პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიახალ თაობაში დემენციის რისკი იკლებს — იმედისმომცემი კვლევის შედეგები

ახალ თაობაში დემენციის რისკი იკლებს — იმედისმომცემი კვლევის შედეგები

მსოფლიოში ამჟამად დემენციის შემთხვევები იმატებს. 2021 წელს ამ დიაგნოზით 57 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 2050 წლისთვის კი რაოდენობის 153 მილიონამდე გაზრდაა მოსალოდნელი. ამის მიუხედავად, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობებში მსგავსი ნეიროდეგენერაციული პრობლემების რისკი სულ უფრო იკლებს.

მეცნიერებმა აშშ-ის, ევროპისა და ინგლისის მოსახლეობის ჯანმრთელობის მონაცემები გამოიყენეს და ისინი ე.წ. კროს-სექტორული კვლევის მეთოდით გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს დაბადებული თაობების წარმომადგენლებში დემენციის ჩამოყალიბების შანსი ყველა რეგიონში ნაკლები იყო. ასევე, მსგავსი ტენდენცია ქალებში უფრო შესამჩნევად ფიქსირდებოდა, ვიდრე კაცებში.

სპეციალისტებმა ყურადღება 71 და უფრო მეტი ასაკის ადამიანებზე გაამახვილეს. მათ 4-წლიანი მონაცემები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყვეს. დადგინდა, რომ ხანდაზმულ თაობებთან შედარებით, უფრო ახალგაზრდებს ასაკობრივი დემენციის ნაკლები გამოვლინება აღენიშნებოდათ. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 21.1 % იყო, ევროპაში 38.9%, ხოლო ინგლისში — 28.3%.

“მაგალითად, აშშ-ში 81-85 წლის ადამიანებში დემენცია იმათ 25.1%-ს ჰქონდა, ვინც 1890-1913 წლებში იყო დაბადებული. შედარებისთვის, 1939-1943 წელს დაბადებულებში ეს მაჩვენებელი 15.5% იყო”, — აცხადებს კვინსლენდის უნივერსიტეტში მომუშავე ეკონომისტი, საბრინა ლენსენი.

იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა იმატებს, დემენციის შემთხვევებიც იზრდება. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, თავად პროცენტულობა იკლებს (მინიმუმ შესწავლილ ჯგუფებში მაინც).

ნაშრომი გამოცემაში JAMA Network Open გამოქვეყნდა.

  შენობაში დიდხანს ყოფნამ შეიძლება დაარღვიოს ადამიანის ცირკადული რიტმები. სახლში დიდხანს ყოფნამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შენობაში ძალიან დიდი დროის გატარებამ, განსაკუთრებით ბუნებრივი განათების გარეშე, შეიძლება დაარღვიოს ადამიანის ცირკადული რიტმი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ცუდ ძილს და ენერგიის ნაკლებობას. გარდა ამისა, სახლში დიდ ხანს მჯდომ ადამიანებს უფრო მეტად აღენიშნებათ D ვიტამინის დეფიციტი. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება, ცუდი განწყობა და ძვლების ჯანმრთელობის პრობლემები. ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მინიმუმ ათი წუთის განმავლობაში გარეთ გასეირნება, მაგალითად, სადილის შემდეგ. გამოვლენილიაცირკადულირიტმისდარღვევისსაშიშიშედეგისაერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საუთჰემპტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარები, აღმოაჩინა, რომ ცირკადული რითმების დარღვევამ (განსაკუთრებით ძილის რეჟიმი) შეიძლება გაამწვავოს დეპრესია და ნევროზი და ასევე გამოიწვიოს განწყობის არასტაბილურობა. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS). ახალი კვლევა მოიცავს ბოლოდროინდელ ნაშრომებში განხილულ მეცნიერულ მიმოხილვას ძილს (და სიფხიზლეს) და ფსიქიკურ დაავადებას შორის კავშირის შესახებ. აღნიშნულია, რომ მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებს. კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის ბუნებრივი ბიორიტმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს დეპრესია, შფოთვა და ნევროზი. გარდა ამისა, ძილის რეჟიმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვალებადობა. იხილეთ სრულად
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი