014 წლის
შეფასებით, შისტოსომოზის მკურნალობა და პროფილაქტიური მკურნალობა
მსოფლიოში ესაჭიროებოდა 300 მილიონამდე ადამიანს. შისტოსომოზი გვხვდება
მსოფლიოს 78 ქვეყანაში. ჯანმოს შეფასებით შისტოსომოზისმიერი გართულებებით
მსოფლიოში ყოველწლიურად 20 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში
შისტოსომოზის პირველი შემთხვევები აღწერილია 1966 წელს, დაავადებები
შემოტანილ იქნა იემენიდან. შისტოსომოზით დაავადების ადგილობრივი
შემთხვევები აღრიცხულ-რეგისტრირებული არაა.
გამომწვევი აგენტი: დაავადების (შისტოსომოზის) გამომწვევია ორსქესიანი
სისხლის ორპირები, რომლებიც განეკუთვნებიან Shistosom-ას გვარს. არსებობს
შისტოსომოზის ორი ძირითადი კლინიკური ფორმა: ნაწლავის და შარდ-სასქესო
სისტემის, რომელთა გამომწვევია შისტოსომას 5 სახეობა:

მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: ადამიანთა დაინვაზირება ხდება
სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სხვა ისეთი საქმიანობისას,
როდესაც ადგილი აქვს პარაზიტების კვერცხებით დაბინძურებული მტკნარი
წყლის გამოყენებას. დასნებოვნება შესაძლებელია დაბინძურებულ წყალში
ტანსაცმლის რეცხვის დროსაც. ხშირია დაავადების შემთხვევები ტურისტებში,
რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ე.წ. ველურ, შეუსწავლელ ბუნებაში
მოგზაურობას. წყალსატევები წარმოადგენენ შისტოსომების შუამავალი პატრონის
მოლუსკების ბიოტოპებს. ადამიანის ორგანიზმიდან გამოყოფილი შისტოსომების
კვერცხების წყალში მოხვედრისას მათგან გამოდის წამწამებიანი მირაციდი,
რომელიც იჭრება მოლუსკის ორგანიზმში, სადაც მრავლდება და გარდაიქმნება
ცერკარიებად. ცერკარიები ტოვებენ მოლუსკის ორგანიზმს, წყალში ცურავენ და
კანისა და/ან ლორწოვანის გზით აქტიურად იჭრებიან ობლიგატური პატრონის
(ადამიანის) ორგანიზმში. სისხლის საშუალებით აღწევენ პერიტონეუმის ვენურ
სისტემას, სადაც 4-6 კვირის განმავლობაში ყალიბდებიან ზრდასრულ პარაზიტებად, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 14 და მეტი წელია.

შისტოსომოზი

ჟენევაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა – მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სათავო ოფისში გაიმართა

#post_seo_title

ჟენევაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება, ჟენევაში, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიული არჩევანისა და თავისუფლების სიმბოლოა, არამედ განასახიერებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობის გზაზე.
მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სათავო ოფისში გაიმართა და ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო – ივეალა, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც წარმომადგენლები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევაში, რევაზ ლომინაძემ.
ღონისძიებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 25-წლიან, წარმატებულ თანამშრომლობას.
ჯანდაცვის მინისტრი, შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვითაც გამოვიდა.

ხორხის კიბო: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და მკურნალობა — ექიმი დავით ბზიკაძე განმარტავს

#post_seo_title

ხორხის კიბო — რატომ უნდა მიმართოთ ექიმ დავით ბზიკაძეს

ხორხის კიბო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებულად ხშირად ვლინდება მამაკაცებში. სტატისტიკურად, შემთხვევათა 87% სწორედ მამრობითი სქესის წარმომადგენლებზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ხორხის კიბო ყველა ონკოლოგიურ დაავადებას შორის დაახლოებით 3%-ს შეადგენს, მამაკაცებში ის სიხშირით მეთერთმეტე ადგილზეა, ხოლო ქალებში — მეჩვიდმეტეზე.

დავით ბზიკაძე — ონკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და თავ-კისრის ქირურგი, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონის” წამყვანი სპეციალისტი, განმარტავს:

„ხორხის კიბო ხშირად გვხვდება მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარების ფონზე. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.“

ვინ არის რისკ-ჯგუფში?
მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც:

  • ეწევიან სიგარეტს
  • ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლს
  • მუშაობენ მტვერიან ან ქიმიურად დაბინძურებულ გარემოში
  • არიან 50-65 წლის ასაკშიხორხის კიბოს სიმპტომები — რა უნდა იცოდეთ

ხორხის კიბოს ნაადრევი გამოვლენა დამოკიდებულია იმაზე, ხორხის რომელ ნაწილში ვითარდება პათოლოგიური პროცესი:

მბგერავ იოგებზე (შუა სართული): ხმის ცვლილება;

იოგზედა მიდამოში: ყელში უცხო სხეულის შეგრძნება,
ყლაპვის გაძნელება;

იოგქვეშა მიდამოში:სუნთქვის გაძნელება,
ყლაპვის პრობლემები…

დროული კონსულტაცია ოტორინოლარინგოლოგთან — გადამწყვეტია!

ხორხის კიბოს მკურნალობა და პროგნოზი

დავით ბზიკაძე აღნიშნავს:

ადრეულ სტადიაზე, მხოლოდ სხივური თერაპიით, 80-95% შემთხვევაში ხორხის შენარჩუნება შესაძლებელია.“
მკურნალობის დაგვიანება იწვევს გართულებებს, თუმცა თუ საჭიროა ხორხის ამოკვეთა, არსებობს თანამედროვე მეთოდები ხმისა და მეტყველების რეაბილიტაციისთვის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

როგორ დავიცვათ თავი — ხორხის კიბოს პრევენცია

პრევენციის ძირითადი რჩევები:

  • თავი დაანებეთ მოწევას
  • შეამცირეთ ალკოჰოლის მოხმარება

ეწვიეთ ექიმს, თუ გაწუხებთ ხმის ცვლილება ან ყლაპვის პრობლემები

დასკვნა: მიმართეთ პროფესიონალს დროულად

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს აქვს ხორხის კიბოს სიმპტომები, მიმართეთ ექიმ დავით ბზიკაძეს. მისი გამოცდილება და მრავალწლიანი პრაქტიკა თავ-კისრის ონკოლოგიურ ქირურგიაში გახლავთ მაღალი ხარისხის მკურნალობის გარანტია.

დაუკავშირდით ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონს” ✨️

პირველი ტიპის დიაბეტის რევოლუციური მკურნალობა – შესაძლოა, დიაბეტისგან განკურნება რეალობა გახდეს – ახალი კვლევა

Study Finds COVID-19 Significantly Increases Risk of Type 2 Diabetes in Children
#post_seo_title

პირველი ტიპის დიაბეტის რევოლუციური მკურნალობა: ინსულინზე დამოკიდებულების გარეშე სიცოცხლის ახალი შანსი

პირველი ტიპის დიაბეტი მილიონობით ადამიანს აწუხებს და მისი მართვა ხშირ შემთხვევაში ყოველდღიურ ინსულინზეა დამოკიდებული. მიუხედავად ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობისა და მკაცრი გლუკოზის მონიტორინგისა, დაავადების სრულად შექცევა აქამდე თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა, ახალი ბიოტექნოლოგიური მიღწევა მედიცინაში დიდ იმედს იძლევა.

2023 წელს ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიული ექსპერიმენტი ჩაატარეს: 26 წლის პაციენტს გადაუნერგეს 1.5 მილიონი უჯრედი, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ და მისივე ღეროვანი უჯრედების მოდიფიცირებით შეიქმნა. ინოვაციური პროცედურის შედეგად, ორ თვეზე ნაკლებ დროში პაციენტმა ინსულინის ინიექციების საჭიროება სრულიად დაკარგა – რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიაბეტი შესაძლოა შექცევადად იქცეს.

ექვსი თვეში მის ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება იმდენად სტაბილური გახდა, რომ გლუკოზის დონე დღეში 98%-ზე მეტი დროის განმავლობაში ნორმალურ ზღვარში რჩებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თერაპია არა მხოლოდ ეფექტიანია, არამედ შესაძლოა პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებასაც მოჰყვეს, თუ შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნდება.

მანამდე დიაბეტის მძიმე ფორმებისთვის ალტერნატივად პანკრეასის ან ბეტა-უჯრედების ტრანსპლანტაცია მიიჩნეოდა, თუმცა ეს პროცედურები რთული, სახიფათო და დონორების დეფიციტის გამო შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ღეროვანი უჯრედების გამოყენება ახალ პერსპექტივად მიიჩნევა.

ჩინელმა სპეციალისტებმა ღეროვანი უჯრედების ტრანსფორმაცია ინოვაციური მეთოდით მოახერხეს: მათში სპეციფიკური ცილების ნაცვლად მცირე ზომის მოლეკულები შეიტანეს, რაც გენური ექსპრესიის ბუნებრივად გააქტიურებას შეუწყო ხელი. ეს მიდგომა წინა ცხოველის მოდელებზე წარმატებით გამოცადეს და ადამიანებზეც გადაინაცვლეს.

მიმდინარე კვლევაში ჯერჯერობით მხოლოდ სამი პაციენტია ჩართული, თუმცა პირველივე შედეგები მკვეთრად პოზიტიურია. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა კონტროლის ქვეშ იმყოფება და მეცნიერები გეგმავენ, მკურნალობა ფართო მასშტაბით გამოსცადონ სხვა ადამიანებზეც.

ეს პროგრესი მედიცინაში შესაძლოა გახდეს გარდამტეხი მომენტი პირველი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ და რეალურად მოიტანოს შანსი სრულ განკურნებაზე.

სინთეზური ქიმიური ნივთიერებები ჩვენს საკვებში – რა ტიპის ქიმიურ დაბინძურებას ვხვდებით საკვებში?

ულტრადამუშავებული საკვები ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს
#post_seo_title

სინთეზური ქიმიური ნივთიერებები ჩვენს საკვებში – საფრთხე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
თქვენ რას მიირთმევთ ყოველდღე? – პური, ბურგერი, წვენი, სოსისი, შოკოლადი, იოგურტი თუ „დახვეწილი“ საუზმე ყუთიდან? ამ ყველაფერში, შესაძლოა, იმალებოდეს ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის.
Nature Medicine-ში ახლახან გამოქვეყნებულმა დიდმა მიმოხილვამ [Martínez Steele et al., 2025] ნათლად აჩვენა, რომ ულტრადამუშავებული საკვები პროდუქტები (UPFs) შესაძლოა იყოს ფარული ქიმიური დაბინძურების წყარო, რაც იწვევს სერიოზულ ფიზიოლოგიურ და მეტაბოლურ დარღვევებს.
რა ტიპის ქიმიურ დაბინძურებას ვხვდებით საკვებში?
ქიმიური დაბინძურება საკვებში ექვს ძირითად ეტაპზე გვხვდება:
1. ნედლი საკვები და წყალი
• მიკროპლასტიკები
• პესტიციდები
• გარემოს დამაბინძურებლები
2. ტრანსპორტირება
• საკონტაქტო ქიმიკატები (FCCs), მიკროპლასტიკები
• ბიოციდები, დეზინფექტანტები
3. დამუშავება (პროცესინგი)
• ქიმიური დანამატები
• ჰიგიენური საშუალებები
• წარმოების ნარჩენები
4. შეფუთვა
• ბისფენოლი A (BPA), ფთალატები, DEHP
• პლასტიკური კომპონენტები და საღებავები
5. შენახვა და მომზადება
• მაღალი ტემპერატურით გამოყოფილი ტოქსინები
• დამატებითი კონტაქტი მიკროპლასტიკებთან
რა ზემოქმედება აქვს ამ ქიმიკატებს ჩვენს ორგანიზმზე?
ახალმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ მეტად დამუშავებული საკვების მოხმარება პირდაპირ არის დაკავშირებული შემდეგ დაავადებებთან:
● ფსიქიკური დარღვევები
• დეპრესია, ანგსტი, განწყობის რყევა
● კარდიომეტაბოლური დაავადებები
• ინსულინის რეზისტენტობა
• ტიპი 2 დიაბეტი
• გულის დაავადებები
• ქოლესტერინის დისბალანსი
● სიმსუქნე (მოზარდებში და ზრდასრულებში)
• BPA და DEHP პირდაპირ ასოცირდება მეტაბოლურ სინდრომთან
● რეპროდუქციული დარღვევები
• პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS)
• მამაკაცების უნაყოფობა (ფთალატები)
● ორსულობის გართულებები
• ნაყოფის გარდაცვალება
• ნაადრევი მშობიარობა
• პრეეკლამფსია
● ნაადრევი სიკვდილიანობა
• ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული შედეგები
რომელი ქიმიკატებია ყველაზე საშიში?
  • BPA (ბისფენოლი A) – გამოიყენება პლასტიკსა და შეფუთვაში
  • DEHP (ფთალატი) – პლასტიკის დამარბილებელი, რომელიც თერმოსაჩივლებში, შეფუთვებშია
  • PFOA (პერფლოროქტანური მჟავა) – გამოყენებულია ცხიმგამძლე ქაღალდსა და შეფუთვებში
ეს ქიმიკატები ცნობილია როგორც ენდოკრინული დისრაპტორები, რაც ნიშნავს, რომ ისინი ბაძავენ ან ბლოკავენ ბუნებრივ ჰორმონებს და იწვევენ სისტემურ დარღვევებს.
რა ხდება საქართველოში?
საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მკაცრი რეგულაციები ულტრა-დამუშავებული საკვების ქიმიურ უსაფრთხოებაზე, ბაზარზე ჭარბად გვხვდება იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქტები, რომელთა კონტროლი მინიმალურია.
მთავარი გამოწვევებია:
• სურსათის უვნებლობის რეგულაციების სუსტი აღსრულება
• შეფუთვებში და პლასტიკებში ტოქსიკური კომპონენტების დაურეგულირებელი გამოყენება
• საკვების დამუშავების ტექნოლოგიების და დანამატების გაუმჭვირვალობა
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„ჩვენს ყოველდღიურ საკვებში იმალება უხილავი საფრთხეები – ქიმიური დაბინძურება, რომლის მოქმედება შესაძლოა გამოჩნდეს წლების შემდეგ. დღეს რაც ბავშვმა მიირთვა, ხვალ შეიძლება მისი ჰორმონული სისტემა შეცვალოს. სახელმწიფომ და სამედიცინო საზოგადოებამ უნდა დაარეგულიროს საკვების ქიმიური უსაფრთხოება, ხოლო საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ჯანმრთელობა იწყება სახლში – არჩევანში, თუ რას ვაჭმევთ საკუთარ თავს და შვილებს.“
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
  • მოერიდეთ ულტრა-დამუშავებულ პროდუქტებს (შეფუთული წასახემსებლები, მზად საჭმელები, რაფინირებული პროდუქტები)
  • უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივ და ბუნებრივ პროდუქტებს
  • შეამოწმეთ შეფუთვები – მოერიდეთ “BPA” ან “plastic no. 7” ნიშანს
  • არ შეინახოთ ცხელი საკვები პლასტიკში
  • მოითხოვეთ რეგულაციები და გამჭვირვალობა საკვებ პროდუქტებთან მიმართებაში
წყაროები:
1. Martínez Steele EM, Monteiro CA. Synthetic chemical contaminants in foods and ultraprocessed foods: sources, types and health effects. Nature Medicine. 2025.
2. WHO. Endocrine-disrupting chemicals and health. 2023. https://www.who.int/…/detail/endocrine-disrupting-chemicals
3. EFSA. Microplastics and food safety. 2022. https://www.efsa.europa.eu/en/topics/topic/microplastics
გაიგეთ მეტი
შენი ექიმი – www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

რა არის მეთინელის ლურჯი? სად იყენებენ მეთინელის ლურჯს? – სიფრთხილით გამოყენება აუცილებელია!

წყლის და ტვინის კავშირი – რატომ არის ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
#post_seo_title

მეთინელის ლურჯი – სიფრთხილით გამოყენება აუცილებელია!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი

იცით თუ არა, რომ ერთი შეხედვით უბრალო „ლურჯი ხსნარი” — სინამდვილეში ძლიერი მედიკამენტია, რომელიც შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ან – უკიდურესად სახიფათო იყოს?

ეს არის მეთინელის ლურჯი – ნივთიერება, რომელსაც ხშირად ვიყენებთ სახლში, აფთიაქში, საავადმყოფოში… მაგრამ ძალიან იშვიათად ვიცით მისი რეალური თვისებები და საფრთხეები.

რა არის მეთინელის ლურჯი?

მეთინელის ლურჯი (Methylene Blue) – ეს არის ორგანული ფარავსი საღებავი, რომელსაც მედიცინაში იყენებენ სისხლის ჟანგბადის ფუნქციის აღსადგენად, ბაქტერიების გასანადგურებლად და დიაგნოსტიკურ პროცესებში.

იგი პირველად გამოყენებულ იქნა 1800-იან წლებში და დღემდე რჩება რამდენიმე სერიოზული მდგომარეობის მკურნალობის საშუალებად.

სად იყენებენ მეთინელის ლურჯს?

  1. მეტჰემოგლობინემია – მდგომარეობა, როდესაც ჟანგბადი ვერ გადადის ქსოვილებში. ამ დროს მეთინელის ლურჯი ფაქტობრივად სიცოცხლესაც კი შველის.
  2. შარდსასქესო სისტემის ინფექციები – ზოგჯერ პრეპარატი შარდში შეჰყავთ ან ლოკალურად იყენებენ.
  3. ნეიროდეგენერაციული დაავადებები – მიმდინარეობს კვლევები ალცჰაიმერის, პარკინსონის და ტვინის დაბერების პროცესში მისი სარგებლიანობის შესახებ.
  4. ანტისეპტიკური საშუალება – ჭრილობების, ანთებების და ფუნგალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისას.
  5. ლაბორატორიული მიზნები – უჯრედების შესაღებად და მიკროსკოპიული კვლევებისთვის.

მაგრამ… საფრთხე?

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ზოგჯერ სიცოცხლესაც კი გადაარჩენს, თვითნებური გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია! რატომ?

  • შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავბრუსხვევა, თავშეკავება, მაღალი წნევა ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
  • სეროტონინული სინდრომი – თუ ადამიანი სეროტონინ-გადამყვან მედიკამენტებს იღებს (მაგ. ანტიდეპრესანტებს), მეთინელის ლურჯი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია გამოიწვიოს.
  • ჭარბი დოზა – შესაძლოა ტოქსიკურ ეფექტამდე მივიდეს, განსაკუთრებით ბავშვებში.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„მეთინელის ლურჯი არ არის უბრალო ლურჯი ხსნარი, რომელსაც ჭრილობაზე წავისვამთ და გავივიწყებთ. ეს არის ძლიერი მედიკამენტი, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში სიცოცხლესაც შველის, მაგრამ შეცდომით ან თვითნებურად მიღებისას – ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს. მე მოვუწოდებ ყველას: არ გამოიყენოთ მეთინელის ლურჯი ექიმის რჩევის გარეშე. განსაკუთრებით ბავშვებთან და ორსულებთან უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ყოველი ფლაკონი აფთიაქში არ არის უსაფრთხო, მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგალურად იყიდება.“

როგორ მოვიქცეთ?

  • არ მივიღოთ მეთინელის ლურჯი შიგნით ექიმის დანიშნულების გარეშე.
  • არ გამოვიყენოთ ალტერნატიულ ან ფოლკლორულ მიზნებისთვის (მაგალითად, კანის “გასაწმენდად” ან შარდის “გადასაღებად”).
  • ბავშვებს არ მივაწოდოთ შემთხვევით – გადაყარეთ ძველი ბოთლები უსაფრთხოდ.
  • ინფორმაცია ჰკითხეთ პროფესიონალს, სანამ რაიმეს წავისვამთ ან დავლევთ.

წყაროები:

  • NIH. Methylene Blue: Mechanisms and Clinical Use. 2023.
  • WHO Drug Information Database. Methylene Blue Monograph. 2022.
  • Mayo Clinic. Drug Profile – Methylene Blue.
  • FDA Safety Warnings and Use Guidelines.

გაიგეთ მეტი:

შენი ექიმი – ჯანმრთელობის ენციკლოპედია საქართველოსთვის

www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.

გთხოვთ გააზიარეთ ეს პოსტი — ეს ინფორმაცია შეიძლება ერთ სიცოცხლეს მაინც გადაარჩინოს!

🧬 გსურთ დაბერების შენელება? – NMN და უჯრედული ენერგია Nature-ის ახალი  კვლევის მიხედვით 📌 პროფესორი გიორგი ფხაკაძე ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში ...

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #მეთინელისლურჯი #წამლებიარასწორად #შენიექიმი #გაფრთხილება

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights