უიშვიათესი შედეგი: კიბოს ახალმა მკურნალობამ ტვინის სიმსივნე 5 დღეში თითქმის გააქრო!

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
🤯 „ვაქცინაში ალუმინი აუტიზმს იწვევს“ — ამ არასწორმა იდეამ სოციალური ქსელი მოიცვაა, მაგრამ ახლა ახალმა, დიდმა კვლევამ საბოლოოდ დაამტკიცა: ეს სრული მითია.
📌 კვლევა დანიიდან — რაციონალური დასკვნა მშობლებისთვის
🧬 2024 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტსა და დანიის ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიერ, შეისწავლა 82,892 ბავშვი და დააკვირდა მათ ჯანმრთელობას 20 წლის განმავლობაში.
👉 შედეგი:
✅ არანაირი კავშირი ალუმინის შემცველ ვაქცინებსა და აუტიზმს შორის
✅ არ დაფიქსირებულა არც გონებრივი შეფერხება, არც ქრონიკული დაავადება
✅ ალუმინის შემცველობა ვაქცინაში 300-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყოველდღიურ საკვებში
🔍 ფაქტები და რიცხვები, რომლებიც უნდა იცოდეთ:
📌 ალუმინის ოდენობა ვაქცინებში
👉 ერთი ვაქცინა შეიცავს 0.125–0.85 მილიგრამ ალუმინს
👉 ახალშობილი ყოველდღიურად იღებს 7 მილიგრამამდე ალუმინს საკვებით ან წყლით
👉 ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი იღებს დღეში 0.04 მილიგრამს მხოლოდ რძიდან
📌 ვაქცინების უსაფრთხოება
🔹 WHO, CDC, EMA და UNICEF ერთხმად აცხადებენ —
ალუმინი ვაქცინებში აუცილებელი და უსაფრთხოა
🔹 50 წელზე მეტი გამოცდილება, მილიარდობით დოზა — 0 დაკავშირებული აუტიზმის შემთხვევა
📌 მშობლების მოლოდინები და რეალობა
📊 2023 წელს საქართველოში 1000 მშობელზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ
🔺 31% ფიქრობს, რომ ალუმინი ვაქცინებში საზიანოა
🔻 ხოლო 87%-მა თქვა, რომ არასდროს ჰქონიათ რეალური სამეცნიერო წყარო წაკითხული
რა არის ალუმინი და რატომ იყენებენ მას?
🧪 ალუმინი გამოიყენება როგორც ადიუვანტი — ეს არის ნივთიერება, რომელიც ეხმარება ვაქცინას, რომ მეტი და უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი გამოიწვიოს.
🔬 ალუმინის მოლეკულები რჩება ორგანიზმში ძალიან მცირე ხნით და სწრაფად გამოიდევნება თირკმელების მეშვეობით.
❓💬 ხშირად დასმული კითხვები
👉 რატომ არის ალუმინი ვაქცინაში საჭირო?
✅ ალუმინი აძლიერებს იმუნურ რეაქციას და ზოგ შემთხვევაში ამცირებს დოზების რაოდენობას.
👉 რამდენად სარისკოა ალუმინი ჯანმრთელობისთვის?
❌ არ არის სარისკო. ის გამოიყენება მედიცინაში 1930-იანი წლებიდან.
👉 აქვს თუ არა აუტიზმთან კავშირი?
🧠 არა! 15-ზე მეტი მასშტაბური კვლევა არ ადასტურებს არცერთ კავშირს.
👉 ვის უნდა ენდო — სოციალურ მედიას თუ მეცნიერებას?
📚 მეცნიერებას, რომელიც ეფუძნება ათწლეულებით დამტკიცებულ მონაცემებს და არა ფეისბუქ სტატუსებს.
🧠 დასკვნა პროფესორისგან
📌 საყვარელო მშობლებო, თუ გეშინიათ — ეს ბუნებრივია. მაგრამ გთხოვთ, საფუძვლიანად გადაამოწმეთ ყველაფერი.
📌 აუტიზმის გამომწვევი მიზეზი მრავალი და რთულია — მაგრამ ვაქცინა და ალუმინი ამ სიაში არ არის.
📌 ვაქცინა = თქვენი შვილის სიცოცხლის დაზღვევა. ხოლო შიში = გაუცნობიერებელი რისკი.
📌 წყაროები:
1. Nygaard JF et al. “No association between aluminum adjuvants and autism spectrum disorder.” JAMA Pediatrics, 2024.
2. CDC. “Ingredients of Vaccines – Fact Sheet.” cdc.gov
3. WHO. “Vaccine Safety Basics.” who.int
📲 გინდა მეტი სანდო და მარტივად გასაგები ინფორმაცია?
მობრძანდი ჩვენს გვერდზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #sheniekimi #გიორგიფხაკაძე #ვაქცინაცია #აუტიზმი #ჯანმრთელობა #პედიატრია @highlight SheniAmbebi.ge • შენი ამბები Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შემოგთავაზებთ 10 შემთხვევას, როდესაც ასპირინის საოცარ ეფექტს თქვენი საკუთარი თვალით დაინახავთ და იგრძნობთ.
გეხმარებათ გამონაყრის წინააღმდეგ ბრძოლაში: ასპირინი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო საშუალებაა. ის აწყნარებს კანს და ამცირებს გამონაყარს. 2-3 აბი ასპირინი დაფხვენით და შეურიეთ ლიმონის წვენში. ნარევი წაისვით გამონაყარზე, გაიჩერეთ 1 წუთი და ჩამოიბანეთ. დაიმახსოვრეთ, თუ გარეთ უნდა გახვიდეთ ანუ მზეზე ყოფნის წინ ეს საშალება არ უნდა წაისვათ ( მზის სხივების მოხვედრის შედეგად შესაძლოა ლაქები დაგრჩეთ სახეზე) გააგრძელეთ კითხვა
გიბუჟდებათ თითები, ხელები და ფეხები?
ეს დაკავშირებულია სისხლძარღვებთან. ამ პრობლემას ყურადღების მიქცევა სჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.
შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის ძირითადი იგრედიენტი სელის თესლია. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
“საჭიროებიდან გამომდინარე, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ზოგჯერ მეზობელ ფილიალებსაც ეხმარებიან.
რუსთავის რაიონული სამსახურის მე-4 ბრიგადას გამოძახებაზე გასვლა მეზობელ რაიონში მოუწია.
გამოძახება ლოზუნგით-მშობიარობა.
ადგილზე მისულ ბრიგადას ორსული ქალბატონი მუცლის მოვლითი ტკივილებით დახვდა.
პარამედიკოსი ანა კაპანაძის გადმოცემით, მან მყისიერად შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და სწრაფად შეათანხმა ჰოსპიტალიზაცია. ტრანსპორტირების პროცესში მუცლის ტკივილმა იმატა და დაეწყო მშობიარობა, რის გამოც საჭირო გახდა მანქანის შეჩერება და ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმის დამსახურებით დაიბადა ჯანმრთელი გოგონა, რომელმაც მაშინვე იტირა.
აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ ბრიგადის წევრებისთვის ეს მანქანაში მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა გახლდათ.
დედაც და ახალშობილიც სტაბილური მდგომარეობით რუსთავის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნენ გადაყვანილნი.
#გვეამაყება
პარამედიკოსი – ანა კაპანაძე
ექთანი – მეგი სიბაშვილი
მძღოლი – შალვა ღონღაძე
#შენისიცოცხლისგადასარჩენად”, – აღნიშნულია Facebook-პოსტში.


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ეს ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროცედურის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომლის მიზანიც დედის ორგანიზმში მიტოქონდრიული დეფექტების შემთხვევაში ბავშვი სხვადასხვა განუკურნებელი მემკვიდრეობით დაავადების განვითარების თავიდან აცილებაა.
ამ შემთხვევაში ბავშვი დნმ-ის უდიდესი ნაწილს ორი მშობლისგან იღებს და მხოლოდ გენების 0,1%-ს (37 გენს) ქალი დონორისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ნაყოფი ყველა მიტოქონდრიას დედისგან იღებს, სახიფათო გენები შესაძლოა ქალის ყველა შვილს გადაეცეს. დეფექტების გამო, მიტოქონდრიები ორგანიზმს აუცილებელ ნივთიერებებს ვერ აწვდიან, რაც ტვინის დაზიანებას, კუნთების გამოფიტვას, გულის უკმარისობას და უსინათლობას იწვევს. დეფექტური მიტოქონდრიების დონორის ჯანმრთელი გენეტიკური მასალით ჩანაცვლებისას ბრიტანეთში დაბადებული რვავე ბავშვი ამ რისკებისგან თავისუფალი აღმოჩნდა.
ეს პროცედურა ბრიტანეთში უკვე 10 წელია ლეგალურია, თუმცა მტკიცებულებები მისი ეფექტიანობის შესახებ საჯაროდ პირველად გამოქვეყნდა. ბავშვები სამი ადამიანის დნმ-ით დაიბადნენ ასევე საბერძნეთში, მექსიკასა და უკრაინაში, თუმცა დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ამ პროცედურას ლეგალური სტატუსი მიანიჭეს.
ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ პროფესიონალი ნუტრიციოლოგის რჩევები, ცვლილებების სურვილი და ლტოლვა უფრო ჯანსაღი ხვალინდელი დღისთვის.
დღეს ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს მნიშვნელოვან და პრაქტიკულ რჩევებს დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი ანა ზარანდია გაუზიარებს:
— რა უნდა გავითვალისწინოთ დაბალანსებული კვების შედგენის დროს? რომელიც ხელს უწყობს წონის კლებას?
— თავდაპირველად უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვით: დაბალანსებული კვება, ეს არის კვების ტიპი, რომელიც არ გულისხმობს კვების მკაცრ შეზღუდვებს. ეს არ არის დიეტა. ასეთი ტიპის კვება არის მრავალფეროვანი და არ არის მოსაბეზრებელი. ის შეიცავს ყველა იმ მაკრო და მიკრო ნუტრიენტს, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი კვებისთვის. დაბალანსებული კვების დროს უნდა გავითვალისწინოთ, როგორც საკვების რაოდენობა, ასევე პროპორცია. რაოდენობის დაცვაში კი დაგვეხმარება თეფშის ზომა, სწორედ ეს არის პირველი რეკომენდაცია,რომელსაც ვაძლევ პაციენტებს: გააკეთონარჩევანი თეფშზე, რომლის დიამეტრიც არ აღემატება 20-21 სმ. ამ ზომის თეფშის შერჩევა უკვე შეგვზღუდავს საკვების რაოდენობაში. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის პროპორცია. პროპორცია უნდა იქნას დაცული სხვდასხვა საკვებ ჯგუფებს შორის და აუცილებელია თეფშის 1/4-ს შეადგენდეს ცილა, 1/4 ნახშირწყლები, კერძოდ კი, არჩევანი უნდა გავაკეთოთ რთულ ნახშირწყლებზე. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
🩺 რა არის დიაბეტი?
დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის მომატებულ დონეს. არსებობს ორი ძირითადი ტიპი:
• ტიპი 1: ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს — ჰორმონს, რომელიც აკონტროლებს შაქრის დონეს.
• ტიპი 2: ორგანიზმი გამოიმუშავებს ინსულინს, მაგრამ ვერ იყენებს მას ეფექტიანად.
შედეგად, ვითარდება ჰიპერგლიკემია — ანუ სისხლში შაქრის მომატება, რაც გრძელვადიანად აზიანებს ნერვულ სისტემას, სისხლძარღვებს, თირკმელებს, თვალებს და კიდურებს. დიაბეტის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის უკმარისობა და მხედველობის დაკარგვა.
🔍 რა სიმპტომები აქვს დიაბეტს?
სიმპტომები შეიძლება იყოს მკვეთრი ან დამალული, განსაკუთრებით ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში.
ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
• წყურვილის ძლიერი შეგრძნება
• გახშირებული შარდვა
• მხედველობის დაბინდვა
• მუდმივი დაღლილობა
• წონის მოულოდნელი კლება
👩⚕️ როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
სისხლში შაქრის დონე მარტივად იზომება და დიაბეტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შესაძლებელია.
მკურნალობა მოიცავს:
• სისხლში შაქრის დონის კონტროლს
• მედიკამენტების დანიშვნას
• წნევის და ქოლესტერინის კონტროლს
• შესაძლო გართულებების — თვალის, თირკმლის, ფეხის — პერიოდულ მონიტორინგს
❗ იცოდით?
✔️ მსოფლიოში 422 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დიაბეტით
✔️ დიაბეტი არის სიბრმავის, თირკმლის უკმარისობის, გულის შეტევის და ქვედა კიდურის ამპუტაციის მთავარი მიზეზი
✔️ ცხოვრების ჯანსაღი წესით შესაძლებელია ტიპი 2 დიაბეტის თავიდან აცილება
👉 როგორ ავიცილოთ თავიდან ან გავაკონტროლოთ ტიპი 2 დიაბეტი?
ტიპი 2 დიაბეტი მჭიდროდ უკავშირდება ცხოვრების სტილს.
შესაძლებელია მისი თავიდან აცილება ან დაგვიანება, თუ დავიცავთ შემდეგ რეკომენდაციებს:
ჯანსაღი წონის შენარჩუნება
🏃♀️ დღეში მინიმუმ 30 წუთი ფიზიკური აქტივობა
🥦 ჯანსაღი კვება — ნაკლები შაქარი და გაჯერებული ცხიმები
🚭 თამბაქოს სრული შეწყვეტა
📡 როგორ ეხმარება ტელემედიცინა დიაბეტის მქონე პაციენტებს?
საქართველოში უკვე 110 სოფლის ამბულატორიაში ხელმისაწვდომია ტელემედიცინა.
ეს ნიშნავს, რომ პაციენტს შეუძლია:
• დიაბეტზე კონსულტაცია მიიღოს თავის სოფელში
• ვიდეოკავშირში მოხვდეს ენდოკრინოლოგთან ან ოფთალმოლოგთან
• ციფრული ოფთალმოსკოპით შეამოწმოს თვალის მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტით გამოწვეული სიბრმავის თავიდან ასაცილებლად
• მიღოს შესაბამისი დანიშნულება და მკურნალობის გეგმა
📲 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
✔ მიიღე სანდო და უახლესი ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details…
📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #accreditationge #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #sheni #sheniambebi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi