ორშაბათი, მაისი 11, 2026

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში
#post_seo_title

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

შესავალი

დედათა და პერინატალური ჯანმრთელობა წარმოადგენს პრიორიტეტს მთელი
მსოფლიოსათვის. საერთაშორისო შეთანხმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის
დეკლარაციის საფუძველზე, ქალთა და ბავშვთა უპირველესი უფლებაა ჰქონდეთ
უნივერსალური ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებთან,
მიუხედავად მათი რასის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა, კულტურული და
რელიგიური კუთვნილებისა [1].
ათასწლეულის განვითარების მიზანთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს 2015 წლისათვის
უნივერსალური ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, ხოლო ამ მიზნის ერთ-ერთ ამოცანაა დედათა სიკვდილიანობის შემცირება [2].
გაეროს სააგენტოების, დონორების, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისა და სხვა
დაინტერესებული პარტნიორების მიერ 2014 წლის გაზაფხულზე განხილული იქნა 2015
წლის შემდგომი განვითარების მიზნები. შემუშავებულ იქნა სტრატეგია და დასახულ იქნა მიზნები თითოეული ქვეყნისათვის იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დედების პრევენტაბელური დაავადებებითა თუ მდგომარეობებით გამოწვეული გარდაცვალება. [3].
დამოუკიდებელ ექპერტთა ჯგუფის (iERG) მიერ 2014 წელს შემუშავებულ დოკუმენტში
პოსტ-2015 დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების შესახებ, მთავარ
სლოგანად წარმოდგენილი იყო; „დედათა გარდაცვალების პრევენტაბელური მიზეზების
ელიმინაცია ეფექტური სტრატეგიისა და ინტერვენციების გზით“. დოკუმენტის თანახმად,
დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება მიჩნეული იქნა, როგორც ქვეყნების დაუსრულებელი მისია და შემოთავაზებული იქნა ორი სამოქმედო გეგმა: „სამოქმედო გეგმა ყოველი ახალშობილისათვის“ და „დედათა სიკვდილის პრევენტაბელური მიზეზების ელიმინაცია“.

აღნიშნული გეგმების მიხედვით, განისაზღვრა, რომ 2030 წლისათვის დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება 2/3-ით, ხოლო საბაზისო მონაცემად მიჩნეული იქნა 2010 წლის მაჩვენებელი (4).

დედათა სიკვდილის პრევენტაბელურ მიზეზთა შემცირების პრიორიტეტულ
ინტერვენციებად მიჩნეულია შემდეგი:

1. დედათა გარდაცვალების, ავადობისა და უნარშეზღუდულობის მონაცემთა დეტალური ანალიზი იმისათვის, რომ შემუშავებული იქნას
ეფექტური ინტერვენციები;

2. ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის მენეჯმენტის გაძლიერება/სრულყოფა და ინტეგრირებული მართვა.;

3. სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესება;

4. ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება (სამედციცინო კადრები, მედიკამენტები და ინოვაციური მიდგომები);

5.დედათა ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და უთანასწორობის დაძლევა;

6. პარტნიორის, ოჯახის და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მართვაში;

7. ქალთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის და ასევე მკვდრადშობადობის შესახებ მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება (4).

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

დედათა სიკვდილიანობის ეპიდკვლევა 2013 – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დედათა სიკვდილიანობას განმარტავს, როგორც

რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირუსმა ორსულზე და როგორ შეიძლება სხვადასხვა ვირუსის პრევენცია.
#post_seo_title

დედათა სიკვდილიანობის ეპიდკვლევა 2013

შესავალი

ათასწლეულის განვითარების მე-5 მიზანი: დედათა სიკვდილიანობის ¾-ით შემცირება

დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ათასწლეულის  მე-5 მიზნის შეფასების ინდიკატორს წარმოადგენს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დედათა სიკვდილიანობას განმარტავს, როგორც ქალის სიკვდილს, ორსულობისას ან ორსულობის დასრულებიდან 42 დღის განმავლობაში (ორსულობის ხანგრძლივობისა და ლოკალიზაციის მიუხედავად), რომელიც გამოწვეულია ორსულობასთან დაკავშირებული ან ორსულობისა და მისი მართვის შედეგად გამწვავებული ნებისმიერი მიზეზით, მაგრამ არა უბედური შემთხვევისა ან შემთხვევითი გარემოებით. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-10 გადახედვის მიხედვით, დაავადებათა კლასიფიკაციის სისტემაში შემოღებულ იქნა ახალი კონცეფცია, დედათა გვიანი სიკვდილიანობის შესახებ (ორსულობის დასრულების 43-ე დღიდან ერთი წლის განმავლობაში–WHO, 2004)

გაეროს დედათა სიკვდილიანობის შეფასების სააგენტოთაშორისი ჯგუფის (MMEIG) გათვლებით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1990 წელს შეადგენდა 63/1000000 ცოცხალშობილზე. შესაბამისად, საქართველოსთვის დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის სამიზნე 2015 წლისთვის 16.0/1000000 ცოცხალშობილით განისაზღვრა.

2013 წელს, საქართველოს  მიერ MMEIG-ისათვის წარდგენილი იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც დეტალურად  გააანალიზდა მათ მიერ დააგარიშებისას გამოყენებული მეთოდოლოგია და წყაროები. ამ წყაროთაგან ერთ-ერთი ჩაითვალა არა ვალიდურად. აქედან გამომდინარე, MMEIG-ეს მიერ მოხდა დედათა სიკვდილიანობის შეფასებითი მაჩვენებელის კორექტირება.

MMEIG მონაცემებით, საქართველო მოიაზრება ე.წ. B ჯგუფის ქვეყნებს შორის, ანუ იგი წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს დედათა სიკვდილის შემთხვევების აღრიცხვის სრულყოფილი სისტემა. MMEIG მონაცემებით 2013 წლისთვის საქართველოში დედათა სიკვდილიანობის შეფასებითმა მაჩვენებელმა შეადგინა 41.0/1000000 ცოცხალშობილზე. ხოლო ოფიციალური სტატისტიკით 22.8/1000000 ცოცხალშობილზე.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2009 წლიდან წარმოებს დედათა სიკვდილიანობის მიზეზების ანალიზი, რომლის შედეგების მიხედვით  დედათა სიკვდილიანობის სტრუქტურის დინამიკა შემდეგია: 2009 წელს დაუზუსტებელი მიზეზით გამოწვეული დედათა სიკვდილიანობის წილი იყო მაღალი (27%), რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი გახლდათ მელოგინეთა ინფექციები/სეფსისი, სასუნთქი სისტემის დაავადებები. აღნიშნული კლინიკური მდგომარეობები ართულებენ ორსულობას, მშობიარობას, ლოგინობის ხანას და წარმოადგენენ არაპირდაპირ სამეანო მიზეზებს.

მიუხედავად წინა წლებში დედათა სიკვდილობის სტრუქტურაში ვირუსული ინფექციების მაღალი მაჩვენებლისა, 2013 წელს, ამ ნოზოლოგიათა წილი შემცირდა, დინამიკა დადებითია.

კერძოდ სასუნთქი სისტემის დაავადებებით გარდაცვლილ დედათა პროცენტული წილის 5.5%-ით შემცირება.

2014 წელს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა 2013 წელს გარდაცვლილ დედათა სიკვდილის მიზეზების  შესწავლის მიზნით.

კვლევა

კვლევის მიზანი იყო 2013 წლის დედათა სიკვდილის სავარაუდო შემთხვევების შესწავლა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლა. მონაცემები შეგროვდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ანალიზის საფუძველი გახდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, დედათა სიკვდილის სავარაუდო შემთხვევების შესახებ შემოსული რუტინული სტსტისტიკური ინფორმაცია და დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (დზეის) მონაცემები. ეპიდკვლევის ერთ-ერთ მიზანს სიკვდილის ძირითადი მიზეზების დადგენა წარმოადგენდა,

მეთოდები

რეტროსპექტული და აღწერილობითი კვლევა დაფუძნებული იყო დედათა სიკვდილიანობის აქტიური ზედამხედველობის პრინციპებზე. შესწავლილი იქნა სოციოეკონომიკური და ქცევითი დეტერმინანტები, ასევე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ფაქტორები.

კვლევის ინსტრუმენტები:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის აუდიტის კითხვარი
  • ვერბალური აუტოფსიის კითხვარი
  • ჩაღრმავებული ინტერვიუს გზამკვლევი

კვლევის მეთოდოლოგია: (1) სამედიცინო დოკუმენტაციის მიმოხილვა სპეციალური კითხვარის საშუალებით, (2) ვერბალური აუტოფსია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, 3) ჩაღრმავებული ინტერვიუ  სამედიცინო პერსონალთან.

შესწავლილი იქნა დედათა სიკვდილის 22 სავარაუდო შემთხვევა. მოპოვებული მონაცემები დამუშავებული იქნა წინასწარ შედგენილი პროტოკოლის მიხედვით.

ეპიდემიოლოგიური კვლევისათვის შემუშავებული და ადაპტირებული იქნა კითხვარები, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციის, ისევე ვერბალური აუტოფსიისთვის.

ოჯახური შინამეურნეობების შესწავლისას გამოყენებული იქნა შემოსავლების მიხედვით ოჯახების კვინტილებად დაყოფის მექანიზმი. კერძოდ, ოჯახები დაყოფილი იქნა შემდეგ კვინტილებად: I კვინტილი – ≤2600 ლარი, II კვინტილი – >2600 და ≤5000, III კვინტილი – >5000 და ≤10000, IV კვინტილი – >10000 და ≤20000 და V კვინტილი – >20000 ლარი.

დამატებითი ინფორმაციის სახით გამოყენებული იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები საარსებო მინიმუმის შესახებ კონკრეტული შემადგენლობის მქონე ოჯახისათვის.

 შედეგები

კვლევისას ყურადღება გამახვილებული იყო მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის აქტუალურ ასპექტებზე. თითოეული შემთხვევა შესწავლილ იქნა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, კლინიკური მონაცემების ანალიზი (სამედიცინო მომსახურების ხარისხი, და ა. შ) არ შეადგენდა კვლევის ინტერესს.

დედათა სიკვდილის 22 სავარაუდო შემთხვევიდან შესწავლილი და დადასტურებული იქნა 19: 16 დედის ადრეული გარდაცვალებისა და 3 დედის გვიანი გარდაცვალების შემთხვევა. დედათა ადრეულ გარდაცვალებათა 12 შემთხვევაში დედის სიკვდილი გამოწვეული იყო პირდაპირი სამეანო მიზეზით[1], ხოლო 4 შემთხვევაში არაპირდაპირი[2] სამეანო მიზეზით. დედათა გვიანი გარდაცვალების შემთხვევების სავარაუდო 5 შემთხვევიდან დადასტურდა დედის გვიანი გარდაცვალების 4  შემთხვევა. ხოლო ერთი შემთხვევა ასოცირებული იყო დედის დანაკარგთან.

დედათა სიკვდილის ადრეულ შემთხვევათა შორის  67%-ში გარდაცვალება დაფიქსირდა სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო შემთხვევათა 33%-ში ქალი გარდაიცვალა ბინაზე. დედათა გვიანი სიკვდილის შემთხვევაში სამივე გარდაიცვალა ჰოსპიტალში.

დედის ადრეული სიკვდილის გამომწვევი მიზეზები შემდეგნაირად გადანაწილდა: სეფსისი/სეპტიცემია – 31%, სისხლდენა – 19%, გრიპისმაგვარი ვირუსული ინფექცია A (H1N [≈ The weight of an average apple]1) – 19%, პრეეკლამფსია – 13%, ლოგინობის ხანის გართულება დაუზუსტებელი (ICD 10-O90.9) – 6%; სამეანო სიკვდილი დაუზუსტებელი (ICD1O-O95) – 6%;  ტუბერკულოზი – 6.%; გარდაცვლილ ქალთა 52.5%-ს ანამნეზში აღენიშნებოდა მკვდრადშობადობა, ხოლო 10.5%-ში ორსულობის შეწყვეტა – თვითნებითი აბორტით.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სიკვდილის შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა: გარდაცვლილ დედათა 32% იყო 24 წელზე ნაკლები ასაკის, 5% – 25-30 წლის, 58% – 31-დან 40 წლამდე, ხოლო 5% – 41 წელზე მეტის. შემთხვევათა უმრავლესობა (42%) რეგისტრირებულია თბილისში, 26% იმერეთის რეგიონში, 11-11% მცხეთა-თიანეთსა და სამეგრელოში, ხოლო შემთხვევათა 5-5% დაფიქსირდა  კახეთსა და ქვემო ქართლში.

სოციალური დეტერმინანტების შესწავლა შესაძლებელი გახდა 18 შემთხვევაში. ერთ შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახმა უარი განაცხადა ეპიდკვლევაში მონაწილეობის მიღებაზე. სოციალური ფაქტორების შესწავლით გამოვლინდა, რომ გარდაცვლილთა ოჯახები შემოსავლების მიხედვით თანაბრად გადანაწილდა. მესამედი ცხოვრობს უკიდურესად მძიმე პირობებში, ზოგი მათგანი არის სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი ან ცდილობს სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებას. შესწავლილ შემთხვევათა ორი მესამედი თანაბრად გადანაწილდა საშუალო შემოსავლების III და II კვინტილზე.

განხილვა

დედათა სიკვდილის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის პრევენცია შესაძლებელი იყო რისკის დროული გამოვლენისა და შესაბამისი ჩარევის პირობებში. დედათა ადრეული სიკვდილის  შემთხვევათა უმეტესი ნაწილი გამოწვეული იყო პირდაპირი სამეანო მიზეზით, როგორიცაა სეფსისი/სეპტიცემია, სისხლდენა თუ პრეეკლამფსია. უნდა აღნიშნოს, რომ ხშირად ადგილი ჰქონდა სერვისის მიწოდების ან რეფერალის განხორციელების დაგვიანებას.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დედათა სიკვდილის მიზეზის რეპორტირება. როგორც წესი, გარდაცვალების სამედიცინო ცნობის შევსება ხდება არასამედიცინო პერსონალის მიერ, როგორიცაა იურისტი, სტატისტიკოსი და ა. შ. ამასთან მათ არ აქვთ ცოდნა და გამოცდილება  სიკვდილის ძირითად და უშუალო  მიზეზებს შორის დიფერენცირების განსახორციელებლად და ჩვეულებრივ ხდება ამ ორი ცნების ერთმანეთში აღრევა. ხშირად სამედიცინო დაწესებულებების მიერ ხდება სიკვდილის უშუალო მიზეზის რეპორტირება და ამ დროს სიკვდილის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იკარგება. ეპიდკვლევის ერთ-ერთ მიზანს სწორედ სიკვდილის ძირითადი მიზეზების დადგენა წარმოადგენდა, რისთვისაც ეპიდკვლევის ჯგუფს უხდებოდა ერთი კონკრეტული გარდაცვლილი ქალის სამედიცინო შემთხვევის შესწავლა სხვადასხვა კლინიკაში რეფერალის ან რეჰოსპიტალიზაციის დროს.

კვლევამ გამოავლინა ანტენატალური მომსახურების კრიტიკულად დაბალი ხარისხი ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ანტენატალური მოცვა საკმაოდ მაღალია (2012 წლის მონაცემებით, 4 და მეტი ვიზიტი გაიარა ანტენატალურ მეთვალყურეობაზე აყვანილ ქალთა 84.6%-მა), ორსულობასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა დროულად არ ხდება. ასე მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში, მიუხედავად ხშირი ანტენატალური ვიზიტებისა, ვერ მოხდა ტუბერკულოზის დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა. მეორე შემთხვევაში კი ქალთა კონსულტაციაში, ვერ მოხერხდა დილატაციური კარდიომიოპათიის ფონზე მიმდინარე ორსულობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, რამაც საბოლოოდ დედის სიკვდილი გამოიწვია. საბედნიეროდ, სადღეისოდ ინიცირებულია აქტივობები ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის მიმართულებით, რამაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად  უნდა გააუმჯობესოს ანტენატალური მომსახურების ხარისხი და ორსულთა პატრონაჟი.

შესწავლილი შემთხვევებიდან 6-ში განხორციელდა რეფერალი, ხოლო 1 შემთხვევაში მოხდა რეჰოსპიტალიზაცია. განხორციელებული 6 რეფერალიდან 4-ში ეს საჭირო გახდა იმის გამო, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ მოხდა ადექვატური სამედიცინო დახმარების გაწევა, 2 შემთხვევაში პაციენტის გადაყვანა მოხდა სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში. ამ უკანასკნელი შემთხვევების ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტის გადაყვანა არ მოხდა დროულად, რამაც დაამძიმა გამოსავალი.

შემთხვევათა 52.6%-ში განხორციელდა საკეისრო კვეთა. 2 შემთხვევაში საკეისრო კვეთა გაკეთდა  მაშინ, როცა ქალი იმყოფებოდა ტერმინალურ მდგომარეობაში ისეთი გართულებების არსებობისას, როგორიცაა სეპტიცემია, სისხლდენა და ა.შ.

დედათა სიკვდილის შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოთვლილი იქნა დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ცოცხალშობილზე, რომელმაც შეადგინა 27.8.

ეპიდკვლევით გამოვლინდა,  რომ დედათა სიკვდილის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა გამოწვეული იყო შემთხვევათა მართვის დეფექტებით და ასევე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის გათვითცნობიერების კრიტიკულად  დაბალი დონით.

რეკომენდაციები 

  • ანტენატალური-პერინატალური მომსახურების დონეებად დაყოფა ანუ რეგიონალიზაცია;
  • რეფერალური სისტემის  სრულყოფა;
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • კონტრაცეპტივებით მომარაგებისა და შესაბამისი კონსულტირების უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტის ფარგლებში;
  • მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სფეროში სხვადასსხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
  • ოჯახის/თემის თანამონაწილეობის სტრატეგიის შემუშავება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების მიმართულებით, ოჯახზე ორიენტირებისა და კულტურული კუთვნილების გათვალისწინებით;

დალი ტრაპაიძე

ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს მათავარი სპეციალისტი

ლელა შენგელია

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი



[1] დედათა სიკვდილობის პირდაპირი მიზეზი არის დედის სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია სამეანო გართულებებით ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ეს შეიძლება მოხდეს სამედიცინო ჩარევების, სამედიცინო შეცდომების, არასწორი მკურნალობის ან მთელი რიგი პრობლემების ჯაჭვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილს. მაგალითად, დედის სიკვდილი სამეანო სისხლდენის შედეგად ან ჰიპერტენზიის გამო ორსულობისას ან ანესთეზიის გართულებისას ან საკეისრო კვეთისას.

[2] არაპირდაპირი სამეანო სიკვდილობა შეიძლება გამოწვეული იყოს წინამორბედი დაავადებით ან ორსულობისას განვითარებული პათოლოგიით, რომელიც განპირობებული იყო არა პირდაპირი სამეანო მიზეზით, არამედ გამწვავებული იყო ორსულობის ფიზიოლოგიური ეფექტით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

რა არის ბავშვთა დემენცია, როგორ შეიძლება ის გამოვლინდეს და რა იწვევს მას

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
#post_seo_title

როდესაც დემენციაზე ვსაუბრობთ, უმეტესობას ხანდაზმული ადამიანი წარმოუდგენია, რომელიც თანდათანობით კარგავს გონებრივ შესაძლებლობებს.

თუმცა, მსგავსი პრობლემა შეიძლება ბავშვებშიც გამოვლინდეს. ეს არ არის “დემენცია” პირდაპირი მნიშვნელობით — როდესაც ასაკობრივი ცვლილებების გამო კოგნიტური ფუნქციების დეგრადაცია ხდება, მაგრამ სიმპტომები და შედეგები შეიძლება ზუსტად ისევე გამოიყურებოდეს. რას გულისხმობს ბავშვთა დემენცია და როგორ შეიძლება ის გამოვლინდეს.

რა არის ბავშვთა დემენცია

ბავშვთა დემენცია არის იშვიათი, მაგრამ მძიმე დაავადება, რომლის დროსაც ბავშვი თანდათანობით კარგავს უკვე შეძენილ უნარებს. მეტყველება, მეხსიერება, მოძრაობა, თვითმოვლის უნარი — ყველაფერი ეს დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს. ხანდაზმულ ადამიანებში განვითარებული დემენციისგან განსხვავებით, ბავშვებში ის უმეტესად გამოწვეულია გენეტიკური და მეტაბოლური დარღვევებით. გააგრძელეთ კითხვა

 

 

 

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

ახალ თაობაში დემენციის რისკი იკლებს — კვლევის შედეგები

დემენციის 5 ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ - ამ ნიშნის შესახებ ალბათ არ იცოდით
#post_seo_title

მსოფლიოში ამჟამად დემენციის შემთხვევები იმატებს. 2021 წელს ამ დიაგნოზით 57 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 2050 წლისთვის კი რაოდენობის 153 მილიონამდე გაზრდაა მოსალოდნელი. ამის მიუხედავად, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობებში მსგავსი ნეიროდეგენერაციული პრობლემების რისკი სულ უფრო იკლებს.

მეცნიერებმა აშშ-ის, ევროპისა და ინგლისის მოსახლეობის ჯანმრთელობის მონაცემები გამოიყენეს და ისინი ე.წ. კროს-სექტორული კვლევის მეთოდით გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს დაბადებული თაობების წარმომადგენლებში დემენციის ჩამოყალიბების შანსი ყველა რეგიონში ნაკლები იყო. ასევე, მსგავსი ტენდენცია ქალებში უფრო შესამჩნევად ფიქსირდებოდა, ვიდრე კაცებში.

სპეციალისტებმა ყურადღება 71 და უფრო მეტი ასაკის ადამიანებზე გაამახვილეს. მათ 4-წლიანი მონაცემები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყვეს. დადგინდა, რომ ხანდაზმულ თაობებთან შედარებით, უფრო ახალგაზრდებს ასაკობრივი დემენციის ნაკლები გამოვლინება აღენიშნებოდათ. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 21.1 % იყო, ევროპაში 38.9%, ხოლო ინგლისში — 28.3%. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

 

 

„განსაკუთრებით საინტერესოა, ტრანსპლანტაციის მიმართულებით. ბევრი ეს თემა იქნა მიმოხილული ორმხრივი შეხვედრის დროს“-მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე: უნგრეთი
#post_seo_title

„უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს“, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უნგრულ მხარესთან, გამოცდილების გაზიარება მომავალში ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„დღეს, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის, რაც შეიძლება მეტად ინტენსიფიკაცია, იმისთვის, რომ ორმხრივად საინტერესო შესაძლებლობები, უფრო კარგად წარმოჩინდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოჰყვეს ამას კონკრეტული შედეგები, რომელსაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იგრძნობს.

უნგრეთს აქვს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, როგორც ფარმაცევტიკის მიმართულებით, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო, როგორც საუნივერსიტეტო მიმართულებით, ისე ფარმაცევტიკის მიმართულებით.

ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა, ტრანსპლანტაციის მიმართულებით. ბევრი ეს თემა იქნა მიმოხილული ორმხრივი შეხვედრის დროს.

უნგრულმა მხარემ არაჩვეულებრივი მასპინძლობა აჩვენა. ყველა სექტორული მიმართულებით ეს ჩარჩო, ანუ მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი, რომელიც ნებისმიერი კარის გაღებას ამარტივებს. აღნიშნული, ძალიან სასარგებლოა და საინტერესოა. ეს სამომავლო განვითარების ერთ ერთი მთავარი არხია ქვეყნისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ყველა სექტორული მიმართულებით მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი“, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სამედიცინო დაწესებულებების PR ონლაინ მედიაში – ტრენინგი

Ms Tatia Gochadze, Accreditation Canada Advisor 1
Ms Tatia Gochadze, Accreditation Canada Advisor 1

სამედიცინო დაწესებულებების PR ონლაინ მედიაში: ხარისხიანი კომუნიკაცია აკრედიტაციის სტანდარტებით

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა


19 აგვისტოს, 2025 წელს ჩატარდება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „სამედიცინო დაწესებულებების PR ონლაინ მედიაში“, რომელსაც წარუძღვება თათია გოჩაძე — “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი. ტრენინგი წარმოადგენს Accreditation Canada-ის სტანდარტებზე დაფუძნებულ CME სერტიფიცირებულ პროგრამას.


🌍 რატომ სჭირდება ჰოსპიტალს ეფექტური ონლაინ PR?

დღეს ჰოსპიტლის რეპუტაცია იგება არა მხოლოდ პროფესიულ ხარისხზე, არამედ იმაზე, თუ როგორ კომუნიკაციას აწარმოებს საზოგადოებასთან. პაციენტის ნდობის, ინფორმირების და ინციდენტების მართვის მთავარი კომპონენტი სწორედ გამჭვირვალე, სტრუქტურირებული კომუნიკაციაა.

“ციფრულ სამყაროში კლინიკის ხმა ან ისმის და აშენებს ნდობას, ან სიჩუმე ქმნის გაურკვევლობას. PR არის ჯანდაცვის ინსტიტუციური პასუხისმგებლობა.”
— თათია გოჩაძე, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი

WHO და ISQua ხაზს უსვამენ PR სტრატეგიის არსებობას როგორც პაციენტის უსაფრთხოებისა და კლინიკური ხარისხის კომპონენტს.


🇬🇪 ადგილობრივი კონტექსტი: რეაგირებიდან პრევენციამდე

საქართველოში არაერთ კლინიკაში PR არსებობს მხოლოდ ფორმალურად ან რეაგირებისთვის — და არა პრევენციისთვის. ხშირია ინფორმაციის დაგვიანება, პასუხგაუცემელი კრიზისები სოციალურ მედიაში, არაზუსტი განმარტებები.

“PR არ არის მხოლოდ კრიზისის პასუხი — ეს არის მუდმივი ინფორმირების, განათლებისა და რეპუტაციის შენების პროცესი.”
— თათია გოჩაძე


✅ “აკრედიტაცია კანადა” და PR-ის სტანდარტები

Accreditation Canada მოითხოვს, რომ კლინიკას ჰქონდეს:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმალური სტრუქტურა;
  • სტრატეგია კრიზისულ კომუნიკაციაზე;
  • მედიის პოლიტიკა და საპასუხო პროტოკოლები;
  • სოციალური მედიის მართვის სტანდარტები;
  • პაციენტის განათლების ინტეგრაცია PR-სისტემაში;
  • თანამშრომლობის ფორმები საზოგადოებრივ და პროფესიულ მედიასთან.

“ციფრული მედია არეგულირებს კლინიკის რეპუტაციას პრევენციულად. სწორედ ამიტომაა საჭირო სტრატეგიული კომუნიკაცია.”
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე


📚 რას ისწავლის მონაწილე ტრენინგზე?

ტრენინგზე განხილული იქნება:

  • PR-ის როლი კლინიკის ხარისხსა და უსაფრთხოებაში;
  • სოციალური მედიის სტრატეგიები;
  • როგორ ვმართოთ კრიზისი ონლაინ სივრცეში;
  • რეალური ქეისები და ანალიზი;
  • PR-სისტემის ინტეგრაცია აკრედიტაციის მოდელთან;
  • ინსტიტუციური კომუნიკაციის სამართლებრივი ჩარჩოები.

ტრენინგი განკუთვნილია კლინიკების ადმინისტრაციისთვის, PR-მენეჯერებისთვის, ხარისხის ოფიცრებისთვის, პაციენტის განათლების კოორდინატორებისთვის და მედიის გუნდისთვის.


📅 თარიღი: 19 აგვისტო, 2025
🕒 დრო: 14:00 – 15:30 (თბილისის დროით)
📌 რეგისტრაცია: (დაემატება ბმული)
📧 info@accreditation.ge
💻 sheniekimi.ge | accreditation.ca | sheniambebi.ge

დამატებითი რესურსები:


🏷️ ჰეშთეგები:

#ჰოსპიტალისPR #AccreditationCanada #თათიაგოჩაძე #გიორგიფხაკაძე
#drpkhakadze #sheniekimi #სამედიცინოPR #ჯანდაცვისკომუნიკაცია #CME
#accreditationge #ონლაინმედია #სამედიცინოტრენინგი #ჰოსპიტლისსტანდარტი

მენინგიტი, მიოკარდიტი, მწვავე რესპირატორული ან გულის უკმარისობა, ინფექციური ტოქსიკური შოკი – ტკიპები განსაკუთრებით მომრავლდნენ

ტკიპები
#post_seo_title

წელს ტკიპები განსაკუთრებით მომრავლდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში ამ პარაზიტების ნაკბენებით გრანულოციტური ანაპლაზმოზით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ექიმები ამბობენ, ტკიპის ნაკბენს შეუძლია დაინფიცირება არა მხოლოდ ბორელიოზით და ენცეფალიტით. ექიმის განმარტებით, ეს არაქნიდები ასევე ატარებენ ბაქტერიას Anaplasma phagocytophilum (ანაპლაზმა), რომელიც იწვევს მწვავე ინფექციურ დაავადებას, რომელიც აზიანებს სისხლის თეთრ უჯრედებს, ნეიტროფილებს (გრანულოციტებს).
გრანულოციტური ანაპლაზმოზი გადადის ინფიცირებული ტკიპის ნაკბენით, იმავე ტკიპის, რომელიც ბორელიოზისა და ენცეფალიტის გადამტანია.

ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ 14 დღეა. დაავადება იწყება ტემპერატურის მკვეთრი მატებით 39-40°C-მდე, ძლიერი შემცივნებით, თავის ტკივილითა და კუნთების ტკივილით. დამახასიათებელი სიმპტომებია ზოგადი სისუსტე, გულისრევა, მადის დაკარგვა, მუცლის დისკომფორტი, დიარეა (განავლის დარღვევები).

ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტისგან განსხვავებით, ანაპლაზმოზის დროს ნევროლოგიური დარღვევები იშვიათად აღინიშნება, მაგრამ შეიძლება განვითარდეს მძიმე გართულებები – მენინგიტი, მიოკარდიტი, მწვავე რესპირატორული ან გულის უკმარისობა, ინფექციური ტოქსიკური შოკი.
ანაპლაზმოზი გაზრდილ საფრთხეს უქმნის ხანდაზმულებს და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებს, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. დროული მკურნალობის გარეშე შეიძლება განვითარდეს ანემია და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ართულებს სისხლდენის შეჩერებას) და დაიწყოს ღვიძლის დაზიანება. დაავადების დიაგნოზი შესაძლებელია PCR ანალიზისა და სეროლოგიური სისხლის ტესტების გამოყენებით. გრანულოციტური ანაპლაზმოზის სამკურნალოდ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკების კურსი. თუ თერაპია ადრეულ ეტაპზე დაიწყება, სიმპტომები სწრაფად გაქრება.

გრანულოციტური ანაპლაზმოზის პროფილაქტიკური ზომები იგივეა, რაც ტკიპებით გამოწვეული სხვა ინფექციებისგან დაცვისთვის: ბუნებაში გასვლისას გამოიყენეთ ტკიპებისთვის განკუთვნილი რეპელენტები, ჩაიცვით მსუბუქი, სრიალა ქსოვილისგან დამზადებული დახურული ტანსაცმელი და სეირნობის შემდეგ ყურადღებით დაათვალიერეთ თავი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაკეცებსა და სხეულის თმიან ნაწილებს (საზარდულის არე, იღლიები, თავი). ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს და, თუ შესაძლებელია, ტკიპა ანალიზისთვის ლაბორატორიაში მიიტანეთ.

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

“აკრედიტაცია კანადა” საქართველოში – 13 უფასო ტრენინგი ყველა კლინიკისთვის (2025)

Dr Giorgi Pkhakadze, Accreditation Canada Representative in Georgia
Dr Giorgi Pkhakadze, Accreditation Canada Representative in Georgia

“აკრედიტაცია კანადა” საქართველოში: უწყვეტი განათლების 13 ტრენინგი 2025 წლის სექტემბრამდე

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა


2025 წლის მაისიდან სექტემბრამდე, “აკრედიტაცია კანადა” ახორციელებს უპრეცედენტო განათლების პროგრამას საქართველოში. 13 თემატური ონლაინ ტრენინგი ფარავს მნიშვნელოვან საკითხებს ჰოსპიტალურ მენეჯმენტსა და ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს ინიციატივა წარმოადგენს ჩვენს ხედვას და ვალდებულებას, რომ პროფესიული განათლება და კლინიკური მხარდაჭერა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა კლინიკისთვის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის აკრედიტირებული.

ჩვენ გვჯერა, რომ განათლება არის ჯანდაცვის ხარისხის ფუნდამენტი. სწორედ ამიტომ, Continuing Medical Education (CME) და ტრენინგების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია აკრედიტაცია კანადა – საქართველო ინიციატივის ფარგლებში.

“ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტების ცოდნის ხელმისაწვდომობა და ხელი შევუწყოთ კლინიკებს ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ეს ტრენინგები ღიაა ყველასთვის — იქნება ეს აკრედიტირებული ჰოსპიტალი თუ არა.”
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


📌 თემატიკა და ტრენინგების ფოკუსი

ტრენინგები მოიცავს:

  • პაციენტის უსაფრთხოება და იდენტიფიკაცია;
  • კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულებაში;
  • ტექნიკური მართვა და სტერილიზაცია;
  • მედიკამენტების შეჯერება;
  • პაციენტთა განათლება და საბჭოები;
  • ინციდენტების პრევენცია და ანალიზი;
  • ორგანიზაციული სტანდარტების დანერგვა.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა.

ყველა ტრენინგი ეფუძნება Accreditation Canada Standards დოკუმენტს და Health Standards Organization (HSO)-ის პრინციპებს.


🌐 ფორმატი და სერტიფიკაცია

ტრენინგები ტარდება Zoom პლატფორმაზე, რეგისტრაცია აუცილებელია. ყოველი სესია სრულდება ტესტირებით, რის შემდეგაც მონაწილეები იღებენ სერტიფიკატს ინგლისურ ენაზე — ჩათვლილია 1 CME კრედიტად (≥75% ქულით).

მონაწილეობა უფასოა ყველა კლინიკისთვის – აკრედიტირებული ან არააკრედიტირებული.

📧 რეგისტრაცია: info@accreditation.ge
🔗 დამატებით იხილეთ: sheniekimi.ge | accreditation.ca | sheni.news


🧑‍🏫 ტრენერები და ექსპერტები:

ტრენინგებს უძღვებიან “აკრედიტაცია კანადის” ქართული ოფისის მრჩეველები:

  • თამარ თალაკვაძე
  • თამარ კრავეიშვილი
  • სულხან ინაიშვილი
  • ირაკლი აფშინაშვილი
  • სოფიო ქუთათელაძე
  • ირინე ფხაკაძე
  • თეონა ვარშალომიძე
  • თათია გოჩაძე
  • ანა ბოლქვაძე

📅 კალენდარი:

მაისი – სექტემბერი 2025

სრული განრიგი და თემატური სტატიები იხილეთ:


🟥 ტრენინგი N1

სათაური: აკრედიტაცია კანადა — სისტემური მოდელის დანერგვა საქართველოში
სპიკერი: გიორგი ფხაკაძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის წარმომადგენელი საქართველოში
📅 თარიღი: 2025 წლის 11 ივნისი
🕒 დრო: 21:00 – 22:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N2

სათაური: დაცემის პრევენცია ჰოსპიტალში — საერთაშორისო სტანდარტები
სპიკერი: სულხან ინაიშვილი
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 16 ივნისი
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N3

სათაური: სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მართვა ჰოსპიტალში
სპიკერი: ირაკლი აფშინაშვილი
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 24 ივნისი
🕒 დრო: 16:00 – 17:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N4

სათაური: მედიკამენტების შეჯერება — უსაფრთხოების მთავარი რგოლი
სპიკერი: თამარ კრავეიშვილი
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 30 ივნისი
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N5

სათაური: სტერილიზაცია — მინიმალური საერთაშორისო სტანდარტი
სპიკერი: სოფიო ქუთათელაძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 4 ივლისი
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N6

სათაური: კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულებაში — ეფექტურობის საფუძველი
სპიკერი: ირინე ფხაკაძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 10 ივლისი
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N7

სათაური: პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის როლი ჰოსპიტალში
სპიკერი: თათია გოჩაძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 16 ივლისი
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge

🟥 ტრენინგი N8

სათაური: სამედიცინო დაწესებულებების PR ონლაინ მედიაში
სპიკერი: თათია გოჩაძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 18 ივლისი
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N9

სათაური: პაციენტის განათლება სამედიცინო კონსულტაციის დროს
სპიკერი: თეონა ვარშალომიძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 29 ივლისი
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N10

სათაური: ინციდენტების მართვა ჰოსპიტალში — პრევენცია და ანალიზი
სპიკერი: თამარ თალაკვაძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 5 აგვისტო
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N11

სათაური: პაციენტის იდენტიფიკაცია ჰოსპიტალში — უსაფრთხოების ფუნდამენტი
სპიკერი: ანა ბოლქვაძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 12 აგვისტო
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N12

სათაური: სამედიცინო დაწესებულების PR ონლაინ მედიაში (გაფართოებული სესია)
სპიკერი: თათია გოჩაძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 19 აგვისტო
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge


🟥 ტრენინგი N13

სათაური: პაციენტთა საბჭოს სტრუქტურა — ჩართულობის თანამედროვე მიდგომა
სპიკერი: თათია გოჩაძე
პოზიცია: აკრედიტაცია კანადის მრჩეველი
📅 თარიღი: 2025 წლის 26 აგვისტო
🕒 დრო: 14:00 – 15:30
📧 info@accreditation.ge

🏷️ ჰეშთეგები:

#აკრედიტაცია2025 #AccreditationCanada #ტრენინგისერია #CMEსაქართველო #პაციენტისუსაფრთხოება
#სამედიცინოინფექცია #თამართალაკვაძე #გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #sheniekimi #აქხარისხია

რას ამბობენ ფრჩხილები ჩვენს ჯანმრთელობაზე? – როგორ ავიცილოთ თავიდან ინფექციები

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, ასევე თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს
#post_seo_title

ფრჩხილების მდგომარეობა – რას გვეუბნება ჯანმრთელობაზე და როგორ ავიცილოთ თავიდან ინფექციები


ფრჩხილები მხოლოდ ესთეტიკისთვის არ არსებობს — ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე მეტყველებენ. მათი ფერი, ფორმა და ტექსტურა შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე მიუთითებდეს. სწორედ ამიტომ, მათი მდგომარეობის შეფასება ზოგჯერ დაავადების ადრეულ ეტაპზე ამოცნობის საშუალებაა.


ფრჩხილის ბუნებრივი სტრუქტურა და ფუნქცია

ფრჩხილი გარქოვანებული ფირფიტაა, რომელიც თითების ბოლოებს ფარავს და იცავს. ნორმალური, ჯანმრთელი ფრჩხილი გლუვია, ოდნავ მოვარდისფრო ელფერით. ნებისმიერი ცვლილება შეიძლება იყოს შინაგანი პათოლოგიის პირველი ნიშანი.


ფრჩხილების მეშვეობით გამოვლენილი შესაძლო პრობლემები

🔹 ფრჩხილის ზედაპირზე ჩაღრმავებები

ჩანს, როგორც წვრილი ნაჩხვლეტები — ხშირად მიუთითებს ფსორიაზზე, რეაქტიულ ართრიტზე ან ავტოიმუნურ ალოპეციაზე.

🔹 საათის მინისებრი ფორმა (ჰიპოკრატეს ფრჩხილები)

ხშირად ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვის ქრონიკულ დაავადებებთან.

🔹 კოვზისებრი ფრჩხილები

შუა ნაწილი ჩაზნექილია — შესაძლოა მიუთითებდეს რკინის დეფიციტზე, ჰიპოთირეოზზე ან გულის ქრონიკულ პრობლემებზე.

🔹 ტერის ფრჩხილები

თეთრი ფერი ვარდისფერი რკალით — შესაძლოა იყოს ღვიძლის, თირკმლის, შაქრიანი დიაბეტის ან გულის უკმარისობის სიმპტომი.

🔹 ჰორიზონტალური ხაზები

შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტზე, ინფექციებზე, ან მიკროტრავმაზე.

🔹 ყვითელი ფრჩხილის სინდრომი

ფრჩხილის გასქელება, ფერის ცვლილება და ზრდის შენელება ხშირად ასოცირდება ქრონიკულ ბრონქიტთან, ლიმფედემასთან და სხვა რესპირატორულ პრობლემებთან.


ფრჩხილის ინფექციური დაზიანებები

⚠️ ფრჩხილის სოკო (ონიქომიკოზი)

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექცია. იწყება თეთრი ან ყვითელი ლაქით და პროგრესირებისას ფრჩხილი:

  • სქელდება;

  • იღებს მოყვითალო-მოყავისფრო ელფერს;

  • მტვრევადი ხდება და ფორმას იცვლის;

  • ცუდი სუნი

ძირითადი გამომწვევები: დერმატოფიტები, საფუარისა და ობის სოკოები.

რისკფაქტორები:

  • ასაკი;

  • ჭარბი ოფლიანობა;

  • სუსტი იმუნიტეტი;

  • ტერფის მიკოზი;

  • დიაბეტი ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

  • ფეხშიშველა სიარული საჯარო ადგილებში (აუზი, საშხაპე).

🧴 პრევენცია:

  • ხელებისა და ფეხების ყოველდღიური ჰიგიენა;

  • სისუფთავის დაცვა ფრჩხილის ინსტრუმენტების გამოყენებისას;

  • სუნთქვადი მასალის ფეხსაცმელი;

  • სტერილურ მანიკიურის სალონში ვიზიტი;

  • სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება საჭიროებისამებრ.


🧬 პანარიციუმი – ფრჩხილის გარშემო არსებული ინფექცია

პანარიციუმი ფრჩხილის გარშემო კანის ინფექციური ანთებაა. გამოწვეულია ბაქტერიებით ან საფუარის სოკოებით. არსებობს ორი ფორმა:

🔹 მწვავე პანარიციუმი

დაწყება სწრაფია, თან ახლავს ტკივილი, სიწითლე და ჩირქოვანი ბუშტუკები. ხშირად მიზეზი — ნუნების დაჭრა ან ფრჩხილების კვნეტა.

🔹 ქრონიკული პანარიციუმი

პროგრესირება ნელა მიმდინარეობს. ხშირია იმ ადამიანებში, ვისაც ხანგრძლივად უწევს ხელების დასველება — სამედიცინო, საყოფაცხოვრებო ან ჰიგიენური პროფესიები.

სიმპტომები:

  • კანის სიწითლე ფრჩხილის გარშემო;

  • ჩირქოვანი ბუშტუკები;

  • ფრჩხილის დეფორმაცია ან ნაწილობრივი გამოყოფა.


როდის მივმართოთ ექიმს?

✅ თუ გაქვთ:

  • ფრჩხილის ფერის ან ფორმის სტაბილური ცვლილება;

  • ჩირქოვანი ანთება;

  • შაქრიანი დიაბეტი და ფრჩხილის ინფექციის ეჭვი;

  • სხეულის ტემპერატურის მატება;

  • ინფექციის გავრცელების ნიშნები თითის გასწვრივ.


🛡️ როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისგან

  • დაიბანეთ და კარგად გააშრეთ ხელები და ფეხები;

  • არ მოჭრათ ნუნები და არ დააზიანოთ კანი ფრჩხილის გარშემო;

  • წესიერი მანიკიური/პედიკიური მხოლოდ სტერილურ პირობებში გაიკეთეთ;

  • ქიმიური სითხეებთან მუშაობისას იხმარეთ ხელთათმანები;

  • თვალი ადევნეთ სისხლში შაქრის დონეს, თუ დიაბეტი გაქვთ.


პროგნოზი და შედეგები

სწორად შერჩეული მკურნალობის შემთხვევაში, როგორც სოკო, ისე პანარიციუმი წარმატებით ექვემდებარება თერაპიას. თუმცა გართულებულმა ფორმებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფრჩხილის მუდმივი დაზიანება ან სერიოზული ინფექციური გართულებები, როგორიცაა ოსტეომიელიტი.

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

პაციენტთა საბჭო ჰოსპიტალში – ექსკლუზიური ტრენინგი „აკრედიტაცია კანადისგან” ყველა კლინიკისთვის საქართველოში

Ms Tatia Gochadze, Accreditation Canada Advisor 2
Ms Tatia Gochadze, Accreditation Canada Advisor 2

პაციენტთა საბჭოს სტრუქტურა ჰოსპიტალში:

პაციენტის ჩართულობა ხარისხიან ჯანდაცვაში

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა


26 აგვისტოს, 2025 წელს ჩატარდება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „პაციენტთა საბჭოს სტრუქტურა ჰოსპიტალში“, რომელსაც წარუძღვება თათია გოჩაძე — “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი. ტრენინგი შედის Accreditation Canada-ის მიერ მხარდაჭერილ CME უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში.


🌍 რატომ არის პაციენტთა საბჭო ჯანდაცვის სისტემისთვის ინოვაციური და აუცილებელი?

პაციენტის ჩართულობა ჯანმრთელობის სისტემის მართვაში წარმოადგენს საერთაშორისო ტენდენციას, რომელიც უკვე რეალობად იქცა საქართველოშიც. “აკრედიტაცია კანადის” ინიციატივით, საქართველოში 9 ჰოსპიტალში წარმატებით შეიქმნა პაციენტთა საბჭოები.

ეს საბჭოები:

  • აერთიანებენ პაციენტებს, ოჯახებსა და კლინიკის ადმინისტრაციას;
  • უზრუნველყოფენ უკუკავშირის მუდმივ რეჟიმს;
  • ხელს უწყობენ ხარისხის გაუმჯობესებას პაციენტის პერსპექტივიდან;
  • ქმნიან თანამონაწილეობის კულტურას.

“პაციენტის ხმა უნდა ისმოდეს გადაწყვეტილების დონეზე. პაციენტთა საბჭო არ არის ფორმალობა — ეს არის თანამშრომლობის კულტურა.”
— თათია გოჩაძე


🇬🇪 საქართველოში პაციენტთა საბჭოების პირველი გამოცდილება

პირველი 9 ჰოსპიტალი, რომლებმაც პაციენტთა საბჭოს მოდელი დანერგეს, უკვე აფასებენ მის მნიშვნელობას. გაუმჯობესდა პაციენტთა ინფორმირებულობა, გაიზარდა ნდობა კლინიკის მიმართ და შემცირდა საჩივრების რაოდენობა.

“პაციენტთა საბჭოები ქმნიან მტკიცებულებაზე დაფუძნებულ სისტემურ ცვლილებებს — არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ერთად მიღწეული შედეგით.”
— თათია გოჩაძე


✅ “აკრედიტაცია კანადა” და პაციენტის ჩართულობის სტანდარტები

Accreditation Canada მოითხოვს, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებმა:

  • დანერგონ პაციენტის ჩართულობის სტრუქტურები;
  • უზრუნველყონ პაციენტთა საბჭოს დამოუკიდებლობა;
  • გამოიყენონ მათი რეკომენდაციები სტრატეგიულ დონეზე;
  • შეისწავლონ უკუკავშირი როგორც ხარისხის მაჩვენებელი;
  • მოახდინონ საბჭოს წევრების რეგულარული გადამზადება.

“პაციენტთა საბჭოები საერთაშორისო აღიარებული პრაქტიკაა, რომელიც აისახება როგორც ხარისხზე, ისე კლინიკის რეპუტაციაზე.”
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე


📚 რას ისწავლის მონაწილე ტრენინგზე?

ტრენინგი მოიცავს:

  • პაციენტთა საბჭოს ჩამოყალიბების ეტაპებს;
  • წევრების შერჩევის კრიტერიუმებს;
  • მექანიზმებს საბჭოს გავლენის გაზრდისთვის;
  • ეფექტური შეხვედრების მართვას;
  • რეალურ ქეისებს საქართველოდან და საერთაშორისო გამოცდილებას.

ტრენინგი განკუთვნილია ჰოსპიტლების ადმინისტრაციისთვის, ხარისხის ოფიცრებისთვის, პაციენტთა კოორდინატორებისთვის და სოციალური მომსახურების ჯგუფებისთვის.


📅 თარიღი: 26 აგვისტო, 2025
🕒 დრო: 14:00 – 15:30 (თბილისის დროით)
📌 რეგისტრაცია: (დაემატება ბმული)
📧 info@accreditation.ge
💻 sheniekimi.ge | accreditation.ca | sheniambebi.ge

დამატებითი რესურსები:


🏷️ ჰეშთეგები:

#პაციენტთასაბჭო #პაციენტჩართულობა #AccreditationCanada #თათიაგოჩაძე
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #sheniekimi #ჰოსპიტლისმენეჯმენტი #CME
#accreditationge #ჯანდაცვაკომუნიკაცია #პაციენტისხმა

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights