საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
















ასევე მისთვის დამახასიათებელია შაკიკი, თავბრუსხვევა, სმენის გაუარესება და კოორდინაციის დარღვევა. საბედნიეროდ, ამ სიმპტომების პრევენცია გარკვეული პროფილაქტიკური ვარჯიშების ხარჯზე შეგვიძლია.
ვარჯიში კისრის ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ : ნიკაპი ქვევით ჩამოწიეთ და თავი ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ 5-ჯერ გადაწიეთ; ცოტათი აწიეთ ნიკაპი და თავი ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ 5-ჯერ გადაწიეთ; გადაწიეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ ყურით მხარს მიწვდეთ. გაიმეორეთ ორივე მხარეს 5-ჯერ. გააგრძდელე კითხვა
მომხსენებელმა, საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობის შესახებ ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ძირითადი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის საკმაოდ კარგი წელი გამოდგა. სამივე პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია. დინამიკურმა პორტფელმა გასული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა და წლიურმა ამონაგებმა 13.6% შეადგინა. დაბალანსებული პორტფელი ამავე პერიოდში 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ, სადაც გლობალური აქციების წილი ყველაზე დაბალია, 11.6% შეადგინა, რაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგია“, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, 2024 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საპენსიო სააგენტოს ინტეგრაცია მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამაში (RAMP), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სააგენტოს სტრატეგიული აქტივების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციებში ინვესტირება.
მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 8 363 პირზე გაცემულმა პენსიამ 40 მილიონ ლარამდე შეადგინა.
გიორგი ჭიჭინაძემ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცვლილებების თანახმად, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, შეიცვალა საპენსიო სააგენტოს დასახელება და სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი ეწოდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა.
სარძევე ჯირკვლის დაავადებები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:
კეთილთვისებიანი წარმონაქმნები უმეტეს შემთხვევაში არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეს, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას და მართვას:
მასტიტი – ლაქტაციის შემდგომი ანთებითი პროცესი, რომელიც შესაძლოა გართულდეს ჩირქოვანი ინფილტრატებით. მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას და, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევას.
მასტოპათია – ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებული ძუძუს ქსოვილის ცვლილება (კვანძოვანი, კისტოზური და ფიბროზული ფორმები).
ფიბროადენომა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ქალებში.
ყველაზე გავრცელებული ფორმაა ადენოკარცინომა, რომელიც ვითარდება ძუძუს სადინრების ან ჯირკვლის ქსოვილის უჯრედებიდან. დაავადება ხშირად დიაგნოსტირდება 40 წლის ზემოთ, თუმცა ბოლო წლებში შემთხვევები ახალგაზრდა ქალებშიც გაიზარდა.
ფაქტორები, რომლებიც ზრდის რისკს:
ქრონიკული სტრესი
აბორტების ისტორია
გვიანი მშობიარობა
არაჯანსაღი კვება და მჯდომარე ცხოვრების წესი
გარემოს მავნე ზემოქმედება
სარძევე ჯირკვლის კიბო რთულად პროგნოზირებადია. მცირე ზომის სიმსივნე შესაძლოა იყოს აგრესიული, ხოლო დიდი კვანძს ჰქონდეს ნელი ზრდა.
ამიტომ სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა აყალიბებს მკურნალობის სწორ სტრატეგიას და ზრდის შანსს, რომ ძუძუს ამოკვეთა (მასტექტომია) საჭირო არ გახდეს.
ბოლო წლებში დანერგილი სარძევე ჯირკვლის სკრინინგის პროგრამები ეფექტიანად მუშაობს. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი კიბოს შემთხვევაში მკურნალობა ხშირად ნაკლებად აგრესიულია:
🔹 შესაძლებელია ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციები
🔹 გამოიყენება მიზანმიმართული მედიკამენტური თერაპია
🔹 მკურნალობა ხდება ინდივიდუალურად მორგებული სქემით
🔹 გამოიყენება საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული მკურნალობის პროტოკოლები
მიზნობრივი თერაპია
ჰორმონოთერაპია
ქიმიოთერაპია ინდივიდუალური მიდგომით
ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციები კომპლექსური დაგეგმვით
„ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად დაგეგმილი მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის ძუძუს შენარჩუნების შანსს. მკურნალობის ყოველი ნაბიჯი ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული ქალის მდგომარეობასა და სიმსივნის ტიპზე.“
ჩაიტარეთ რეგულარული სკრინინგი ყოველ 1-2 წელიწადში
მიაქციეთ ყურადღება ძუძუს ფორმის ან სტრუქტურის ცვლილებებს
მოერიდეთ მავნე ჩვევებს და გაუფრთხილდით ჰორმონალურ ბალანსს
დროული ვიზიტი მამოლოგთან შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს
🎯 ადრეული დიაგნოსტიკა — მკურნალობის გზაზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
🩺 თანამედროვე ონკოლოგია დღეს გთავაზობთ მრავალ ალტერნატივას, რომლებიც არ მოითხოვს ძუძუს სრულ მოკვეთას.
დაამარცხეთ შიში — გაიარეთ სკრინინგი, იფიქრეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და იყავით დაცულნი!